Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

მოკლედ იბარებს ეს პაპა ხუთ შვილს და ეუბნება ნათანიელ შენ ნეაპოლში წახვალ, იაკობ შენ პარიზში და ....

 

1 საათის წინ, Eric said:

რათქმაუნდა თავისი 'როტშილდები' ყავდათ ფრანგებსაც და ავსტრიელებსაც მარა ამათ გაუმართლათ იმიტომ რომ ინგლისმა მოუგო საფრანგეთს და ჰეგემონი გახდა. და შესაბამისად ბუღალტრების ინგლისური ფრაქცია წინ გაიჭრა.

აქ ერთი ნიუანსია სენიორ, პაპა როტშილდმა წაუგებელი ითამაშა, ინგლისში რომ ერთი შვილი გაუშვა, საფრანგეთში მეორე, რომლებიც ამ ქვეყნებს ერთმანეთზე აქეზებდნენ, ხოლო ომი იქეთაც და აქეთაც შემოსავალს აძლევდა როტშილდების ოჯახს, მნიშვნელობა არ ქონდა რომელი მოიგებდა ომში, - უბრალოდ ინგლისმა მოიგო და ნათანი გაიჭრა წინ, საფრანგეთს რომ მოეგო იაკობი გაიჭრებოდა, ამაშია მხოლოდ სხვაობა ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

7 საათის წინ, Seth said:

სულაც არ გამიკვირდება რომ უძველს ინფორმაციასთან ჰქონდეთ წვდომა.

ჩემი აზრით "რაღაცასთან" ქართველებსაც ჰქონდათ წვდომა და ეს იცოდნენ ებრაელებმაც - ისე  უბრალოდ ვერ აეწყობოდა ქართულ-ებრაული ამბები. 

6 საათის წინ, Seth said:

მაზე ერთ-ერთი პასუხია (ჩემთვის მეტ-ნაკლებად მისაღები) რომ სამეფო დინასტია არ (აღარ) ჰყავდათ და ახალი სამეფო დინასტიის შექმნა შეუთავსებელი გახლდათ იუდაისტურ (ლევიტურ) მოძღვრებასთან მესიის (რაც სინამდვილეში ნიშნავდა უძველესი სამეფო სისხლის მქონე პრეტენდენტის) მოსვლასთან დაკავშირებით.

სამეფო დინასტიაზე უფრო ძლიერი მსაჯულების პერიოდი იყო, სამეფო დინასტია იყო უკვე ნელნელა იმ ცოდნასთან დაშორება, რამაც ებრაელები აქციათ ისრაელებად.

7 საათის წინ, Seth said:

დამატებით, როგორც მოგეხსენებათ მხოლოდ ინფორმაცია არ არის საკმარისი სახ-ფოს შექმნისთვის, ხომ? გააჩნდათ კი დანარჩენი სხვა ატრიტიბუტიკა? ჩემი აზრით გარდა იდეოლოგიისა და ქურუმებისგან შემდგარი მმართველი კლასისა მათ აღარაფერი ჰქონდათ და შესაბამისად ვერც შექმნიდნენ.

თავის დროზე ლევიტები მსაჯულების მხარეზე იყვნენ და ალბათ სწორადაც.

6 საათის წინ, Seth said:

უსამშობლოო ხალხი შეუცვლელი გახდა იმავე ფენისთვის, მეტიც ხშირად ამ ფენის გარკვეულ ნაწილზე აღმატებულიც კი იმავე თამაშის ველზე.

საერთოდაც უსამშობლო ხალხის ფენომენი ამოუხსნელია ჩემთვის - ებრაელები, ასირიელები, ბოშები . . . მისტიკაა ფაქტიურად. 

უსამშობლოდ დარჩენა დასჯას გავს თითქოს, თუმცა ზემოთჩამოთვლილი ერები "უსამშობლოობამ"  გააძლიერა მგონი!

ლევიტები  - აი ეს არის ისრაელის საყრდენი ალბათ დღემდეც!

და არც პლანეტის ბუღალტრობაა შემთხვევითი ამბავი.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, ASIA said:

მსაჯულების პერიოდი

აქ რას გულისხმობთ პატივცემულო? შესაბამის ინგლისურ ტერმინს ხომ ვერ მეტყოდით?

2 minutes წინ, ASIA said:

ჩემი აზრით "რაღაცასთან" ქართველებსაც ჰქონდათ წვდომა და ეს იცოდნენ ებრაელებმაც - ისე  უბრალოდ ვერ აეწყობოდა ქართულ-ებრაული ამბები.

შესაძლოა, მე ცნობები ამის შესახებ არ მომეპოვება. ისევ და ისევ ლეგენდების დონეზე თვითონ ებრაელებისგან რაღაცეები მომისმენია. რაც ნამდვილად დადასტურებულად ვიცი არის ის რომ ქართველი ებრაელები არიან სეფარდები, ისევე როგორც ესპანეთში/პორტუგალიაში/ჰოლანდიაში და ნაწილობრივ ბრიტანეთში. 

4 minutes წინ, ASIA said:

უსამშობლოდ დარჩენა დასჯას გავს

ეს ჩვენი აღზრდის და მენტალიტეტის რაობიდან მოდის სენიორა. არადა რომ შეხედოთ, რატომაა დასჯა? რატომ არ არის თავისუფლება?

7 minutes წინ, ASIA said:

თუმცა ზემოთჩამოთვლილი ერები "უსამშობლოობამ"  გააძლიერა მგონი!

ლევიტები  - აი ეს არის ისრაელის საყრდენი ალბათ დღემდეც!

უსამშობლობამ ცალსახად ლევიტები გახადა ის ღერძი რომლის გარშემოც შემოიკრიბა ეს ერი. ფაქტიურად ერთადერთი ერია რომელმაც თავი გაიტანა ამდენი საუკუნის განმავლობაში.

ჩემი მოსაზრებით, ლევიტების მიერ ებრაული იდენტობის გადარჩენის როლი თითქმის იდენტურია ქართული ეკლესიის როლისა ქართული იდენტობის გადარჩენის ამბავში.

Share on other sites

Posted (შესწორებული)

http://ka.georgica.ac.ge/isi/მსაჯულთა_წიგნი

ძველი აღთქმის ამ წიგნში მოთხრობილია მოვლენები, რაც ისუ ნავეს გარდაცვალების შემდეგ დაიწყო: ისრაელ ხალხს მოაკლდა ისუ ნავეს მტკიცე ხელი და ისინი თანდათანობით დაშორდნენ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას, დაუახლოვდნენ ქანაანელებს და თავადაც კერპთაყვანისმცემლობას შეუდგნენ. ამიტომ ღმერთმა ისინი დასაჯა და მეზობელი ხალხის მონობაში ჩააგდო. მონობაში მყოფმა ისრაელებმა დაიწყეს ცოდვების მონანიება და ღმერთმა ისინი გაათავისუფლა თავისი რჩეული მსაჯულების ხელით, რომლებიც შეკრებილ ებრაელ მეომრებს ჩაუდგნენ სათავეში და მოძალადეები განდევნეს. მსაჯულები გახდნენ ქვეყნის მმართველები. წიგნში 13 ასეთი გმირია წარმოდგენილი, რომელთაგან ერთი ქალია (დებორა). შეიძლება ზოგიერთი მათგანი დავასახელოთ, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს თავისი დროის ისრაელის ცხოვრებაში, თავი გამოიჩინეს თავისი ხალხის და ლაშქრის წინამძღოლობაში სამსაუკუნენახევრიანი დროის განმავლობაში. პირველი მსაჯული ლოთონიელ იყო, რომელმაც ისრაელის ხალხი გაათავისუფლა არამელთაგან და 40 წლიანი მშვიდობა მოუტანა თავის ქვეყანას. მეორე მსაჯული იყო აჰუდი, რომელმაც მოკლა მოაბელთა მეფე, ისრაელი გაანთავისუფლა მოაბელთა ბატონობისაგან და დაამყარა მშვიდობა 80 წლით. მესამე მსაჯული იყო წინასწარმეტყველი ქალი დებორა. მან შეძლო ისრაელის განთავისუფლება ქანანელთა ბატონობისაგან. ამ გამარჯვების აღსანიშნავად დებორამ შეთხზა და იგალობა საგალობელი, რომელიც ძველი აღთქმის პოეზიის უძველესი ნიმუშია. დიდი სახელი მოიპოვა მსაჯულმა გედეონმა, რომელიც მიდანელებზე ბრწყინვალე გამარჯვების შედეგად ძალზე სახელგანთქმული გახდა და ისრაელებმა სთხოვეს, რომ მათი მეფე გამხდარიყო. მან უარი განაცხადა და თქვა: „უფალმა იბატონოს თქვენზე“. მომდევნო მსაჯული იყო ფილისტიმელთა დაუძინებელი მტერი, საოცარი ძალის მქონე ტრაგიკულად დაღუპული გმირი სამსონი, რომლის შესახებ მსაჯულთა წიგნში მრავალი საგმირო თუ სასიყვარულო ეპიზოდია მოთხრობილი (13-16 თავები). ბოლო მსაჯული და პირველი წინასწარმეტყველი იყო სამუელი, რომელმაც ისრაელს დაუდგინა პირველი მეფე საული. ებრაელები I და II მეფეთა წიგნებს სამუელის I და II წიგნს უწოდებენ (ხოლო მეფეთა III და IV წიგნებს კი მეფეთ

 

ისრაელს მსაჯულები მართავდნენ, მერე  სხვა ერების მიბაძვით მოიშურვეს მეფე და მიიღეს მეფე! 

Samuel

The great prophet and last judge of Israel
52 minutes წინ, Seth said:

ჩემი მოსაზრებით, ლევიტების მიერ ებრაული იდენტობის გადარჩენის როლი თითქმის იდენტურია ქართული ეკლესიის როლისა ქართული იდენტობის გადარჩენის ამბავში.

რასაკვირველია ასეა - ლევიტებიც სულიერით ამყარებდნენ!

52 minutes წინ, Seth said:

რატომ არ არის თავისუფლება?

იქნებ ასეცაა . . . და იქნებ ისრაელმა ეს სხვებზე ადრე გააცნობიერა!

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
22 საათის წინ, Chigurh said:

ანუ ამ აფიორით და ფაქტობრივად მკვდარი კომპანიით დაიწყო ფულის ტრიალი. ჰოდა ამის შესახებ 4chan-ის და reddit-ის ანონებმა შეიტყვეს, კერძოდ მცირე ბროკერებმა. ერთმანეთს შეუთანხმდნენ, მოდი აქციები ჩვენ შევისყიდოთ და უკან მიყიდვაზე უარი განვაცხადოთო.

მცირე ბროკერები-რობინ ჰუდები...როგორც ამბობენ,აღებული თანხა ქველმოქმედებაში გაუშვეს!.

Edited by NataNostalgia
Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, ASIA said:

სამეფო დინასტიაზე უფრო ძლიერი მსაჯულების პერიოდი იყო, სამეფო დინასტია იყო უკვე ნელნელა იმ ცოდნასთან დაშორება, რამაც ებრაელები აქციათ ისრაელებად.

 

10 საათის წინ, ASIA said:

ძველი აღთქმის ამ წიგნში მოთხრობილია მოვლენები, რაც ისუ ნავეს გარდაცვალების შემდეგ დაიწყო: ისრაელ ხალხს მოაკლდა ისუ ნავეს მტკიცე ხელი და ისინი თანდათანობით დაშორდნენ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას, დაუახლოვდნენ ქანაანელებს და თავადაც კერპთაყვანისმცემლობას შეუდგნენ. ამიტომ ღმერთმა ისინი დასაჯა და მეზობელი ხალხის მონობაში ჩააგდო. მონობაში მყოფმა ისრაელებმა დაიწყეს ცოდვების მონანიება და ღმერთმა ისინი გაათავისუფლა თავისი რჩეული მსაჯულების ხელით, რომლებიც შეკრებილ ებრაელ მეომრებს ჩაუდგნენ სათავეში და მოძალადეები განდევნეს. მსაჯულები გახდნენ ქვეყნის მმართველები. წიგნში 13 ასეთი გმირია წარმოდგენილი, რომელთაგან ერთი ქალია (დებორა). შეიძლება ზოგიერთი მათგანი დავასახელოთ, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს თავისი დროის ისრაელის ცხოვრებაში, თავი გამოიჩინეს თავისი ხალხის და ლაშქრის წინამძღოლობაში სამსაუკუნენახევრიანი დროის განმავლობაში. პირველი მსაჯული ლოთონიელ იყო, რომელმაც ისრაელის ხალხი გაათავისუფლა არამელთაგან და 40 წლიანი მშვიდობა მოუტანა თავის ქვეყანას. მეორე მსაჯული იყო აჰუდი, რომელმაც მოკლა მოაბელთა მეფე, ისრაელი გაანთავისუფლა მოაბელთა ბატონობისაგან და დაამყარა მშვიდობა 80 წლით. მესამე მსაჯული იყო წინასწარმეტყველი ქალი დებორა. მან შეძლო ისრაელის განთავისუფლება ქანანელთა ბატონობისაგან. ამ გამარჯვების აღსანიშნავად დებორამ შეთხზა და იგალობა საგალობელი, რომელიც ძველი აღთქმის პოეზიის უძველესი ნიმუშია. დიდი სახელი მოიპოვა მსაჯულმა გედეონმა, რომელიც მიდანელებზე ბრწყინვალე გამარჯვების შედეგად ძალზე სახელგანთქმული გახდა და ისრაელებმა სთხოვეს, რომ მათი მეფე გამხდარიყო. მან უარი განაცხადა და თქვა: „უფალმა იბატონოს თქვენზე“. მომდევნო მსაჯული იყო ფილისტიმელთა დაუძინებელი მტერი, საოცარი ძალის მქონე ტრაგიკულად დაღუპული გმირი სამსონი, რომლის შესახებ მსაჯულთა წიგნში მრავალი საგმირო თუ სასიყვარულო ეპიზოდია მოთხრობილი (13-16 თავები). ბოლო მსაჯული და პირველი წინასწარმეტყველი იყო სამუელი, რომელმაც ისრაელს დაუდგინა პირველი მეფე საული. ებრაელები I და II მეფეთა წიგნებს სამუელის I და II წიგნს უწოდებენ (ხოლო მეფეთა III და IV წიგნებს კი მეფეთ

ბრავო სენიორა !!! ...

 

10 საათის წინ, Seth said:

ჩემი მოსაზრებით, ლევიტების მიერ ებრაული იდენტობის გადარჩენის როლი თითქმის იდენტურია ქართული ეკლესიის როლისა ქართული იდენტობის გადარჩენის ამბავში.

სენიორა ასია და მუსიე სეტ, შეგიწიროთ უფალმა და შეგირაცხოთ სიკეთედ თქვენი გასაჯაროებული აზრები, ამინ !!! 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

9 minutes წინ, kvipriane said:

ბრავო სენიორა !!! ...

სენიორს უნდა ბრავო და სენიორას ბრავა,

ან არადა

ბრაო, ბრაო უფრო შეგეფერებათ.:seth:

 

 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share