ფორუმელი Chigurh Posted 5 თებერვალი, 2022 Posted 5 თებერვალი, 2022 @Seth რაღაცეები განსხვავდება სერ. ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ ცენტრალური მომენტები და პირველი და უმთავრესი განმასხვავებელი, ესაა ღია საზღვრები ამ ეპოქაში. ემიგრაცია ასე ადვილი არასოდეს, არასოდეს არ ყოფილა, ეს კი უკვე არჩევანის საშუალებას აჩენს. არჩევანი აქამდე შეიძლება ითქვას არ გვქონია :)) ან ომი და იქნები ისევ, ან სიკვდილი, არავინ არავის არ ეკითხება გინდათ თუ არა ერთად ცხოვრება, სხვა გზა არ გაქვყ და უნდა იცხოვროთ-- ესეთი სიტუაცია იყო სად წახვალ? ვინ მოგიღებთ ამდენს )) ვინაიდან პროგრესი ყოველთვის წნეხის შედეგია, ამან გამოიწვია რომ მაგალითად სამხედეო ნიშა ავიღეთ და სენირს და აზნაურს(აკა ძალადობის პროფესიონალი) შორის შეთანხმებები დაიდო. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ლუმპენს გააგებინა, რომ ძლივს ცოცხლობს და პლანეტაზე კი არა მისსავე ქვეყანაშო ოლიგარქია შოკოლადის და რძის აბაზანებს იღებს. ესეც მეორე ფაქტორი. ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი დღეს მორჩა. აღარ მინდა აქ ცხოვრება და არმია და ომი არა, რა ხუმრობაა ეს საერთოდო გეტყვიან ;დ ამიტომ ჩემი აზრით სულ ესე არ ვყოფილვართ სენიორ, წითელი კოდები გაჩნდა და "რჩეული ერობა", ეს ყოვლად დამაზიანებელი და ინფანტულური პროპაგანდა, რომელიც რაც თავი მახსოვს ტრიალებს, დაცემას ვერ შეაჩერებს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 5 თებერვალი, 2022 Posted 5 თებერვალი, 2022 (შესწორებული) 15 minutes წინ, Chigurh said: @Seth რაღაცეები განსხვავდება სერ. ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ ცენტრალური მომენტები და პირველი და უმთავრესი განმასხვავებელი, ესაა ღია საზღვრები ამ ეპოქაში. ემიგრაცია ასე ადვილი არასოდეს, არასოდეს არ ყოფილა, ეს კი უკვე არჩევანის საშუალებას აჩენს. არჩევანი აქამდე შეიძლება ითქვას არ გვქონია :)) ან ომი და იქნები ისევ, ან სიკვდილი, არავინ არავის არ ეკითხება გინდათ თუ არა ერთად ცხოვრება, სხვა გზა არ გაქვყ და უნდა იცხოვროთ-- ესეთი სიტუაცია იყო სად წახვალ? ვინ მოგიღებთ ამდენს )) ვინაიდან პროგრესი ყოველთვის წნეხის შედეგია, ამან გამოიწვია რომ მაგალითად სამხედეო ნიშა ავიღეთ და სენირს და აზნაურს(აკა ძალადობის პროფესიონალი) შორის შეთანხმებები დაიდო. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ლუმპენს გააგებინა, რომ ძლივს ცოცხლობს და პლანეტაზე კი არა მისსავე ქვეყანაშო ოლიგარქია შოკოლადის და რძის აბაზანებს იღებს. ესეც მეორე ფაქტორი. ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი დღეს მორჩა. აღარ მინდა აქ ცხოვრება და არმია და ომი არა, რა ხუმრობაა ეს საერთოდო გეტყვიან ;დ ამიტომ ჩემი აზრით სულ ესე არ ვყოფილვართ სენიორ, წითელი კოდები გაჩნდა და "რჩეული ერობა", ეს ყოვლად დამაზიანებელი და ინფანტულური პროპაგანდა, რომელიც რაც თავი მახსოვს ტრიალებს, დაცემას ვერ შეაჩერებს ვალიდური არგუმენტებია სენიორ თუმცა მეორეს მხრივ, მაგალითად მე-16 - მე-18 საუკუნეებში საერთოდ ფიზიკური გადარჩენის საფრთხის წინაშე ვიდექით, არა? არის კიდევ ერთი მომენტი - კერძოდ ყოველთვის და დღესაც, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვდა რომ პლანეტის ამ პატარა მონაკვეთზე ყოფილიყო სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი/ები. არა ლიხტენშტეინ8ვით მდიდარი და უზრუნველყოფილი :დ არამედ ისე საზღვრების მქონე რაღაც, არა? თან მივაქციოთ ყურადღება სენიორ, არა როგორც მეზობელი ქვეყნების იდენტური ქვეყანა, არამედ განსხვავებული. და ბოლო მომენტი - კულტურა. სანამ იარსებებს ქართული კულტურა და სანამ ეს კულტურა იქნება დომინანტი ამ სივრცეში, მანამდე გაქრობა უბრალოდ ვერ გამოვა. იმჰო. Edited 5 თებერვალი, 2022 by Seth 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 5 თებერვალი, 2022 Posted 5 თებერვალი, 2022 1 საათის წინ, Eric said: არ მიდის? თავისით მიდის? გაათრევენ გონდაკარგულს? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამავე სიტუაციაში იყო რომი კართაგენის მე-3 ომის შემდეგ. ვიცით, თუ რატომ იყო. ვიცით, თუ როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი. ვიცით, თუ რატომ. მოხდება იგივე ახალ რომში? უინძორებიც ისევე დაამთავრებენ, როგორც პტოლემეიდები, პარიზი - როგორც კორინთი. არ მოხდება? რატომ, როგორ და ვინ დაამთავრა (რეალურად) აქემენიდები, ვიცით. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 5 თებერვალი, 2022 Posted 5 თებერვალი, 2022 (შესწორებული) 13 minutes წინ, Seth said: არის კიდევ ერთი მომენტი - კერძოდ ყოველთვის და დღესაც, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვდა რომ პლანეტის ამ პატარა მონაკვეთზე ყოფილიყო სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი/ები. არა ლიხტენშტეინ8ვით მდიდარი და უზრუნველყოფილი :დ არამედ ისე საზღვრების მქონე რაღაც, არა? თან მივაქციოთ ყურადღება სენიორ, არა როგორც მეზობელი ქვეყნების იდენტური ქვეყანა, არამედ განსხვავებული. დიახ სენიორ, იმჰო ეს ერთადერთია რატომაც ჯერ კიდევ სახელი გვქვია მაგრამ დაცემის ნიშნები მაინც ჩანს სენიორის ხელში მუდამ ვერ იქნები უსტატუსოდ 13 minutes წინ, Seth said: და ბოლო მომენტი - კულტურა. სანამ იარსებებს ქართული კულტურა და სანამ ეს კულტურა იქნება დომინანტი ამ სივრცეში, მანამდე გაქრობა უბრალოდ ვერ გამოვა. იმჰო. + კულტურა და ენა კულტურულადაც დაუნტრენდში მივდივართ ესეც +1 სიმპტომი. ანდერგრაუნდში და მასკულტურისგან შორს იქმნება ღირებული რაღაცები, რამაც შეიძლევა თამასა აწიოს, სხვა მხრივ ნაგავი პოპკულტურის სუროგაციაა უკვე ყველა სფეროში Edited 5 თებერვალი, 2022 by Chigurh Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 5 თებერვალი, 2022 Posted 5 თებერვალი, 2022 3 minutes წინ, Chigurh said: სენიორის ხელში მუდამ ვერ იქნები უსტატუსოდ გიორგი ბრწყინვალიდან და 1917 წლამდე (ან საერთოდ დღემდე :დ) სენიორ. 4 minutes წინ, Chigurh said: კულტურულადაც დაუნტრენდში მივდივართ ესეც +1 სიმპტომი. დიახ ეგრეა სამწუხაროდ. მაგრამ დაუნტრენდი არაა იმ დონის/ხარისხის ჯერჯერობით რომ ეგზისტენციალურ საფრთხედ გადაიქცეს... პ.ს. ბანძია? არის. თავს უნდა უშველო? იეს სერ, ვაი მაგათ პატრონს? დიახ :დ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 5 თებერვალი, 2022 Posted 5 თებერვალი, 2022 (შესწორებული) გურჯულმა ოლიგარქიამ ვერ გაიაზრა ის ფუნდამენტები რაც დასავლურმა სენიორატმა გაიაზრა. სწორედ ამიტომაა ოლიგარქატი აქ და სენიორატი იქ. ბევრია აქ განხილული სენიორების მიერ, რამაც დასავლეთი დომინანტი გახადა და ერთ-ერთია სტატუსის მნიშვნელობა. სტატუსს მოჰყვება ფული და არა პირიქით :)) კაპიტალს ინარჩუნებს სტატუსი და არა პირიქით. ჰობსის ლევიათანში სწორედ ესაა კონტრაქტის აზრი, კონტრაქტი ვასლებთან, ანუ იმათთან რაც ლეგიტიმაციას აძლევს სენიორს. და ვასალიც ასევე სტატუსია. დაარღვევ კონტრაქტს, დაიწყებ უმოწყალო პარსვას და დაარღვევ მემკვიდრეოვითობას? მიიღებ სისტემის რღვევას, რადგან აღარ გიღიარებს ვასალიტეტი სტატუსს და იქნები ჩვეულებრივი "სამაზვანეცი". აქედან სისტემის რღვევამდე კი ერთი ნაბიჯია. ეს მოხდა კიდეც გურჯისტანში ოდესღაც, როცა სენიორატმა კონტრაქტი დაურღვია და დღეს ნუგზარა ბაგრატიონი გვყავს ;დდდდ ონტოლოგიურ დონეზეც დავიდეთ, ფსიქოანალიზიც თავისი გრანდებით, პირველ საჭიროებად თვითრეალიზაციას აღიარებს, რომელიც სტატუსად მოითარგმნება. მიკუთვნებულობა და სტატუსი არის წესრიგი და აღმშენებლობა, გაუცხოვება და სრული უთანასწორობა კი ნგრევა და ანარქია. კონტრქტებს არ დებენ ჩვენი ბანძები, რადგან სრულიად უცხო სხეული გახლავნ. აი +1 სიმპტომი. აი ეს ვერ გაიაზრეს ჩვენმა ბანძებმა იმიტომ რომ კითხვა არ უყვრათ, შემეცნება სძულთ. Edited 5 თებერვალი, 2022 by Chigurh 1 Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 6 თებერვალი, 2022 Author Posted 6 თებერვალი, 2022 21 საათის წინ, York Ge said: ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამავე სიტუაციაში იყო რომი კართაგენის მე-3 ომის შემდეგ. იქნებ ვცდებით სენიორ და არაფერი რომის არ სცხია ხუტას? იქნებ იქნებ .... ვიმსჯელოთ სენიორ მითუმეტეს თვის ბოლომდე დრო გვაქვს სანამ დეიწყება ))) ან არ დეიწყება მარა სხვა რამ დეიწყება ))))) სამოქალაო ომის დამთავრების შემდეგ ამერიკა ეს იყო თინეიჯერი ყმაწვილი ბრძენი ერთგული ხალხით რომელიც მართლაც ჰგავდა ბრწყინვალე რომს თინეიჯერობის ხანიდან გამოსულს რეები ჰქნა? მექსიკას აახია თავისი შტატების ნახევარი ესპანეთს საზღვაო ტერიტორიების მთელი წყება კუბა ჰაიტი დომინიკანები პუერტო რიკო ფილიპინები გუამი მარიამის კუNძულები საფრანგეთს წაართვა საფრანგეთისვე აშენებული პანამის არხი და იქვე პანამა კოლუმბიას აახია და იქვე მისცა მრისხანე "მონროს დოქტრინა" => "დღეიდან ქორონიკონით ქ.ს -სა ჭღ პ წ ;-სა სამხრეთ ამერიკა ეკუთვნის შტატებს და არსღა სხვას თვინიერ ღმრთისა და უწყალობნ ი ესო ცოდვები პრზდდენტს " და ამ დროს რას წარმოადგენს შეერთებული შტატების ეკონომიკა? მსოფლიო ფოლადის და თუჯის გადამუშავების 60% მსოფლიო ნავთის ბენზინის - 70% მსოფლიო ავტომობილების წარმოების - 85% მსოფლიო ქვანახშირის და ელექტროენერგიის - 50% დე ფაქტო ამ დროისთვის შტატები უკვე გახლდათ პლანეტის ეკონომიკური ჰეგემონი , შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო სამხედრო ჰეგემონია ესეიგი რა გვაქვს? I მსოფლიო ომის წინ ამერიკა უკვე გახლდათ პლანეტის ეკონომიკური ჰეგემონი. საჭირო იყო ორი ნაბიჯის გადადგმაღა მხოლოდ)) 1) როგორი ეკონომიკური ჰეგემონიც არ უნდა იყვე საბოლოოდ საჭიროა სამხედრო ჰეგემონია რაც წყდება ომით და მხოლოდ და მხოლოდ ომით. 2) მას შემდეგ რაც კანდიდატი ხდება ეკონომიკური და სამხედრო ჰეგემონი ამის შემდეგ ის უნდა გახდეს კულტურული ჰეგემონი პირველი ნაბიჯი სოფლელებმა წარმატებით გაიარეს, სრული ანშლაგით. აი მეორე ნაბიჯზე სკრაბეზულად რომ ვთქვათ დეენძრათ რა მოხდა? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 6 თებერვალი, 2022 Posted 6 თებერვალი, 2022 (შესწორებული) 10 minutes წინ, Eric said: აი მეორე ნაბიჯზე სკრაბეზულად რომ ვთქვათ დეერხათ რა მოხდა? რა მოხდა და ქართული ანდაზა არ იცოდნენ ალბათ : - არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გუარი მისიო აი ბრიტანელმა ბექჰემმა იცოდა, რომ : - იგი წავა და სხვა მოვა , ტურფასა საბაღნაროსაო (განათლებული ბიჭი იყო) Edited 6 თებერვალი, 2022 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts