Jump to content
×
×
  • Create New...

აზერბაიჯანის საერთო თემა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ზოგადი ინფო პორველი პოსტისთვის:

 

აზერბაიჯანის პოლიტიკა ხორციელდება ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის ფარგლებში, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელია. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სახელმწიფოს პრეზიდენტი და მთავრობა. საკანონმდებლო უფლებამოსილება მინიჭებულია, როგორც მთავრობას, ისევე პარლამენტს. სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოსგან.

აღმასრულებელი ხელისუფლება

სახელმწიფოს მეთაური და მთავრობის ხელმძღვანელი, განცალკევებულია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსგან. პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს, ისევე აღმასრულებელი ორგანოს მეთაურია. მოქალაქეები ირჩევენ პრეზიდენტს, ხოლო პრემიერ-მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის დადასტურებით. პრეზიდენტი ნიშნავს მინისტრთა კაბინეტის ყველა დონის ადმინისტრაციის წევრებს (მინისტრებს, სხვა ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებს).

2008 წელს, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის არჩევის ვადას არ აქვს ლიმიტი.[1]

 

საკანონმდებლო ხელისუფლება

აზერბაიჯანის მილი მეჯლისი (აზერ.: Milli Məclis) ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა. ერთპალატიანი მილი მეჯლისი შედგება 125 დეპუტატისგან. ადრე, პარლამენტის 100 წევრს ირჩევდნენ ხუთი წლის ვადით, მაჟორიტარი საარჩევნო ოლქების მიხედვით და 25 წევრს პროპორციული წესით, მაგრამ ბოლო ჩატარებულ არჩევნებზე, ყველა 125 დეპუტატი აირჩიეს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქების მიხედვით. პარლამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ეხმარება თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ორი ვიცე-სპიკერი. დღეისთვის, პარლამენტის თავმჯდომარეა ოკტაი ასადოვი, ხოლო მისი პირველი მოადგილეა ზიაფეთ ასკაროვი და ვიცე-სპიკერებია: ბაჰარ მურადოვა და ვალეჰ ალასკაროვი.[2]

სასამართლო ხელისუფლება

აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლო ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ორგანოა, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო, სისხლის სამართლის და სხვა საქმეების განხილვას, აკონტროლებს საერთო და სპეციალიზებული სასამართლოებს. აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლო — აზერბაიჯანის უმაღლესი კონსტიტუციური მართლმსაჯულების საკითხებში ორგანოა, მისი იურისდიქციაა აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის კანონმდებლობის რეგულირება და კონტროლი.

პარტიები

 

აზერბაიჯანი ითვლება ერთპარტიულ სახელმწიფოდ. თუმცა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მმართველი ახალი აზერბაიჯანის მოწინააღმდეგე პარტიებია, ქვეყანაში დაშვებულია, მაგრამ, რეალური შანსი მათი ხელისუფლებაში მოსვლის, ნულს უტოლდება.

 

 

პოლიტიკური ისტორია

აზერბაიჯანმა თავისი დამოუკიდებლობა სსრკ-სგან, 1991 წლის 30 აგვისტოს გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ყოფილი პირველი მდივანი, აიაზ მუტალიბოვი, გახდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი. 1992 წლის მარტში, აზერბაიჯანელი მოსახლეობის მთიანი ყარაბაღის ქალაქ ხოჯალიში ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, მუტალიბოვი გადადგა და ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური პერიოდი დადგა. 1992 წლის მაისში, ძველმა გვარდიამ მუტალიბოვი ხელისუფლებაში დააბრუნა, მაგრამ ერთი კვირით ადრე, მისი მცდელობის საპასუხოდ, რომ შეაჩეროს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და აკრძალოს ყველა პოლიტიკური საქმიანობა, ოპოზიციაში მყოფი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია აიძულა წინააღმდეგობის მოძრაობა შეექმნა და ჩაეგდო ძალაუფლება ხელში. სახალხო ფრონტმა რეფორმების ფარგლებში, დაშალა უპირატესად კომუნისტური უზენაესი საბჭო და გადასცა მისი ფუნქციები, 50-წევრიან, პარლამენტის ზედა პალატას.

1992 წლის ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის მეორე პრეზიდენტი, სახალხო ფრონტის ლიდერი აბულფაზ ელჩიბეი გახდა. ეს, ქვეყნის ისტორიაში, პირველი საერთო საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც 7 კანდიდატი მონაწილეობდა და სადაც ელჩიბეი აირჩიეს აზერბაიჯანის პრეზიდენტად, ხმების 54%. ელჩიბეი, გახდა აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიულად არჩეული, არაკომუნისტი პრეზიდენტი. 1992 წლის ზაფხულში, ელჩიბეი უზრუნველყო საბჭოთა არმიის სრულ გაყვანას აზერბაიჯანიდან, ამით აზერბაიჯანი გახდა პირველი და ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა (ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ), რომელიც გათავისუფლდა საბჭოთა სამხედრო წარმომადგენლობისგან. ამავე დროს, ელჩიბეის მთავრობამ შექმნა კასპიის ეროვნული საზღვაო-სამხედრო ძალები და მოახერხა რუსეთთან შეთანხმების მიღწევა, რომელიც მიხნად ისახავდა ბაქოში განლაგებული საბჭოთა არმიის კასპიის საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურის 1/4 მიღება.

ეროვნულმა საბჭომ, პრეზიდენტის უფლებამოსილება მიანიჭა საბჭოს ახალ სპიკერს ჰეიდარ ალიევს, რომელიც აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის (1969-81) ყოფილი პირველი მდივანი და შემდეგ საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრი იყო, კგბ-სა თავმჯდომარე და საბჭოთა კავშირის ვიცე პრემიერ-მინისტრი (1987 წლამდე). ელჩიბეი, ოფიციალურად გადააყენეს 1993 წლის აგვისტოში ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის შემდეგ, ხოლო ოქტომბერში ალიევი აირჩიეს 5-წლიანი ვადით აზერბაიჯანის პრეზიდენტად, სიმბოლური ოპოზიციის თანხლებით. 1998 წელს, ალიევი ხელახლა აირჩიეს 5 წლით პრეზიდენტად, სადაც არჩევნები სერიოზული დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

ძველი კონტიტუციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის შემცვლელი იყო, როდესაც ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ, 2002 წელს კოსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ეს ფუნქცია პრემიერ-მინისტრს გადაეცა. ეს გაკეთდა იმიტომ, რომ შესაძლებელი იყოს, 80 წლის ჰეიდარის ვაჟმა, ილჰამ ალიევმა, შეცვალოს თავისი მამა პრეზიდენტის პოსტზე, რომელიც 2003 წლის 8 ივლისს, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. 2003 წლის აგვისტოში, ილჰამ ალიევი დაინიშნა ქვეყნის პრემიერად, თუმცა არტურ რასიზადე, რომელიც 1996 წლიდან აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრია, გააგრძელა თავისი მოვალეობების შესრულება, ასე ილჰამმა შეძლო მთლიანი კონცენტრირება გადაეტანა, თავის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაზე. 2003 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, გამარჯვებული ილჰამ ალიევი გახდა, მიუხედავად რამდენიმე დარღვევებისა. თვის ბოლოს, ალიევი შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, ხოლო რასიზადე, ხელახლა გახდა ქვეყნის პრემიერი.

 

აზერბაიჯანი გაეროს, მიუმხრობლობის მოძრაობის, ეუთოს, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საბჭოს, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანცმების, დემოკრატიის თანამეგობრობის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრია.

აზერბაიჯანას აქვს ფორმალური ურთიერთობა აშშ-ის მთავრობის ყოფილ წარმომადგენლებთან, მათ შორის ჯეიმზ ბეიკერთან და ჰენრი კისინჯერთან, რომლებიც მუშაობენ აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატის მრჩეველთა საპატიო საბჭოში (USACC).[1] USACC-ს თანათავმჯდომარეა Exxon Mobil Corporation-ის პრეზიდენტი ტიმ კეიკა და „R.V. Investment Group“-ის და ანგლო აზიური სამთო მინერალური კომპანიის პრეზიდენტი რეზა ვაზირი (LSE Ticker: AAZ დაარქივებული 2012-08-02 საიტზე Wayback Machine. ).[2]

საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობა

აზიის განვითარების ბანკი, ბისეკი, ევროპის საბჭო, დსთ, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, იბიარდი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისია აზიისა და წყნარი ოკეანისთვის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, სუამი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, იკაო, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია, ისლამური განვითარების ბანკი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ინტერპოლი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (კორესპონდენტი), საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი, საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაცია, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია (დამკვირვებელი), ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, ეუთო, პარტნიორობა მშვიდობისთვის, გაერო, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია, იუნესკო, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია, უნივერსალური საფოსტო კავშირი, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, პროფკავშირების მსოფლიო ფედერაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (დამკვირვებელი).

 

Edited by Moor

 

 

Share on other sites

არ დამთავრდება ასე იოლად, ასე მგონია ეს ყარაბაღის ამბები. დაშნაკის ტვინი შავ მორევზე უარესს.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 hours წინ, Ia Tovliani said:

არ დამთავრდება ასე იოლად, ასე მგონია ეს ყარაბაღის ამბები. დაშნაკის ტვინი შავ მორევზე უარესს.

გაიყინება ამჯერად ამ კონდიციაში და ერქვას მოუგვარებელი არ კიდია აზერბაიჯანს? 

მოგვარების ქვეშ რას ვგულისხმობთ კიდევ ეგეც გასარკვევია... 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, ბუდა said:

მხითარიანმა უნდა მიეცეს შანსი

ეგ ვინაა? 

 

მე ჭურში მძინავს :facepalm:

 

ბოლოს საინფორმაციოებს რომ ჩავხედე მახსოვს ფაშინიანი იყო ნაცემი თუ პროსტა ტაკ გასისხლაინებული :rolleyes:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მოდი ცოტა სამხედრო კუთხით განვიხილავ რა

1) სომხეთის არმიას ჯერ არ გაუგია რომ კონვოის გაცილებისას საჰაერო გაცილება იყო საჭირო. არადა ეგ სახელგანთქმული ბაირახტარები სომხეთის არმიის ხელთ არსებული შეიარაღებისთვის არც ისე ძნელი დასაზლევი იყო.

2) არტილერია და სხვა ტექნიკა იყო აბასოლუტურად შეუნიღბავი. აი სურათიც კი ვრცელდებოდა იმ ბიჭის გმირად რომ გამოაცხადეს იმის საარტილერიო პოზიცია ისე იყო რომ იმ ბატარეის მეთაურს ნრომალურ არმიაში პაგონებს ააგლეჯდნენ.

3) სანგრები ხშირად იყო აშენებული მიწისგან და ხის და პაკრიშკის ნაჭრებისგან. რაც რეალურად იყო უფრო ჩეჩმა ვიდრე სანგარი და იმის გამო რო ნორმალური რკინა-ბეტონის სანგრები არ გააკეტეს აზერების არტილერიამ დედა უტირა. არაფრეს ვიძახი რომ ბაირახტარებისთვის აბსოლუტურად მიუწვდომელი იქნებოდა ბეტონირებული კაპონირები და ანგარები.

4) ყარაბაღის არმიამ დღემდე ვერ გაიგო სად ომობდა და ვის ეომებოდა. არანაირად არ იყო მომზადებული არათუ თურქეთის არამედ აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც კი. არმიას არ ჰყავდა სადაზვერვო-დივერსიული ქვედანაყოფები, არ ჰყავდა ნორმალურად ორგანიზებული საარტილერიო გათვლები, არ ჰყავდა ნაღმმტყოცნები და ა.შ.

5) ვერ გაითვალისწინეს ასევე სატელიტური დაზვერვის ფაქტორი. სწეფანაკერტში დაბომბეს შსს მაღალჩინოსნები ამის გამო.

to be continued ხვალე.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

სამაგიეროდ რუსეთმა გაითვალისწინა ყველაფერი. სომხებს კუდის მოქნევის შესაძლებლობას აუცილებლად მისცემენ, რომ აზერები  თავიანთი ე.წ. სამშვიდობოების უალტერნატივობაში დაარწმუნონ. 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   187 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 187 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(8)