Jump to content
×
×
  • Create New...

კანონპროექტი 'საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ'


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ ინიცირებულია კანონპროექტთა პაკეტი

3298BB6A-9871-4578-A256-3B3BB27A6DDC_w10

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ, 16 დეკემბერს, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგაა მიმართული.

ირაკლი კობახიძის თანახმად, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

„საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბა.

ამ დროისთვის მანდატებზე უარის მიზნით პარლამენტს ოფიციალური განცხადებებით მიმართეს „ლეიბორისტული პარტიის", „ევროპული საქართველოს", „სტრატეგია აღმაშენებლის", „ლელოს“ და ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს სიებით არჩეულმა დეპუტატებმა. 

 

პს.  არასამთავრობოების გამოხმაურებს

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაანონსებული სანქციების შესახებ

17 დეკემბერი, 2020

 

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც არსობრივად მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებას მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმაში გამოიხატა;

ქვეყანაში დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, არჩევნებს, რომელსაც თითქმის პროპორციული სისტემაზე გადასვლის შემდეგ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმედის თვალით უყურებდა და რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე გაიმართა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასდა როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი. არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნით სადამკვირვებლო მისიებმა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებს, შემდეგ კი სასამართლოებს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ - მოთხოვნების უმრავლესობა უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა[1]. შედეგად საზოგადოებაში გამყარდა არჩევნების გაყალბების ეჭვი,  რაც უკიდურესად ამცირებს არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას.

აღსანიშნავია, რომ ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ მოჰყოლია მხარეთა შეთანხმება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.[2] აგრეთვე, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კატეგორიულ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, რასაც მათ მიერ მანდატების გაუქმების და პარტიული სიების გამოთხოვის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერაც ადასტურებს[3]. ამის ფონზე, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა ერთპარტიულად გაიმართა.

ცხადია, რომ საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიან და მრავალმხრივ კრიზისულ სიტუაციაში, რომელზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ერთდროულად ჯანდაცვის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის სფეროებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მძიმე კრიზისი დრამატულად აისახება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და როგორც მოკლევადიან, ასევე - გრძელვადიან პერსპექტივაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

აღნიშნული ვითარების ფონზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსავლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან (შეზღუდვასთან).

მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით - იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

საფარი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)


[2] იხ. https://netgazeti.ge/news/505223/ [ბოლო ნახვა 11.12.2020].

[3] იქვე

 
Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Moor said:

აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს

:read:

მშობლების გამოძახება არ ჩადეს კანონპროექტში? 

Share on other sites

  • ფორუმელი
34 minutes წინ, Seth said:

:read:

მშობლების გამოძახება არ ჩადეს კანონპროექტში? 

მივაწოდოთ იდეა, ჩაასწორონ მეორე მოსმენამდე :lol:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ისე ვერ მივხვდი მიზანი რა არის? 

პარლამენტში შეიყვანონ ოპო შანტაჟით? მგონი რომ აღარ გამოუვათ ეს გასაგები უნდა იყოს ნებისმიერისთვის

 

მეორე ვარიანტია რომ მას შემდეგ რაც ამ მოწვევის პარლამენტის კასტრაციის პროცესს დაასრულებს ოპო, ოცნენას ეშინია რომ რომელიმე ოპოზიციონერი მერი არ გახდეს ადგილობრივი არჩევნების მერე. როდედაც არის პარლამენტი რომელიც სუფთა იურიდიულადაც კი შეზღუდულია მოქმედებებში, წესით კატასტროფა იქნება ოპოზიციონერი მერი რომელიც "მოძრაობს" ან "მთავრობა ხელოვნურად ბლოკავს".

ასე რომ შესაძლებელია რომ ეს ინტელექტუალის მოძრაობები მიმართულია ადგილობრივი არჩევნების ჩაშლისკენ.

 

@Seth @Moor

რაღაც რაციონალური მიზეზების პოვნა ვცადე ინტელექტუალის მოქმედებებში და შეუძლებელია ასეთის მოძებნა და მარტო პანიკას ეფუძნენა ეს კანონები თუ რამე არის რაციონალური?

Share on other sites

  • ფორუმელი

@Instance

სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ ვერაფერს რაციონალურს, გარდა ერთისა ისევ შუას კრიფავს თავ-რე. რატომ და რისთვის ეს ჩემთვის რთულად წარმოსადგენია, ვფიქრობ იდეაში პირიქით უნდა იყოს, მაგრამ რას გაუგებ ინტელექტუალებს :rolf:

 

ზოგადად კი, უფრო და უფრო მიმყარდება შემდეგი აზრი - 1. არ მოელოდნენ მიშმაკის ასეთ %-ს; 2. არ მოელოდნენ ბრუციანის ასეთ გაფარჩაკებას; 3. წააგეს ნაძვის ხე; 4. წააგეს ვანაბი; 5. ვერ მოიგეს მოლაპარაკების რაუნდი.

ჰოდა ეხლა ისვრიან ქვებს. :smoking: 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Seth said:

ზოგადად კი, უფრო და უფრო მიმყარდება შემდეგი აზრი - 1. არ მოელოდნენ მიშმაკის ასეთ %-ს; 2. არ მოელოდნენ ბრუციანის ასეთ გაფარჩაკებას; 3. წააგეს ნაძვის ხე; 4. წააგეს ვანაბი; 5. ვერ მოიგეს მოლაპარაკების რაუნდი.

ჰოდა ეხლა ისვრიან ქვებს. :smoking: 

კი ბატონო მაგრამ ამის რეტროსპექტიულად შეცვლა შეუძლია ინტელექტუალს?

თუ არა რას ემსახურება ეს ყველაფერი?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
5 minutes წინ, Instance said:

კი ბატონო მაგრამ ამის რეტროსპექტიულად შეცვლა შეუძლია ინტელექტუალს?

ვერა. რაც თავ-რემ იცის ეხლა ვერ გამოადგება და დანარჩენები ინტელექტუალები გინდ ყოფილან გინდა არა :read: ერთადერთი იმედი რჩება, პატ. კარლი.

პ.ს. ვფიქრობ რომ სერიოზული წნეხის ქვეშ ყავს პატივცემულს მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტზე პასუხისმგებელი პირები :sa:

Edited by Seth
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   65 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 64 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Facebookexternalhit(5)
    • Chrome(5)
    • YandexBot(4)