ფორუმელი York Ge Posted 7 თებერვალი, 2022 Posted 7 თებერვალი, 2022 (შესწორებული) 48 minutes წინ, Eric said: ამერიკას არმია უკვე ჰყავდა, ნუ ეხლა ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდა 1916 წლის დასაწყისში პანჩო ვილია შეიჭრა ამერიკის ტერიტორიაზე. ამერიკამ გაზარდა საკუთარი არმიის პირადი შემადგენლობა 100000-დან 140000-მდე და მექსიკელების წინააღმდეგ გამოყო ერთი კორპუსი 12000 კაცის შემადგენლობით, რომელსაც პერშინგი სარდლობდა. ამერიკულმა კორპუსმა მექსიკის აგრესია (!) მოიგერია და თავად გადავიდა მექსიკის ტერიტორიაზე, მაგრამ ვილიას რაზმები მეზობელი ქუჩიდან დაბრუნდნენ ნიუ-მექსიკოში. ამერიკელები რეალური არმიის შექმნას შეუდგნენ 1917 წლის ივლისში. 1918 წელს მათ უკვე გააჩნდათ ყველა საშუალება იმისათვის, რომ საფრანგეთში გადაესროლათ თითო დივიზია ყოველ ორ დღეში. ამ დივიზიებს ამერიკაში წვრთნოდნენ ფრანგი და ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები. საფრანგეთში დივიზიებს ანაწილებდნენ ფრონტებზე, სადაც ამერიკელ ოფიცრებსა და გენერლებს სამხედრო ხელოვნებას უშუალოდ ცეცხლის ქვეშ ასწავლიდნენ იგივე ფრანგები და ინგლისელები, ხოლო გამოცდებს გერმანელები უტარებდნენ. შეეძლო ამერიკას არმიის შეიარაღება და დაკომპლექტება მილფებისა და კუნძ(ულელ)ების გარეშე? შეეძლო, უპრობლემოდ. შეეძლო ამერიკას შეიარაღებული და დაკომპლექტებული არმიის გაწვრთნა მილფი და კუნძი ინსტრუქტორების გარეშე? მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე ომით, სავარაუდოდ, კუნძების მოკავშირე იაპონელებთან. მათ გერმანელი ინსტრუქტორები გაწვრთნიდნენ. რუსეთის კოლაფსის შემდეგ გერმანელებზე არანაკლებ გამოფიტულ ფრანგებსა და ინგლისელებს მოუწიათ ორივე გერმანული ფრონტის წინააღმდეგ ბრძოლა. გადარჩებოდნენ 2 მილიონი ამერიკელი ჯარისკაცის ჩარევის გარეშე? საეჭვოა. ამიტომ მოუწია მათ ამერიკული არმიის შექმნა. აი, ეს ორი ვარიანტი გააჩნდათ ამერიკელებს: არმია უნდა შეექმნათ ან გერმანელების დახმარებითა და საკუთარ ტერიტორიაზე ომით, ან ფრანგი და ბრიტანელი ინსტრუქტორების დახმარებითა და საფრანგეთში ომით. რა გასაკვირია, რომ მათ მეორე ვარიანტი აირჩიეს (თU, საერთოდ, ვინმემ რამე ჰკითხა მათ). რატომ არ შექმნეს ამერიკელებმა არმია მშვიდობიანობის დროს? იმიტომ, რომ (ა) მშვიდობიანობის დროს შექმნილი არმია ან ბრძოლისუუნაროა, ან მზადაა წარსული ომის საბრძოლველად (ბ) ამერიკელებს ძალიან კარგად ახსოვდათ, თუ რა გამოუვიდათ სამოქალაქო ომში, როცა არმიის შექმნამ ავტონომიურ რეჟიმშ მოუწია. ამერიკელებმა გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ: თავად შექმნეს სამხედრო მრეწველობა და ფინანსური სისტემა და დაელოდნენ იმ ერთადერთ შემთხვევას, როცა რეალური არმიის შექმნა გახდებოდა შესაძლებელი. ეს შანსი მათ ხელიდან არ გაუშვეს. რაც შეეხება რომს. როგორი იყო რომაული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბრძოლისუნარიანობა 1-ლი პუნიკური ომის დასაწყისში და როგორი - ამ ომის დასასრულს? Edited 7 თებერვალი, 2022 by York Ge Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 7 თებერვალი, 2022 Posted 7 თებერვალი, 2022 3 minutes წინ, t-90 said: ამხელა პერშინგი პანჩო ვილიას დასდევდა 2 წელი სანამ ვწერდი, დაგიწერიათ :) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 7 თებერვალი, 2022 Posted 7 თებერვალი, 2022 6 minutes წინ, York Ge said: სანამ ვწერდი, დაგიწერიათ ხო რა. სანამ შეიქმნებოდა ამერიკის რეალური არმია ნამდვილად სანახავია როგორ იქცეოდა იგივე ამერიკის არმია და ფლოტი მაგალიტად კუბის ოკუპაციისას გურჯების დესანტი გაგრაში 1993 წელს ბეევრად უფრო სიმპატიურად გამოიყურებოდა. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 7 თებერვალი, 2022 Posted 7 თებერვალი, 2022 2 საათის წინ, Eric said: რა რომი რის პრეტენზიები რომზზე? სენიორ მე-20 საუკუნის დასაწყისში სოფლელი და რომი? :დ აშშ როგორც ერთიანი სახ-ფო ძლივს არსებობდა და რომ-ობაზე როგორ განაცხადებდა პრეტენზიას. პოლიტიკა/ეკონომიკა/კულტურა მთლიანად ჩამოკიდებული იყო ბრიტანეთზე სენიორ. მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, თუ ასე ჩამოკიდებული ბრიტანეთზე, რატომ მოხდა ისე რომ არმია რეალურად არ არსებობდა? ამ კითხვაზე პასუხის შემდეგი ვარიანტია - ბრიტები საჭიროდ არ თვლიდნენ მანდ არმიის გაჩენას; რატომ? იმიტომ რომ იმპერიას მანდ შეიარაღებული სახ-ფო არაფერში სჭირდებოდა (მოგეხსებათ მკვეთრი საჭიროების გარეშე ვასალს ერთი ნაბიჯით ზევით არავინ წევს, არა?). მანდ რომ ბრიტანელებს გადამწყვეტი სიტყვა არ ჰქონოდათ, სოფლელები თვითონ შექმნიდნენ არმიას, არ გაუჭირდებოდათ. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა კეთდება - სოფელი იყო რეალური სოფელი მე-20 საუკუნის დასაწყისში და აკეთებდა იმას რასაც ბრიტანეთის იმპერია იტყოდა. არც პანჩო ვილია არც პერშინგი და არც პინკერტონი არაფერ კავშირშია ამ ამბავთან. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 8 თებერვალი, 2022 Author Posted 8 თებერვალი, 2022 14 საათის წინ, t-90 said: ამხელა პერშინგი პანჩო ვილიას დასდევდა 2 წელი ბენ ლადენს რამდენხანს დასდევდნენ? ))) ჟოფრი ხო არ გავუგზავნოთ კიდევ? 14 საათის წინ, York Ge said: რუსეთის კოლაფსის შემდეგ გერმანელებზე არანაკლებ გამოფიტულ ფრანგებსა და ინგლისელებს მოუწიათ ორივე გერმანული ფრონტის წინააღმდეგ ბრძოლა. გადარჩებოდნენ 2 მილიონი ამერიკელი ჯარისკაცის ჩარევის გარეშე? საეჭვოა. ამიტომ მოუწია მათ ამერიკული არმიის შექმნა. ესეიგი შევთანხმდით აქ რომ I მსოფლიო ომში ანგლოფრანკები ამერიკელების დახმარების გარეშე ვერ გადაურჩებოდნენ გერმანნულ პლოსკოგუბცს? 13 საათის წინ, Seth said: აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა კეთდება - სოფელი იყო რეალური სოფელი მე-20 საუკუნის დასაწყისში და აკეთებდა იმას რასაც ბრიტანეთის იმპერია იტყოდა. დიახ, სოფელი იყო სოფელი. და ბრიტების ხელის ბიჭი. $2 დოლარად დარბოდა აღმა დაღმა. და თუ არ იყო ხელის ბიჭი და შნირი მაშინ არმიის შესაქმნელად უნდა აერჩია გერმანია რითიც დააარღვევდა არსებულ ჰეგემონს და ყოფილ ჰეგემონს ბრიტებს და ფრანგებს ხოლო ამათი სრული დამარცხების შემდეგ და მხოლოდ შემდეგ ჩაბმულიყო ომში გერმანიის წინააღმდეგ. ოხოხო წყება წყება ბრიტი და ფრანგი ოფიცრებით აივსებდა საკუთარ არმიას ))) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 8 თებერვალი, 2022 Posted 8 თებერვალი, 2022 1 საათის წინ, Eric said: ბენ ლადენს რამდენხანს დასდევდნენ? ))) ჟოფრი ხო არ გავუგზავნოთ კიდევ? კაცო სად ბენლადენი სადღაცა დრაქში და სად პანჩო ვილია ტეხასში? 1 საათის წინ, Eric said: მაშინ არმიის შესაქმნელად უნდა აერჩია გერმანია რითიც დააარღვევდა არსებულ ჰეგემონს და ყოფილ ჰეგემონს ბრიტებს და ფრანგებს ხოლო ამათი სრული დამარცხების შემდეგ და მხოლოდ შემდეგ ჩაბმულიყო ომში გერმანიის წინააღმდეგ. გერანიას რო მოეგო მაშIნ მესამე რაიხი იქნებოდა მზად. 1 საათის წინ, Eric said: ოხოხო წყება წყება ბრიტი და ფრანგი ოფიცრებით აივსებდა საკუთარ არმიას ))) რად უნდოდა როცა მხოლოდ ინსტრუქტორები აიყვანა? I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 8 თებერვალი, 2022 Author Posted 8 თებერვალი, 2022 (შესწორებული) 13 minutes წინ, t-90 said: კაცო სად ბენლადენი სადღაცა დრაქში და სად პანჩო ვილია ტეხასში? ))) ეს რა არგუმენტია? სად საუკუნის დასაწყისი და სად კოსმოსური სატელიტები ავიამზიდები დრონები და მამაძაღლობები და პანჩო ვილიას რას დასდევდნენ რა ფეხებზე ეკიდათ ტიპი დახტოდა და საკუთარ მექსიკას ბუგავდა დასდევდნენ კია? ერთი ბენ ლადენს დასდევდნენ და მეორე პანჩო ვილიას 13 minutes წინ, t-90 said: გერანიას რო მოეგო მაშIნ მესამე რაიხი იქნებოდა მზად. ტანკი კი არა კამათა კამათაური ხარ რა გერმანიას უნდა მოეგო სად დავწერე რომ უნდა მოეგო? რატო უნდა მოეგო რისთვის? ))) 13 minutes წინ, t-90 said: რად უნდოდა როცა მხოლოდ ინსტრუქტორები აიყვანა? აი ეს ვერ გავიგე. )) კაი მოვრჩეთ აღიარე რომ რომის სტატუსზე პრეტენზიობის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებს 1917 ში არ უნდა აერჩია არსებული ჰეგემონის და ვიცე ჰეგემონის მხარე. ვსე ძალიან მარტივია ტანკო. უმარტივესი ლოგიკაა. ხოლო ეს ის , იმიტო ამიტო მაშასადამე და რანაირად და მერე? ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ პირადი არგუმენტაციის გააფთრებული დაცვა ))) და ლოგიკასთან კავშირი არ აქვს. Edited 8 თებერვალი, 2022 by Eric Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 8 თებერვალი, 2022 Posted 8 თებერვალი, 2022 3 საათის წინ, Eric said: ესეიგი შევთანხმდით აქ რომ I მსოფლიო ომში ანგლოფრანკები ამერიკელების დახმარების გარეშე ვერ გადაურჩებოდნენ გერმანნულ პლოსკოგუბცს? არ მახსოვს, ამაზე (კონკრეტულად) როდის გეკამათეთ, ან მეკამათეთ, მაგრამ ასე იყოს. ჯერ-ჯერობით. იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები რეალურად, მერე დავწერ, თუ არ დამეზარა. 3 საათის წინ, Eric said: დიახ, სოფელი იყო სოფელი. და ბრიტების ხელის ბიჭი. $2 დოლარად დარბოდა აღმა დაღმა. მოსაზრებას, რომ სოფელი კუნძების უკამათო დომენი იყო, რამდენიმე წინააღმდეგობრიობა ახლავს თან: თუ ბრიტანეთმა აშშ-ს არმია შეუქმნა, მაშინ ეს მოხდებოდა ინგლისელებისათვის დამახასიათებელი გულკეთილობის გამო ან გადაუდებელი აუცილებლობის გამო თუ გადაუდებელი აუცილებლობა იყო მიზეზი, მაშინ იგი შექმნა ბრიტანეთმა - გრძელვადიანი სტრატეგიის მიხედვით ვინმე სხვამ თუ ბრიტანეთმა, თავისი სტრატეგიის გამო, მაშინ მავანმა უნდა ახსნას, თუ რატომ არჩია ბრიტანეთმა აშშ რუსეთს, მაშინ, როცა რუსეთს საოკეანო ფლოტის შექმნისა და საკუთრივ ჩინეთში ჩარევის თეორიული საშუალებაც კი არ გააჩნდა, ხოლო აშშ-ს შეეძლო (და შეძლო) როგორც წყნარ, ისე ატლანტიკის ოკეანეზე მოქმედი ფლოტი (4 წელიწადში), რომელმაც ბრიტანეთის იმპერიის Royal Navy სარეცხი ტაშტების ერთობლიობად გადააქცია რუსეთს არც საკუთრივ ჩინეთში ჩარევის საშუალება გააჩნდა, აშშ კი დიდი სიამოვნებით უშლიდა ხელს ბრიტონებს როგორც ჩინეთში, ისე იაპონიაში (უშლიდა რა, ცდილობდა და ხანდახან გამოსდიოდა კიდეც) თუ ვინმე სხვამ, მაშინ ვინ? მაგალითად, სამოქალაქო ომის დროს ხომ არ იყო რომელიმე ევროპული სახელმწიფო ფრიად აქტიური ჩრდილოეთ ამერიკაში და ხომ არ მოხვდა ამ სახელმწიფოს ხსენებული სამოქალაქო ომის დამთავრებიდან 5-6 წელიწადში ფრიად და მწარედ? ხომ არ წარმოადგენს მოსაზრება ამერიკაში ბრიტანეთის ექსკლუზიური დომინაციის შესახებ ინფანტილურ სწორხაზოვნებას? 1 საათის წინ, Eric said: არ უნდა აერჩია არსებული ჰეგემონის და ვიცე ჰეგემონის მხარე ჰეგემონი ბრიტანეთის იმპერია იყო, ვიცე-ჰეგემონი - გერმანიისა. თქვენი აზრით, ამერიკამ ერთდროულად ორივე აირჩია და ეს იყო შეცდომა, თუ სხვა რამის თქმა გინდოდათ და ვერ მიგიხვდით? Share on other sites More sharing options...
Recommended Posts