Jump to content
×
×
  • Create New...

გამოკითხვა: ქართველები მზად არიან აფხაზებთან პირდაპირი დიალოგისთვის?


Recommended Posts

1 საათის წინ, almaximum said:

დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის, ნამდვილად ბევრად მოსახერხებელია, უბრალოდ თბილისის ფორუმის შემდეგ ბევრს გაუჩნდება ეს კითხვები, აჯობებდა BB code-ში ყოფილიყო მინიმუმ მინიშნება, რაღაც დროის შემდეგ გააუქმებთ უბრალოდ მინიშნებას და ეგ იქნება...

მაგას ჯობია ტუტორიალივით გაკეთდეს, რაღაც მაგ FAQ-ის მსგავსი ან ეგ  და ახალ შემოსულ იუზერს წინ დახვდეს, რომ ორიენტირება გაუმარტივდეს

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Georgia said:

მაგას ჯობია ტუტორიალივით გაკეთდეს, რაღაც მაგ FAQ-ის მსგავსი ან ეგ  და ახალ შემოსულ იუზერს წინ დახვდეს, რომ ორიენტირება გაუმარტივდეს

კი, ახალი იუზერი რომ დარეგისტრირდება, შეტყობინება მიუვა დღეიდან

 

 
Share on other sites

Posted (შესწორებული)
On 2/5/2021 at 12:25 PM, No1 said:

ქართველები მზად არიან აფხაზებთან პირდაპირი დიალოგისთვის?

 როგორ ბოზურად დასმული შეკითხვაა ვერ ხვდებით?

 

არც ემირატის კუდი არ გასწორდების, არცა კირჩხიბი მართალ ვალს

 

პ.ს

 

მზად ხარ აღარ იპროჭო?

ხო? თუ არა?

 

ეეხ

 

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric

კი, ბევრი ხელოვნური კითხვაა. ალბათ შესაბამისი პოლიტიკისთვის ნიადაგს ქმიან

 

 
Share on other sites

აფხაზეთიდან სომხები თუ არ აილაგმნენ, რუსული პოლიტიკა ვერ მორჩება. სომხები კი ლამის აფხაზების ოდენობის არიან იქ.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 2/10/2021 at 10:28 AM, Eric said:

დიახ

მეორე ეტაპზე გადავედით :დ

 

 

02.03.2021

"პირდაპირი დიალოგი სოხუმთან" - ქართული სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მიმართავს

JAMnews

საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს ხელისუფლებას „ქართულ-აფხაზური დიალოგის საკითხზე“, რომელშიც სოხუმსა და თბილისს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდეს.

 

“მას შემდეგ, რაც გასულ წელს ასლან ბჟანია გახდა აფხაზეთის ლიდერი და მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი პოზიციები დაიკავეს ალექსანდრე ანქვაბმა და სერგეი შამბამ, სოხუმმა რამდენჯერმე საჯაროდ გამოთქვა თბილისთან პირდაპირი დიალოგისთვის მზაობა.

ბატონებმა ბჟანიამ და შამბამ საჯარო გამოსვლებში, გარკვეულწილად მონიშნეს ის საკითხები, რომელთა შესახებ დიალოგსაც სოხუმი შესაძლებლად მიიჩნევს, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, ვაჭრობა, ეკონომიკა, გადაადგილების თავისუფლება და სხვა.

გარდა ამისა, 2020  წლის ბოლოს სოხუმში გამოქვეყნდა “საგარეო პოლიტიკის კონცეფცია,“ სადაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მთელი თავი მიეძღვნა. ამ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, დაფიქსირებულია ახალი წინადადებაც: სოხუმი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პარალელურად, ორმხრივი დიალოგის ფორმატის შესაძლებლობას განიხილავს. 

სოხუმის განცხადებების კვალდაკვალ, დიალოგის იდეისადმი ზოგადად დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებამაც გამოხატა.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მრავალჯერ აქვს გაცხადებული პოზიცია კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ.

თუმცა კონფლიქტის ტრანსფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული შემხვედრი წინადადებებისა და სოხუმთან უშუალო დიალოგის გარეშე რთული წარმოსადგენია. 

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დიდად ვაფასებთ სოხუმისა და თბილისის სამშვიდობო დიალოგისათვის მზაობის განაცხადს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირდაპირი დიალოგის დასაწყებად აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ლიდერებთან.

ამასთანავე, გამოვთქვამთ მზაობას, ამ მნიშვნელოვან პროცესს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ჩვენი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით. 

გვჯერა, რომ პირდაპირი დიალოგი ხელს შეუწყობს ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებას და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზაციას.”

პატივისცემით,

არჩილ გეგეშიძე

გიორგი კანაშვილი

ვახტანგ ჭარაია

იულია ხარაშვილი

მარინა ფაღავა

მიხეილ მირზიაშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

ელიკო ბენდელიანი

ნინო კალანდარიშვილი

ვახტანგ ყოლბაია

ანა ძიაპშიპა

მარინა ელბაქიძე

ვახტანგ ნოღაიდელი

ნათია ჭანკვეტაძე

ზაალ არქანია

შოთა შველიძე

არჩილ ელბაქიძე

ქეთი მურუსიძე

დათო ჯიშკარიანი

ალექსანდრე რუსეცკი

ალუ გამახარია

უჩა ნანუაშვილი

ქეთი აფთარაშვილი

ეკა ფირცხალავა

მერი გელაშვილი

იაგო ფასანძე

თამრიკო სარაჯიშვილი

რუსიკო მარშანია

სალომე ადამია

მარინა ფოჩხუა

ირაკლი ხვადაგიანი

მარგარიტა ახვლედიანი

დავით ფიფია

ნათია ნადირაძე

ელენე ნათენაძე

ივანე აბრამაშვილი

ლალი პერტენავა

მამუკა ყუფარაძე

ირაკლი ჩიხლაძე

ზვიად მჭედლიშვილი

მალხაზ სალდაძე

გიორგი მჭედლიშვილი

 

 
Share on other sites

16 საათის წინ, Moor said:

მეორე ეტაპზე გადავედით :დ

)

 

თავში ქვა უხლიათ ..

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share