Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საოცარი დისკუსია გაქვთ მეგობრებო ...

... ადრეც იყვნენ საქართველოდან გადახვეწილი ქართველები, ზოგი ნებით ზოგი ძალით, ეს მუდმივი საკითხია, თუმცა ვერავის ვერ წაართმევ დაბადების ადგილს, ხომ ასეა ???

ყველას უყვარს საკუთარი ქვეყანა სადაც დაიბადა (გამონაკლისებზე არ ვამბობ, უმრავლესობა მყავს მხედველობაში) და ამას ვერავის წაართმევ

ჩვენს ისტორიას მრავალი ამგვარი ფაქტი აქვს შემონახული , თუნდაც შინჯიკაშვილის ისტორია გავიხსენოთ, ეკლესია ააგებინა მარტყოფში, ხომ ???

ეს ხომ გამოძახილია საკუთარი სისხლისა და ფესვებისა ??? ადრე თუ გვიან ამგვარი ამგვარი სურვილი ყველას უჩნდება  და არც დღევანდელი ქართული ემიგრაციაა გამონაკლისი

უცხოეთში წასულ ქართველს რაც არ უნდა სძულდეს საქართველოში არსებული პოლიტიკური თუ სოციალური სიტუაცია და ურთიერთობანი, ოდესღაც ის მაინც მივა იმ კითხვამდე რომ - აბა, მე ჩემს სამშობლოს რა გავუკეთე ???

და აი აქ მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი შევთავაზო მათ : - მე რომ გადავეხვეწე ბედს უცხოეთში და იქ , ასე ვთქვათ, მოვძლიერებულიყავ, აუცილებლად (რამენაირად) მოვიძიებდი ჩემს სამშობლოში ერთ ნიჭიერ, სწავლას მოწყურებულ ქართველ ახალგაზრდას მაინც, წავიყვანდი იქ, ჩემთან უცხოეთში და უმაღლეს ცოდნას მივცემდი და უკან საქართველოში დავაბრუნებდი ამ ცოდნით, - ასე იქცეოდნენ საკუთარი ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი, სარაჯიშვილის მზგავსი ჭეშმარიტი ქართველები ... გავიხსენოთ ილია ვეკუა, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, და მზგავსნი, ეს ის პლედაა რომლებმაც უცხოეთში ისწავლეს მეცენატების დიდი მოწადინებით და შემდგომ ჩვენი ქვეყნის სახენი გახდნენ ... 

სხვა ბევრი რამის მოფიქრებაც შეიძლება რაც მანდედან ჩვენს ქვეყანას უსათუოს გამოადგებოდ !!! ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
39 minutes წინ, Deutschland said:

ან ქვეყნიდან უნდა წახვიდე ან ხელიდან

ამას ვინ ჩივის, შენი შვილებიც მაგ არჩევანის წინაშე დადგებიან, დღეს შენი არჩევანის გამო. იმჰო.

 

მე მსგავსი გადაწყვეტილებების შედეგებს ყოველდღე ვხედავ.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, iaiameri said:

ბევრი რამ არ იცით მანდ აქაურობაზე , ისე როგორც უამრავი რამ არ იციან აქ თქვენზე. 

რა თქმა უნდა.

მაგრამ განა მცდარია ვარაუდი, რომ ის სოციუმი, საითაც ემიგრაციის ქართველი მოსურნე ისწრაფვის, ქართველებს არ შეუქმნიათ? და ის, რომ ემიგრაციის სურვილს ხშირად აღძრავს ამგვარი სოციუმის შექმნის აუცილებლობისაგან თავის არიდება?

Share on other sites

1 minute წინ, kvipriane said:

სხვა ბევრი რამის მოფიქრებაც შეიძლება რაც მანდედან ჩვენს ქვეყანას უსათუოს გამოადგებოდ !!! ...

საქართველომ კარგად გამომიყენა და ტუალეტის ქაღალდივით მომისროლა. ჩემი ვალი აქეთ აქვს საქართველოს, მე არანაირი ვალი არ მაქვს.

ქართველს ვისაც დავეხმარე, ყველაფერი უკან ცუდად მომიბრუნდა ისე. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
7 minutes წინ, kvipriane said:

მე რომ გადავეხვეწე ბედს უცხოეთში და იქ , ასე ვთქვათ, მოვძლიერებულიყავ, აუცილებლად (რამენაირად) მოვიძიებდი ჩემს სამშობლოში ერთ ნიჭიერ, სწავლას მოწყურებულ ქართველ ახალგაზრდას მაინც, წავიყვანდი იქ, ჩემთან უცხოეთში და უმაღლეს ცოდნას მივცემდი

აკეთებენ ამას ზოგიერთები და უფრო მეტსაც. უბრალოდ უკან დაბრუნებაზე არ დაგეთანხმებით. ყველას აქვს თავისი არჩევანის უფლება და ამას პატივისცემა უნდა. 

 

დანარჩენ პოსტთან დაკავშირებით დიდი პლიუს ერთი

Edited by Seth
Share on other sites

Posted (შესწორებული)
4 minutes წინ, York Ge said:

რა თქმა უნდა.

მაგრამ განა მცდარია ვარაუდი, რომ ის სოციუმი, საითაც ემიგრაციის ქართველი მოსურნე ისწრაფვის, ქართველებს არ შეუქმნიათ? და ის, რომ ემიგრაციის სურვილს ხშირად აღძრავს ამგვარი სოციუმის შექმნის აუცილებლობისაგან თავის არიდება?

კი ბატონო, ქართველებს არ შეუქმნიათ, მაგრამ იმ წესების მიღებით და ინტეგრირებით ქართველებიც თანაზიარნი ხდებიან და ეს არავის აღიზიანებს საქართველოში მყოფი ქართველების გარდა. განსაკუთრებული ერი ვართ მართლა, არაპრაქტიკული და არაგონივრული ერი. მანდ ასეთი სოციუმი ვერანაირად ვერ შეიქმნება, შინაგანი უკულტურობისა გამო.

Edited by iaiameri

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, iaiameri said:

მაგრამ იმ წესები მიღებით და ინტეგრირებით ქართველებიც თანაზიარნი ხდებიან

თუ ასეა, ამით იმ საზოგადოების ინტერესების გამომხატველი და დამცველიც უნდა ხდებოდნენ, არა?

1 minute წინ, iaiameri said:

ეს არავის აღიზიანებს საქართველოში მყოფი ქართველების გარდა.

ქართველებს რეალური ისტორია და შესაბამისი გამოცდილება გვაქვს. შესაძლოა, ესაა მიზეზი.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, iaiameri said:

საქართველომ კარგად გამომიყენა და ტუალეტის ქაღალდივით მომისროლა. ჩემი ვალი აქეთ აქვს საქართველოს, მე არანაირი ვალი არ მაქვს.

ქართველს ვისაც დავეხმარე, ყველაფერი უკან ცუდად მომიბრუნდა ისე. 

მომიტევეთ, გავკადნიერდები და გეტყვით, რომ თქვენ საქართველომ კი არა, უღირსმა ადამიანებმა გამოგიყენეს, უღირსნი კი ისევე არიან საქართველოში როგორც იმ ქვეყანაში რომელშიც დღეს იმყოფებით, - კარგად რომ დაფიქრდეთ და ველაფერი თავიდან გაიხსენოთ, თქვენც დაუშვით ალბათ გარკვეული შეცდომები, ხომ ასეა ??? 

მუდამ გაბრაზებულის პოზიციაში ყოფნა არც თქვენ მოგიტანთ ხეირს, ამიტომ გამოსავალი უნდა მოძებნოთ იმაში რაც დავწერე ზევით, თქვენს ადგილას აღვიჭურვებოდი მოთმინებით, მოვძლიერდებოდი , წავიყვანდი ვინმეს, ვასწავლიდი უმაღლეს დომეზე და მის ცოდნას გამოვყვებოდი საქართველოში (გამოყოლაა როდესაც ყველანაირად ხელს შეუწყობთ მის სატანადო ადგილას მოხვედრას, და იმ გარემოს დადებითისკენ შეცვლას რომელსაც თქვენი "პროტეჟე" დაიკავებს ;) - ქვეყანასაც გამოადგებოდით და საკუთარ თავსაც

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share