ფორუმელი Moor Posted 28 მაისი, 2021 Posted 28 მაისი, 2021 @Freeman პროჩინური ორიენტაციის ხაზგასასმელად, ყვითელი ფერი აირჩია ადმინისტრაციამ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 30 მაისი, 2021 Posted 30 მაისი, 2021 სენიორ @Eric თუ სწორად მახსოვს იანიჩარების თემას იკვლევდით და აი რას გადავაწყდი სულ სხვა მხრიდან. მოკლედ, დერვიშების თემას ვიკვლევდი თავისუფალ დროს და მივადექი შემდეგს - ეს პატივცემული დერვიშები გარდა იმისა რომ სუფიზმის მიმდევრები იყვნენ, ადრეულ აზიურ/არაბულ და მათ შორის თურქულ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად გახლდნენ ჩართული. როგორც იკვეთება ამ ეტაპზე, ეს სუფი დერვიშები (უფრო სწორად მათი ხორასნელი უფროსობა) იკავებდნენ მეცხვარე ოსმან 1 პირველის კარზე მთავარი პოლიტიკური კონსულტანტების პოზიციებს. ერთ-ერთი სტატიის კითხვისას წავაწყდი პოზიციას, რომელიც ამტკიცებდა რომ სუფიზმი გარდა იმისა რომ ეზოთერულ/ჰერმენევტიკულ მიმდინარეობად ითვლებოდა ადრეულ ისლამში (ეს ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო), + მისი განვითარების საწყის ეტაპზე ქრისტიანობის (მათ შორის) დიდი ზეგავლენის ქვეშაც გახლდათ. ამან დამაინტერესა და ჩავყევი, და აბა პირველივე ცდიდან თუ გამოიცნობთ ვის მივადექი პირდაპირ? სწორია - ნესტორას ბიჭებს გამოდის რომ მონღოლების მსგავსად, თურქული იმპერიის ჩამოყალიბების სათავეებთან ისევ ნესტორას ბიჭები ჩნდებიან :დ ამას ემატება ის ფაქტიც, რომ იანიჩარების იდეის უკან დგანან იგივე სუფიები/დერვიშები ხორასნიდან :დ ჰოდა მაინცდამაინც ქრისტიანი ბიჭები მიყავთ ამ ელიტარულ სამხედრო დანაყოფში :დ გამოდის რომ ერთ საქმეში ფიგურირებენ - ნესტორას ბიჭები, სუფიების ორდენი, ქრისტიანი ბიჭების ელიტარული სამხედრო დანაყოფი რომელიც აზანზარებს თურქულ იმპერიას დასაწყისიდან :დ დამთხვევაა ახლა ეს ვითომ? :დ ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. 4 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 30 მაისი, 2021 Posted 30 მაისი, 2021 45 minutes წინ, Seth said: ერთ-ერთი სტატიის კითხვისას წავაწყდი პოზიციას, რომელიც ამტკიცებდა რომ სუფიზმი გარდა იმისა რომ ეზოთერულ/ჰერმენევტიკულ მიმდინარეობად ითვლებოდა ადრეულ ისლამში (ეს ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო), + მისი განვითარების საწყის ეტაპზე ქრისტიანობის (მათ შორის) დიდი ზეგავლენის ქვეშაც გახლდათ. ამან დამაინტერესა და ჩავყევი, და აბა პირველივე ცდიდან თუ გამოიცნობთ ვის მივადექი პირდაპირ? სწორია - ნესტორას ბიჭებს მუსიე სეტ, 632 წლისათვის მთელი ქრისტიანული თეოლოგია , გარჩეულ-განხილული, გაშლიფოვკებული, უკვე იდო მაგიდაზე 48 minutes წინ, Seth said: გამოდის რომ ერთ საქმეში ფიგურირებენ - ნესტორას ბიჭები, სუფიების ორდენი, ქრისტიანი ბიჭების ელიტარული სამხედრო დანაყოფი რომელიც აზანზარებს თურქულ იმპერიას დასაწყისიდან რაც შეეხება მაგ ნესტორას, - იოანეს სახარების პირველი თავის განმარტებისას აი რას ამბობს ნეტარი თეოფილაქტე ნესტორას შესახებ ამას ამბობს, იქ სადაც განმარტავს განხორციელების საიდუმლოს : ... და სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა ... ამას ვწერ რათა, განსხვავებას ჩაწვდეთ ჩვენსა და ნესტორას შორის ... ... მე ვფიქრობ (ამბობს ნეტარი თეოფილაქტე), მახარებელმა გამოიყენა აქ სიტყვა "ხორცი", არა იმისათვის რომ სული არ მონაწილეობდა განხორციელებაში, არამედ იმისათვის რომ უფრო ღრმად დაგვანახოს თუ რაოდენ საოცარი და საშინელია განხორციელების საიდუმლო, რამეთუ სხვაგვარად ფრიად გაუგებარი ხდება : - თუ კი განხორციელებულ სიტყვას არ მიუღია ადამიანის სული, მაშ , რა, ჩვენი სულები ჯერ არ არიან ხსნილნი ??? თუ არ მიიღო სული არც ხსნა მომხდარა მისი , ხომ ??? ... და რა საოცრად სასაცილოა ყოველივე ეს!!!... მართლაც უბედურნი არიან ისინი ვინც ასე ფიქრობენ. რადგან, მაშინ როდესაც პირველი დაავადდა სული ( გაიხსენე ჩემო მკითხველო, განა სამოთხეში პირველად სული არ დაჰყვა გველს და მოტყუვდა ??? მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუდგა მას კვალში ხორცი, როგორც ქალბატონს ჩაუდგება ხოლმე კვალში მოსამსახურე, დააა ხელმაც წაატანა ნაყოფს) . როგორ ??? - ესეიგი მიიღო, გაანათლა და უმკურნალა ხორცს, ანუ მოსამსახურეს , ხოლო ქალბატონი წამლობის გარეშე დატოვა ??? ... მაგრამ დაე ეშლებოდეს აპოლინარს , ჩვენ კი როდესაც გვესმის: სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა, გვწამდეს რომ იგი იქმნა სრულყოფილ ადამიანად, იმდენად რამდენადაც წმიდა წერილს აქვს ასეთი წესი რომ ნაწილი მოიხსენიოს მთელად. - ამ სიტყვათა წყობით დაინთქმება ნესტორიც, რომელიც ამბობდა, რომ : არა თვითონ ღმერთი სიტყვა იქმნა სრულყოფილ ადამიანად მიდგომილი (ჩასახლებული) სულითა წმიდითა ყოვლადწმიდა მარიამ ქალწულის წმიდა სისხლთა ზედა, არამედ ქალწულმა შვა ყრმა და ყრმამა ამან (სრულყოფილმა ადამიანმა) ყოველგვარი სიკეთით მიმადლებულმა მიიღო უკვე სიტყვა ღმრთისა და შეუერთდა რა სიტყვა ყრმას, მისცა მას ძალაუფლება არაწმიდა სულებზე, და ამიტომაც ასწავლიდა, რომ : - ერთია ქალწულის შვილი იესო, ადამიანი, ხოლო მეორე ძე ღმრთისა - სიტყვა, რომელიც ვითომდა შეუერთდა პირველს და ახლა არიან განუყოფელნი ღვთის მადლით, ურთიერთობით და სიყვარულით, რამეთუ ეს ადამიანი ანუ ყრმა უკვე იყო ყოველგვარი სიკეთით მიმადლებულიო. ეს დოგმატური (ანუ ძალიან დიდი) ერესია და ამიტომ განკვეთილ იქნა მართლმადიდებლობიდან ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 30 მაისი, 2021 Posted 30 მაისი, 2021 34 minutes წინ, kvipriane said: ეს დოგმატური (ანუ ძალიან დიდი) ერესია და ამიტომ განკვეთილ იქნა მართლმადიდებლობიდან . შესაძლოა სენიორ. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პოლიტიკაში ჩარევებისგან როგორც ვხედავთ Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 31 მაისი, 2021 Author Posted 31 მაისი, 2021 (შესწორებული) 12 საათის წინ, Seth said: ვის მივადექი პირდაპირ? სწორია - ნესტორას ბიჭებს 12 საათის წინ, Seth said: გამოდის რომ მონღოლების მსგავსად, თურქული იმპერიის ჩამოყალიბების სათავეებთან ისევ ნესტორას ბიჭები ჩნდებიან :დ სენიორ უფრო მეტიც, ზუსტად შეგვიძლია დავასახელოთ როდის ჩნდებიან. იმ დღეს შემომეკითხა ძველი წესიერი მუსულმანი ავტორის - ალ ჰუსაინი სად ად დინ ალი - "ახბარ ად დაულათ სელჯუკიია" ისე იკითხება გეგონება სერიალ ვიკინგის სცენარს კითხულობდეთ სენიორ, ერთი ერთში. ესეიგი რას გვეუბნება თანამედროვე ვიკი რომ სელჯუკთა იმპერია დაარსა ვინმე სელჯუკის ორმა შვილიშვილმა - თოღრულ ბეგ და ჩაღრი ბეგმა. მაგრამ სელჯუკს შვილიშვილები თუ ყავდა ესეიგი შვილებიც უნდა ჰყოლოდა ხომ? აი შვილებზე არაფერს ამბობს არც ვიკი და არც ვინმე ეგრე ზერელე სერჩით. მივდივართ ღრმად და რას ვხედავთ იყო ვინმე პროტოსელჯუკების ბეგი იაბღუ ( ვიკინგში - იარლი ჰარალდსონი :)) ) და ჰყავდა ერთერთი ამირა სახელად ტოკაკ (რაგნარ ლოდბროკი) არ ეპუებოდა და იდეები ჰქონდა დო ყელა :))). და მოკლედ ამ იაბღუ-ჰარალდსონის ცოლს ამის დაბრედვა უნდოდა წაგართმევს ძალაუფლებასო და დიდი ამბები ჭენაობა მშვილდის სროლები იყო ბოლოს ისე მოხდა რომ ეს ტოკაკ მოკვდა, მოკვდა ალბათ ის იაბღუც და ამ ტოკაკს დარჩა შვილი - სელჯუკი რომელიც ჩვეულებრივად ცხოვრობდა სტეპში ხან მტრებს ხოცავდა ხან მეგობრებს ხან ირმებს და კურდღლებს და ამის შვილიშვილები არიან უკვე იმპერიის ფუძემდებლები თოღრულ ბეგი და ჩაღრი ბეგი. აი აქაა საინტერესო სენიორ. როგორც ვთქვით სელჯუკს სანამ შვილიშვილები ეყოლებოდა უთუოდ უნდა ჰყოლოდა შვილებიც რომლებსაც ასე გვიმალავს ოფიციალური ვიკი გნებავთ ინგლისურენოვანი გნებავთ რუსული. და სელჯუკის ორი შვილი ამ "ახბარ ად დაულათ სელჯუკიია" -ში მოხსენიებულია როგორც სიტყვა სიტყვით: "ამირ მუსა -> ეძახდნენ მი'კაილ" "და იაბღუარსლან - > ეძახდნენ ისრაილ " ძალიან საინტერესოა სენიორ, ესეიგი ჯერ მოდის სახელები -> ხაშლამა, ბუღლამა, ბასტურმა - > შემდეგ მიხაილ და ისრაელი და შემდეგ ისევ -> ლახათლუხუმ, აჯაფსანდალ ... რა კაცი იყო ნესტორა? Edited 31 მაისი, 2021 by Eric Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 31 მაისი, 2021 Posted 31 მაისი, 2021 11 საათის წინ, Seth said: შესაძლოა სენიორ. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პოლიტიკაში ჩარევებისგან როგორც ვხედავთ არა სერ, პირიქით, - ყორებ და კუდ დაჭრილი ძაღლი რომ გაიზრდება და მიძლიერდება , თავის კუდის მომჭრელს მტრობს ყველაზე მეტად ეპისკოპოსი იყო ეგ ნესტორა სანამ განკვეთავდნენ, განკვეთის შემდეგ, ტო-ლი თვითონ , ტო-ლი გადაუწყვიტეს და ირანისკენ გაუშვეს თუ თვითონ წავიდა , - მაგრამ , მაინც მგონია რომ თვითონ ნესტორას იმდენად არა, რამდენადაც მაგის მიმდევრებში შეაღწია ვინმე ისეთმა, რომელმაც გამოიყენა ნესტორიანელობის იდეოლოგია, გადააკეთ-გადმოაკეთა, მიამატ-მოაკლო და აგერ საქართველოსკენ რომ მოდიოდნენ მონღოლები ლაშას დროს, აქ ჩვენთან ისეთი წარმოდგენა ჰქონდათ, თითქოს ქრისტიანები არიანო ... მოკლედ, მე მაინც მგონია , რომ გამოსაკვლევია ნესტორას მიმდევრების კავშირები პაპთან, - ყველა გზა ხომ მაინც რომში მიდის ?! თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 31 მაისი, 2021 Posted 31 მაისი, 2021 39 minutes წინ, Eric said: სენიორ უფრო მეტიც, ზუსტად შეგვიძლია დავასახელოთ როდის ჩნდებიან. იმ დღეს შემომეკითხა ძველი წესიერი მუსულმანი ავტორის - ალ ჰუსაინი სად ად დინ ალი - "ახბარ ად დაულათ სელჯუკიია" ისე იკითხება გეგონება სერიალ ვიკინგის სცენარს კითხულობდეთ სენიორ, ერთი ერთში. ესეიგი რას გვეუბნება თანამედროვე ვიკი რომ სელჯუკთა იმპერია დაარსა ვინმე სელჯუკის ორმა შვილიშვილმა - თოღრულ ბეგ და ჩაღრი ბეგმა. მაგრამ სელჯუკს შვილიშვილები თუ ყავდა ესეიგი შვილებიც უნდა ჰყოლოდა ხომ? აი შვილებზე არაფერს ამბობს არც ვიკი და არც ვინმე ეგრე ზერელე სერჩით. მივდივართ ღრმად და რას ვხედავთ იყო ვინმე პროტოსელჯუკების ბეგი იაბღუ ( ვიკინგში - იარლი ჰარალდსონი :)) ) და ჰყავდა ერთერთი ამირა სახელად ტოკაკ (რაგნარ ლოდბროკი) არ ეპუებოდა და იდეები ჰქონდა დო ყელა :))). და მოკლედ ამ იაბღუ-ჰარალდსონის ცოლს ამის დაბრედვა უნდოდა წაგართმევს ძალაუფლებასო და დიდი ამბები ჭენაობა მშვილდის სროლები იყო ბოლოს ისე მოხდა რომ ეს ტოკაკ მოკვდა, მოკვდა ალბათ ის იაბღუც და ამ ტოკაკს დარჩა შვილი - სელჯუკი რომელიც ჩვეულებრივად ცხოვრობდა სტეპში ხან მტრებს ხოცავდა ხან მეგობრებს ხან ირმებს და კურდღლებს და ამის შვილიშვილები არიან უკვე იმპერიის ფუძემდებლები თოღრულ ბეგი და ჩაღრი ბეგი. აი აქაა საინტერესო სენიორ. როგორც ვთქვით სელჯუკს სანამ შვილიშვილები ეყოლებოდა უთუოდ უნდა ჰყოლოდა შვილებიც რომლებსაც ასე გვიმალავს ოფიციალური ვიკი გნებავთ ინგლისურენოვანი გნებავთ რუსული. და სელჯუკის ორი შვილი ამ "ახბარ ად დაულათ სელჯუკიია" -ში მოხსენიებულია როგორც სიტყვა სიტყვით: "ამირ მუსა -> ეძახდნენ მი'კაილ" "და იაბღუარსლან - > ეძახდნენ ისრაილ " ძალიან საინტერესოა სენიორ, ესეიგი ჯერ მოდის სახელები -> ხაშლამა, ბუღლამა, ბასტურმა - > შემდეგ მიხაილ და ისრაელი და შემდეგ ისევ -> ლახათლუხუმ, აჯაფსანდალ ... 39 minutes წინ, Eric said: რა კაცი იყო ნესტორა? ნესტორა იჩითება სერიოზული კაცი :დ მონღოლებთან რომლებსაც დიდი ჩახვევა არ ჰქონდათ რელიგიურობაზე, ნესტორა ნესტორობდა ქრისტიანულად და ამის ფაქტები გვაქვს. ბოლოს წერა კითხვის უცოდინარ ჩინგიზას თავისი ძალად რელიგიური წიგნიც დაუწერა დიდი ალბათობით. აქეთ თურქებთან უკვე ისლამი იყო ყურანში მოხსენიებული იესოთი, შესაბამისად პროქსით იყვნენ :დ სუფიური ორდენებით, თუმცა პრინციპულად ზუსტად იგივე მოხდა - ორივე შემთხვევაში აიღეს პერსპექტიული მეცხვარე/მეჯოგეები და გააკეთეს საკაიფო იმპერიები :დ რატომღაც ეს იმპერიები დასავლეთ ევროპაში არ ლაშქრობდნენ :დ მაგრამ ეგ უეჭველი ბაგი იყო :დ 11 minutes წინ, kvipriane said: ეპისკოპოსი იყო ეგ ნესტორა სანამ განკვეთავდნენ, განკვეთის შემდეგ, ტო-ლი თვითონ , ტო-ლი გადაუწყვიტეს და ირანისკენ გაუშვეს თუ თვითონ წავიდა , - მაგრამ , მაინც მგონია რომ თვითონ ნესტორას იმდენად არა, რამდენადაც მაგის მიმდევრებში შეაღწია ვინმე ისეთმა, რომელმაც გამოიყენა ნესტორიანელობის იდეოლოგია, გადააკეთ-გადმოაკეთა, მიამატ-მოაკლო და აგერ საქართველოსკენ რომ მოდიოდნენ მონღოლები ლაშას დროს, აქ ჩვენთან ისეთი წარმოდგენა ჰქონდათ, თითქოს ქრისტიანები არიანო ... მოკლედ, მე მაინც მგონია , რომ გამოსაკვლევია ნესტორას მიმდევრების კავშირები პაპთან, - ყველა გზა ხომ მაინც რომში მიდის ?! არ ვიცი გახსოვთ თუ არა სენიორ, მაგრამ იქით ფორუმზე მონღოლების თემაში ნესტორას ამბები კარგდ განვიხილეთ. მათ შორის ევროპასთან მისი კავშირებიც. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 31 მაისი, 2021 Posted 31 მაისი, 2021 48 minutes წინ, Eric said: რა კაცი იყო ნესტორა? ნესტორი წარმოშვებით სირიიდან იყო, მეგობრების დახმარით ბიზანტიის საიმპერატორო კარზე შეაღწია და მღვდლადაც ეკურთხა, საღვთისმეტყველო სკოლა შეუქმნია, მერე იქამდეც მიუღწევია რომ კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსად აკურთხეს, 428 წელს, მაგრამ აღნიშნული ერესის გამო დიდი მღელვარება გამოუწვევია მის გაეპისკოპოსებას, დატაკებებიც ყოფილა ნესტიანელებსა და მართლამდიდებლებს შორის, შფოთი და შეხლა-შემოხლაც, ამიტომ თეოდოსი II-მ 431 წელს ეფესოში მოიწვია მსოფლიოს მესამე კრება სადაც ნესტორის მოწინააღმდეგე წმ. კირილე ალექსანდრიელი შეიქნა. საბოლოოდ ნესტორის ერესი დაიგმო, შექმნა 12 შეჩვენება და ნესტორი ჯერ წმ.ევპრეპის მონასტერში (ანტიოქიის მახლობლად) ხოლო იქედან შორეულ ეგვიპტეში გაიგზავნა, სადა მომთაბარეებს შეუპყრიათ, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს , - დაუძლურებული ნესტორი მალევე გარდაცვლილა. რაც შეეხება ნესტორის მიმდევრებს, რომლებმაც შეხლა შემოხლა მოაწყველს კონტანტინეპოლში, არ დაცხრნენ და იოანე ანტიოქიელის თაოსნობით თავიანთი კრება მოიწვიეს და დაგმეს მართლმადიდებლური 12 შეჩვენება, წმ. კირილეს ანათემა გამოუცხადეს და რათა იმ ხანებში მათ მხარი დაუჭირა ცნობილმა ღვთისმეტყველმა თეოდორიტე კვირელმა, ამით იმედოვნებდნან იმპერატორის მხარდაჭერას, მაგრამ მოხდა საპირისპირო იმპერატორმა ერთხელ მიღებული მსჯავრის გადასინჯვა აღარ ინება, ამიტომ ნესტორის მიმდევრები აღმოსავლეთში შეჯგუფდნენ , გარკველი დროის განმავლობაში აქ იყვენე, ხოლო თეოდოსი II-ის გარდაცვალების შემდეგ, ანტიოქიის პატრიარქ რაულის ინიციატივით დაწყებული დევნის გამო გადაიხვეწნენ სპარსეთში , სადაც ისინი შეიწყნარეს როგორც "ბიზანტიისაგან ვნებულნი". სპარსეთში მათ 499 წელს სელევკიის კრებაზე მათ საკუთარი ეკლესია შექმნეს და დაადგინეს სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ-კათოლიკოსი ... შემდეგ არის საინტერესო .... 3 minutes წინ, Seth said: არ ვიცი გახსოვთ თუ არა სენიორ, მაგრამ იქით ფორუმზე მონღოლების თემაში ნესტორას ამბები კარგდ განვიხილეთ. მათ შორის ევროპასთან მისი კავშირებიც. დიახ, მაგრამ ორიოდ სიტვა კარგი იქნება აქაც ითქვას ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts