Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Eric said:

რა ორი მილიონი, სად უნდა გადაეყვანა, ? ვინ გითხრა?

ფაქტია რო 1917 წელს ანტანტას და სამთა კავშირს პრაქტიკულად პატური რეჟიმი ჰქონდათ რუსეთის გამოთიშვის შემდგ.

რუსეთიდან გამოთიშვაში კიდე გერმანიას ამერიკა დაეხმარა.

ეს იყო გერმანიისადმი დახმარება.

6 საათის წინ, Eric said:

ოკ ოკ))

რა გაგრა რის აჩადარა და კუბა?

რავი კუბის ოპერაციაც და ფილიპინების ოპერაციაც ცალსახად მესამე სამყაროს ფლოტით და არმიით ტარდებოდა.

ისევე როგორც გაგრის დესანტი.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

On 2/16/2022 at 2:32 PM, York Ge said:

საინტერესო დამთხვევად არ გეჩვენებათ, მილორდ, რომ ამერიკამ კლუბის აბონემენტი ესპანეთთან ომის ხარჯზე მიიღო?

არა სენიორ. კლუბის აბონემენტს ომის გარეშე ვერც მიიღებდა, ომი ყველაზე ახლოდან და სუსტიდან უნდა დაეწყო და ასეთი ესპანეთი აღმოჩნდა.

გეოგრაფია სენიორ.

 

Share on other sites

ამერიკის ელიტა ეს არის საუკუნეების წინ ოსტ ინდოეთის ხომალდებით ამსტერდამიდან ნიუ ამსტერდამში გადაყვანილი პირველი თაობის ოჯახები.

300? 500 ოჯახი? , შემდეგ საუკუნეების განმავლობაში მცირე რაოდეონბას დაიმატებდნენ ალბათ, მაგრამ ძირითადი ბირთვი ესაა.

და ესენი დაფუძნდნენ ნიო იორკში მანჰეტენზე. თუმცა იყო კოლონისტების მეორე ნაკადიც რომელიც უფრო სამხრეთით წავიდნენ, მაგრამ მანჰეტენმა როგორც ვიცით შემდგომში სამხრეთელები ქარს გაატანა დიდ სამოქალაქო ომში.

ამის მიზეზი იყო არა ლიბერალური ზღაპრები არამედ ბრიტანეთიდან წამოსული დიდი მაყუთი ვატერლოოს შემდეგ, ამ მაყუთით მოხდა ერის არხის გაჭრა და დიდი ტბების მიდამოებში რკინის და ქვანახშირის საბაოდოებზე გასვლა ამერიკული რკინიგზის და ინდუსტრიის განვითარება.

ლიბერალებს რომ კითხო ეს იმიტომ მოხდა რომ ჩრდილოელები მონობას ებრძოდნენ და ესეიგი უფრო ქულ აზროვნების ხალხი იყო, მარა საბადოები რომ სამხრეთში აღმოჩემილიყო მაყუთი  სამხრეთისკენ დაიძვრებოდა. ამასთან ჩდრილოელებს ლიბერალურმა აზროვნებამ ხელი არ შეუშალა ამერიკის რკინიგზა ჩინელი მუშების გვამებზე გაეტარებინათ რომელთაც ბრიტანეთი წყება წყება ერეკებოდა და საჭმლის მაგივრად ოპიუმით გაბრუებულებს ლაფატკას ვერ აგდებინებდნენ ხელიდან.

ასე შეიქმნა დემოკრატიის შუქურა

და ყველასთვის ნათელი იყო რომ ამომავალი ვარსკვლავი და მომავალი მსოფლიო ჩემპიონი დაიბადა, ბევრად ადრე სანამ თავად რამეს მიხვდებოდა ))

მცოცდნე ხალხმა და ამ ხალხის ცოდნაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება სენიორეს )))

შეხედეს თუ არა, კბილები გაუსინჯეს კუნთები მყესები დარტყმის ძალა მოძრაობა ფეხებით მოძრაობა ტანის და მაშინვე თქვეს , ამისგან ჩემპიონი დადგება მალე!

და ეს არის მომენტი როცა პლანეტაზე ჩემპიონი ბრიტანეთი ყოფილი ჩემპიონი საფრანგეთი და სანამ ეს ახალგაზრდა ყმაწვილი ცხენებს და ინდიელებს დასდევს აქეთ ძველ სამყაროში კვლავ და კვლავ ვერ გაურკვევიათ ვინაა პირველი, უძველესი კლანები მაყუთები ქვემეხები დრედნოუტები დივიზიები ფილოსოფია ხელოვნება კლუბი კლუბზე ძველი უძველესი  მტაცებლების ...

ხოლო ჩვენი სოფლელი სტვენა სტვენით დაჭენაობს და კოლტის პისტოლეტია მისთვის კაცობრიობის უდიდესი მიღწევა ტექნოლოგიებშიც ფილოსოფიაშიც ანთროპოსოფიაშიც თუ ყველანაირ სხვა სოფიაში რომელიც იმდენივე მოიგონეს მტაცებლებმა რამდენიც მსხვერპლის გამოსაშტერებლადაა საჭირო.

Share on other sites

და მთავარი რა არის, მიუხედავად ვატერლოოს მოგების და სრული აბსოლუტური ჩემპიონობის ,

შტატების შექმნის გარეშე ბრიტანეთი კარგავდა ყველაფერს, ნელნელა პროცეს პროცეს მარა ლონგ რანში კუნძული ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას ევროპას, ჯერ ვატერლოო დაჯდა საკმაოდ ძვირი ფინანსურად, და ამასთან თავად პროცესი ხელახლა იყო გასამეორებელი ყოველ 50 წელიწადში ერთხელ თიქთმის, ვატერლოოს შემდეგ საჭირო გახდა პრუსიის დაკაჩავება, იმისთვის რომ კვლავ წამოფოფრილი საფრანგეთის დატორმუზება მომხდარიყო, ამის შემდეგ საჭირო გახდა პრუსიის შეკავება უკვე საფრანგეთით და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა რადგან პრუსიელებისგან განსხვავებით ფრანგები აზროვნებდნენ)))

ბრიტანეთისთვის შტატები საჭირო გახდა სასიცოცხლოდ, სხვა შემტხვევაში ის ყველაფერს კარგავდა.

და ამავე დროს შტატები სასიცოცხოლდ საჭირო გახდა საფრანგეთისთვის და ევროპისთვისაც

ეს უზარმაზარი ასე ვთქვათ ტალჩოკი იყო კოლტ გათხრილი ტუპოი კავბოისთვის

Share on other sites

  • ფორუმელი
19 minutes წინ, Eric said:

ამერიკის ელიტა ეს არის საუკუნეების წინ ოსტ ინდოეთის ხომალდებით ამსტერდამიდან ნიუ ამსტერდამში გადაყვანილი პირველი თაობის ოჯახები.

300? 500 ოჯახი? , შემდეგ საუკუნეების განმავლობაში მცირე რაოდეონბას დაიმატებდნენ ალბათ, მაგრამ ძირითადი ბირთვი ესაა

ამის ქინ უსწრებდა კონკრეტული მოვლენები სენიორ, რომელთაც განაპირობეს შემდეგში სოფლის ანგლო-საქსონურობა, მიუხედავად იმისა რომ გერმანულენოვანი და იტალიურენოვანი მოხსახლეობა სჭარბობდა.

კონკრეტულად კი პირველი მოსახლეები სოფელში ლიზა პირველის დროიდან. აი მანდ კონკრეტულად სერ ფრენსის დრეიკის მიერ სპენიშებითვის ახეული ფულით გაუშვეს ეგ სასტავი. კონკრეტულად სახ-ფო აფინანსებდა მაგ ექსპედიციებს.

13 minutes წინ, Eric said:

შტატების შექმნის გარეშე ბრიტანეთი კარგავდა ყველაფერს, ნელნელა პროცეს პროცეს მარა ლონგ რანში კუნძული ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას ევროპას, ჯერ ვატერლოო დაჯდა საკმაოდ ძვირი ფინანსურად, და ამასთან თავად პროცესი ხელახლა იყო გასამეორებელი ყოველ 50 წელიწადში ერთხელ თიქთმის, ვატერლოოს შემდეგ საჭირო გახდა პრუსიის დაკაჩავება, იმისთვის რომ კვლავ წამოფოფრილი საფრანგეთის დატორმუზება მომხდარიყო, ამის შემდეგ საჭირო გახდა პრუსიის შეკავება უკვე საფრანგეთით და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა რადგან პრუსიელებისგან განსხვავებით ფრანგები აზროვნებდნენ)))

მეც ასე ვფიქრობ. მიუხედავად რევოლუციისა სოფელი არსად წასულა ბრიტანეთის გავლენის სფეროდან. დროებით, რამდენიმე წლით გავიდა და დააბრუნა ისევ მისტერ ჰამილტონმა. საბოლოო ჯამში 19-ე საუკუნის ბოლომდე სოფლელებს მიეცათ განვითარების შესაძლებლობა, იმის გამო რამო ბებერი იმასქნილებიდან არავინ თვლიდა მეტოქედ :დ

მაშინ როდესაც ბრიტანეთს შეექმნა პრობლემა და გახდა საჭირო ბრიტანული იმპერიის რეორგანიზება, ბრიტანული გავლენის შესანარჩუნებლად მსოფლიოში, მაშნ გამოიყვანა კიდეც ბრიტანეთმა სოფლელი კუზენი არენაზე. კერძოდ, პირველ მსოფლიო ომში. გამოიყვანა აომა, თავისი საქმე გააკეთებინა და გაუშვა უკან.

მიუხედავად ამისა, ბრიტანეთს მაინც სჭირდებოდა სერიოზული ჩეინჯი, რომ ზედაპირზე დარჩენილიყო და ჩემი აზრით ზუსტად ამ პერიოდში მოხდა ყველაზე სერიოზული ცვლილება.( რაც ჩემი აზრით გადასარევად გვაჩვენებს როგორ ელასტიური შეიძლება იყოს მსოფლიოს მმართველი ელიტა :) ზუსტად ეს ელასტიურობა და პროგრესის ავანაგარდში ყოფნისკენ დაოუკებელი სწრაფვა განაპირობებს მათ დომინაციას დას. ცივილიზაციაში).

ბრიტანეთის ელიტამ, პირველად ე.წ. ნაციონალური სახ-ფოს შექმნიდან, თვითონვე მიიღო გადაწყვეტილება რომ საზღვრები გაეხსნა და თავისივე შექმნილ ტერმინატორთან გაენაწილებინა გავლენები. ერთადერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დათქმით, შეენარჩუნებინა ექსკლუზიური კულტურული დომინაცია ამავე ტერმინატორზე, ხოლო პოლიტიკური და ეკონომიკური შემადგენელი გაეყო. ამან წარმოშვა პორველი ტრანსნაციონალური ელიტა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ანგლო-საქსურ ელიტას.

ეს არნიშნავს რომ ისინი 100% ერთიანნი არიან. ეს ნიშნავს რომ ისინი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში, დასავლურ ცივილიზაციაში ანგლოსაქსურ დომინაციაზე, არიან 100%-იან თანხვედრაში. ყველა სხვა დანარჩენში შეიძლება იყვნენ და შეიძლება არა.

იმჰო.

Share on other sites

რა მოხდა ბრიტების მაგიის სამინისტროში რთული სათქმელია და ამასთან სხვა კვლევის საგანი) , მაგრამ კარები ვიღაცას ღია დარჩა, არის ვერსია საკმაოდ ფაქტებით გაჯერებული რომ კარი ღია დატოვეს სპეციალურად, მარა ამაზე სხვა დროს.

ყოველშემთხვევაში ბრიტანეთის მაგიის სამინისტროს დატოვებულ ღია (განზრახ თუ უნებლიეთ) კარში ფრანგები შეცვივდნენ, უფრო სწორედ ფრანგების მაგიის სამინისტრო.

დიახ, მაგიის სამინისტრო ურთულესი ყველაზე რთული მექანიზმია (რომელზეც შეიძლება თეორიული წარმოდგენებით ვიმსჯელოთ, როგორია თავად ის სტრუქტურა ვინც მაგიის სამინისტროს ფლობს და ვისაც დამბლდორი ემორჩილებოდა, ამის წარმოდგენა თერიულადაც რთულია ))) ) და ფლობს კოლოსალურ ძალაუფლებას ასევე პატარა შეცდომაც კი საშუალებას აძლევს სხვა მაგიის სამნისტროს პატარა შცდომაც კი გამოიყენოს , ჰარი პოტერია ფაქტიურად, შელოცვას არასწორად წარმოთქვავ და ვსე ...)))

 

მარი ჟოზეფ პოლ ივ როშ ჟილბერ დე მოტიე მარკიზ დე ლაფაიეტ დაიბადა 1757 წელს საგვარეულო ციხესიმაგრეში, რომლის კედლები მოფენილი იყო ჯვაროსნული თუ ასწლიანი ომების მონაწილე წინაპრების პორტრეტებით.

მამამისი ადრევე მოკვდა, მოკვდა როგორც უნდა მომკვდარიყო მაშინ პატიოსანი ფრანგი არისტოკრატი - ინგლისელების გამოსროლილმა ყუმბარამ თავი წააგლიჯა.

პატარა ლაფაიეტს ერგო სამეფო პენსია 600 ლივრი, გლეხის შემოსავალი მაშნ იყო 50 ლივრი წელიწადში. მაგრამ ლაფაიეტს საკუთარი მამულებიდან 120 000 ლივრის შემოსავალიც ჰქონდა.

11 წლის ბიჭუნამ)) ჩააბარა პარიზში პლესის ელიტარულ სკოლაში.

17 წლის დაქორწინდა ჰერცოგინია ადრიანა დე ნოაილ-ზე და ჯვრისწერა თავად პარიზის არქიეპისკოპოსმა შეასრულა.

მსახურობდა მეფის პირად დაცვაში ე.წ "შავი მუშკეტერების" პოლკში.

და 1775 წელს 18 წლის ლაფაიეტით ფრანგული მაგიის სამინისტროს ერთერთი შპს ))))  დაინტერესდა და უმცროს წევრად მიიღეს.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

არა სენიორ. კლუბის აბონემენტს ომის გარეშე ვერც მიიღებდა, ომი ყველაზე ახლოდან და სუსტიდან უნდა დაეწყო და ასეთი ესპანეთი აღმოჩნდა.

გეოგრაფია სენიორ.

ფილიპინები სულაც არაა ახლო. კუბა, უბრალოდ, მზითვში მოჰყვა.

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Eric said:

რა მოხდა ბრიტების მაგიის სამინისტროში რთული სათქმელია და ამასთან სხვა კვლევის საგანი) , მაგრამ კარები ვიღაცას ღია დარჩა, არის ვერსია საკმაოდ ფაქტებით გაჯერებული რომ კარი ღია დატოვეს სპეციალურად, მარა ამაზე სხვა დროს.

ამერიკის კოლონიზაცია მიმდინარეობდა ორი მიმართულებით: ვირჯინია და მასაჩუსეტსი.

ვირჯინიის კოლონიზაცია კი ვისი კაპიტალით ხორციელდებოდა? ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ სამხრეთში ხორციელდებოდა ფრანგული ინვესტიციები, ჩრდილოეთში - ჰოლანდიური და, სახელოვანი რევოლუციის შემდეგ, ბრიტანული.

ამიტომ ჩამოყალიბდა იქ ორი პოლიტიკური ნაცია.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share