Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

პირველი ქრისტიანები ავიღოთ (იმედია სენიორ კვიპრიანე სწორად გამიგებს) რას წარმოადგენდნენ ისინი მათი ჩამოყალიბების პირველ ეპოქაში? ის რაც თანამედროვე ისის -ია :roll:

წვერმოშვენულები და ტანსაცმელშემოგლეჯილები დარბოდნენ კლავდენნ წიგნებს წვავდნენ ძეგლებს ანგრევდნენ თხრიდნენ და სპობდნენ და მხოლოდ მას შემდეგ რაც გაიმარჯვეს და მართვის ქსელური სტრუქტურები შექმნეს კონკურენტები სრულაიდ მოსპეს

შემდეგ გახდნენ კეთილები

მონსენიორ, სენიორ კვიპრიანეს არ სმენია მოძალადე , ისის-ის მზგავსი პირველი ქრისტიანების შესახებ, რომლებიც წიგნებს წვავდნენ, წვერმოშვებულები დარბოდნენ და მითუმეტეს კლავდნენ, და საერთოდ გასაკვირი, - რომ შემდგომად ამისა გახდნენ კეთილნი :) 

სამაგიეროდ სმენია პირველ ქრისტიანებს როგორ კლავდნენ, აწამებდნენ იგივე ნერონის, დიოკლიტიანეს და სხვათა დროს, კატაკომბებში როგორ იმალებოდნენ საცოდავად, - ამის დასტურად თუნდაც ის კმარა , ერთმა "პატარა გოგონამ" როგორ გააქრისტიანა ერთ-ერთი დღევანდელი ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც მძლავრმა საუკუნოვანმა ტალღებმაც კი ვერ აღგავეს მიწისაგან პირისა და დიდი ეჭვი მაქვს ვერც მომავალი უფრო ზე-მძლავრი ტალღებიც ვერ მოახერხებენ ამას 

რაც შეეხება იმას რომ ქრისტეს სახელით ბევრიც დარბოდა ანაფორა-ამოცმული, წვერმოშვებულიც და მკვლელობას, ძალადობას და ძარცვა-გლეჯასაც ბევრი სჩადიოდა, რომლებიც ქრისტეს სახელს იყვნენ ამოფარებულნი, თუმცა არის კი ეს ასე ??? რა საერთო აქვს ქრისტეს მათთან ??? რა საერთო აქვს ბნელს ნათელთან ??? მხოლოდ ის , რომ მის სახელს იყენებდნენ ??? დამეთანხმებით, რომ თქვენს სახელს ამოფარებულმა ვინმე უშჯულომ რომ ძარცვა-გლეჯა ჩაატაროს, ამისათვის განა თქვენ ხართ გასაკიცხი ??? ან ის ადამიანები რომლებიც ალალად მოჰყვებიან თქვენს სწავლებას ??? 

ერთი ასეთი მაგალითი მახსენდება ამ თემასთან დაკავშირებით : - ნერონთან მოვიდნენ გაკვირვებული მოგვები და ჯალათნი და გაოცებულებმა უთხრეს, რომ : - ამ ქრისტიანებისა ვერაფერი გავიგეთო, ჩვენ მათ ვკლავთ, თავებს ვაჭრით და ესენი კიდევ ხელებზე გვკოცნიანო, უხარიათ ქრისტეს მიმდევრობის გამო რომ ვასალმებთ სიცოცხლესო, - მასინ ერთ-ერთმა ნერონის თანაშემწემ ასეთი რამ ურჩიათ, - მაგათთვის სიკვდილი ისაა ცოდვის გამოსყიდვის გარეშე რომ გავიდნენ ამ ქვეყიდანო, ცოდვა ჩაადენინეთ და მერე მოკალითო, - შემოიყვანეს ერთ-ერთი დატყვევებული ახალგაზრდა ქრისტიანი ყმაწვილი, გააშიშვლეს და მიაბეს საწოლზე, და შემოუყვანეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, რომელსაც სქესობრივი კავშირი უნდა დაემყარებინა მასთან, ანუ ცოდვა ჩაედენინებია, რის შემდეგაც მოჰკლავდნე, -  როგორც კი ამ ქალმა განაზრახის სისრულეში მოყვანას მიჰყო ხელი, ამ ქრისტიანმა ბიჭმა , სხვა რომ ვერაფრით მოახერხა შეცინააღმდეგება, საკუთარი ენა მოიკვნიტა და პირდაპირ სახეში შეჰნერწყვა ეს მოკვნეტილი სისხლიანი ენა ....  იმ მრუშ ქალზეც კი იმდენად იმოქმედა ყმაწვილის ასეთმა მოქმედებამ, რომ როგორც გადმოცემა გვეუბნება აღნიშნული ვითარებიდან გამოსავალი გაქრისტიანებაში ჰპოვაო ;)  - ესაა ქრისტიანობა : - შეიძლება მოვკვდე მე, მაგრამ არ მოვკლავ სხვას, ყველა დანარჩენი უბრალოდ ფსევდოა :) 

ნებისმიერ ეპოქასა და საუკუნეში უამრავი მაგალითია ასეთი, - ეგნატე ღმერთშემოსილის, მარკოზ ეფესელის, მარკოზ თრაკიელის, მაკარი დიდის, იოანე მოწყალის, მოსე შავის და რა ვიცი კიდევ რამდენი ჩამოვთვალო, - ესენი იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, თორე ეხლა თვენ თუ "ნესტორას ბიჭებზე" ან "არიოზის საძმოზე" ან "იეზუიტთა ორდენებზე" და მზგავსთა მათთა-ზე მესაუბრებით, ესენი მხოლოდ ნომინალურად თვლიან საკუთარ თავებს ქრისტიანებად, სინამდვილეში კი მათ არანაირი კავშირი არც კი აქვთ ქრისტესთან, მერწმუნეთ, ასეა ... კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ დიდის მოკრძალებით, და გთხოვოთ, - ნუ ჩათვლით, რომ მე რაიმე განსხვავებული აზრი შეიძლება მეწყინოს ან განმარისხოს, გეტყვით რომ პირიქით, კარგიც არის და საჭიროც ამგვარი საპირისპირო აზრთა მშვიდ გარემოში მსჯელობა, რათა მკითხველმა თავად გადასწყვიტოს რომელი აზრია მისთვის შედარებით ახლობელი და მისაღები  (თუ გაწყენინეთ , მაპატიეთ ...)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, York Ge said:

თუ როგორ ახორციელებს ფინანსური კაპიტალი პოლიტიკური ელიტის გადაფორმატებას.

მილორდ, საინტერესო იქნება თქვენი აზრი იმის შესახებ თუ როგორ უნდა იარსებონ ამ ორმა (ფინანსური კაპტალი ვს პოლიტ-ელიტა) ერთად ერთ ქვეყანასი ისე რომ არ გადაიკვეთნენ და არც გავლენები ახდინონ ერთმანეთზე ??? საერთოდ შესაძლებელია ასეთი რამ ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

  

  

7 საათის წინ, Eric said:

ამის გარეშე არ გაქვს ცოდნა,  არ გაქვს ცოდნა ესეიგი არ გაქვს კავშირები რეალურ ხალხთან, არ გაქვს კავშირები რეალურ ხალხთან ესეიგი შენი ათი ოპერაციიდან ცხრას მინიმუმ მაშინვე იჭერს ის ვისაც ეს ცოდნა აქვს , ესეიგი შენი რესურსი იხარჯება ჰაერში ... შენი რესურსი იხარჯება ჰაერში და ესეიგი შენ აგებ მარცხდები და ვაი დამარცხებულს :)))

რაც საინტერესო იყო კორსიკელმა კაციჭამიამ გაზიდა საფრანგეთში და სამუდამოდ გაქრა

ის რაც საფრანგეთში მაგ პერიოდში სამუდამოდ გაქრა კი როგორც ვიცით ლონდონში გაჩნდა

სოფლელებს მანდედან მხოლოდ გადაწერილი კონსპექტები შეხვდათ

ხო მარა კონსპექტებიც სერიოზული რამეა.

მიუხედავად ყველაფრისა.

3 საათის წინ, York Ge said:

ხლა ყველაზე მეტად ის საკითხი მაინტერესებს, თუ როგორ განაპირობა რომაული ელიტების ავტორიტეტის გაქრობა სპარტაკის აჯანყებამ და, აგრეთვე, პომპეუსის მონაწილეობა პართიელების მხარეს კრასუსის წინააღმდეგ ომში. ირიბი მტკიცებულებები იძებნება, პირდაპირი - ვერა.

მეორე ალბათ ყველაზე საინტერესო უნდა იყოს. არა?

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric

გასაგებია ბატონოჩემო. პრინციპში გეთანხმებით.

როდესაც ახალი მოდის ძველი იმ დონემდე უნდა დავიდეს რომ ვეღარასდროს შეუშალოს ხელი ახალს. მეთოდი ყველანაირი შეიძლება იქნას გამოყენებელი. ამას გვასწავლის ისტორია. იმჰო, რაშიც ჩვენი მოსაზრებები განსხვავდება არის სწორედ ამ მეთოდების რაობაში.

თქვენ ამბობთ რომ ძველს განადგურება დასჭირდება "ბრუტალური/მილიტარასტული" მეთოდებით. მე კი ვფიქრობ რომ არ იქნება ეს საჭირო (ან თუ იქნება ძალიან პატარა და ლოკალური მასშტაბით). ქრისტიანობიდან ინლაითმენთზე და შემდეგ "ლიბერალიზმზე" გადასვლას არ დასჭირვებია ახლის მიერ ძველის "ტოტალური" განადგურება ხომ? პირიქით, გარკვეულწილად ამ ძველზე დაშენდა ახალი. დღეს ჩემი მოსაზრებით იგივე ხდება ახალი რელიგიის ამბავშიც. არსად მიდის კაპიტალიზმი (კი ემატება აქა-იქ სოციალისტური მაიმუნობები, მაგრამ ეს სხვა თემაა), არსად მიდის ლიბერალიზმი ბრიტანულ-ნემენცურ-ფრანგული გაგებით. პირიქით ახალი რელიგია ფუძნდება ამაზე. იმჰო.

 

რაც შეეხება აზიურ მოდელს - ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს ამ კუთხით. გეთანხმებით, რომ სულთნის მოდელი ჰქონდა აზიას აღებული (ეს რაც ჩვენ ვიცით, თორემ უძველეს აზიურ ქალაქებში რეალურად რა და როგორ იყო ძნელი სათქმელია) და ამ მოდელმა ვერანაირად ვერ გაქაჩა ევროპული მოდელის წინააღმდეგ. რა გაძლევთ იმის საფუძველს რომ სულთნის მოდელის აღებას აპირებს ვინმე? იდეოლოგიური განხეთქილებას ნიშნებს დასავლეთში დღეს ვერ ვხედავ. არის გარკვეული პაპალზნავენიები :დ დემოკრატიის გამოყენებით ავტორატირულისმაგვარი სისტემეების შექმნისა (უნგრეთი, ნაწილობრივ პოლონეთი) მაგრამ აქ არაფერია ისეთი რასაც ბებრები ვერ მიხედავენ.

 

Share on other sites

  

@kvipriane

31 minutes წინ, kvipriane said:

მონსენიორ, სენიორ კვიპრიანეს არ სმენია მოძალადე , ისის-ის მზგავსი პირველი ქრისტიანების შესახებ, რომლებიც წიგნებს წვავდნენ, წვერმოშვებულები დარბოდნენ და მითუმეტეს კლავდნენ, და საერთოდ გასაკვირი, - რომ შემდგომად ამისა გახდნენ კეთილნი :) 

ეკლესიის ჩამოყალიბებამდე და მერეც დიდი აურზაური იყო და ძველი წარმართობის სრული გადაფორმატება. წიგნების დაწვაც, ტაძრების დანგრევაც, მკვლელობებიც.

პირველი ქრისტიანები ორთოდოქსი იუდეველები იყვნენ. იმპერატორების თეოდოსის და კონსტანტინეს ეპოქა იყო რეპრესიები წარმართებისთვის.

 

სათნოებით ძალაუფლების მიღების არ მჯერა.@Seth

7 minutes წინ, Seth said:

. ქრისტიანობიდან ინლაითმენთზე და შემდეგ "ლიბერალიზმზე" გადასვლას არ დასჭირვებია ახლის მიერ ძველის "ტოტალური" განადგურება ხომ? პირიქით, გარკვეულწილად ამ ძველზე დაშენდა ახალი. დღეს ჩემი მოსაზრებით იგივე ხდება ახალი რელიგიის ამბავშიც. არსად მიდის კაპიტალიზმი (კი ემატება აქა-იქ სოციალისტური მაიმუნობები, მაგრამ ეს სხვა თემაა), არსად მიდის ლიბერალიზმი ბრიტანულ-ნემენცურ-ფრანგული გაგებით. პირიქით ახალი რელიგია ფუძნდება ამაზე. იმჰო.

 

წარმართების მიმართ სრული ტერორი მოხდა რომაულ სტილში.

მათი ტაძრები დაანგრიეს წიგნები დაწვეს და მათი რელიგიები კანონით აკრძალეს სიკვდილის დასჯის შიშით.

Share on other sites

Posted (შესწორებული)

@Seth

19 minutes წინ, Seth said:

 რა გაძლევთ იმის საფუძველს რომ სულთნის მოდელის აღებას აპირებს ვინმე? იდეოლოგიური განხეთქილებას ნიშნებს დასავლეთში დღეს ვერ ვხედავ.

არა სულთნის მოდელი საკმაოდ პრიმიტიულია.

მე ვგულისხმობ გაცილებით ძველს შუბლზე ფერადი წერტილების მოდელს და კასტურ საზოგადოებას ბუნდოვან მომავალში ( შესაძლოათქო/ვარაუდით და კითხვის ნიშნებით)

რადგან ადამიანები შუბლწერილებში იმოძრავებენ სადაც აღარ იქნება პირველი და მეორე და მეხუთე და შესაბამისად მთლად ზევით შეუძლიათ თავისუფლად ამოისუნთქონ და სრულაიდ დატკბნენ განუსაზღვრელი დროით.

 

პრინციპში რატომაც არა? თუ კონკურენტი ცივილიზაცია აღარ ეყოლებათ მაშინ შუბლწერტილოვანი ცივილიზაცია იდეალურია ძალაუფლებისთვის. :)

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

რის ამერიკა, რის ევროპა, 2 წუთით მოვუსმინე ღარიბაშვილს და დღეს არა ხვალ ქართულმა კოსმოსურმა ძალებმა უკვე მარსის კოლონიზაცია უნდა მოახდინონ. :vis: 

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, Eric said:

იმპერატორების თეოდოსის და კონსტანტინეს ეპოქა იყო რეპრესიები წარმართებისთვის.

თეოდოსის სულში სინანულმა გაიღვიძა და რამდენიმე ხნის შემდეგ მაინც წავიდა მთავარ ტაძარში, მაგრამ კართან ეპისკოპოსი დახვდა და უფლის სახელით აუკრძალა შესვლა. ამაოდ ეხვეწებოდა იმპერატორი:

– დავითმაც ხომ შესცოდა, მაგრამ ღვთის წყალობა არ მოჰკლებია.

– შენ დავითს დანაშაულში ნუ ედრები, სინანულში მიჰბაძე! – უპასუხა ამბროსიმ.

– როგორ მოვიქცე?

– ისე, როგორც ყოველი მკვლელი. „არა არს თუალთღებაჲ ღმრთისა თანა“ (რომ. 2,11).

იმპერატორი გაეცალა იქაურობას. ის მთელი რვა თვის განმავლობაში არ შეუშვეს ეკლესიაში. ამგვარი განყენება ზოგჯერ რისხვას, უფრო მეტად კი წუხილს იწვევდა მასში. შობის დღესასწაულზე იგი ოხვრითა და ცრემლით ეუბნებოდა თავის კარისკაც რუფინუსს: „სახლი ღვთისა ღიაა უპოვართა და მონათათვის, მაგრამ დახშულია ჩემთვის!“

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   29 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 28 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(1)