ადმინი No1 Posted 2 თებერვალი, 2021 Posted 2 თებერვალი, 2021 პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატები არ შეუჩერა. ამ გადაწყვეტილებამდე ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი ოპოზიციონერებს მანდატებს პრაქტიკული მიზნით არ შეუჩერებენ. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზი შემდეგნაირად განმარტა: “დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, ჯამში ამომრჩევლის 39%-ის მხარდაჭერა მიიღეს. შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ მათ შანსი მისცა, პატივი სცეს ამომრჩევლის ნებას”. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ “რადიკალური ოპოზიცია” ეწევა პარლამენტის საბოტაჟს და სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, საპარლამენტო საბოტაჟის კონსტიტუციური მექანიზმებით შეკავებაა. “სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები”, – თქვა მან. კობახიძის თქმით, დაახლოებით ოც ოპოზიციონერს პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა საჯარო წნეხისა და “ბულინგის” გამო ამის გაკეთებას ვერ ბედავენ. მმართველ გუნდს გადაწყვეტილება მოუწონა გირჩის ერთმა ნაწილმა, კერძოდ ვახტანგ მეგრელიშვილმა და იაგო ხვიჩიამ. მეგრელიშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო. “მგონი, სწორი მიმართულებით დავიწყეთ რაღაცნაირად მოძრაობა. გაგვიჩნდა დრო, რა პოზიციაც გვქონდა ავხსნათ კიდევ ერთხელ, გასაგები გახდეს, რომ ის მოლაპარაკებები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მიდიოდა, მართლა ღირებულებებს შეიცავს”, – ამბობს მეგრელიშვილი. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე კი ფეისბუქზე წერს, რომ უმრავლესობა ვალდებულია ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს და პარლამენტის წევრებს საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. “კონსტიტუციაში წერია, რომ არსებობს გადადგომის მექანიზმი. პარლამენტის როლი ამ პროცესში ფორმალური უნდა იყოს. პარტიებს შორის ურთერთპატივისცემა ნიშნავს, არა მხოლოდ ერთად მსჯელობის ვალდებულებას, არამედ იმასაც, რომ კარი არ ჩაკეტო, როცა ვინმეს ამ კარიდან გასვლა უნდა“, – წერს მენაბდე. _________________________________________ ● NDI-ის კვლევა: 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კარგად მუშაობს ● დაკავებები საპროტესტო აქციაზე და მადლობები ბიძინა ივანიშვილს. “ქართულ ოცნებას” ახალი თავმჯდომარე ჰყავს ● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში ______________________________________________ დღეს საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესია დაიწყო. 60 ოპოზიციური ადგილიდან დაკავებული მხოლოდ ექვსია. ორმა დეპუტატმა ოპოზიციიდან – “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა ლევან იოსელიანმა ხელისუფლებასთან სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკური ძალების აბსოლუტური უმრავლესობა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და საპარლამენტო მანდატებზე ერთხმად უარს ამბობს. მანამდე პარლამენტში შესვლა “პატრიოტთა ალიანსის” სიით გასულმა კიდევ ოთხმა დეპუტატმა გადაწყვიტა. მათ “პატრიოტთა ალიანსის” დატოვეს და ახალი პარტია შექმნეს, სახელწოდებით “ევროპული სოციალისტები” ( თავად “პატრიოტთა ალიანსი” და მისი ლიდერები პარლამენტის ბოიკოტს განაგრძობენ). შესაბამისად, დღეისათვის პარლამენტში 60 ოპოზიციური ადგილიდან მხოლოდ ექვსია დაკავებული. წყარო: ჯემნიუსი დ ა ი ქ მ ნ ა ნ ა თ ე ლ ი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა