Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
21 საათის წინ, Eric said:

დავით IV ის შემდეგ ლოგიკური იყო დაწყებულიყო რეგიონალური სენიორატების გაუქმების პროცესი, მაგრამ სოციალურპოლიტიკური ინსტრუმენტარიუმის სიმწირის გამო (სად XII საუკუნე და სად XVIII ? ) პროცესები წარიმართა არასწორად და მარცხით დამთავრდა, ის არეულობები რაც დავითიდან თამარის ეპოქამდეა ამის გამოძახილი უნდა იყოს, საბოლოოდ იმპერიული პროექტი დამარცხდა და შენარჩუნდა სამეფო სისტემა მაშინ როცა უკვე იმპერია ვიყავით.

- ...გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, - ნუ იყოფინ !!!, არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ, - მოწამე არს ჭეშმარიტებაი..."  - რუის-ურბნისის კრების ძაგლისწერა ...

სენიორ , შეუძლებელია ამის დამწერთ რაიმე იმპერიაზე ეფიქრათ იმ განვითარებით რასაც თქვენ აქ განიხილავთ, 

როგორც ბრძანეთ, იმპერია მოიაზრებს კოლონიზაციას, ასე ვთქვათ დაპყრობას, დაპყრობილის ხარჯზე გამდიდრებას, ხოლო ხალხი რომელთა აზროვნებამაც ზემოთ მოყვანილი ძეგლისწერა შექმნა, დაადგინა და თავის ამოსავალ წერტილად გაიხადა შეუძლებელია რაიმე ბოროტი საწყისისათვის ჩაეყარა საფუძველი, ზემოთაღწერილი ტექსტი რუის-ურბნისის ძეგლისწერიდან ხალხურად ასე ჟღერს : - სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილებაო ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
10 საათის წინ, t-90 said:

ცივში დიდებულების გაცივება ხო არ შეიძლება მსგავსი მცდელობად განვიხილოდ?

რათქმაუნდა, "ცივგომბორი" ერთადერთი ინსტრუმენტი იყო მაშინ პრობლემის გადაწყვეტის, მაგრამ არტილერიის გამოგონებამდის საშინლად არაექფექტური და საშინლად ხარჯიანი გაურკვეველი საბოლოო შედეგით. ამიტომ იყო ეგ ყველაფერი ვენეცია გენუა ვერონა პადუა ბურგუნდია შმურგუნდია ბოჰემია საუკუნეები ვერაფრით დალაგდა სანამ არტილერია არ შემოაგორეს და ერთიანად არ მოაკარტეჩეს.

 

4 საათის წინ, Say_or said:

სოციალურპოლიტიკურ ინსტრუმენტებში რას გულისხმობთ?

იმას რითიც ძალაუფლების ერთი ფრაქცია თავის გავლენას ახვევს მეორეს.

 

3 საათის წინ, kvipriane said:

როგორც ბრძანეთ, იმპერია მოიაზრებს კოლონიზაციას, ასე ვთქვათ დაპყრობას, დაპყრობილის ხარჯზე გამდიდრებას, ხოლო ხალხი რომელთა აზროვნებამაც ზემოთ მოყვანილი ძეგლისწერა შექმნა, დაადგინა და თავის ამოსავალ წერტილად გაიხადა შეუძლებელია რაიმე ბოროტი საწყისისათვის ჩაეყარა საფუძველი, ზემოთაღწერილი ტექსტი რუის-ურბნისის ძეგლისწერიდან ხალხურად ასე ჟღერს : - სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილებაო ... 

დედის/მამის და შეყვარებული ქალის, უახლოესი მეგობრის  პირადი წერილების გარდა არცერთი სხვა ნაწერის აღქმა არ ღირს პირდაპირ და სიტყვა სიტყვით.

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Eric said:

დედის/მამის და შეყვარებული ქალის, უახლოესი მეგობრის  პირადი წერილების გარდა არცერთი სხვა ნაწერის აღქმა არ ღირს პირდაპირ და სიტყვა სიტყვით.

აშკარად ნეპოტიზმი შემოგაქვთ თემაში სენიორ :D

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, kvipriane said:

სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილებაო

თქვენთან დიდი ბოდიში, მაგრამ ამაზე სისულელე ნათქვამი ცოტა თუ მოიძებნება კაცობრიობის ისტორიაში.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, kvipriane said:

აშკარად ნეპოტიზმი შემოგაქვთ თემაში სენიორ :D

თქვენ კი ისტორიულ რევიზიონიზმს ეწევით :D

როცა ამბობთ რომ განჯების კარები სულ ტირილით და მოთქმით ჩამოვიტანეთ გელათში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით.

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

განჯების კარები

აზერბაიჯანელი ისტორიკოსების ამ ამბავს ქურდობად განიხილავენ. სრული სერიოზულობით.

Share on other sites

3 minutes წინ, Seth said:

აზერბაიჯანელი ისტორიკოსების ამ ამბავს ქურდობად განიხილავენ. სრული სერიოზულობით.

ძალიან ენა ამოიდგეს მაგათ, ჩვენში რომ დარჩეს.

Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Eric said:

ძალიან ენა ამოიდგეს მაგათ, ჩვენში რომ დარჩეს.

დიახ, ლაივში ვადევნებდი თვალს მაგ ცვლილებას სენიორ. და მინდა გითხრათ, დიდწილად ჩვენი, გურჯების ბრალია.

ბოლოს სადღაც 2015-ში შევხვდი მაშინდელ სოკარ ჯორჯიას უფროსს სუფრასთან, რომელსაც მისი მესნი გურჯი ქაუნთერფართებიც ესწრებოდნენ. მსგავსი სამარცხვინო სუფრა/შეხვედრა მე არ მახსოვს. უფროსი და მონები :shura:

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share