Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული პოპი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

უფრო სერიოზული მუსიკისთვის კი ოთხმოციანი წლების საბჭოთა ხმის ჩამწერმა ინდუსტრიამ ჩვეული ცინიზმით უკვე კარგა ხნის მივიწყებული მოკლემეტრაჟიანი, მინიონის ფორმატი აღადგინა. ასე რომ, ოთარ მაღრაძის კვინტენტმა ფირფიტაზე მხოლოდ 2 ჯაზ-კომპოზიცია გამოსცა.

ოთარ მაღრაძის ჯაზ-კვინტეტი - ვოკალიზი (1985)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ასეთივე პატარა ფირფიტას და ამდენივე სიმღერას დასჯერდა ჯგუფი "იმპულსიც", რომლის მუსიკაც მეტწილად Mahavishnu Orchestra-თი იყო შთაგონებული და ჯონ მაკლაფლინის პროექტის სხვა აღმოსავლეთევროპელი მიმდევრების ნამუშევრებისგან შთამბეჭდავი  საკომპოზიციო ტექნიკით გამოირჩეოდა. ამ პროგ-როკ და ფიუჟენ ბენდში გიტარისტი ზაზა მიმინოშვილი და პიანისტი გია მალაზონია უკრავდნენ, რომლებმაც ოთხმოცდაათიანების დასაწყისში გერმანიაში ეთნო-ჯაზ კოლექტივი "ადიო" ჩამოაყალიბეს. 

იმპულსი - არსი ერთია (1984)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ოთხმოციანების მეორე ნახევარში კარგი ქართულენოვანი ფირფიტები სანთლითაა საძებარი. ამ პერიოდის ქართულ მუსიკაში დასავლური სინთპოპის მიბაძვით ავთვისებიანად დამკვიდრდა იაფფასიანი სინთეზატორული საუნდი, რომელიც ყველანაირ კონტექსტს იყო მოწყვეტილი და საბჭოთა ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ტექნოლოგიური ჩამორჩენის გამო, გაცილებით პრიმიტიულად ჟღერდა, ვიდრე, მაგალითად, ადრეული Depeche Mode ან Duran Duran. ცალყბად დაპროგრამებულმა დრამ მანქანამ კი ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტები ამოაგდო ხმარებიდან და ესტრადიდან ჰარდ როკამდე ყველა ჟანრს მოედო. 

ამის მიუხედავად, მოიძებნება გამონაკლისებიც. იმ დროის ძალზე საინტერესო ჩანაწერი ალექსანდრე კილაძის "ჯაზ ქორალის" 1987 წლის ფირფიტაა, რომელიც სტილის მხრივ მისი ათი წლის წინანდელი 4-სიმღერიანი მინიონის გაგრძელებაა. აქ ვოკალური ჯაზი, ფოლკლორის ელემენტები და საინტერესო არანჟირებები უზადო შესრულებითაა გადმოცემული. განსაკუთრებით შთამბეჭდავად კი რიტმ სექცია და ფორტეპიანო ჟღერს.

კოლექტივმა მალე მოიპოვა პოპულარულობა და საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ გაღწევაც მოახერხა. 1988 წელს მათ ძალზე წარმატებული ტურნე ჩაატარეს პოლონეთში, სადაც ლეგენდარულ ჯაზ საქსოფონისტ ტომაშ შუკალსკისთან ერთად, თავიანთი მეორე ფირფიტაც ჩაწერეს.

ალექსანდრე კილაძის ჯაზ ქორალი - ჯაზ ქორალი (1987) [სრული ალბომი]

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ასევე კარგია ბენდ "ჯორჯიას" 1989 წლის ფირფიტა. ეს ანსამბლი "75"-ის დაშლის შემდეგ, უბერებელმა რობერტ ბარძიმაშვილმა ჩამოაყალიბა. ალბომი მელოდიური, ელექტრონული პოპ-როკია ჯაზის ოდნავი გავლენით. ის თანაბრად მაღალი ხარისხისაა და კარგადაა შესრულებული. ამ ბენდის ერთ-ერთმა სოლისტმა, ზურაბ კობეშავიძემ მალევე სოლო კარიერა წამოიწყო და ოთხმოცდაათიანების შუა პერიოდში უკვე სოლო შემსრულებლად დაიმკვიდრა თავი.

ჯორჯია - ჯორჯია (1989) [სრული ალბომი]

ჯაზ-როკზე იყო ორიენტირებული ჯგუფი "მზე და დედამიწა". კოლექტივს დამოუკიდებლად ვინილი არ გამოუცია, თუმცა, ხელმისაწვდომია მათი სატელევიზიო კონცერტების ჩანაწერები. 

მზე და დედამიწა - მზე და დედამიწა (1987)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

იმდროინდელი ფირფიტებიდან სტილის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გია ბეშიტაიშვილის და ხუტა გაგუას ორი ერთობლივი ნამუშევარია. იტალიური ესტრადისთვის დამახასიათებელი ელექტრონული პოპ აკომპანემენტი აქ არაორდინარულად კონტრასტირებს ბეშიტაიშვილის საოპერო ვოკალთან.

გია ბეშიტაიშვილი & ხუტა გაგუა - მთვარიანი ხეივანი (1988)

ოთხმოციანების მეორე ნახევარში სცენაზე უფრო მეტად გამოჩნდნენ ეროვნული უმცირესობებით დაკომპლექტებული ბენდები. საქართველოში მცხოვრები ბერძნების ჯგუფმა Ellada ორი მსუბუქი, ეთნო მუსიკის ელემენტებზე დაფუძნებული ბერძნულენოვანი პოპ-როკ ალბომი ჩაწერა.

Ellada – Xilia Kai Mia Notes (1985) [სრული ალბომი]

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

Koma Wetan კი ისტორიაში პირველ ქურთულენოვან როკ ბენდად ითვლება. ის თბილისელმა ქურთებმა 1973 წელს ქერემ გერდენზერის ხელმძღვანელობით ჩამოაყალიბეს. სადებიუტო ალბომი, რომელიც ჯერ კიდევ სამოცდაათიანების ბოლოს დაიწერა, მუსიკოსებმა მხოლოდ 1989 წელს ჩაწერეს, ფირფიტა კი ერთი წლის შემდეგ გამოვიდა. 

Koma Wetan - Koma Wetan (1990) [სრული ალბომი]

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

აკუსტიკურ სასიმღერო ჟანრში აღსანიშნავია ტრიოს ფორმატში მოღვაწე კოლექტივები "შაშვები", "სიმები", "სიმი", "თბილისი", "ღიმილი" და "ჰარმონია". 1981 წელს პირველი სრულმეტრაჟიანი ალბომი გამოსცა ყველასთვის კარგად ცნობილმა "ცისფერმა ტრიომაც"

ცისფერი ტრიო - ფოთოლი ტირის (1981)

ოთარ რამიშვილი - სიმღერები (1988) [სრული ალბომი]

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

სულ უფრო და უფრო ნაკლებად იწერებოდა საესტრადო პოპ მუსიკა. ძირითადად გამოიცემოდა უკვე ცნობილი მომღერლების - ეთერ კაკულიას, ნუნუ გაბუნიას, ნანული აბესაძის ფირფიტები.

ნანული აბესაძე - თუ არის რაიმე (1981)

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share