Jump to content
×
×
  • Create New...

საქართელო, ამერიკა და ნატო (შავი ზღვის პარტნიორობა)


Recommended Posts

  • ფორუმელი

 

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

  • ფორუმელი

ერთი საინტერესო ფბ გვერდი მაქვს გამოწერილი და პერიოდულა იქედან დავაკოპირებ ხოლმე ინფრომაციას, ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე:
 

გუშინ ბრიუსელში NATO-ს შტაბბინაში უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალისა და NATO-ს გენმდივნის შეხვედრა გაიმართა, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე, შმიგალმა ჩვენთვის ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, მისი თქმით უკრაინას, სურს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის (მაპი) საქართველოსთან ერთად მიღება.
▪️„ამ დროისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენს მოკლევადიან სტრატეგიას წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება წარმოადგენს. ჩვენ გვინდა, დავეწიოთ საქართველოს და მივიღოთ საქართველოსთან ერთად MAP-ი და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ვგრძნობ, რომ ჩვენი შეხვედრა არის საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიმბოლური ნიშანი, რომელიც კარგ მუხტს და კარგ იმედს გვაძლევს“
▪️შმიგალმა აგრეთვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ NATO-ს გენმდივანმა თავი შეიკავა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების თარიღის დასახელებისგან, თუმცა სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის ნატოში მიღებისათვის.
?️ ზემო აღნიშნული ინფომრაცია, ჩვენთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს, ვინაიდან და რადგანაც შმიგალის სიტყვები შეგვიძლია ორ აზროვანად გავიგოთ, პირველი ის რომ შესაძლოა მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე (2021 წლის ბოლოს ლონდონში), საქართველოს ნატოს სამოქმედო გეგმა გადასცენ, ან თუნდაც უახლოეს პერიოდში (რასაც აგრეთვე წერდა გასული წლის ბოლოს უცხოური მედია), შესაბამისად უკრაინამაც სურვილი გამოთქვა მაპის მიღების, და მეორე აზრი უბრალოდ უკრაინას სურს საქართველოსთან ერთად მიიღოს ნატოს სამოქმედო გეგმა.
▪️შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური დელეგაცია იმყოფებოდა ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა NATO-ს წარმომადგენლებთან, მათ შორის გენმდივანთან.
ℹ️ მიმდინარე წლის 17-18 თებერვალს ბრიუსელში NATO-ს სამიტამდე, გათვალისწინებული NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

  • ფორუმელი

 

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

  • ფორუმელი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს
11:20, 11.02.2021
 

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა  ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

როგორც წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაგრძელებას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის მიმართ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და სჩადის ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის, დაკავებებსა და მკვლელობებს. რუსული ძალები განაგრძობენ სამოქალაქო თემების შევიწროებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ და აფერხებენ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ზემოაღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი ან მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.

„უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ძალები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევების პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს. მე, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

კონგრესმენ კონოლის თქმით, დოკუმენტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას.

„მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიული განვითარების გაგრძელებასა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში. როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა“, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში საქართველოსთან პროგრესს უნდა მიაღწიოს.

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, ChariotGod said:

ცხელ ზაფხულს ვარაუდობენ.

განავრცეთ, სერ

ვინ, სად, რატომ, როგორ?

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

რას უნდა ელოდოს სამხრეთ კავკასია ბაიდენის ადმინისტრაციისგან

22 თებერვალი, 2021
 
  • მარიამ უგრეხელიძ
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობა ერთი თვის წინ შეიცვალა. რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის შემდეგ, ქვეყნის მართვა დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გადაიბარა. ყოველი ასეთი ცვლილების დროს ჩნდება კითხვა, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა ექნება ახალ ადმინისტრაციას. ეს შეკითხვა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და საქართველოს მიმართაც ისმის.
 

პრეზიდენტი ბაიდენი, კარგად იცნობს საქართველოს. ის ორჯერაა ქვეყანაში ნამყოფი და საქართველოსთვის მხარდაჭერა პირადად აქვს გამოცხადებული.

2008 წელს, როცა რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბაიდენი თბილისში ჩავიდა, ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარე იყო. მაშინ ნათქვამი სიტყვები „მე თქვენ არასდროს მიგატოვებთ“ საქართველოში დღემდე ახსოვთ. 2009 წელს ჯო ბაიდენი უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჩავიდა საქართველოში და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ქვეყნის პარლამენტს პირადად გადასცა.

გარდა, ამისა, ბოლო 40 წელზე მეტი, ბაიდენი ამერიკის პოლიტიკაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა და თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, კარგად იცნობს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს.

თუმცა, არის თუ არა საკმარისი ახალი პრეზიდენტის მიერ რეგიონის ცოდნა იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიამ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტული როლი დაიკავოს? ექნება თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი, მკაფიო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიისადმი და განიხილება თუ არა ის ცალკე რეგიონად და არა რუსეთის, ან ევროპის რეგიონის პოლიტიკის ნაწილად?

სვანტე კორნელი, "კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის" დირექტორი ამბობს, რომ ამერიკის წინა რამდენიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ.

„ტრამპის ადმინისტრაციამ სპეციფიკური სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა ცენტრალური აზიის რეგიონისთვის... თუმცა, ასეთი დოკუმენტი არ გვინახავს სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში. რამდენადაც მე ვიცი, ყველაზე ახლოს, რაც კი სტრატეგიის მსგავსად შეიძლება აღვიქვათ, იყო პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც ძალიან იშვიათად ფოკუსირდებოდნენ სამხრეთ კავკასიაზე, როგორც რეგიონზე“, - ამბობს კორნელი.

მისი აზრით, სამხრეთ კავკასია ცალკე რეგიონად უნდა განიხილიბოდეს და საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ, ამერიკას ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგია უნდა ჰქონდეს.

კორნელი ამბობს, რომ აქამდე ეს ქვეყნები სხვა რეგიონების ჭრილში ცალ-ცალკე განიხილებოდა და ისინი დიდი ქვეყნების მიმართ ამერიკის პოლიტიკის ერთგვარ დამატებად მოიაზრებოდა.

„საქართველოს შემთხვევაში ეს იყო რუსეთი, თურქეთთან ერთად განიხილებოდა სომხეთის საკითხი, აზერბაიჯანი კი, ხანდახან ავღანეთის მიმართ პოლიტიკის ნაწილი იყო“, - ამბობს კორნელი.

ბაიდენის ადმინისტრაციაში ყველა საკვანძო თანამდებობის პირი დამტკიცებული ჯერ არ არის. შესაბამისად, არც ბოლომდე ჩამოყალიბებული პოლიტიკა და მიდგომებია ცნობილი. ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა შეცვლის თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ძველ მიდგომას.

„პიროვნებებს მნიშვნელობა აქვთ“

ტრამპის ადმინისტრაციამ სპეციფიკური სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა ცენტრალური აზიის რეგიონისთვის... თუმცა, ასეთი დოკუმენტი არ გვინახავს სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში. რამდენადაც მე ვიცი, ყველაზე ახლოს, რაც კი სტრატეგიის მსგავსად შეიძლება აღვიქვათ, იყო პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც ძალიან იშვიათად ფოკუსირდებოდნენ სამხრეთ კავკასიაზე, როგორც რეგიონზე.
სვანტე კორნელი

ამერიკის მთავრობაში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი არ მუშაობს. ამ მხრივ გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მოდიოდეს თეთრი სახლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ეროვნული უსაფრთხოების საკონსულოდან და ა.შ. ამიტომ, როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ მაღალ თანამდებობებზე ამ მიმართულებით, ისეთი ადამიანები იყვნენ, ვისაც წარმოდგენა აქვთ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და იცნობენ იქ არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე მოვლენებს.

საგარეო ურთიერთობების მხრივ, ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი სახელმწიფო დეპარტამენტია. ამ უწყების ხელმძღვანელად, სახელმწიფო მდივნად ბაიდენმა ენტონი ბლინკელი დაასახელა. ბლინკენი ცნობილია თავისი განცხადებებით საქართველოზე როგორც წარსულში, ისე სულ ცოტა ხნის წინ, თანამდებობაზე წარდგენის შემდეგაც.

ამერიკის პირველი დიპლომატი საქართველოს ნატოში გაერთიანების მომხრეა და ამაზე მან ბოლოს სენატში, მის დანიშვნასთან დაკავშირებულ მოსმენებზე ისაუბრა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ნატოში წევრობას ემხრობა, თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“.

კლერ კაისერი, "მაკლარტის ასოშიეტსის" სტრატეგიული ინიციატივების დირექტორი ამბობს, რომ რეგიონის მცოდნე ადამიანების წამყვან პოზიციებზე დასახელება უკვე კარგის ნიშანია.

„ბაიდენის საგარეო საქმეთა ურთიერთობების გუნდი, ისევე როგორც თავად პრეზიდენტი ბაიდენი, ნამდვილად არ არიან უცხოები სამხრეთ კავკასიისთვის და ვფიქრობ, ეს კარგი ახალი ამბავი უნდა იყოს. მათი [გამოცდილება] სცდება მხოლოდ ობამას ადმინისტრაციის დროს მუშაობას. პრეზიდენტის შემთხვევაში კი, ეს რა თქმა უნდა, მოიცავს სენატში მუშაობის წლებს და საქართველოში ორჯერ ვიზიტს, ისევე როგორც, აქტიურ ჩართულობას რეგიონში არსებულ გამოწვევებში“, - ამბობს კაისერი.

„პიროვნებებს მნიშვნელობა აქვთ“, ამბობს მარკ სიმაკოვსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი. ის ეთანხმება კაისერს იმაში, რომ მნიშნელოვანია იმ პიროვნებებს, ვინც საგარეო პოლიტიკის მხრივ გადაწყვეტილებებს იღებენ, სამხრეთ კავკასიის შესახებ წარმოდგენა ჰქონდეთ.

სიმაკოვსკი თვლის, რომ ის ადამიანები, ვინც ამ დროისთვის თანამდებობებს იკავებენ არიან საკმაოდ გამოცდილები იმისთვის, რომ ამერიკა-სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე იმუშაონ. თუმცა, ამავდროულად, ეს ადამიანები ამერიკის ადმინისტრაციაში „აბრუნებენ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს“.

სიმაკოვსკი თვლის, რომ სწორედ ამ პრინციპიების უზენაესობის გათვალისწინებით ჩამოყალიბდება ამერიკის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისამდი. „მგონია, რომ ე.წ. მკაცრი სიყვარულის გამოხატულებას ვნახავთ. თუ ამერიკა გადაწყვეტს უფრო მეტ ჩართულობას [სამხრეთ კავკასიაში], მაშინ მას ენდომება იმის დანახვა, რომ ამ ძალიან სტრატეგიულ რეგიონში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მხრივ სიტუაცია უმჯობესდება“, - ამბობს სიმაკოვსკი.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები თანხმდებიან ბაიდენის ადმინისტრაციაში, ბევრია საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე ადამიანი, ვინც საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონს იცნობს, მათ მაინც ეჭვი ეპარებათ, რომ ეს რეგიონი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

პრიორიტეტი თუ სხვა რეგიონების პოლიტიკის ნაწილი

„მთავარი გამოწვევა სამხრეთ კავკასიისთვის ის არის, თუ სად მოხვდებიან ისინი ამერიკის პრიორიტეტებს შორის. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, [რასთან გამკლავებაც ახალ ადმინისტრაციას მოუწევს], ეკონომიკა, კლიმატი, კოვიდი, ჩინეთი, რუსეთი, ვშიშობ, რომ სამხრეთ კავკასია სიის თავში არ მოხვდება“, - ამბობს სკოტ კალინანი, „ამერიკა-ევროპის ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ბაიდენის საგარეო საქმეთა ურთიერთობების გუნდი, ისევე როგორც თავად პრეზიდენტი ბაიდენი, ნამდვილად არ არიან უცხოები სამხრეთ კავკასიისთვის და ვფიქრობ, ეს კარგი ახალი ამბავი უნდა იყოს.
სკოტ კალინანი

კალინანის მსგავსად, სამხრეთ კავკასიის პრიორიტეტად ყოფნაში ეჭვი ეპარება კლერ კაისერსაც. ის ამბობს, რომ გაუკვირდება, თუ რეგიონი ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტებში მოხვდება იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც თავად ამერიკაში და ევროპის რეგიონის დიდ მოთამაშეებთან ხდება.

მარკ სიმაკოვსკიც თვლის, რომ უკრაინის და რუსეთის საკითხები გაცილებით უფრო დიდი და ყურადსაღები იქნება ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთის, ვიდრე სამხრეთ კავკასია.

გარდა ამისა, სიმაკოვსკი ამბობს, რომ ყურადღების ის ნაწილი, რომელსაც ამერიკა ამ რეგიონის მიმართ გამოიჩენს, შესაძლოა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს, სულაც არ მოეწონოთ. მკვლევარი თვლის, რომ ამერიკა ყოველთვის გაამახავილებს ყურადღებას იმ დემოკრატიული ინსტიტუტების არასათანადო მუშაობასა, თუ ადამიანის უფლებების დაღრვევებზე, რომლებიც ამ ქვეყნებში სხვადასხვა სახითაა გამოკვეთილი. მიუხედავად პოლიტიკისა და ყურადღების რაოდენობისა, სიმაკოვსკის აზრით, ამერიკა, ამ ქვეყნებს ყოველთვის მოთხოვს ამ თემებზე მუშაობას.

ჯერ უცნობია, როგორი იქნება, ან იქნება თუ არა, საერთოდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ცალკე, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა. მანამდე კი, საქართველო და ამერიკა სტრატეგიულ პარტნიორებად და მოკავშირეებად რჩებიან. ცოტა ხნის წინ, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს.

12 თებერვალს, აქტის წარდგენის შემდეგ, კინზინგერმა თავის "ტვიტერ" გვერდზე დაწერა, რომ „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის, წინა ხაზზე იბრძვის“.

ის ფაქტი, რომ მხარდამჭერი აქტი, კონგრესში დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ერთად წარადგინეს, ამერიკის საქართველოსადმი ორპარტიულ მხარდაჭერას უსვამს ხაზს.

https://www.amerikiskhma.com/a/what-the-south-caucasus-should-expect-from-biden-administration/5782398.html?fbclid=IwAR0k_WbuFK8XVB2Ow1QnG5yzqEgettxIjpsvLRMQGmgtazpcWt0dAyXODvk

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share