Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

1 საათის წინ, Seth said:

ეს იმას ცვლის სენიორ რომ გარკვეული ოდენობის ინვესტიციის სანაცვლოდ შეგიძლიათ მიიღოთ ორდენი. თან ვიცით ბატ. რამიშვილმა რატომაც მიიღო ორდენი. არაფერი განსაკუთრებული.

 

დადასტურებულად რათქმაუნდა არაფერი ვიცით. მაგრამ ათიდან ცხრა ფაქტი საფრანგეთზე მიუთითებს და არა ბრიტანეთზე ან შტატებზე. ხოლო მსჯელობა კლასიკური ლოგიკიდან გამოდის, თუ რაღაც მოძრაობს როგორც ბატი, ყიყინებს როგორც ბატი და ბატს ჰგავს მაშინ ეს რაღაც - ბატია.

1 საათის წინ, Seth said:

ნუ ამაზე დავა არ გამოვა. შეუძლებელია დამტკიცება. იმჰო ორსულობასავითაა ან ხარ ამ კლასში ან არ ხარ :დ

:roll:

თუ ფინანსისტების კლასს ემსახურება შეგიძლიათ უწოდოთ ფინანსისტების რიქშა, პარია ან რავიცი. მარა მაინც ფინანსისტების კლასში გადის და არა დავუშვათ ინდუსი ბრამინების ხომ?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 minutes წინ, Eric said:

ათიდან ცხრა ფაქტი საფრანგეთზე მიუთითებს

ერთი ფაქტი მაინც არსებობს სადაც მისი ფინანსები (ან ამ ფინანსების მეტ-ნაკლებად სერიოზული ნაწილი) ფიგურირებს საფრანგეთთან მიმართებაში?

6 minutes წინ, Eric said:

თუ ფინანსისტების კლასს ემსახურება შეგიძლიათ უწოდოთ ფინანსისტების რიქშა, პარია ან რავიცი. მარა მაინც ფინანსისტების კლასში გადის

თქვენ გინდათ თქვათ რომ ლორდ კოვინგტონის ბატლერი, შოფერი ან პირადი ბანკირი ლორდების კლასში გადიან? :?

Edited by Seth
Share on other sites

Posted (შესწორებული)
40 minutes წინ, Seth said:

ერთი ფაქტი მაინც არსებობს სადაც მისი ფინანსები (ან ამ ფინანსების მეტ-ნაკლებად სერიოზული ნაწილი) ფიგურირებს საფრანგეთთან მიმართებაში?

ზევით დასახელებულ ლოგიკურ ფაქტებს დაუმატეთ - ფრანგული სკოლა თბილისში.

რაც შეეხება მის ფინანსებს საფრანგეთში წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ რეგიონში ვიტარება იცვლება და ნელნელა ინფორმაციაც ამოვა ზევით.

40 minutes წინ, Seth said:

 

თქვენ გინდათ თქვათ რომ ლორდ კოვინგტონის ბატლერი, შოფერი ან პირადი ბანკირი ლორდების კლასში გადიან? :?

არა, მაგრამ როცა ნომინალურად ფლობს 7 თუ 6 თუ 3 მილიარდს ფინანსისტების კლასში გადის აბა ვის კლასში?

დაასახლეთ მაშინ რომელ კლასში გადის ქანქურა?

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Eric said:

რაც შეეხება მის ფინანსებს საფრანგეთში წარმოდგენა არ მაქვს

არც თქვენ გაქვთ, არც მე და არც არავის. რეალური (ლეგალური) ფინანსები 2012 წლის მდგომარეობით საფრანგეთში არ იყო. რომ ყოფილიყო აუცილებლად აღმოჩნდებოდა დეკლარაციაში.

1 საათის წინ, Eric said:

არა, მაგრამ როცა ნომინალურად ფლობს 7 თუ 6 თუ 3 მილიარდს ფინანსისტების კლასში გადის აბა ვის კლასში?

დაასახლეთ მაშინ რომელ კლასში გადის ქანქურა?

ბატონი ქანქურას :დ მოხვედრება დასავლური კლასიფიკაციით კლასში შეგვიყვანს შეცდომაში. პოსტსაბჭოთა ოლიგარქი უამრავი მიზეზის გამო ვერ მოხვდება ვერც ერთ კლასში დასავლეთში და ამის ბევრი მაგალითი არსებობს - დაწყებული აბრამოვიჩ/უსმანოვით (ეს ორი სპეციალურად დავწერე პოლიტ/ფინანსური გამო) და დამთავრებული პაჭა-პუჭა მილიარდელებივით გერმანიაში/ჰოლანდიაში :დ

მაქსიმალური რასაც დასავლეთში ეს სასტავი აღწევს არის მაღალი დონის ბუღალტრების მეშვეობით, მაღალი დონის ფინანსური ინსტიტუტების (რეალური ბენეფიციარების) მიერ მათი ფულის გამოყენების საშუალებას. ამას რა თქმა უნდა მოყვება გარანტიები და სადღაც 3-6 თვეში ერთელ გოლფის თამაში სადმე სენტ ენდრიუსში ან კადისთან. ეს არის და ეს. 

შესაბამისად თუ მაინდამაინც კლასში გვინდა მოვახვედროთ ეს ტიპები მაშინ იმჰო მაღალი დონის ბუღალტრების დონე იქნება ამ სასტავის მაქსიმუმი.

 

ასევე თუ ბაყაყიჭამიები აინტერესებს ვინმეს - გადახედეთ მისი ფრანგული პასპორტის ისტორიას და შემდეგ გადახედეთ ყველა სხვა ოლიგარქის პასპორტების ისტორიას გინდა საფრანგეთში, გინდა ინგლისში და გინდა ისრაელში. ადამიანები რომლებიც ალაგებენ დასავლეთში, ასე არ ალაგებენ :დ

 

 

Edited by Seth
Share on other sites

Posted (შესწორებული)
36 minutes წინ, Seth said:

ასევე თუ ბაყაყიჭამიები აინტერესებს ვინმეს - გადახედეთ მისი ფრანგული პასპორტის ისტორიას და შემდეგ გადახედეთ ყველა სხვა ოლიგარქის პასპორტების ისტორიას გინდა საფრანგეთში, გინდა ინგლისში და გინდა ისრაელში. ადამიანები რომლებიც ალაგებენ დასავლეთში, ასე არ ალაგებენ :დ

ვერ ვთანხმდებით.

მე არ ვამტკიცებ უ.ქ -ს დალაგების მაშტაბებს, ხარისხს და ლეგიტიმაციას დასავლეთში. მე მხოლოდ ვამბობ რომ მისი ეს მცდელობები შედეგის მიუხედავად მიეკუთვნებოდა ევროპას და არა ბრიტანეთს ან შტატებს.

რატომ ვფიქრობ რომ ევროპას მიეკუთვნებოდა ესენიც ჩამოვთვალე.

იმის მიუხედავად ვისთან რა დაალაგა ან ვერ დაალაგა ან მცდელობა ჰქონდა ის წარმოადგენდა ბაყაყისბარკლისმკვნეტელების ინტერესებს პოლიტიკურად და ფინანსურად ბევრი სხვა რამ შეიძლება იყოს.

 

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

ეს მცდელობები შედეგის მიუხედავად

ეს სხვა საკითხია.

 

4 minutes წინ, Eric said:

ვერ ვთანხმდებით.

+1

Share on other sites

12 minutes წინ, Seth said:

ეს სხვა საკითხია.

შედეგის დამატასტურებელ ფაქტებს ვერასოდეს ვნახავთ სენიორ.

დანარჩენი კი - ბატს გავს? ყიყინებს, მოძრაობს და დაფრინავს ბატივით? ესეიგი ბატია.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
7 minutes წინ, Eric said:

შედეგის დამატასტურებელ ფაქტებს ვერასოდეს ვნახავთ სენიორ.

ყველა შემთხვევაში ჩანს პოლიტიკურ ნაწილში.

7 minutes წინ, Eric said:

ბატს გავს? ყიყინებს, მოძრაობს და დაფრინავს ბატივით? ესეიგი ბატია.

ეს თქვენ ხედავთ მანდ ბატს :დ ან ბატისმაგვარ მოძრაობებს :დ, თორემ მე პირადად ჯასთ გულ ოულდ ებრაულ მონახაზებს ვხედავ და მეტს არაფერს.

 

 

პ.ს. ესეც დავოსი :დ დავოსში ჩახვიდე და ალეკპეროვს შეხვდე :დ ივანიშვილი დავოსში შეხვედრებს მართავს – Civil.ge

Edited by Seth
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share