Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

რაკი ბორელი ახსენა, ესეც ბორელის კომენტარი თავის ვიზიტზე 

ჟოზეფ ბორელი - ჩვენ სამეზობლოში ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა გაუმკლავდნენ რუსეთის წნეხს, ჩვენი სამეზობლოა ბელარუსიდან დაწყებული კავკასიით დამთავრებული

ჟოზეფ ბორელი - ჩვენ სამეზობლოში ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა გაუმკლავდნენ რუსეთის წნეხს, ჩვენი სამეზობლოა ბელარუსიდან დაწყებული კავკასიით დამთავრებული
fbshare.png
print.png

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი იყენებს ყველა საშუალებას ძალაუფლების გადარჩენისთვის. ამის შესახებ მან ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე მოსკოვში ჩავედი ორი მიზნით: პირველი - რომ შეშფოთება გამომეხატა ნავალნის საქმესთან და დემონსტრანტების დარბევასთან დაკავშირებით. მეორე - მომეძებნა რუსეთთან პოზიტიური დღის წესრიგის შესაძლებლობები. თუმცა მათი აგრესიული რეაქცია აჩვენებს, რომ ისინი დემოკრატიულ ღირებულებებს არსებით საფრთხედ განიხილავენ. როგორც კი მათთან დაიწყებ ადამიანის უფლებების განხილვას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ნავალნის საქმეს, ისინი ყველა სახის პოზიტიურ მიდგომას ბლოკავენ. ჩემი აზრით, რუსეთი შორდება ევროკავშირს. პუტინის რეჟიმი იყენებს ყველა საშუალებას მათ შორის დეზინფორმაციას ძალაუფლების გადარჩენისთვის და ოპოზიციასთან საბრძოლველად. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რუსეთს არ სურს ევროკავშირთან თანამშრომლობა, რადგან ჩვენ, რასაც წარმოვადგენთ - ლიბერალურ ფასეულობებსა და დემოკრატიას, მათ მიერ ნამდვილად მიჩნეულია არსებით საფრთხედ“, - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით ამ საკითხში ევროკავშირსა და მის წევრებს ერთიანობა და სიმტკიცე სჭირდებათ.

„ვფიქრობ რუსეთს კონფრონტაციის კურსი აქვს არჩეული და ამ კურსის წინაშე ჩვენ გვჭირდება სამი რამ: პირველია - რუსეთზე ზეწოლის მოხდენა, როდესაც ის არღვევს საერთაშორისო ან ჰუმანიტარულ სამართალს, მეორე - რუსეთის შეკავება, როცა ის ჩვენზე წნეხს ზრდის, მათ შორის დეზინფორმაციის და კიბერთავდასხმების საშუალებით და მესამე - მიუხედავად ყველაფრისა, ჩართულობა გარკვეულ სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესია“, - აცხადებს ჟოზეფ ბორელი.

დიპლომატი კონკრეტულ ქმედებებსაც ასახელებს, ესენია - სანქციები, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და უფრო მეტი ძალისხმევა დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად.

„ჩვენ სამეზობლოში ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა გაუმკლავდნენ რუსეთის წნეხს. ჩვენი სამეზობლოა ბელარუსიდან დაწყებული კავკასიით დამთავრებული“, - აღნიშნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Moor said:

რას ველოდებით?

არაფერს განსაკუთრებულს. იგივეს იტყვის რაც ეუ0ს პრესსპილერმა თქვა ოღონდ უფრო მეტი ბლა-ბლა-ბლა იქნება. ზოგადად არაა ეს პატივცემული ის დონე რომ რამე შეცვალოს კარდინალურად.

ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანია საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების წერილი რომელსაც ჰაუსის ტიპიც შეურთდა. იმჰო.

Share on other sites

5 საათის წინ, kvipriane said:

მართლმადიდებლებს სხვადასხვაგვარად რომ გვესმის და  -"არღარა არს ვინა განმარტებაი მოგვცის" , ამაშია საქმე ... მივხვდი სადაც ბრკოლდებით ...

ასეა სამწუხაროდ ...

5 საათის წინ, kvipriane said:

სენიორა, მართლმადიდებლრი სწავლების თანახმად, სულიწმიდის განმანათლებელი ძალა გადმოდის ნებისმიერი ადამიანისათვის , რადგან ჩვენ ყველანი (გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა!) ვართ ღვთის ქმნილებანი, შექმნილი მის ხატად (მზგავსები ჩვენი ღვაწლით უნდა ვიქცეთ) , მაგრამ სულიწმიდის განმანათლებელ ძალას ყველა არ იღებს ხომ ???  ... რაც შეეხება მადლს - ეს მხოლოდ მასზე გადმოდის ვისაც სწამს და რწმენით ცხოვრობს (ანუ რწმენიდან გამომდინარე საქმეები გააჩნია, რამეთუ - "საქმენი რწმენის გარეშე მკუდარ არიან" ... ) 

მადლობა.:yeah:

Share on other sites

  • ფორუმელი

საინტერესო საკითხს შეეხეთ პატივცემულებო. 

იმჰო, თავგანწირვა, სამშობოლო, მოყვასი და სხვა მსგავსი "notions" (უკაცრავად ქართულად ვეღარ გავიხსენე) ღრმად ინდივიდუალური მგონოა, ისევე როგორც რელიგიური წარმოდგენები.

შეუძლებელია შეადარო ერთი პირის თავგანწირვა მეორეს თავგანწირვას (ან ართავგანწირვას) რადგანაც მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება უამრავი მოტივების ერთდროული ჩართვის შედეგად, რომელთა ნაწილიბ ხშირად დამოუკიდებელია გადაწყვეტილების მიმღებისგან.

იგივე შეიძლება ითქვას სამშობლოს ცნებასა და სამშობლოსთვის "რაღაცის" გაკეთებაზე :დ რანაირად შეუძლია ვინმეს შეადაროს ესენი გარდა  გარდა უკიდერუსი შემთხვევებისა? 

ასე რომ იმჰო, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის ძალიან ფართო ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებამდე, ისე როგორც ეს წარმოუდგენია კონკრეტულ ადამიანს.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Seth said:

მუსიე სეტ, ამ შემთვევაში ჩვენ მართლმადიდებლურ სწავლებაზე ვსაუბრობდით

თქვენი კითხვა ვერ გავიგე, თუ შეგიძლიათ რომ დამიკონკრეტოთ ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, kvipriane said:

მუსიე სეტ, ამ შემთვევაში ჩვენ მართლმადიდებლურ სწავლებაზე ვსაუბრობდით

დიახ სენიორ, მე უბრალოდ განვაზოგადე, რადგანაც იმჰო ეს საკითხი ერთნაირია ნებისმიერი რელიგიის (გნებავთ ათეისტის) წარმომადგენლისთვის .

1 minute წინ, kvipriane said:

თქვენი კითხვა ვერ გავიგე, თუ შეგიძლიათ რომ დამიკონკრეტოთ ???

ეს კითხვა რიტორიკული იყო სენიორმ ვგულისხმბდი იმას რომ შეუძლებელია კონკრეტული ადამიანების თავგანწირვის ხარისხი შეადარო, გარდა უკიდერუსი შემთხვევებისა. მაგ. ერთმა შვილი მიატოვა განსაცდელში და მეორემ არა.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

დიახ სენიორ, მე უბრალოდ განვაზოგადე, რადგანაც იმჰო ეს საკითხი ერთნაირია ნებისმიერი რელიგიის (გნებავთ ათეისტის) წარმომადგენლისთვის .

სხვადასხვა რელიგიები, სხვადასხვაგვარად აღქვამენ და შესაბამისა წაახალისებენ თავგანწირვას

2 minutes წინ, Seth said:

ვგულისხმბდი იმას რომ შეუძლებელია კონკრეტული ადამიანების თავგანწირვის ხარისხი შეადარო, გარდა უკიდერუსი შემთხვევებისა.

თავგანწირვის მიზანს გააჩნია მუსიე :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

თავგანწირვის მიზანს გააჩნია მუსიე

გადაწყვეტილების მოტივებს ვგულისხმობდი სენიორ.

2 minutes წინ, kvipriane said:

სხვადასხვა რელიგიები, სხვადასხვაგვარად აღქვამენ და შესაბამისა წაახალისებენ თავგანწირვას

დიახ, ისევე როგორც ათეისტები...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share