Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული პოპი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ალექსანდრე კილაძის ჯაზ-ნონეტი - ალექსანდრე კილაძის ჯაზ-ნონეტი (1976) (EP)

ჯაზ-ექსპერიმენტებს ახორციელებდნენ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეები. 1978 წელს თბილისის პირველ ჯაზ-ფესტივალზე ვახტანგ კახიძის ტრიო გამოვიდა. ფესტივალის საკონცერტო ვინილზე მათი შესრულებით ბრაზილიელი მუსიკოსის, ეუმირ დეოდატოს კომპოზიციაც შევიდა. ერთი წლის შემდეგ გამოსული ფირფიტა "მღერის კახიძეების ოჯახი" კი უმეტესად ქართული ფოლკლორის ჯაზ-ადაპტაციებზეა აგებული. 

კახიძეების ოჯახი - შემართება (1979)

ამ ათწლეულში ასევე მომრავლდა ე.წ. საავტორო ალბომები, სადაც სხვადასხვა ანსამბლისა თუ მომღერლის მიერ შესრულებული ერთი კომპოზიტორის ნამუშევრები იკრიბებოდა. ხშირად ეს სიმღერები პირდაპირ მათი ფირფიტებიდან კოპირდებოდა, მაგრამ შიგადაშიგ იშვიათი სიმღერებიც გვხვდება, რომლებიც ამა თუ იმ საავტორო ფირფიტის გარდა არსად გამოცემულა.

70-იანებში ასეთი ფირფიტები გამოსცეს კომპოზიტორებმა იაკობ ბობოხიძემ, გოგი ცაბაძემ, ჯუმბერ ჯანდიერმა, ვაჟა დურგლიშვილმა, გია აზარაშვილმა და სხვებმა.

დაახლოებით ასეთი იყო 70-იან წლებში ოფიციალური, მთავრობის მიერ აღიარებული პოპულარული მუსიკა. მას თავისი სპეციფიკური მახასიათებლები ჰქონდა, რომლებსაც შემსრულებელთა დიდი ნაწილი იზიარებდა. 60-იანების ბოლოს თბილისში გახსნილი გრამფირფიტების ჩამწერი სტუდიის წყალობით, ამ სცენამ ვინილზე ასახვა არასრულად, მაგრამ მაინც ჰპოვა.

მაგრამ რა ხდებოდა ამ დროს იატაკქვეშ, მუსიკაში, რომელზეც ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა? კონცერტებზე, რომლებზეც დასწრების გამო, შეიძლება, გისოსებს მიღმა აღმოჩენილიყავი და ამიტომ, ცალი თვალი სულ გაქცევაზე უნდა გჭეროდა?

სამწუხაროდ, 70-იანების იატაკქვეშა მუსიკის ჩანაწერები ან არ შემორჩენილა, ან თუ შემორჩენილია, ფართო მასებისთვის უცნობია. მიზეზი მარტივია - საქართველოში არსებული იმდროინდელი ტექნოლოგია არ იძლეოდა კონცერტების ჩუმად ჩაწერის საშუალებას. ამიტომაც, იმ პერიოდის ანდერგრაუნდის შესახებ მხოლოდ მითები და ლეგენდები ვიცით.

70-იანებში უკვე არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც საქართველოში დასავლურ როკ-ენ-როლს "ოფიციალურ" მუსიკოსებთან შედარებით გაცილებით დაუვარცხნელად და შეულამაზებლად უკრავდნენ. საბჭოთა როკ-მუსიკის ექსპერტის, არტემი ტროიცკის თქმით, "ბერმუხას" შემდეგ, იმ პერიოდის პირველი ქართული ანდერგრაუნდ ბენდი იყო "კვადრატი", რომელშიც სხვებთან ერთად ვალერი კოჩაროვი და მიშა ფოფხაძე უკრავდნენ. ჯგუფი ძირითადად Led Zeppelin-ის სიმღერებს ასრულებდა. შემდგომში, კოჩაროვმა "ბლიცი" შექმნა, ფოფხაძე კი "75"-ს შეუერთდა.

ტროიცკი ასევე საუბრობს სოსო კამალოვის მიერ დაარსებულ ბლუზ-როკ ბენდზე "კონტრასტი", რომელიც საკმაოდ მაღალი დონის საშემსრულებლო ოსტატობით გამოირჩეოდა. 1974 წელს კამალოვმა კიდევ ერთი, ამჯერად ჰევი-მეტალ კოლექტივი "მწირი" ჩამოაყალიბა.

70-იანების თბილისში არაფორმალური კონცერტები არც ისე იშვიათი მოვლენა იყო. ამ არაოფიციალური როკ-კონცერტების ეპიცენტრი უმეტესად უმაღლესი სასწავლებლები იყო - განსაკუთრებით საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სადაც რეგულარულად უკრავდნენ "ხომლი", "მაო ბენდი", Old Road Band და სხვები.

ასე რომ, როგორც ჩანს, იატაკქვეშეთში უკვე საკმარისი რაოდენობის მუსიკა იქმნებოდა იმისთვის, რომ თბილისის 1980 წლის როკ-ფესტივალზე 8 ქართული ბენდი გამოსულიყო. მაგრამ ეს ფესტივალი და იქ მომხდარი მოვლენები უკვე ჩვენი სტატიების ციკლის მომდევნო ნაწილის თემაა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ოთხმოციანები ქართული მუსიკისთვის იმედისმომცემად დაიწყო. 1980 წელს თბილისში როკ ფესტივალი "გაზაფხულის რიტმები" ჩატარდა. საბჭოთა კავშირის ისტორიაში ეს ამ სახის პირველი ოფიციალური ღონისძიება იყო. ფილარმონიის შენობა ხალხს ვეღარ იტევდა. ჩვენი დედაქალაქი ერთი კვირის განმავლობაში საბჭოეთის როკ ცენტრად იქცა.
 

ფესტივალზე ძალიან ბევრმა ბენდმა დაუკრა, სტუმრები თითქმის ყველა საბჭოთა რესპუბლიკიდან ჩამოვიდნენ. იყო მოულოდნელობები და სკანდალებიც. მაგალითად, ბორის გრებენშიკოვის "აკვარიუმი" გამოსვლისას არასათანადო მოქცევის აბსურდული ბრალდებით ღონისძიებიდან მოხსნეს. ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას გრებენშიკოვი სცენაზე დაწვა და გიტარა ფეხებს შორის ამოიდო, ჯგუფის მეორე წევრმა მასზე ვიოლონჩელო დადგა, კიდევ ერთმა კი ფაგოტით დარბაზის მიმართულებით "ავტომატის ჯერი" გაუშვა. ეს ყველაფერი ჟიურიმ "საბჭოთა მუსიკოსებისთვის შეუფერებელ ქცევად და ჰომოსექსუალობის პროპაგანდად" მიიჩნია და კოლექტივი ფესტივალიდან მოკვეთა.

მეორე დღეს გრებენშიკოვმა და მისმა მეგობრებმა კონცერტის ორგანიზება ქალაქ გორში მოახერხეს. "გაზაფხულის რიტმების" გადასაღებად ფინეთიდან ჩამოსული კინოდოკუმენტალისტთა ჯგუფი "აკვარიუმს" გაჰყვა და ფესტივალის შესახებ მომზადებულ 40-წუთიან ფილმში იმ გამოსვლის ნაწყვეტებიც შევიდა.

 

თბილისის როკ-ფესტივალი "გაზაფხულის რიტმები" (1980)

ღონისძიებაში სულ 8 ქართული ბენდი მონაწილეობდა. მათგან ორი, "75“ და ბათუმური "ლაბირინთი", ფესტივალის ლაურეატები გახდნენ, ვალერი კოჩაროვის "ბლიცმა" კი მაყურებელთა სიმპათიის პრიზი დაიმსახურა.

1981 წელს გამოვიდა 2-ვინილიანი კრებული, რომელშიც ფესტივალის ლაურეატთა მუსიკა შევიდა, მათ შორის "75"-ის 13-წუთიანი, იშხნელების სიმღერებზე დაფუძნებული პროგ-როკ სიუიტა და ორი საინტერესო ნაწყვეტი "ლაბირინთის" ნახევარსაათიანი ჯაზ-როკ კომპოზიციიდან.

ლაბირინთი - ჩემო საქართველო (1980)

სამწუხაროდ, სულ ეს იყო. ამ მოჩვენებითი აღიარების პარალელურად საბჭოთა რეპრესიული მანქანაც ამოქმედდა. ღონისძიების მონაწილე დანარჩენი 5 ქართული როკ-ჯგუფის სახელს ინტერნეტის ვერცერთ საძიებო სისტემაში ვერ ნახავთ. ზემოთ ნახსენები კრებულის შემდეგ კი, "ვია 75"-ის გარდა, ფესტივალის სხვა ქართველი ლაურეატების ოფიციალურ დისკოგრაფიას ერთი ახალი სიმღერაც კი არ შემატებია.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ვალერი კოჩაროვი თავის "ბლიცთან" ერთად შიგადაშიგ კიდევ უბრუნდებოდა მუსიკას და ხანდახან ტელევიზიითაც ჩნდებოდა, ძირითადად "ბითლზის" რეპერტუარით. "ლაბირინთი" კი, საბჭოთა დროის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროგრესული ქართული ბენდი, უგზო-უკვლოდ გაქრა.

ბლიცი - საქართველოს ტელევიზიის საახალწლო ეთერი (1986)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ოთხმოციანების დასაწყისის ქართულ "ფილარმონიულ" როკ მუსიკას სამოცდაათიანების ინერცია დაჰყვა. 1981-ში "75"-მა რიგით მეორე ალბომი "სიხარულის რიტმი" გამოუშვა, რომელიც ჯერ კიდევ 1979 წელს ჩაიწერა. მასზე მუშაობის დაწყებამდე ანსამბლის შემადგენლობა გადახალისდა. ჯგუფში ახალი შემსრულებლები, მათ შორის მიშა ფოფხაძე და ბესო კალანდაძე მოვიდნენ.

ამ სტუდიურ ჩანაწერში ორი კომპოზიცია პირველი ალბომიდანაა გადამღერებული, ორიც ჯიმი ჰენდრიქსისა და რორი გალაჰერის სიმღერების ქავერია, თუმცა, დანარჩენი ორი "75"-ის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრებია.

"ენძელა" ყველასათვის ცნობილი ულამაზესი ბალადაა, "ქარი" კი ტოპ კლასის, დრაივიანი ჯაზ-როკ კომპოზიცია იმ პერიოდისთვის უჩვეულო, სიურრეალისტური ტექსტით. აღსანიშნავია, რომ ეს არის ბოლო ჩანაწერი, რომელშიც ლეგენდარული ჯაზ პიანისტი, ნაადრევად გარდაცვლილი ვაგიფ მუსტაფაზადე მონაწილეობს. 

75 - ქარი (1981)

1983 წელს "75"-ის მესამე სტუდიური ალბომი გამოდის. "ვარსკვლავთცვენაში" ჯგუფმა ჯაზ-როკიდან უპრეტენზიო, მსუბუქი პოპ-როკ ჟღერადობისკენ გადაუხვია, მაგრამ სიმღერების უმეტესობა იმდენად კარგია, რომ ჩანაწერი ანსამბლის დისკოგრაფიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნუგზარ ერგემლიძისა და ზურა მანაგაძის კომპოზიციები "თეთრი ღამე", "ციხისძირი", "ლიანები", "არა, აღარ გამებუტო" და "ექსპრომტი".

75 - ვარსკვლავთცვენა (1982) [სრული ალბომი]

ოთხმოციანების დასაწყისში ორი საკმაოდ არათანაბარი, მაგრამ საერთო ჯამში სასიამოვნოდ მოსასმენი ალბომი გამოუშვა "ივერიამ". ჯგუფის სადებიუტო, ჟღერადობის თვალსაზრისით ძალზე სარისკო ნამუშევართან შედარებით, ამ ჩანაწერებში აშკარად იგრძნობა კომპრომისი საბჭოთა ცენზურასთან, თუმცა ალექსანდრე ბასილაიასა და ანსამბლთან ასოცირებული სხვა კომპოზიტორების (განსაკუთრებით ბორის შხიანის) ნიჭის წყალობით, ორივე ფირფიტაზე რამდენიმე კარგ სიმღერას ვხვდებით. 

ივერია - დაწყნარდი გულო (1980)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

1981 წელს "დიელოდან" წამოსულმა გივი გაბუნიამ ანსამბლი "ენგური" ჩამოაყალიბა. ჯგუფმა ცოტა ხანს იარსება, 1983 წლისთვის ის უკვე დაშლილი იყო, მაგრამ ამ მოკლე დროში ერთი ძალიან საინტერესო ალბომის ჩაწერა მაინც მოასწრო.

აქ მსმენელს ფანკთან და ფსიქოდელიასთან შეზავებული, დახვეწილი ვოკალური ჰარმონიებით გაჯერებული ფოლკლორი, ენერგიული არანჟირებები და რამდენიმე ულამაზესი პოპ-როკ სიმღერა (განსაკუთრებით "დოლაბაი") შეხვდება. ალბომის ბოლოს კი, სიურპრიზად სამწუთიანი ინსტრუმენტული პროგ-შედევრი "პრელუდია" გელით, რომელიც ჰოლანდიური ბენდის, Focus-ის სტილშია გადაწყვეტილი. 

ისევე, როგორც სხვა იმდროინდელი ქართული ბენდების ნამუშევრები, ეს ჩანაწერიც, მასში წარმოდგენილი მასალის მრავალფეროვნების გამო, საკმაოდ არათანაბარია, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე ხალასად მოსასმენი პოპ ალბომია ჩვენი "ფილარმონიული" მუსიკის ისტორიაში. ამას ხელს უწყობს უჩვეულოდ კარგი ხმის რეჟისურა, რაც გასაკვირია, ვინაიდან მისი ხარისხი გაცილებით აღემატება იმ ფირფიტებისას, რომლებიც მინიმუმ 20-ჯერ დიდი ტირაჟით გამოვიდა.  

ენგური - ენგური (1981) [სრული ალბომი]

ამავე წელს გამოვიდა "დიელოს" ნომინალურად ბოლო ალბომი, რომელშიც სულ სხვა მუსიკოსები უკრავენ. მასში არ მონაწილეობს ამირან ებრალიძე, ანსამბლის ხელმძღვანელად კი ფირფიტის ყდაზე მისი ძმა, სოსო არის მითითებული.

სტილის მხრივ, ჩანაწერს თითქმის არაფერი აქვს საერთო ძველ "დიელოსთან", მაგრამ ეს ალბომიც, ოდნავი ჯაზით, მოქნილი ფანკით, ბუგი-ვუგით, რამდენიმე საფორტეპიანო ბალადითა და ბევრი ლამაზი, მელოდიური სიმღერით, საკმაოდ სასიამოვნოდ ისმინება. 

ფირფიტა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში შესულია ნუგზარ ერგემლიძის "თუკი გესიზმრების" და რომა რცხილაძის "ნატვრის ხის" თავდაპირველი ვერსიები, რომლებიც შეიძლება, ამჯობინოთ კიდეც უფრო გვიანდელ ჩანაწერებს. აღნიშვნის ღირსია ასევე ჯუტი ხელაშვილის მიერ შესრულებული ლამაზი ბალადა "მზეო".

დიელო - დიელო 81 (1981) [სრული ალბომი]

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

1983 წელს ჩაიწერა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს როკ ბენდის ალბომი "გაუფრთხილდით სიყვარულს". ჯგუფმა, რომელსაც შემდგომში "თეატრონი“ ეწოდა, მსმენელს რბილი, სასიამოვნო ჟღერადობის ნამუშევარი შესთავაზა, რომელმაც ფილ კოლინზის ან Simply Red-ის მუსიკა შეიძლება მოგვაგონოს.

ეს არის პირველი სტუდიური ჩანაწერი, რომელშიც მერაბ სეფაშვილი მღერის. მის გარდა აქ რამდენიმე სიმღერას გია მაჭარაშვილი ასრულებს, ბასზე კი ნუგზარ ერგემლიძე უკრავს.

თეატრონი - გაუფრთხილდით სიყვარულს (1983) [სრული ალბომი]

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ოთხმოციანების შუა პერიოდისკენ ვინილებზე ქართული პოპულარული მუსიკის გამოცემამ მნიშვნელოვნად იკლო. ის ფოლკლორულმა ჩანაწერებმა და რაღაც გაუგებარმა კრებულებმა ჩაანაცვლა, ახალი ნამუშევრები კი ძველებურად შთამბეჭდავი აღარ იყო.

1985 წელს "75"-მა გამოუშვა თავისი უკანასკნელი სტუდიური ალბომი "ფეხზე დაგიდგები, ჩემო საქართველო". სიმღერების უმეტესობას ბევრი არაფერი დაეწუნებოდა, მაგრამ ჩანაწერი იმდენად რბილი და წარსულზე ორიენტირებული იყო, რომ მთლიანობაში ზედმეტად ანაქრონისტულად მოჩანდა. 

ამავე წელს გამოიცა "ივერიას" მაგნუმ ოპუსი, როკ-ოპერა "ჩხიკვთა ქორწილი". მისი ორი, ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული, ქართული და რუსულენოვანი ვერსიებია ხელმისაწვდომი. ალბომის უმეტესი ნაწილი ძალიან კარგად ისმინება და იმ პერიოდის საუკეთესო ქართულ ჩანაწერებს მიეკუთვნება, მაგრამ ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომლის შემდეგაც ანსამბლმა სასიმღერო მუსიკის საეჭვო დრამატურგიის მქონე მიუზიკლებით ჩანაცვლება დაიწყო. 1986 წელს ჩაიწერა "არგონავტები", რატომღაც მხოლოდ რუსულენოვანი ვერსია, 1988 წელს კი, უცნაურად, მხოლოდ კასეტებზე, "თოვლის ბებოს ზღაპარიც" გავრცელდა. 

ივერია - ჩხიკვთა ქორწილი (როკ-ოპერა) (1984) [სრული ალბომი]

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

1984-85 წლებში "მელოდიამ" მუსიკალურ ფორმატთან უცნაური ექსპერიმენტები დაიწყო, რასაც რამდენიმე გაუგებარი დანიშნულების ფირფიტის გამოცემა მოჰყვა. ასე მაგალითად, "ივერიას" და რომა რცხილაძის ახალ ანსამბლ "ნატვრის ხეს" საერთო ალბომი გამოაცემინეს, რომლის ერთ მხარეზე პირველი ჯგუფის სიმღერები იყო წარმოდგენილი, მეორეზე კი მეორის. გასაკვირია, მაგრამ ჩანაწერში შესული "ჭადრაკის დაფის" გამო, რომელიც მორის ფოცხიშვილის უწყინარ ლექსზე შეიქმნა, თავის დროზე საბჭოთა ცენზურამ "ნატვრის ხეს" საკონცერტო მოღვაწეობა აუკრძალა და რადიოშიც დაბლოკა. 

ნატვრის ხე - ჭადრაკის დაფა (1982) 

"მელოდიის" ექსპერიმენტები ამით არ დასრულებულა. ანსამბლი "ჯადოსნური გზები" რატომღაც "ორერადან" წამოსული ვალერი ლომსაძის აკომპანიატორ ბენდად აქციეს, მათ მიერ ჩაწერილი ფირფიტა კი ორ, ქალაქური სიმღერების სინთეზატორული ადაპტაციებისა და რუსულენოვანი ბალადების გვერდებად დაჰყვეს. რამდენიმე უცნაური სინთპოპ კომპოზიციის გამოკლებით, აქ მუსიკაზე შთამბეჭდავი ალბომის გაფორმებაა, რომლის მსგავსსაც სხვაგან იშვიათად შეხვდებით.

ვალერი ლომსაძე & ჯადოსნური გზები - ჯადოსნური გზები (1984)

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share