Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული ენის ჟღერადობა


Recommended Posts

  • ფორუმელი
4 minutes წინ, cosmia said:

ქართული ენა კეთილჟღერადი ნამდვილად არაა სწორედ მაგ მჭახე თანხმოვნების გამო, ძალიან გავს სპარსულს

პოსტი წაიკითხე? შენ ხარ ვენახს მოუსმინე?

https://www.youtube.com/watch?v=Nu_rm0FRUV0

ოპერა სპარსულად აჟღერდება?

მე არ მითქვამს რომ ყველა ქართველ აქვს სმენა,  მე ვთქვი რომ ქართულს აქვს მუსიკა, შენ აშკარად მუსიკას ვერ გრძნობ, სმენა არ გაქვს

 

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
12 minutes წინ, Moor said:

მოკლედ, არ გეთანხმებით რომ მხოლოდ თბილისური ქართულია ლამაზი

კი მხოლოდ თბილისური ქართულია ლამაზი, რადგან მხოლოდ თბილისურ ქართულს არ აქვს აპრიორულად განუსაზღვრული ტონალობა, იმერულ გურულში კი აღმავალი ტონია რომელიც წინადადების ბოლოს მახვილით სრულდება, კახურში კი მახვილი წინადადების დასაწყისიდან იწყება. მხოლოდ აკადემიურ ქართულს ჟღერს ნეიტრალურად

 

 

 

Edited by Mepar

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Mepar said:

ოპერა სპარსულად აჟღერდება?

 

რატომ გგონია რომ ოპერა რომელიც დასავლური კულტურის პროდუქტია შეიძლება ავიღოთ ენის კეთილჟღერადობის საზომად? 

ჩინური ოპერა მოგისმენია?

იაპონური ხალხური ბალადები? 

ჩემ სმენას არაფერი ჭირს, ემოციურ იმერლებში ვარ გაზრდილი და დამერწმუნე სამყაროს ბევრად უფრო მრავალფეროვან ტონალობებში ვიცნობ ვიდრე შენ შეიძლება იცნობდე ურბანულ სივრცეში გაზრდილი ტიპი... 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 minutes წინ, cosmia said:

რატომ გგონია რომ ოპერა რომელიც დასავლური კულტურის პროდუქტია შეიძლება ავიღოთ ენის კეთილჟღერადობის საზომად? 

იმიტომ რომ ის ობიექტურად უფრო რთულია სტრუქტურულად,  ემოციურად,  ტონალურად და  ორგანიზებულია ჰარმონიულად.

 

პლიუს ამას ქართულის ფლექსიბილურობის მაგალითად შემიძლია  დაგარწმუნო რომ ქართულ ენას შეუძლია  იაპონურ ჰანგებში  ამღერდეს, მაგრამ იაპონური ჩაკრულოს ჰანგებში ვერ გაჟღერდება

Edited by Mepar

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, cosmia said:

მჭახე. ბევრისგან მსმენია რომ ქართული უცნაურად ჟღერს

პირადად იტალიელისაგან მსმენია, რომ ქართულს საოცარი ჟღერადობა აქვს, აქ აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ეს ორი ენა რიტმული თვალსაზრისით, ბგერის გამოცემითი დროით და ზოგადად ტემპერამენტით ურთიერთ მსგავსია და შესაძლოა მისთვის ახლობლური იყოს  ქართული ენა და ამიტომ გამოიწვია სიმპათია. 

ზოგადად ენის სემასიულოგიურ და გრამატიკულ ფორმებს რაც უფრო ღრმად ეცნობი, მით მეტად შეგიყვარდება თითოეული ენა, რადგანაც ციცხალი ორგანიზმია და იტვირთვას მთელს ერას ანთროპოლოგიურ-მორფოლოგიური ყოფისა.

19 minutes წინ, Mepar said:

თბილისური ქართულია ლამაზი

თბილისური ქართული, არ არის აკადემიური-სალიტერატურო ქართული. 

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, ნაკო said:

თბილისური ქართული, არ არის აკადემიური-სალიტერატურო ქართული. 

რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ქლაბერულ ურბანული  ლექსიკა საშინელებაა, მაგრამ მაინც თბილისშია აკადემიური ლიტერატურული ქართული 

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
27 minutes წინ, Mepar said:

იმიტომ რომ ის ობიექტურად უფრო რთულია სტრუქტურულად,  ემოციურად,  ტონალურად და  ორგანიზებულია ჰარმონიულად.

 

არა. იმიტომ რომ შენთვის ნაცნობია. ეგაა პასუხი. იმიტომ რომ შენც ამ კულტურის წიაღში ხარ გაზრდილი და ეგ გიქმნის ამ ილუზიას :) 

28 minutes წინ, Mepar said:

იაპონურ ჰანგებში  ამღერდეს, მაგრამ იაპონური ჩაკრულოს ჰანგებში ვერ გაჟღერდება

კი გაუჭირდება იმიტომ იაპონურში არც ერთ მჭახე ბგერა არ არის, მრგვალი რბილი ენაა და ერთადერთი ემოციური ტონალობა აძლევს მას ელფერს თორემ იაპონური წყალივით ენაა რაკრაკა...

19 minutes წინ, ნაკო said:

ბგერის გამოცემითი დროით და ზოგადად ტემპერამენტით ურთიერთ მსგავსია და შესაძლოა მისთვის ახლობლური იყოს  ქართული ენა და ამიტომ გამოიწვია სიმპათია. 

 იგივე დავწერე ზემოთ, რაც უფრო მეტი გაქვს საერთო ემოციური და ტემპერამენტული ენის მატარებელ ხალხთან მით უფრო გეშინაურულება და მოგწონს. მეტი გაქვს მიმღებლობა. ლოგიკურიცაა. 

21 minutes წინ, ნაკო said:

რადგანაც ციცხალი ორგანიზმია და იტვირთვას მთელს ერას ანთროპოლოგიურ-მორფოლოგიური ყოფისა.

+1

და როცა ერთ შაბლონზე გინდა გამოკერო  კუთხური მრავალფეროვნება  ეგ ენის წინაშე ჩადენილი დანაშაულია...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, cosmia said:

არა. იმიტომ რომ შენთვის ნაცნობია. ეგაა პასუხი. იმიტომ რომ შენც ამ კულტურის წიაღში ხარ გაზრდილი და ეგ გიქმნის ამ ილუზიას

ანუ  დასავლურ საოპერო მუსიკას უბრალოდ ყური შევაჩიეთ თორე იაპონური მუსიკა არ ჩამოუვარდება ხო?  რომელი მუსიკა აბა კონკრეტულად? :D ეჭვია მაქვს აბსურდებში მაგრად იახლართები

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   94 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 93 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • t-90
    • Facebookexternalhit(1)