Jump to content
×
×
  • Create New...

ერთი კაი კურიოზების თემა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ამას უყურეთ და თუ კარგად უყურებთ, ბოლოში კაი კიარა, კაი მაგარ კურიოზს დაინახავთ
 

 

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
23 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ამ დღეებში ვინმეს კაი კურიოზი თუ შეგემთხვათ ან შეესწარით, მოყევით, სანამ დაგვიწყებიათ :lalala:

ერთი ლეზბიანკა იფიცებოდა რომ ოშმ მივწერე. კურიოზია მა რა

Share on other sites

  • ფორუმელი

ის კურიოზი იცით შურას პრინტერზე??? 
კოროჩე ვინც არ იცით, ისეთი მაგარი პრინტერია, 1 ფარატინა ფურცელი რომ ამობეჭდო, 4 კაცი უნდა შეაწუხო
თან brother ჰქვია :lalala:
იმენა ძმაა

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

თვითმფრინავით მგზავრობენ რაჭველი, ავსტრალიელი და ცხენის წელში დაბადებული კირჩხიბი. 
მგზავრობენ, რა - მიფრინავენ :fly:
ხოდა ბევრი იფრინეს თუ ცოტა იფრინეს, საწყალი ავსტრალიის საჰაერო სივრცეში შეფრინდნენ.
იმ დროს თვიფმფრინავში აცხადებდნენ-ხოლმე ეგეთ მომენტებს და მაშინაც გამოცხადდა, რომ ავსტრალიის თავზე ვიმყოფებითო და მარცხნივ ამას დაინახავთ და მარჯვნივ იმასო.
ვააო ამ ავსტრალიელმა თქვა, კიდევ კარგი გამოაცხადეს თორემ ჩემით ვერაფერი ვიგრძენი და ხო გავმაზავდი ამ მომენტსო! :wow:
ეხლა რო გაიგე, უცებ ერთი ჩემოდანი ფული არ გადაუყარო შენ ხალხსო - ჩაიქირქილა ცხენის წელში დაბადებულმა კირჩხიბმა :perv:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

ამას წინად ერთ მაღაზიაში სპორტულ შარვლებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას გადავაწყდი და გადავწყვიტე ერთი ცალი მეყიდა. იყო ყვითელი, წითელი, ლურჯი და იასამნისფერი ვარიანტები. თითქმის ყველა იყო S ან M ზომა და მხოლოდ ერთი იასამნისფერი იყო L თუ XL, არ მახსოვს ზუსტად. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე იასამნისფერი შარვალი არ მქონია, ამ ფაქტმა ვერ შემაჩერა, ჯერ ერთი, რომ ყველაფრი შემიძლია უკომპლექსოდ მოვიხდინო და მეორეც უფრო საშინაოდ ჩასაცმელად მოვიაზრებდი ამ შარვალს. ხოდა ავიღე ეს იასამნისფერი შარვალი და მოვიზომე. ვერ ვიტყვი რომ ძაან თავისუფლად მქონდა, მაგრამ ჩაცმა შეიძლებოდა, თან ისეთ ფასში მაძლევდნენ, რომ არ დაიწუნებოდა კოროჩე.
ავიღე და ვიყიდე.
სახლში მოტანილი ტრადიციულად, როგორც ყველაფერი ახალი, ხმარებაში გაშვებამდე ჯერ სარეცხის მანქანაში აღმოჩნდა. 
მეორე საღამოს დამხვდა ეს შარვალი უკვე გამშრალი, დავხედე და რაღაც ცუდად მეპატარავა თვალში, ჩავიცვი სასწრაფოდ დაეჭვებულმა და კოჭამდე ვერც მწვდება წესიერად - შემდგარა რეცხვაში ეს ოხერი! თურმე ტყუილად ეხატა 30 გრადუსზე გარეცხვის სიმბოლო.
ასე შემრჩა ისამნისფერი შარვალი, რომელიც ცოტა პატარა მაქვს :uxe:


ეხლა ეს კი დიდი გადასარევი კურიოზი არ არის, მაგრამ ხომ გაგიგიათ უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო და თემის ამოსაქაჩად წავა :up:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

სადღაც 4-5 წლის ვიყავი. დედაჩემს ვყავდი წაყვანილი პლეხანოვზე. ვოდა დამკარგა მაგ ქათამმა, ამცდა სადღაც. მე ეხლა პატარა კი ვიყავი მარა ყოველდღე მაპროწიალებდნენ კლინიკაში (სადღაც ორთაჭალაში). ვოპშემ გოროდში დვიჟენიის პრაქტიკა მქონდა. წავტასავდი ჩემით სახლში, მეტროში ვიღაც ახალგაზრდამ 5 კაპიკი მომცა გასასვლელად, ტრამვაის არ მახსოვს როგორ გავუსწორდი. პირველ სამშობიაროსთან ვცხოვრობდი მაშინ ნახალოვკაში.

დედაჩემს შეუყრია თურმე მილიცია აქეთური იქეთური იასნია ვერ მიპოვეს. რეკავს აზლუქუნებული სახლში ხო უნდა ამცნოს გმირობის ამბავი. ვოდა აქედან მე ვპასუხობ :]. ვოპშემ ჰეპიენდით დამთავრდა ცემას გადავრჩი.

Share on other sites

  • ფორუმელი

წეღან ერთი ნათესავი გავაცილე, ჯიპი ყავს და ლაფეტით ნაგავი გამატანინა და მერე ცარიელი მომატანინა ისევ ეზოში. ხოდა ლაფეტით უკუსვლით რომ შემოსულიყო, ჩემი მანქანის გაყვანა დამჭირდა ეზოდან. რომ დავაყენეთ ლაფეტი თავის ადგილზე და ისიც გავაცილე, დავკეტე ჭიშკარი;

ამ ჭიშკრის დაკეტვას ცალკე აღწერა ესაჭიროება - კოროჩე ერთხელ ხორბლის მოსავალი მოვატანინეთ ვეფხოს (газრომელიღაცა ჰყავდა მაშინ), ხოდა ისიც უკუსვლით შემოდიოდა და ჭიშკრის მარჯვენა ბოძს დაეჯახა. მას მერე ეს ჭიშკარი რთულად იკეტება და წვალება უნდა, რომ ჰორიზონტალურად გასაყრელი დიდი ურდული მოარგო თავის ხვრელს. ხოდა ვეჯაჯგურები ამ ურდულს, თან ცალი ფეხით მარჯვენა ჭიშკარზე ვდგავარ, რომ ცოტა დაბლა დაიწიოს და გავუყარო ურდული მარცხენა კარშიც. ბოლო-ბოლო დაემიზნა ურდული ხვრელს და შევარდა უცებ! შევარდა და ურდულის სახელურსა და მის გასაყრელს შორის მომეჩეჩქვა მარჯვენა ცერიიი (ხელის) 

გავწარდი და წავედი ჟოლობს შედგმული წყლით სავსე კარისკენ, რომ თითი ჩამეყო ცივი წყალში, ჰოდა რომ შემოვტრიალდი ამ ჭიშკრიდან და ჩემს უკან მანქანა არ დამხვდა, მერე გამახსენდა, რომ ჩემი მანქანა გარეთ მყავდა გაყვანილი და იქვე დამრჩენია საცოდავად.

 

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share