Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

გუშინდელი ფაქტის შემდეგ მოთხოვნილება სავარაუდო შედეგებზე შეიცვალა. პოლიტიკური პროცესის ყოველი ეპიზოდი და დეტალი აღიქმებოდა მთავარ კითხვაზე პასუხად. კითხვა ეხებოდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლას. პოლარული აზრების ცენტრი სწორედ ეს საკითხი იყო და ის გუშინ შეიცვალა. ახლა უფრო მნიშვნელოვანი ცენტრი ჩამოყალიბდა, რაც პარლამენტის დემოკრატიულად დაკომპლექტების საკითხსაც თავისთავად მოიცავს. იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები ?! 

ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აღარ გვჭირდება მხარეთა შორის უთანხმოებების გააზრება და არც მოლაპრაკებებში გაჩენილი წინააღმდეგობების გარკვევა. არ ვიცი რამდენად აცნობიერებთ ამ საკითხის მნიშვნელობის გაზრდის ფაქტს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრემიერის გადადგომისა და პოზიციების უცვლელობის ფონზე, რიგგარეშე არჩევნების საკითხი მთავარია და ის ყველა სხვა საკითხს მოიცავს. გთავაზობთ შედეგის პროგნოზს მანამ, სანამ იქნება «No more bets»  :):):)

SCH.png

Share on other sites

კი, გახარიას მერე ყველას 'ვადამდელი არჩევნები' ეკერა.

რაც მეტი აქცენტი გაკეთდება რიგგარეშე არჩევნებზე, მით ნაკლები შეთანხმება შედგება. და მეტი შანსია, რომ მელია დაიჭირონ და რეპრესიებიც მოყვეს. 

Share on other sites

  • ფორუმელი

სასამართლოს განაჩენი ძალაში რჩება. ეს ყოფილმა პრემიერმა ცალსახად თქვა. მელიას დაჭერის საკითხი გადაიდო პრემიერის თანამდებობიდან წასვლის ხარჯზე და ოპოზიციასაც მოუწევს რომელიმე მოთხოვნის "გამოქვითვა" 

Share on other sites

  • ფორუმელი

@ჯეიკობი ოპოები ივაჭრებენ, მელიას თავისუფლება საარჩევნო სისტემაში გაცვალონ. აწყობთ კიდეც, წინასაარჩევნოდ ლიდერი ციხეში ცუდი არაა.

 

მაქსიმუმი რაზეც შეიძლება შეთანხმდნენ, ესაა საარჩევნო სისტემა. ეგეც მეეჭვება

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჟოპომ იცის რომ დროის საკითხია ამ ბანძების ჩამოშლა. საკითხი მდგომარეობს იმაში თუ რა მოხდება შემდეგ, გიჟი რასაც ცდილობს გასაგებია, რამდენად გამოუვა - გაუგებარი.

მელაკუდას ამბავი 2შრიანია.

1. შიგნით - ბანძები აგებენ გინდა დაიჭირონ და გინდა არა. არდაჭერისას გიჟი იგებს 2:0 , დაჭერით გიჟი იგებს 5:1-ს. 

2. გარეთ - დაჭერით ბევრით 0-ს აგებენ, არდაჭერით ცოტათი 0-ს.

 

ეხლა დაჯდნენ და დათვალონ რა უღირთ და როგორ.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი

:perv:@Moor რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით და "მელია ციხეში"-ით ? :esraaris::esraaris: 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
59 minutes წინ, Seth said:

1. შიგნით - ბანძები აგებენ გინდა დაიჭირონ და გინდა არა. არდაჭერისას გიჟი იგებს 2:0 , დაჭერით გიჟი იგებს 5:1-ს. 

 

პოლირაზაცია გარდაუვალია თუ სისტემა არ შეიცვალა. შემდეგ არჩევნებზე ვხვდებით ბარიერით. პატარა პარტიები გაიკრიფებიან. საზოგადოება ისევ ნაცებად და ქოცებად დაიყოფა. 

ქოცები თუ აგებენ, მიშა იგებს შესაბამისად. ქოცები ან თანხმდებიან კაპიტულაციას და გარბიან, ან მიდიან რეპრესიებზე საჭიროების შემთხვევაში. მელიას იჭერენ, ნაცებს ტისკავენ, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობაც აუკრძალონ და ა.შ. 

აქ შეიძლება პატარა პარტიებიც დაკერონ ნიშის შესავსებად. 

59 minutes წინ, Seth said:

2. გარეთ - დაჭერით ბევრით 0-ს აგებენ, არდაჭერით ცოტათი 0-ს.

 

გარეთ არაფერს აგებენ, კიბატონო და სწორედ იმიტომ რომ გარეთ არაფერს აგებენ, მეტი შანსია რომ აგრესიულები გახდნენ და ბოლომდე იომონ.

8 minutes წინ, ჯეიკობი said:

:perv:@Moor რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით და "მელია ციხეში"-ით ? :esraaris::esraaris: 

 

ეგაა ოპოს სასურველი სცენარი. უკვე გაისმა მესიჯები, 'რომც დაიჭირონ მელია, ვადამდელი არჩევნები მაინც უნდა ჩატარდეს'. მარა არ მგონია ეგ

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ახლა ვფიქრობდი რომელი ჯობს-მეთქი, ოპოს მხრიდან ვუყურო სიტუაციას თუ მთავრობის მხრიდან, მაგრამ მივხვდი, რომ ორივეს გადმოსახედიდან უნდა აღვიქვათ. ორივე მხარეს "გასაღები" აქვს მოსაძებნი. მოსაძებნს იმიტომ ვამბობ, რომ ჯერჯერობით არც ერთს არა აქვს. ვფიქრობ, რომ ოპო აზრზე არ არის. როგორ აღნიშვნეს ნახეთ ?! ტიპები გაშტერებულები იყვნენ. მოკლედ, თავდაპირველად დავწერე, რომ კითხვაზე პასუხის გასაცემად აღარ გვჭირდება მხარეთა შორის უთანხმოებების გააზრება და არც მოლაპრაკებებში გაჩენილი წინააღმდეგობების გარკვევა. მგონია, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი უკვე გადაწყვეტილია (რომელიმე მხარის გეგმა და ჩანაფიქრი არ მაქვს მხედველობაში) და ეს მოხდა პრემიერის გადადგომის მომენტში. თანამდებობის დატოვების ფაქტმა დამიტოვა გააზრებული და მიზანმიმართული მსხვერპლის შთაბეჭდილება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   359 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 358 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • t-90
    • Googlebot(4)
    • YandexBot(8)