Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

მოგესალმებით, ჯენტლმენებო.

 

10 საათის წინ, Eric said:

ესეიგი თავიდან ეკონომიკა ფინანსები ტრიალებდა ევფრატში, შემდეგ შეუერთდა ნილოსი, შემდეგ გავიდა საუკუნეები და ცოტა ზევით აიწია

და ფინანსური ჰაბი გახდა ბაბილონ - ალექსანდრია - ბალკანეთი

გავიდა საუკუნეები და კიდევ ზევით აიწია და გახდა ბაბილონ - ალექსანდრია - ბალკანეთ - რომი

და ეს ყველაფერი მძიმე ხოცვა ჟლეტვით ხალხთა მასიური აყრა გადასახლებებით და მთელი პანრეგიონების ფორმატირებებით

შემდეგ კიდევ ზევით აიწია და გახდა ჩრდილოეთ იტალია - ესპანეთი - ავსტრია

შემდეგ კიდევ ზევით და პარიზი - ვენა - ამსტერდამი

შემდეგ კიდევ ზევით და პარიზი - ვენა - ამსტერდამი - ლონდონი

და ეს ყველაფერი გაუთავებელი მძიმე ომებით ევროპაში არტილერიის შემოტანით და მთელი ხოცვა სვრემით

შემდეგ კიდევ და დარჩა ლონდონი - ნიუ იორკი

შემდეგ კიდევ მძიმე უმძიმესი ხოცვაჟლეტვა და ორჯერ ზედიზედ და ლონდონი - ნიუ იორკი - ევროპა

 შეიძლება ითქვას, რომ კაპიტალი გარბის დედამიწიდან. :)

მაშასადამე გვაქვს სამდინარო-საზღვაო-საოკეანო ცილიზაციის პროგრესია.

კაპიტალს სივრცე ჭირდება, ან, უკეთ ვთქვათ, ის სიცარიელე, რომელსაც ამოავსებს. მასშტაბიც სულ უფრო იზრდება. შემდეგი ნაბიჯი კოსმოსი უნდა იყოს. წინსვლა სხვაგვრად შეუძლებელია.

 

10 საათის წინ, Eric said:

ხომ არაა ამ ჰაბის გადატანის მცდელობა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში სენიორ?

10 საათის წინ, Eric said:

გამოდის რომ რაღაც მიზეზებით ჰაბის გადატანა გარდაუვალია მარა მასზე საჭირო კონტროლისთვის ტერმინატორსაკეთებენ?

რაც აქამდე აღწერეთ არის ცივილიზაციის ცენტრის მოძრაობა.  თუ ამ "ჰაბში" სწორედ იგი იგულისხმება, მაშინ ეს კითხვა ერთობ უცნაურია - საიდან უნდა გაკონტროლდეს ცენტრი -  პერიფერიიდან? ცენტრს თავისივე თავის კონტროლი აქვს გადაწყვეტილი? საერთოდ როგორაა ეს შესაძლებელი?

 

პ.ს. ნუ დავივიწყებთ, რომ ინდოეთსა და ჩინეთში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან არსებობდა მოწინავე ცივილიზაცია, რომელმაც ეს ადგილები მიატოვა.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Instance said:

კიევის მიტროპოლია იყო უკრაინელების (რუსიჩების) ეკლესია, ხოლო მოსკოვის კი რუსების (მოსკოვიელების)

როდესაც რუსეთი გაქრისტიანდა სენიორ ინსტანს, არსებობდა მხოლოდ კიევის მიტროპოლია, რომელიც ემორჩილებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა ბერძნულ ენაზე (არა რუსულსა თუ უკრაინულზე არამედ ბერძნულ ენაზე !)

დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ-სუზდალის სამთავრომ დაიწყო მოძლიერება, კიევის მიტროპოლიამ გადაინაცვლა მოსკოვში, მიუხედავად ამისა მას ერქვა კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლია, რომელიც რათქმაუნდა კვლავაც ემორჩილებოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს

1438-39 წლების ფერარა-ფლორენციის კრებაზე კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტმა უნიას დაუჭირა მხარი და ამიტომ ეს მიტროპოლიტი მოსკოვში აღარ შეუშვეს ;) თუმცა შემდგომში იგი ხდება კონსტანტინეპოლის პატრიარქი ოღონდ რომის პაპის , ანუ კათოლიკეების მხრიდან

მრავალი წლის განმავლობაში არც კიევს და არც მოსკოვს ოფიციალური მიტროპოლიტები არ ჰყოლია, შემდგომ კიევის მიტროპოლიამ აირჩია მიტროპოლიტი და გააგრძელა არსებობა კონსტანტინეპოლის დაქვემდებარებაში, ხოლო მოსკოვმა თვითნებურად აირჩია თავისი მიტროპოლიტი და  ასე გაჩნდა ორი კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლია, ერთი ცენტრით კიევში და მეორე ცენტრით მოსკოვში , ამ ორს შორის განსხვავება ის იყო, რომ მოსკოვის მიერ თვითნებურად არჩეული მიტროპოლიტი არ სცნობდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და პატრიარქს, ასევე კონსტანტინეპოლი და სხვა დანარჩენი საპატრიარქოები არ სცნობდნენ , არ აღიარებდნენ მოსკოვის მიტროპოლიას და მიტროპოლიტს, ანუ ეს იყო ჩვეულებრივი სქიზმა (მოსკოვისაზე ვამბობ)

ასე გაგრძელდა 1440 წლიდან 1591 წლამდე , ამ პერიოდში ბორის გოდუნოვმა კონსტანტინეპოლის პატრიარქი უბრალოდ მოისყიდა , ამის თაობაზე ვამბობდი რომ არსებობს შესაბამისი სმეტა და დოკუმენტაცია, მან მოსკოვში ჩამოიყვანა კონსტანტინეპოლის პატრიარქი  დიდი თანხა გადაუხადა  და შემდეგ აქტზე მოაწერინა ხელი : - რომ, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო სცნობს მოსკოვის მიტროპოლიას როგორც საპატრიარქოს (საეკლესიო წესის მიხედვით ეს ასე ადვილად არ ხდება) და ამავე დროს საქართველოს საპატრიარქოს მე-5-ე ადგილი მიანიჭა მოსკოვის საპატრიარქოს და ეს ხდება ერთი აქტით და ამ აქტშივე წერია რომ კიევის მიტროპოლია სამუდამოდ რჩება კონსტანტინეპოლის განუყოფელ ნაწილად და ამას აღიარებს, ასე ქრთამით შექმნილი მოსკოვის საპატრიარქო. ეს აქტი დღევანდელ დღემდე , მოსკოვის საპატრიარქოს ავტოკეფალიის მთავარი აქტია და მას ხელს აწერენ მაშინდელი მაღალი საეკლესიო და სასულიერო პირები !!!

ხოლო ამის შემდეგ არის ის ნაწილი რომელიც წინა გვერდზე მოკლედ მოვიყვანე, 1686 წლის შეთანხმების შესახებ 

სტაროვერობა სხვა თემაა , უფრო სწორედ სხვა საკითხია 1650 წელს რომ გადასხვაფერდა და რატომ გადასხვაფერდა ეს სხვა საკითხია, სხვა მიმართულებისაა, ჩემს მიმართულებას შეადგენდა დამენახებინა მოსკოვსა და კიევს შორის სხვაობა, თუმცა გეთანხმებით, რომ გარკვეულ წილად სტაროობრიადნიკებშიც ჩანს, მთავარი მაინც ის არის რომ კიევმა მოსკოვის ჩარევის გარეშე 1683 წლისათვის სრულიად დაკარგა მართლმადიდებელი არისტოკრატია , ისინი კათოლიკები გახდნენ და ესეიგი ასე თუ ისე  სრულფასოვნად მიუერთდნენ მაშინდელ რეჩ-პოსტპოლიტას ... 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Alfred Albion said:

მოგესალმებით, ჯენტლმენებო.

:up: მოგესალმებით სენიორ ... 

მახსოვხართ ფორუმ.ჯი-დან 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Alfred Albion said:

მოგესალმებით, ჯენტლმენებო.

გამარჯობა პატივცემულო.

მიხარია თქვენი ხილვა.

7 minutes წინ, Alfred Albion said:

კაპიტალს სივრცე ჭირდება, ან, უკეთ ვთქვათ, ის სიცარიელე, რომელსაც ამოავსებს.

მე ვიტყოდი ნაწილობრივ ასეა სენიორ. პროგრესთან ერთად კაპიტალი გახდა "არახელშესახები". აქ იგულისხმება რომ თუ 1000 წლის წინ ბევრი ოქრო ან მიწა ვისაც ჰქონდა ის კონკრეტული ტიპი იყო სენიორი, ახლა ამ ტიპზე გაცილებით მდიდარი შეიძლება იყოს ტიპი რომელსაც არც ოქრო, არც მიწა და ფიზიკურად არც არაფერი :დ

+ არაფიზიკური რესურსების დომინაციამ თავის მხრივ შეცვალა ფინანსური ნაკადების რაობა და გზებიც. შესაბამისად ამ გზების კონტროლის მექანიზმები. თუ 1000 წლის წინ ტამპლიერთა ორდენის ტიპები გჭირდებოდა კონკრეტული ფინანსური ნაკადის კონტროლისთვის, კონკრეტული გზის გასწვრივ. ეხლა ეს საერთოდ აღარ არის საჭირო, არა? შესაბამისად იმ სახით ტამპლიერთა ორდენიც არაა საჭირო ;)

ეს ყველაფერი კიდევ უფრო ვირტუალურ სახეს მიიღებს მომავალში და შესაბამისად ფინანსურ/ეკონომიკური დომინაციის მიზნებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება უდიდესი ტერიტორიების ფიზიკურ კონტროლს.

Share on other sites

  • ფორუმელი
22 საათის წინ, Eric said:

ძალიან ნაგლობა

სენიორ თქვენ მეკითხებოდით რა არის იმ ფაილებშიო

აგერ, 7:40-დან ყვება მოკლედ და კონკრეტულად 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
Quote

რა ხდება რომში?

რომი კაპიტალის კონცენტრაციაა, ძალაუფლების აბსოლუტიზაცია (ყველა გზა რომში მიდის), საბერძენეთი  - კაპიტალის განფენა, თვითმმართველი, სუვერენული პოლისები, რომლებსაც კულტურა, ცივილიზაცია აერთიანებთ. აქ პოლიტიკური სუბიექტი სწორედ ცივილიზაციაა და არა სახელმწიფო.

თუკი ძველმა სამყარომ სწორი დასკვნები გამოიტანა ისტორიიდან, მაშინ მან არ უნდა დაუშვას რომაული კატასტროფის განმეორება. იგი დეკადანსია და დეგრადაცია. :დ :scared:

“These Americans represent the new Roman empire and we Britons, like the Greeks of old, must teach them how to make it go.”  - Harold  Macmillan.

მხოლოდ შეცდომების გათვალისწინებით. :yes:

"ჩვენ, საზღვაო დემოკრატიები" - ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში. :)

ვინძლო სწორედ ცივლიზაციურ ერთობასთან, თალასოკრატიულ დომინაციასთან გვქონდეს საქმე.

ვფიქრობ, ჩინეთთან დაპირისპირებისთვის ამაზე ბევრად ნაკლებსაც იკმარებდა ავსტრალია. "ტერმინატორობისთვისაც" უკეთესი ვარიანტები მეგულება.
შესაძლოა არა მორიგ "ტერმინატორთან", არამედ სწორედ ჯენტლმენთა კლუბის ახალ წევრთან გვქონდეს საქმე. (ჯერ-ჯერობით, სტაჟიორთან).
მით უმეტეს, თუ შემდეგი frontier კოსმოსია, მაშინ აუცილებელიც კია, რომ მრავალი მიწიერი ფუნქცია-მოვალეობის დელეგირება და ამდენად, ძალაუფლების განაწილება მოხდეს :)
 

 

27 minutes წინ, kvipriane said:

მოგესალმებით სენიორ ... 

 

20 minutes წინ, Seth said:

გამარჯობა პატივცემულო.

მიხარია თქვენი ხილვა.

მოგესალმებით, ბატონებო. :*

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, Seth said:

არაფიზიკური რესურსების დომინაციამ თავის მხრივ შეცვალა ფინანსური ნაკადების რაობა და გზებიც. შესაბამისად ამ გზების კონტროლის მექანიზმები. თუ 1000 წლის წინ ტამპლიერთა ორდენის ტიპები გჭირდებოდა კონკრეტული ფინანსური ნაკადის კონტროლისთვის, კონკრეტული გზის გასწვრივ. ეხლა ეს საერთოდ აღარ არის საჭირო, არა? შესაბამისად იმ სახით ტამპლიერთა ორდენიც არაა საჭირო ;)

ეს ყველაფერი კიდევ უფრო ვირტუალურ სახეს მიიღებს მომავალში და შესაბამისად ფინანსურ/ეკონომიკური დომინაციის მიზნებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება უდიდესი ტერიტორიების ფიზიკურ კონტროლს.

დიახ, მილორდ, სწორი შენიშვნაა. ახლა მთავარი სიმდიდრე ინფორმაცია და მისი დამუშავების გზებია.
ტყუილად როდი ახსენებენ ყოველ სამხედრო ხელშეკრულებასა და დოქტრინაში კიბერუსაფრთხოებას, AI-ს, კვანტურ კომპიუტერებს და ა.შ. :)

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Alfred Albion said:

These Americans represent the new Roman empire and we Britons, like the Greeks of old, must teach them how to make it go.”  - Harold  Macmillan.

:rolf:

ფრიად საინტერესოა როდის თქვა ეს პატივცემულმა ჰაროლდმა :)

+ სტოქტონის (თუ არ ვცდები) ერლი იყო და შესაბამისად კარგად ეცოდინებოდა რომ რომში რომაელი ვერ იქნებოდი თუ ბერძნები ბეჭედს არ დაარტყამდნენ შენს სივის :დ

7 minutes წინ, Alfred Albion said:

ტერმინატორობისთვისაც" უკეთისი ვარიანტები მეგულება.

მაგალითად? თუ დავაკვირდებით ესე მარტივადაც არ გამოდის. 

8 minutes წინ, Alfred Albion said:

მით უმეტეს, თუ შემდეგი frontier კოსმოსია, მაშინ აუცილებელიც კია, რომ მრავალი მიწიერი ფუნქცია-მოვალეობის დელეგირება და ამდენად, ძალაუფლების განაწილება მოხდეს :)

First things first Sir. 

როგორც უკვდავ ფილმშია - ტეხასში ბანკი ტეხასელებმა უნდა წაიღონ. ჰოდა კოსმოსი ჯერ ანგლოსაქსონეთში და მერე სხვაგან ;)

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share