Jump to content
×
×
  • Create New...

მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

გილოცავთ :bis:

 

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა - ამის შესახებ Europetime-ს შრომის საკითხების მკვლევარმა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, გიგა ბექაურმა განუცხადა.

ბექაურის ცნობით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი - 126 665 დასაქმებულს, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს შეადგენდა.

მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ 1999 წლის შემდეგ, საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრული არ არის. 1999 წელს, პრეზიდენტის დადგენილებით კი, საქართველოში ერთი თვის მინიმალურ ხელფასი 20 ლარია, რას სრულ განაკვეთზე, საათში 0.13 თეთრი გამოდის.

„მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ოთხმა მსხვილმა კომპანიამ საქართველოში, საკუთარი საწარმოების გახსნაზე უარი სწორედ ქვეყანაში დაწესებული ასეთი დაბალი მინიმალური ხელფასის გამო თქვა. „ადიდასის“, „ნაიკის“, „ნიუ ბალანსის“ და „პუმას“ კორპორაციების ხელმძღვანელებმა ოფიციალური კოლექტიური წერილი მისწერეს საქართველოს მთავრობას, რომლითაც მათ 2015 წლის აგვისტოში მოითხოვეს ჩვენი ქვეყნის სამკერვალო სექტორში მინიმალური ხელფასის გაზრდა, რათა საქართველოში მომუშავე მათ კონტრაქტორ ფირმებს აღარ მიეცეთ ტექსტილის სფეროში დასაქმებული პირების ექსპლუატაციის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარი თქვეს საქართველოში საკუთარი ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნაზე. ვინც მათ ეკონტაქტებოდა, მერე ისევ იმ ბიზნესმენმა მოიფიქრა და კომპანიის შიდა განაწესში ჩაწერა მინიმალური ხელფასისი ზღვარი, რომ კონტრაქტი მიეღო“, - აცნობა Europetime-ს გიგი ბექაურმა.

მისივე ცნობით, მეზობელ ქვეყნებშიც კი, მაგალითად სომხეთშიც მინიმალური ხელფასი თვეში 131,17 დოლარია, ხოლო აზერბაიჯანში 147,15 დოლარი.

„საქართველოში კი ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებული, მთელი თვის განმავლობაში 30 ლარად ამუშაოს მონურ პირობებში, მონურ ხელფასზე და სახელმწიფო ამაზე არის თანახმა, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობით განსაზღვრაზე უარს ამბობს“, - აღნიშნავს გიგა ბექაური.

როგორც Europetime-ს პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ ალიხანაშვილმა განუცხადა, გასულ წელს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასი თვეში თავდაპირველად არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრებოდა, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონის მიღება გავლენას მოახდენდა 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლები იყო. თუმცა, კანონპროექტი პარლამენტმა არ დაამტკიცა.

როგორ შეიძლება მინიმალური ხელფასი ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმთან, პენსიასთან და სოციალურ დახმარებებთან შედარებითაც ძალზედ დაბალი იყოს? ადამიანები მუშაობენ მთელი თვე, სრულ განაკვეთზე და კანონმდებლობა არ იცავთ იმისგან, რომ დამსაქმებელმა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი არ გადაუხადოს“, - აღნიშნავს მარიამ ალიხანაშვილი.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში (პანდემიამდე) 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 23 526 ადამიანს. ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 126 665 დასაქმებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრისას შანსს ზრდის.

მინიმალური ხელფასის დაწესების შემთხვევაში, მათი ყოველთვიური შემოსავალი გაიზრდება ოჯახის საარსებო მინიმუმამდე, რაც ამ ადამიანებს შეუქმნის არსებობისთვის აუცილებელ წყაროს და შეამცირებს დასაქმებულთა სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის ალბათობას

შრომის უფლებების მკვლევარის განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, საქართველოსგან განსხვავებით ზოგადად მთელ მსოფლიოში განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში მინიმალური ხელფასი დადგენილია. ეს არის ერთ-ერთი სოციალური კანონპროექტი, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა იღებს და ყველა აღიარებს, რომ ამ კანონპროექტს დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოსდევს, დოვლათის გადანაწილების პროცესში. (საქართველოში მხოლოდ 1999 წლის პრეზიდენტის განკარგულება არსებობს)

„პარლამენტში მინიმალური ხელფასის დადგენაზე ორი კანონპროექტი იყო შესული, ერთი პროფკავშირების ინიცირებით, მეორე ბექა ნაცვლიშვილის ინიცირებით. პროფკავშირები 320 ლარს მოითხოვდნენ, ნაცვლიშვილის პროექტში ოდნავ მეტი თანხა იყო ჩაწერილი და პარლამენტმა ბიზნესის ზეწოლით ორივე დაბლოკა.

პარლამენტი მსგავს გადაწყვეტილებებს ბიზნეს ასოციაციის და დამსაქმებელთა ასოციაციის ქოლგის ქვეშ იღებს. მათი არგუმენტი იყო, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საფრთხეს შეუქმნიდა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას. არადა ერთ-ერთი კანონპროექტით თვეში 320 ლარზე იყო საუბარი. სწორედ იმიტომ დასახელდა ასეთი მინიმალურ თანხა, რომ ეკონომიკაზე გავლენა არ ჰქონოდა.

პარლამენტის მხრიდან იყო უსაფუძვლო არგუმენტი. მიუხედავად იმისა რომ ორივე კანონპროექტს თან ერთვოდა სერიოზული კვლევები და საერთაშორისო პრაქტიკა. ევროკავშირის დირექტივები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებიც კი არ გაითვალისწინეს. შრომის კოდექსშიც იყო ჩადებული, ვიდრე ეს პუნქტი დამტკიცდებოდა. ამოიღეს მინიმალური ხელფასის პუნქტი და თქვეს, რომ მერე ცალკე განიხილავდნენ. ცალკე შეტანილი კანონპროექტი კი დაბლოკეს. პარლამენტი სავსეა ბიზნესმენებით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, უგანდას და ნიგერიას თუ არ ჩავთვლით, ასეთი დაბალი არ არსებობს.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ლიბერალების საპასუხოდ ვამბობ, რომ აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათობრივად არის განსაზღვრული, სხვადასხვა შტატში სხვადასხვა ოდენობით. ასევე ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია განსაზღვრული მინიმალური ხელფასი. იქ არის განსაზღვრულ სახელმწიფო დონეზე, და ასევე სექტორულ დონეზე. სხვადასხვა სექტორში სხვადსხვა თანხით. ზოგან წლის ინდექსაცია ხდება. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ყველა სექტორში სხვადასხვა თანხაა დადგენილი, ტურიზმის, სექტორში, მშენებლობის სექტორში, ფინანსურ სექტორში და ა.შ“, - განუცხადა Europetime-ს გიგა ბექაურმა.

მარიამ ალიხანაშვილის ცნობით, საქართველოში კერძო სექტორისგან განსხვავებით, საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია, პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით, თვეში 135 ლარით.

„ეს განსხვავებაც ცალკე დისკრიმინაციული მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ საჯაროშიც მნიშვნელოვნად დაბალია. აუცილებელია, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ცხოვრების ღირებულებასა და სხვა ეკონომიკურ გარემოებებთან შესაბამისობაში იყოს მოყვანილი. მინიმალური ხელფასის მთავარი იდეა მშრომელთა დაცვაა გაუმართლებლად დაბალი ხელფასებისა და ექსპლუატაციისგან. თუმცა, მინიმალური ხელფასი, არამხოლოდ მოსახლეობის სიღარიბისგან დაცვას ემსახურება, არამედ ადამიანების მსყიდველობით უნარის ზრდით ხელს უწყობს ქვეყანაში მოთხოვნის ზრდას, მეტი საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია“, - განუცხადა Europetime-ს მარიამ ალიხანაშვილმა.

მინიმალური ხელფასის აწევის კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზებზე, Europetime პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, სამომავლოდ მინიმალური ხელფასის აწევის საკითხი პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააბრუნოს და თავიდან განიხილოს, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ამ კანონის მიღება მეტ პრობლემას შექმნიდა, ვიდრე სარგებელს მოიტანდა.

„ვეთანხმები, რომ ეს არის აქტუალური და პრობლემური საკითხი. მინიმალური ხელფასი რაც ახლა არის, არასაკმარისია, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ სიტუაციაში, ამ რეალობაში, მით უმეტეს, ეპიდვითარებაში ამ კარგმა ინიციატივამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს უმუშევრობის ზრდას. ანუ, სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რა ჯობს, 100 დასაქმებული 800-ლარიანი ხელფასით, თუ მხოლოდ 10 დასაქმებული - 1000-ლარიანი ხელფასით? მინიმალური ხელფასის ზღვარი რომ დაწესდეს, იმ რაოდენობით რასაც ითხოვდნენ, შესაძლოა, დამსაქმებელმა ამას სამუშაო ადგილების შემცირება დაუპირისპიროს და საბოლოოდ, მივიღოთ მეტი ხელფასით ნაკლები დასაქმებული, ვიდრე დღეს არის. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, მაგრამ არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი.

რაც შეეხება, სტატისტიკას, რომ 2019 წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მხრიდან ეს არასწორია. დამსაქმებელმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს. დღეს ხედავთ, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე მსოფლიო კრიზისია. პანდემიას როცა გადავივლით, საკითხი ისევ დასაბრუნებელია. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ რისკს მოიტანდა, ვიდრე სარგებელს. თუმცა პანდემია კანონპროექტის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი იყო და არა მთავარი", - განუცხადა Europetime-ს დიმიტრი ხუნდაძემ.

Share on other sites

  • ფორუმელი

ტიმთან დავწერე და შემდგნენ უსათაუროს რჩეული უზერები. უფრო სწორად შეეცადნენ :) აქაც გავიმეორებ: მინიმალურ ხელფასს არ ვემხრობი, არც სამუშაო საათების, შვებულებების და ა. შ. რეგულირებას კანონით. ორივე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების მკაცრად დაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონის მიერ, დალშე თავად მორიგდნენ დასაქმებულ-დამსაქმებელი.

კერძო სექტორში ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე სხვა მეთოდებით შეუძლია იზრუნოს სახელმწიფომ (თორემ ბაზარი კი ვიცით როგორც არეგულირებს ყველაფერს ჩენთან). ამ მეთოდებზე აქ არ დავწერ, შეიძლება ცალკე თემა გავხსნა მერე.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

ჯერ ხო  ვითომ საშუალო ხელფასი 1200 ლარია და მაგ მონაცემებითაც ყველაზე დაბალ ხელფასიანების სათავეშიი ვართ

:facepalm:

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

თავად მორიგდნენ დასაქმებულ-დამსაქმებელი

საეჭვოდ ადეკვატურ აზრებზე რატომ დგახარ უსერ?

მსოფლიო ბატონობის შემართება ხომ არ დაკარგე? ფრთხილად შემაპარე ოღონდ, სახე არ ჩამოვიხოკო :gigi:

Share on other sites

  • ფორუმელი

აქაც კი ვიკავებ გინებისგან თავს, შეიძლება დავიბანო შეიძლება არ,  მაგრამ ვცდილობ არ გავბრაზდე  :facepalm:

 

პ.ს. ხელფასების გაზრდა ავტომატურად გამოიწვევს ხო გაძვირებას? მაგას რა ეშველება?

 

ანუ დღეს მაქვს ხელფასი 10 ლარი ვთქვათ და ვყიდულობ პურს ლარად

ხვალ საცხობი გაუზრდის დასაქმებულს ხელფასს მაგრამ პურსაც მოუმატებს ხო?

მეც მომემატა ხელფასი და გამიხდა 12 ლარი

ამ დროს ვიხდი გაძვირებულ პროდუქციაში ფულს

ამოცანა გვეკითხება  გაიზარდა თუ არაქ ხხელფასი?

აბა ჩვენთან არავინ არაფრის დამკლლები არაა :facepalm:

 

 

 

პირიქით ხალხისგან ამოიღებენ გაზრდილი ხელფასის საფასურს.

Share on other sites

  • ფორუმელი
32 minutes წინ, რედაქცია said:

პირიქით ხალხისგან ამოიღებენ გაზრდილი ხელფასის საფასურს.

ხალხს როგორ წარმოუდგენია მინიმალური ხელფასის დაწესება: პარლამენტი დააწესებს 800 ლარს, ყველა ვინც დღეს ნაკლებს იღებს აიღებს 800-ს, ეს გამოათავისუფლებს ხალხის დროს და კვირაობით მოედნებზე ჯგუფური ქუმბაიას სიმღერის წრეები გვექნება, უფასო რათქმაუნდა.

რეალურად როგორია: პარლამენტი დააწესებს 800 ლარს, გადახედავს ყველა დამსაქმებელი თავის კონტიგენტს და ვინც 800 ლარად არ უღირს ყველას გაა*მევინებს :gigi:

Share on other sites

  • ფორუმელი

ხო. არც ერთი ბიზნესმენი არ ამოიღებს თავის ჯიბიდან ფულს.

ნორმალურ ქვეყნებში რომ 20 პროცენტი მოგება ერთ გაყიდულ პროდუქცია საზეიმოდ აქვთ

აქ ძალიან ძვირად ჰყიდიან თან .

ვიღაცას გაუშვებენ , რაღაც ბიზნესი საეერთოდ გაჩერდება და დარჩენილს მოუმატებენ სამუშაოს

ესაა ჩვენი რეალობა .

 

რა აზრია ქვს დღეს თუ 10 ლარი მაქვს ხელფასი და ორი კოლოფი სიგარეტი მომდის ხვალ ხელფასი 20 ლარი გამიხდა და სიგარეტი

გამომუშავებულით ისევ 2 კოლოფი მომდის, მეტი არა?

იფიქრეთ ამაზე

თორემ ადვილია დაჯდეს პარლამენტი დამიიღოს კანონი, მერე რა მოხდება ეგაა საფიქრალი.

მთავრობა ეკონომიკაზე უნდა ფიქრობდეს და ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებაზე

მაგრამ ეს არ აწყობთ აქ და ხალხიც არაა მომთხოვნი , ეს უკანასკნელია ყველაფრის სათავე.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Georgia said:

მინიმალური ხელფასი

ჯერჯერობით წარმატებით ბლოკავს თბილისის ემირატი,

შემოიღებენ ადრე თუ გვიან.

 

Life is serious.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   230 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 229 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(22)
    • ASIA
    • Facebookexternalhit(2)