ფორუმელი kvipriane Posted 20 აგვისტო, 2021 Posted 20 აგვისტო, 2021 (შესწორებული) 1 საათის წინ, Eric said: რატომ არ გადასცემს ძალაუფლებას? და რატო უნდა გადასცეს რო? აღარ მახსოვს სენიორ კვიპრიანე დაგვეხმარება და ბიბლიაშიც არის რაღაც სგავსი სიუჟეტი როცა საკითხია ვინ უნდა ფლობდეს ქონებას მამა თუ შვილი და წერია რომ ჯობია მამა ფლობდეს ბოლომდე რადგან შანსი რომ მამა შვილს ქონების გარეშე დატოვებს იმაზე ბევრად ნაკლებია ვიდრე პირიქით, რადგან მამა თუ ქონებას ფლობს ესეიგი ის ფლობს გარკვეულ სქილებსაც და გაიარა უკვე კრიტიკული პერიოდები ხოლო შვილი რა გამოვა ღმერთმა იცის, კაზინო ბეთში შევა თუ ყომარს დაიწყებს ვინაა გარანტორი და საერთოდ ჭკვიანი კაცი არასოდეს არ დებს ქონებას გარანტორის იმედზე. ნუ ბევრი რამ ხდება მაგრამ მე ვამბობ იდეალურ შემთხვევაში ანუ ბაი დეფოლოტ. ეს გახლავთ სენიორ იგავი უძღებ შვილზე, - მან მოინდომა ოჯახის დატოვება, მამას უთხრა რომ ჩემი წილი მომეციო, მამაც მისცა, წავიდა ამან დაამღერა მაშინდელ კაზინოებში და მაყუთის ხათრით დაძმაკაცებულ ტიპებში, გამოელია ფული და უკან მოვიდა მამასთან მოკაკვული და პატიება და სახლში ადგილი ითხოვა, მამამ კი მიიღო, მაგრამ მეორე შვილი აუმხედრდა, მაგან თავისი წაიღო და წავიდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვშრომობდი შენთან ერთად, დამჯერი ვიყავი, ყველაფერში მხარში გედექიო და მოკლედ ასე შემდეგ, - ...ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა (ლუკა 15,11-32). Edited 20 აგვისტო, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 20 აგვისტო, 2021 Author Posted 20 აგვისტო, 2021 5 minutes წინ, kvipriane said: ეს გახლავთ სენიორ იგავი უძღებ შვილზე, - არა სენიორ, უძღენ შვილზე არა სხვა მომენტია კიდევ აღარ მახსოვს, გავიხსენებ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 20 აგვისტო, 2021 Posted 20 აგვისტო, 2021 16 minutes წინ, Eric said: რეალურად პლანეტაზე არსებობს მხოლოდ ორი პარტია (თუ სიმართლე გინდათ ) ეს არის ძალიან საინტერესო თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 20 აგვისტო, 2021 Author Posted 20 აგვისტო, 2021 მაგლებს ჰგონიათ რომ არსებობენ სუვერენული სახელმწიფოები ზოგი მდიდარი და შეძლებული ზოგი ღარიბი, ზოგი დემოკრატიული ზოგი არც ისე და ზოგი მთლად არადემოკრატიული სუვენერნული ხალხები ირჩევენ სუვერენულ პარტიებს მერე ირჩევენ სუვერენულ პრემიერ მმინისტრებს და პრეზიდენტებს და არადემოკრატიულ ქვეყნებში არასუვერენული ხალხი ირჩევს თალიბანს ისის და აიათოლებს მერე ეს უკანასკნელები ერთმანეთს ხვდებიან და გაურკვეველი (ყოველშემთხევვაში ჩვენთვის) მიზეზებით ერთმანეთი მოსწონათ ან არ მოსწონთ და მერე სუვერენულ კოალიციებს ქმნიან მაგალითად არადემოკრატიული აიათოლები მათი პიროვნების მიუხედავად საშინლად არ მოსწონთ ამერიკელ სუვერენულ პრეზიდენტებს ხოლო საფრანგეთის სუვერენეულ პრეზიდენტები ნუ რბილად რომ ვთქვათ ნეიტრალურები არიან, რა მიზეზით დღემდე გაურკვეველია ასევე მაგალითად ვოლოდია პუტინი საშინლად მოსწონთ გერმანიის კანცლერებს ბრიტანელებს ხან მოსწონთ ხან დასცინიან გემოვნებაზე არ დავობენო კი ბატონო, მაგრამ რამდენად სუვერენულები არიან გემოვნებაში? ან შეიძლება თუ არა განვსაზღვროთ პრინციპები რითიც გერმანელებს მაგალითად რუსები მოსწონთ და მაგალითად რატომ აღარ მოსწონთ ამერიკელებს ჩინელები? ადრე მოსწონდათ რამდერნად სუვერენულებია არიან გადაწყვეტილებებში ეს ყველა? ჩვენ? ამის გამსაზღვრა საჭიროა იმისთვის რომ რეალურად მივხვდეთ რას ნიშნავს სუვერენი რამდენი ნამდვილი სუვერენია პლანეტაზე რადგან ზუსტად ამ ნამდვილ სუვერენებს შორისაა დაწყებული ღმერთების ომი რომლის მერეც ოლიმპოზე მხოლოდ ერთი სუვერენი ჯგუფი უნდა დარჩეს, წაგებულებს ასო ასო აქნიან და ნაწილებს ბეტონში ჩა მამარხავენ ქვესკნელში გადარჩენილებს (სხვადასხვა მიზეზით) საბოლოოდ გამოყრიან ოლიმპოდან. გაგრძელება იხ ქვევით Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 20 აგვისტო, 2021 Posted 20 აგვისტო, 2021 (შესწორებული) 3 საათის წინ, Eric said: ჰოდა მსოფლიო ისტორიაშიც ხომ ასეა, ჯერ იყო საბერძნეთი მერე მისი შვილი რომი , რომმა გამოყვერა საბერძნეთი და გახდა ერთპიროვნული მმართველი და ... დიახ ხოო გამახსენდა აყვირდება ისევ გულუბრყვილო ასეა ასე კი აგერ ... - ოო მაიცა ოო დაოკდი დავამთავრო.)) რომი შეჭამა ბიზანტიამ, მერე შუქი ჩაქრა , მერე ოსმალები მოვიდნენ , ოსმალებს , ესპანელები მოჰყვნენ , ესპანელებს ფრანგები და ანგლოსაქსები მერე გერმანელები მოვიდნენ და ყველას რო ეგონა ეხლა მორჩა გერმანელები არიან და არიანო (ისეთები იყვნენ) ანგლოსაქსებმა გამოჰყვერეს გერმანელები და საბოლოოდ მოვიდა დემოკრატიის შუქურა, დამშვიდების ნავთსაყუდელი და სამართლიანობის მეხი და ელვა და იხარო ჭერო მოკვდი მტერო -> ამერიკა (აქ ლუი ამსტრონგია წუთშესვენებით) ერთი პატარა ჩამატება : - ბიზანტიასთან შეცდნენ კერძოდ, ის რასაც თქვენ ასე დალაგებულად ყვებით სენიორ - ერთი მხარეა , რომელიც ერთმანეთზე გადაბმულად მოდის შუმერეთ-ეგვიპტიდან აქამომდე, მაგრამ ესენი , ყველანი ერთად მეორეები არიან , - ხოლო, აი, პირველთან სხვაგვარადაა, მამა-შვილს შორის არც ბრძოლაა არც განხეთქილებაა, არც უთანხმოებაა , პირიქით, მამის განაზრახს შვილი განახორციელებს, ხოლო შვილის განხორციელებულს სული განასრულებს და აპატიოსნებს ... ბიზანტიამდე მხოლოდ მეორე სუფევდა და იყო ძლიერებასა შინა, ხოლო ბიზანტიის მიერ, შემთხვევით თუ არაშემთხვევით, ნებით თუ უნებლიედ (უფრო იმიტომ რომ დრო იყო უკვე) სწორედ ეს პირველი წამოიწია წინ და ხალხის გარკვეულმა დიდმა მასამ ამის შესახებ საკმაოდ კარგად გაიგო, - ამიტომ დღემდეც არსებობს და უკუნითი უკუნისამდე იარსებებს ... იმჰო დაპირისპირება კი პირველსა და მეორეს შორის იარსებებს იქამდე სანამ მეორე არ განადგურდება პირველის მიერ ... Edited 20 აგვისტო, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 20 აგვისტო, 2021 Author Posted 20 აგვისტო, 2021 სახელმწიფო იქმნება მაშინ როცა ვიღაც იწყებს გადასახადის აკრეფვას რაღაც სახელით, და ეს სახელი ხშირ შემთხვევაში ემთხვევა სახელმწიფოს სახელს ხოლმე ))) და არ არსებობს სახელმწიფო რომელიც გადასახადებს არ კრეფავს ხომ? ხომ. გადასახადების ამოღებისთვის საჭიროა გარკვეული ჯანკუნთოვანი სტრუქტურები რადგან გადასახადების გადახდა არავის სიამოვნებს და საკითხი არის იძულებითი და პრიორი და არა ვინმეს მოსწონს არ მოსწონს, სანდოა არაა სანდო, კანონმორჩილია ნუ ბუნტავიკი გადასახადი უნდა დაიდოს. შემდეგ დავუშვათ გააფრინა ვიღაცამ და ამოსხა, აღარ ვიხდი თქვენი დედაც, მერე რა ხდება? სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასახვანაირად მაა იტოკში ჯამში ტიპთან მიდის სტრუქტურა და ძალით იღებს რაც სუულ თავიდან ვიღაცამ დააწესა რო ეს ასეა, დავუშვათ სერიოზული გიჟია ეს და ჯანიანი და დამუშტა და დალეწა ძვლებში მერე? მერე მალევე მომენტალურად მოდის პოლიცია იუ იუ იუ სირენებით და დავუშვათ ტიპმა ამოიღო PKM დაიხვია ლენტი ხელზე და დაუშვა და რა დაუშვა გადააწითლა ქუჩა გადაცხრილა მანქანები , მალევე მომენტალურად მოდის სპეცრაზმი ტყვია გაუმტარი ფარებით სნაიპერები გამნაღმველები მოიერიშე ჯგუფი და დავუშვატ ესენიც გადაცხრილა დაყარა ყველა, მალევე მომენტალურად მოდის არმია უკვე ტანკებით და არტილერიით და მოკლედ რამდენიმე სვლაში მაქსიმუმ ამ საცოდავ გადარეულის სხეულს შავ პარკში გახვეულს გამოათრევენ ... ესეიგი გამოდის რომ ბოლო ინსტანცია არის არმია. მაგრამ დავუშვათ და გადასახადების გადახდაზე უარი თქვა არმიის გენერალმა? ესეიგი უნდა იყოს სტრუქტურა რომელიც გაანეიტრალებს არმიის გენერალს ისევე როგორც იმ გადარეულ საცოდავს ხომ? ასეა ლოგიკურად და ესენია სპეცსამსახურები, ვინც აკონტროლებს სპეცსამსქხურებს ის კრიფავს გადასახადებსაც და აკონტოლებს ამ სახელმწიფოს.. თავისთავად სიტყვა სპეცსამსახურები საკმაოდ ტრივიალურია და გამარტივებული. ესეიგი გამოდის რომ თუ სპეცსამსახურს რაიმე მიზეზის გამო აკონტროლებს სხვა ქვეყნის დასმული ხელმძღვანელობა ის აკონტროლებს მთელ ქვეყანასაც კოლონიალურ რეჟიმში უცხო თვალისგან სრულიად შეუმჩნევლად გნებავთ საკუთარი ხალხისგან სრულაიდ შეუმჩნევლადაც, შესაძლებელია თუ არა ესეთი ვარიანტი? თუ არის შესაძლებელი რა შემთხევვაში და თუ არა რატომ? პრინციპში რატომაც არა, მაგალითად ბანჯუსტანის სპეცსამსახურის უფროსად დაინიშნოს ლონდარეთის ქვეყნის აგენტი? აქ არაა აუცილებელი ეთნიკურად ლონდარელი იყოს, თავისუფლად შეიძლება ბანჯუსტანელი იყოს და ლონდარეთს ემსახურებოდეს სხვადასხვა მექანიზმებით, ესეიგი თეორიულად ეს შესაძლებელია. და თუ შესაძლებელია რა შემთხვევაში? ამ ვარიანტების ძებნა ზედმეტი ტვინის ჭყლეტვაა, თუ ავიღებთ მეტნაკლებად ნორმალურ რომელიმე ბანჯუსტანს ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ ვარიანტში როდესაც ქვეყანა ომს აგებს. შეიძლება სხვა ვარიანტებიც მარა ისინი გამოვრიცხოთ და ავიღოთ ასიანი ვარიანტი, წაგებულ ქვეყანაში კონტრიბუციის ამოსაღებად სრულად და საჭირო ვადაში ასევე კიდევ ბევრი რამის ამოსაღებად და გასაკეთებლად რაც ზოგადად არ იწერება ხოლმე ომის შემდგომ ღიად კაპიტულაციის აქტებში და საიდუმლო პუნქტების სახითაა ასეთი რამ სრულიად შესაძლებელი კი არაა არამედ ომის წესები მოითხოვს უხსოვარი დროიდან რადგან როგორც კლასიკა არასოდეს ტყუის და - ვაი დამარცხებულთ ომში დამარცხება ნიშნავს რომ აბორიგენი კადრები კარგავენ კონტროლს სტეიტ სტრუქტუების უმნიშვნელოვანეს სეგმენტებზე, სრულად. ამის უარყოფა ლოგიკურად შეუძლებელია, და უმარტივესია რომ სუვერენიტეტი ან არსებობს ან არ არსებობს, არ არსებობს ნახევარი სუვერენიტეტი ან რაღაც პროცენტებით. შესაბამისად სრულად სუვერენული შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფო(ები) რომელთაც ომი არ წაუგიათ ისტორიისთვის უახლოეს პერიოდში, და ასეთი მხოლოდ ორი გვაქვს ვისაც არასოდეს არავისთან ომი არ წაუგია იგულისხმება პირდაპირი ომი, ესენია ლონდონი და ვაშინგტონი, პირველ მსოფლიო ომამდე იყვნენ ასეთები მეორემდეც შეიძლებოდა ჩამოთვლა მარა მას მერე მხოლოდ ეს ორნი, ეს ნიშნავს რომ ღმერთების ომი ამ ორს შორის მიმდინარეობს და ბოლოს ერთი უნდა დარჩეს, ყველა სხვა ვარიანტი ლოგიკას წაღმაუკუღმა აყენებს და თუ ეს ასე არაა და და თუ ესენი პირიქით მოკავშირეები არიან მაშინ მთლად სასაცილო სიტუაციაა რადგან ორი ქვეყანა ვისაც არასოდეს არავისთან არაფერი წაუგია და მოკავშირეები არიან ორი მსოფლიო ომის მიუხედავად კიდევ დამარცხებულებს ეჭინთავებიან? და ისის -ს? ნახევრად შიშველ ფლოსტებიან ველურებს? თალიბანს? ))) აბა კონტინენტური ევროპა? ჰო ეს გამოცანაა კონტინენტური ევროპა უკვე ქმნის იმ ტრიადას სადაც მეტნაკლები მშვიდობაა, რომ არა კონტინენტი დიდიხანია ერთმანეთს დაეჯახებიდნენ შუბლებით მარა მესამე ცხელ ფაზას ანეიტრალებს და ეს დასამუშავებელი თემაა ))) Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 20 აგვისტო, 2021 Posted 20 აგვისტო, 2021 https://www.youtube.com/watch?v=3hmmYw8Bzs0 26.50-იდან მოუსმინეთ თუ შეიძლება - მეგონა მომეჩვენა და სამჯერ გადავახვიე, ყაზახეთიდან ჩასული არალეგალი ამერიკელი ახსენებს ამერიკელ ქართველებს და ... რაღაცნაირად შემძრა. გრუზინი კორმიატ ... ვახმე, რა გვჭირს და რატომ გვჭირს, როცა ასეთი რამის მოფიქრება შეუძლიათ სხვა ქვეყანაში - აქ რა გვჭირს! ისე ძაან საგულისხმო რაღაცეებია ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 20 აგვისტო, 2021 Posted 20 აგვისტო, 2021 (შესწორებული) @Eric სენიორ, როგორც ყოველთვის საინტერესოდ აყალიბებთ სათქმელს. გადავიკითხე ბოლო პოსტები და ყველას დაკოპირების ნაცვლად, ჩემს პოზიციას მოგახსენებთ მხოლოდ. დიახ, საინტერესო მაგალითები მოიყვანეთ მსოფლიო იმპერიების დაშლის და დიახ გეთანხმებით რომ მათ შემთხვევაში ეგრე იყო. ოღონდ როდესაც მათ ადარებთ დღევანდელ სასოფლეთს :დ ერთ რამე გვეკარგება მხედველობიდან. კერძოდ, ბრიტანეთი. თითქმის შეუძლებლის ზღვარზეა იმის შესაძლებლობა რომ კონტ. ევროპამ დაასასუსტოს ან დაშალოს იანკები, სანამ ბრიტანეთი თამაშშია და წარმოადგენს მხარეს. რატომ? უამრავი მიზეზია, მაგრამ მხოლოდ 4. მთავარს (ჩემი აზრით) გამოვოყოფდი - 1. ელიტა არის გადაჭვული იმდენად რამდენადაც ძალიან რთულია გამოყო ამერიკული თუ მაინცდამიანც უფრო ბრიტანულია ვიდრე ამერიკული, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ამ თემის მიზნებისთვის ის ერთია. 2. ე.წ. დასავლურ ცივილიზაციაში დედოფალი ვიქტორიადან და დღეის მდგომარეობით დომინირებს ანგლო-საქსური შემადგენელი, თან რასაც ქვია დომინირებს. 3. ბანალურად - ფული (მისი ყველანაირი ფორმით) არის აქეთ. 4. და ჩემი აზრით მთავარი ამ ოთხიდან - ბევრი ვისაუბრეთ კულტურული დომინაციის შემადგენელზე - ზუსტად ამას (მათ შორიის) ავსებს საკმარისზე მეტად ბრიტანეთი. ვის თუ არა ბრიტებს ესმით გადასარევად ის მექანიზმები როგორც მუშაობს ეს სისტემა და ზუსტად ისევე როგორც პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს სულ ხელით ათრევენ სოფლელებს :დ თუ საჭირო გახდა. 1 საათის წინ, Eric said: შესაბამისად სრულად სუვერენული შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფო(ები) რომელთაც ომი არ წაუგიათ ისტორიისთვის უახლოეს პერიოდში, და ასეთი მხოლოდ ორი გვაქვს ვისაც არასოდეს არავისთან ომი არ წაუგია იგულისხმება პირდაპირი ომი, ესენია ლონდონი და ვაშინგტონი, პირველ მსოფლიო ომამდე იყვნენ ასეთები მეორემდეც შეიძლებოდა ჩამოთვლა მარა მას მერე მხოლოდ ეს ორნი, აბსოლუტურად გეთანხმებით. სწორი დაკვირვებაა. 1 საათის წინ, Eric said: ეს ნიშნავს რომ ღმერთების ომი ამ ორს შორის მიმდინარეობს და ბოლოს ერთი უნდა დარჩეს, აი აქ კი არა. ზუსტად აქაა იმჰო ის გასაღები რაც ერთის მხრივ პროგრესულმა აზროვნებამ მოიტანა და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს ანგლო-საქსურ დომინაციას დასავლურ ცივილიზაციაში. ბოლოდან დავიწყებ და შევეცდები ავხსნა რას ვგულისხმობ - ბრიტანული და ამერიკული ელიტა (პირველ რიგში ეკონომიკურ-ფინანსური) გასცდა ნაციონალურ ჩარჩოებს და გახდა ზენაციონალური. ზუსტად ამიტომ არ (აღარ) არის საჭირო ომი და ეგზისტენციალური კონკურენცია. ეს პროცესი (გა-ზენაციონალურების) დაიწყო ამერიკული რევოლუციიდან და დამთავრდა სადღაც 1950-იან წლებში (არაოფიციალურად). ამის დასტურია მსოფლიო ომები და მათი თანმდევი მოვლენები, მსოფლიო ეკონომიკური მოდელები, ფინანსური ნაკადების სამოძრაო მარშრუტები და ამ ნაკადების მართვის ინსტრუმენტები და ა.შ. 1 საათის წინ, Eric said: თუ ესენი პირიქით მოკავშირეები არიან მაშინ მთლად სასაცილო სიტუაციაა რადგან ორი ქვეყანა ვისაც არასოდეს არავისთან არაფერი წაუგია და მოკავშირეები არიან ორი მსოფლიო ომის მიუხედავად კიდევ დამარცხებულებს ეჭინთავებიან? და ისის -ს? ნახევრად შიშველ ფლოსტებიან ველურებს? თალიბანს? ))) ნუ ფლოსტებიანებს და თალიბანს არავინ ეჭიდავება სენიორ, ეს უბრალოდ არარეალურია. რეალური მიზეზები იქიდან მოცოცხვის მალე გამოჩნდება. უნდა გენახათ როგორ ცინიკურად და ფეხებზემკიდია დამოკიდებულება ჰქონდა ბოჯოს ამ თემაზე საუბრისას. უკვე დაალაგა ბექ ჩენელი ფლოსტიანებთან დოჰას გავლით :დ ინებეთ - Britain is using Qatar as back channel to Taliban in bid to guarantee safety of citizens (msn.com) 1 საათის წინ, Eric said: კონტინენტური ევროპა უკვე ქმნის იმ ტრიადას სადაც მეტნაკლები მშვიდობაა, რომ არა კონტინენტი დიდიხანია ერთმანეთს დაეჯახებიდნენ შუბლებით მარა მესამე ცხელ ფაზას ანეიტრალებს და ეს დასამუშავებელი თემაა კონტ. ევროპა როგორც კულტურული დომინანტი აუცილებლად შეეცდებოდა და ყოველთვის შეეცდება იყოს ცალკე სიმძიმის ცენტრი დასავლური ცივილიზაციის ფარგლებში. მოინდომეს რამდენჯერმე და სანამ ძალიან გაბლატავდებოდნენ მოხვდათ ალიყური არაერთხელ ხომ? :დ დღევანდელი მცდელობა არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, როგორ არ დაუჯერეს სოფლელებმა გამოცდილ ხალხს კერძოდ მისის ტეტჩერს :დ (ზუსტად ამ არდაჯერებამ გამოიწვია უამრავი მოვლენა მათ შორის ბრექსითი, მაგრამ ეს ცალკე თემაა). არაერთხელ შემხვედრია დასავლური მოაზროვნე წრეების სტატიებში მოსაზრება რომ მიუხედავად მათ შორის არსებული ჭიდილისა, არასოდეს არცერთი მხარე არ გააკეთებს იმას რომ გაანულოს მეორე მხარე. პირიქით ისინი ძალიან კარგად ხვდებიან რომ უერთმანეთობა = დას. ცივილიზაციის დასასრულს. და ამის ძირითადი მიზეზი არის გაგიკვირდებათ და გეოგრაფია :დ როგორც ვიცით სოფელი სადღაც distant land-შია და ბრიტები კიდე საერთოდ განაპირა კუნძულზე ცხოვრობენ :დ ევრაზიის მთავარი ნაწილი კი კონტინენტურ ევროპას უკავია :დ Edited 20 აგვისტო, 2021 by Seth Share on other sites More sharing options...
Recommended Posts