Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Eric said:

რადგან "ამერიკა ამერიკის მხარეს ომობდა და არა ანტანტის მხარეს" ეს არვიცი ამაზე რა ვთქვა?

ვერაფერს გირჩევთ.

17 minutes წინ, Eric said:

ეგრე ინგლისიც ინგლისის მხარეს ომობდა და საფრანგეთიც საფრანგეთის მხარეს მარა სამივე ანტანტის შიგნით

იტალია? ოსმალეთი? რუმინეთი? სერბია? ბულგარეთი? რუსეთი?

ისინიც საკუთარ მხარეზე ომობდნენ?

სერიოზულად?

17 minutes წინ, Eric said:

მეორე მსოფლიო ომი აღარ იქნებოდა საჭირო. პირველშივე დამთავრდებოდა, ნუ ცოტა მეტხანს გაგრძელდებოდა.

რომ არ გაგრძელებულიყო? :)

15 minutes წინ, Eric said:

საჭირო იყო მხოლოდ პროცესის შენარჩუნება

პროცესის შენარჩუნებას პროცესის მართვაში მონაწილეობა ესაჭიროება.

 

შედეგებიდან გამოვიდეთ.

ამერიკის სტრატეგიამ 1-ლ მსოფლიო ომში მოიტანა ამერიკის, როგორც ჰიპერსახელმწიფოს სტატუსი. ეს ფაქტია.

 

დავუბრუნდეთ თქვენს, ჩემი აზრით, პირწმინდად მცდარ ვარაუდებს.

9 საათის წინ, Eric said:

დაეხმარებოდა პრუსიას და ასვტრიას ფინანსურად და ტექნოლოგიურად

ავსტრია ევროპის ცენტრი და პროტოტიპი იყო. მისი დახმარება - ნებისმიერი სახით - აი, რა იქნებოდა სტრატეგიული შეცდომა.

ან რომელი ტექნოლოგიებით დაეხმარებოდა?

8 საათის წინ, Eric said:

და ამის მერე ხდება რევოლუცია ლოთლანდიაში და აქაც, აბსო;უტურად არასწორ მხარეს ირჩევენ , უფრო სწორედ საერთოდ გადიან პროცესებიდან და ლოთლანდიის ფორმატირების უფლებას აძლევენ ისევ მსოფლიო ჰეგემონს ვიცეჰეგემონს და სანარჩენ ავროპელ პტერიქსებს

ასორმოცდაათი ათასიანი არმიითა და სამხედრო ფლოტის გარეშე?

თუ დამოუკიდებლად შეეძლო ან არმიის, ან ფლოტის შექმნა?

სენიორ, ნუთუ არ იცით, რომ ამერიკას არაფერი შეეძლო ამერიკაში მოქმედი ბრიტანული და გერმანული დაზვერვების რეზიდენტურების წინააღმდეგ?

8 საათის წინ, Eric said:

როგორ უნდა მოქცეულიყო შტატები?

კატეგორიუალად წინააღმდეგი უნდა წასულიყო რევოლუციია დაეწყო ჯარების გადაყვანა

ისევ: ასორმოცდაათი ათასიანი არმიითა და სამხედრო ფლოტის გარეშე? ამით წავიდოდა წინააღმდეგ? რუსეთის რევოლუციამ შეუქმნა ამერიკას არმია.

ახლა გაიხსენეთ, თუ ვინ მოაწყო თებერვლის რევოლუციის პირველი აქტი და სად შეიქმნა ამერიკის არმია.

Share on other sites

4 minutes წინ, York Ge said:

იტალია? ოსმალეთი? რუმინეთი? სერბია? ბულგარეთი? რუსეთი?

ისინიც საკუთარ მხარეზე ომობდნენ?

სერიოზულად?

რა შუაშია სერბია და ბულგარეთი საერთოდ?

 

5 minutes წინ, York Ge said:

რომ არ გაგრძელებულიყო?

საერთოდ რომ არ დაწყებულიყო ომი? ))

 

8 minutes წინ, York Ge said:

სენიორ, ნუთუ არ იცით, რომ ამერიკას არაფერი შეეძლო ამერიკაში მოქმედი ბრიტანული და გერმანული დაზვერვების რეზიდენტურების წინააღმდეგ?

თუ ომში ბრიტანეთის მხარეს გამოვიდა ესეიგი გერმანული რეზიდენტურის განეტრალება მოხდა.

საპირისპიროდაც შეიძლებოდა ესეიგი.

 

არ შეეძლო ესეიგი რომი არაა რომი.

10 minutes წინ, York Ge said:

ასორმოცდაათი ათასიანი არმიითა და სამხედრო ფლოტის გარეშე? ამით წავიდოდა წინააღმდეგ? რუსეთის რევოლუციამ შეუქმნა ამერიკას არმია.

ამერიკის საგარეო ვალი 1914ში იყო 4 მი;იარდი

 

ხოლო 1922 ში ევროპას ამერიკის ვალი ჰქონდა 16 მილიარდი

და მსოფლიო ოქროს მარაგის 1/3

18 minutes წინ, York Ge said:

ისევ: ასორმოცდაათი ათასიანი არმიითა და სამხედრო ფლოტის გარეშე? ამით წავიდოდა წინააღმდეგ? რუსეთის რევოლუციამ შეუქმნა ამერიკას არმია.

ომის ბოლოს  ამერიკას ჰყავდა 3 028 487 ჯარისკაცი. 1919 წლისთვის.

Share on other sites

26 minutes წინ, York Ge said:

რუსეთის რევოლუციამ შეუქმნა ამერიკას არმია.

ახლა გაიხსენეთ, თუ ვინ მოაწყო თებერვლის რევოლუციის პირველი აქტი და სად შეიქმნა ამერიკის არმია.

 

ემიგრირებულმა თეთრმა ოფიცრებმა შექმნეს ამერიკის არმია?

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Eric said:

რა შუაშია სერბია და ბულგარეთი საერთოდ?

იმ შუაშია, რომ ნებისმიერი ალიანსი შედგება სუბიექტობის მქონე აქტორებისა და სატელიტებისაგან.

ამერიკა ანტანტას სატელიტის სახით არ მიერთებია.

10 minutes წინ, Eric said:

თუ ომში ბრიტანეთის მხარეს გამოვიდა ესეიგი გერმანული რეზიდენტურის განეტრალება მოხდა.

საპირისპიროდაც შეიძლებოდა ესეიგი.

საპირისპიროდაც შეიძლებოდა, მაგრამ თუ შეძლებდა ამერიკა ორივეს ერთდროულ განეიტრალებას?

11 minutes წინ, Eric said:

ომის ბოლოს  ამერიკას ჰყავდა 3 028 487 ჯარისკაცი. 1919 წლისთვის.

1919 წლისათვის არსებული არმია რას გააწყობდა 1917 წელს?

1917 წელს როგორი იყო ამერიკის არმიის შეიარაღება და ოდენობაა, როცა, თქვენი ვარაუდით, ამერიკას თავისი პირობები უნდა ეკარნახა?

სად იქმნებოდა ამერიკის არმია? ვინ იყვნენ ინსტრუქტორები? ვინ ამზადებდა ამერიკის ოფიცრებს?

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Eric said:

ემიგრირებულმა თეთრმა ოფიცრებმა შექმნეს ამერიკის არმია?

თქვენ იცით, ვინ და სად შექმნა ამერიკის არმია.

მაშ რატომ, რა ეფექტისთვის და ვისთვის სვამთ ასეთ შეკითხვას?

Share on other sites

14 minutes წინ, York Ge said:

თქვენ იცით, ვინ და სად შექმნა ამერიკის არმია.

მაშ რატომ, რა ეფექტისთვის და ვისთვის სვამთ ასეთ შეკითხვას?

არვიცი რას გულისხმობთ.

განსაკუთრებით მეორე სტრიქონში.

მე წარმოდგენა არ მაქვს რას გულისხმობთ "ვინ და სად შექმნაში"

დამოუკიდებლობისთვის ომში?

სამოქალაქო ომში?

პირველ მსოფლიო ომში?

წარმოდგენა არ მაქვს და ეს ინტერპრეტაციებია.

Share on other sites

  • ფორუმელი

სოფელი 1-ელ მსოფლიო ომამდე იყო ფაქტიურად სოფელი და არაფრის გამკეთებელი მსოფლიო გეოპოლიტიკურ არენაზე. აბსოლუტური 0 ამ კუთხით. შემდეგ, მათმა ფაქტიურმა სიუზერენებმა შეათრიეს 1-ელ მსოფლიო ომში, იმიტომ რომ ამ ფაქტიურ სიუზერენებს თავზე ემხობოდათ საკუთარი იმპერია და გათვლა ჰქონდათ ასეთი, გადასარჩენად.

ამ გათვლამ რა თქმა უნდა არ იმუშავა (ვერც იმუშავებდა) და ეს იმპერია დაიშალა. სოფელი კი დაბრუნდა სოფელში და განაგრძო სოფლობა. ერთადერთი განსხვავება (მნიშვნელოვანი) სოფელ 1.0-სა და სოფელ 2.0 -ს შორის იყო ის რომ, საქსების მიერ მათ ჩართვას ევროპის საქმეენში, მოყვა ა) გამოცდილება და ბ) ევროპაში ჩამრთველთა პარტიის წარმოქმნა და გაძლიერება სოფლის ცენტრში. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ხელი შეუწყო საქსების იმპერიის რღვევამაც (მაგრამ ამაზე ცალკე).

ეს ყველაფერი კი მოხდა მაგრამ სოფელი 2.0 დიდწილად მაინც სოფელი დარჩა და ასე ვთქვათ აქვე ჩარჩა -ამის ნათელი მაგალითია 20-იანი და 30-იანი წლები სოფელში როცა ისეთი სისულელეები აკეთეს რომ დღესაც უკვირს პატიოსან ხალხს :givi: (ზოგი, ჩემი ჩათვლით :დ , იმასაც ფიქრობს რომ ეს სისულელეები იმიტომ აკეთეს რომ საქსების გარეშე დროებით დარჩენილები ისე იქცეოდნენ, როგორც მოწყენილი 10 წლის ბავშვი, ასანთით ხელში მარტო სახლში. მაგრამ დავანებოთ ამჯერად ამას თავი).

ამასობაში, საქსებმა კუნძულზე მოახერხეს გადაწყობა ახალ (პოსტიმპერიულ) რეალობაზე (მათ შორის ყოფილ იმპერიულ ტერ. ორგანოებზე ახალი დამოკიდებულებების დალაგება) და კონტინენტზე ცოფიანი გააძრეს ბებრებმა გერმანიაში. ისევე როგორც რამდენიმე ათწლეულით ადრე, აქაც უინსტონმა ჩაატარა ტრიუკი :დ და სოფლის რესურსები მობილიზებულ იქნა სად? სად და ლოთლენდში. რატომ ლოთლენდში? იმიტომ რომ როცა ბებრები ცოფიანს ბერავდნენ, პარალელურად საქსები დაკავებულნი იყვნენ ბებრების საპირწონის შექმნით ლოთლენდში. როგორ? გაგიკვირდებათ სოფლური რესურსებით, ფული იმათი ოპერაცია ამათი. აი ასე მარტივად. (საბოლოო ჯამში სოფელი საერთოდ ევროპაში გაეძრო ისევ და ისევ უინსტონის დამსახურებით, რათა სოფელი გამხდარიყო ულვაშას საპირწონე, მაგრამ ესეც სხვა ისტორიაა).

რაც შეეხება სოფლელების ფინანსურ სისტემას და ჯარს - დღევანდელ ფინ. სისტემას საფუძველი ჩაუყარა პატივცემულმა ჰამილტონმა, რომელიც სერიოზულ გაიძვერობასთან ერთად ცნობილი იყო როგორც ინგლისელების პუდელი, ომის დამთავრებიოდან ზუსტად 2 წელიწადში :დ 

რაც შეეხება ჯარს - დამოუკიდებლობამდე ფრანგები ცდილობდნენ აპალჩენცებისგან რაღაცა შეექმნათ, მაგრამ დღევანდელი ჯარის ბირთვი ისევ და ისევ ჩამოყალიბდა საქსური აისტოკრატიის მეთვალყურეობითა და ინსტრუქტაჟით. ამაში ვფიქრობ არაფერი უნდა იყოს სადაო.

 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share