Jump to content
×
×
  • Create New...

ქოცობა როგორც ხიხოს რევანში თბილისელ კოლორიტზე


Recommended Posts

  • ფორუმელი

@Mepar იმჰო ის რომ საგანმანათლებლო ინსტიტუტებით არ ვბრწყინავდით, არ ნიშნავს რომ ელიტას განათლების პრობლემა ქონდა. არისტოკრატია თვითონ ზრუნდავდა საკუთარ განათლებაზე. მაგ, სულხან საბამაც სახლში მიიღო განათლება და მგონი, ბევრ პეტერბურგის უნივერსიტეტ დამთავრებულს არ ჩამოუვარდებოდა, არა? რაც უფრო ძლიერი გვარი იყო, მით მეტი რესურსი ქონდა კარგი განათლება მიეღო. 

ვინ სად იზრდებოდა, იქ იღებდა განათლებას. მარა ერთიანი ინდოქტრინაციის სისტემა არ არსებობდა, მგონი, მარა ეს არ ნიშნავს რომ მოწყვეტილები იყვნენ სამყაროს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
11 საათის წინ, Mepar said:

ზვიდის დროს გარდა იმისა რომ თავის პრივილეგიებისთვის იბრძოდნენ, ურბანული სნობიზმი კიდევ უფრო მძაფრი იყო ვიდრე დღეს. გამსახურდიას ხიხოობაც დაბრალდა და თბილისელმა "კოლორიტებმა" ზვიადას კამანდა და მდედრიონი ვერ აიტანეს, ანუ იყო მენტალური ზიზღიც ზვიადიც ძალიან კუთხურ კონტექსტში მოაქციეს.


საოცარია რომ გლობალიზაციამ, ქართულ ურბანულ სნობიზმს უმკურნალა, იმიტომ რომ საქართველო ღარიბია და მიგრანტების მშრომელი ნაწილი რომელიც პერედაჩებს აგზავნის, სოფლელია ამიტომ "ტრაკში პერო" საქმე-საქმეზე რომ მიდგა, გამოფიტული ამპარტავნება აღმოჩნდა, იმიტომ რომ თავად თბილისელიც გაუნათლებელი და ჩლუნგია.

საქართველოს ინტელიგენცია არასდროს ყოლია, არ გვყოლია არისტოკრატია, ფეოდალიზმის დროსაც უბრალოდ გაუნთლებელი მემამულეები გვყავდა, არისტოკრატია მეფის რუსეთმა შექმნა მაგრამ კომუნიზმმა გაანადგურა.

შედეგეად მივიღეთ ქოციზმი___ანუ ხიხოს რევანში. თბილისელი "კოლორიტები" ძირითადად ქოცები არიან, ანუ მიზეზი რის გამოც ზვიადი გააგდეს და კონსტანტინეს შვილს დააბრალეს, ბიძინას შემთხვევაში ითმენენ, რატომ იცით? იმიტომ რომ ხიხომ თბილისელს აჯობა და როცა თბილისელს ხიხო აჯვამს თითმოკაკვული კიდევ გამორჩენას ელოდება, ისიც იმიტომ რომ მდგომარეობა შეინარჩუნოს. ანუ თბილისელის პრივილეგირებული მდგომარეობა ხიხოს გადასარჩენი აღმოჩნდა და ჭირის დღესავით ეზიზღება ნაციონალები იმიტომ რომ მან შექმნა ვერტიკალური მობილობის(დაწინაურების) ისეთი მექანიზმი რომელიც თბილისურ კულტურულ კაპიტალს არ ეფუძნება და ინგლისურის მცოდნე ახალგაზრდობამ ყველა პრივილეგირებული პოზიცია თბილისელი კოლორიტის გვერდზე ავლით დაიკავა.

რაღაც არეული ხართ პატივცემულო, თქვენს არგუმენტებსა და დასკვნას შორის ლოგიკური ბმა არის ძალიან სუსტი :დ

ან ეს ქოციზმი რას ნიშნავს? არ არსებობს არანაირი ქოცი გარდა ქართული ოცნების პარტიის ოფიციალური წევრის და არ მგონია ამ პოსტში ამ ხალხს გულისხმობდეთ.

ზოგადად კი საქართველოს (ქართულ სამთავროებს) მშვენიერი არისტოკრატიული ფენა ჰყავდა, მათ შორის იმ გაუბედურებული საუკუნეების განმავლობაშიც კი (ლაშა-გიორგის მერე). მათი განულება კი კომუნისტების კისერზეა, ისევე როგორც დღევანდელი ქართველი არის პროდუქტი 70 წლიანი კომუნიზმისა.

შესაბამისად ქოციზმს კიარადა გურჯულ კომუნიზმს უნდა ებრძოდეთ, რადგანაც ე.წ. ქოციზმი სხვა არაფერია თუ არა ველურ-კაპიტალისტური კომუნიზმის ეროვნული ნაირსახეობა.

 

პ.ს. დაზუსტება - არისტოკრატია რომ გვყავდა ეს ფაქტს აღნიშნავს და არა ხარისხს :დ

 

 

Share on other sites

ავტორი როგორც ყოველთვის სხვა პოსტებშიც ცდილობს ცდილობს, რაც მისასალმებელია უთუოდ.

რატომ არის ანგლოსაქსური ფენომენი დღეს? ერთი ჩვეულებრივი გერმანული ტომი იყო, ასობით მისნაირები სხვებს შეეწრყნენ ასობით აორთქლდა.

მხოლოდ ორი მიზეზი არსებობს

1) კონტინენტური რაზბორკებიდან დისტანცია და რაზბორკებში ჩარევა მხოლოდ სურვილის მიხედვით.

2) კონტინენტური საფრთხეებიდან დაცულობა.

ამ ორმა მიზეზმა გამოიწვია ბრიტანეთის კუნძულებზე კაპიტალის კონცენტრაცია. და "რკინის ბანკი" -ის ჰედოფისიც გადაადგილდა მანდვე.

 

ჩვენ აქედან არცერთი არ გვქონდა, ყველა რაზბორკაზე აზიაში ვმონაწილეობდით. სურვილის მიუხედავად.

ყველა კონტინენტური საფრთხე პირდაპირ მოქმედებდა ჩვენზე. სურვილის მიუხედავად.

რესურსები კი იყო მწირი და ამის მიუხედავად ფანტასტიური მანევრები ატარა ჩვენმა არისტოკრატიამ და ისიც გასათვალისწინებელლია რომ

რესურსების სიმცირის გამო და ორი სტრატეგიული პრობლემის გამო რაც ზევით აღვწერეთ შეუქცევადი პროცესი იყო არისტოკრატიიის ხარისხის დაწევაც. ისევე როგორც სხვა კლასების.

როცა უნიტის გაზრდას ჭირდება 5 - 10 წელი და ნელნელა შეყვანა საქმეში , ჩვენ იმ ორი პრობლემის გამო გამუდმებით გვიწევდა 1 და 3 წლიანი კადრების გამოყენება და ეს კადრებიც სულ და სულ მცირდებოდა და ბოლოს ტიფლისის თავზე დამჯდარ ოცი ლეკის გამყრელიც კი აღარავინ იყო.

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
15 საათის წინ, Mepar said:

ეგ რა შუაშია არისტოკრატიასთან? ისაუბრე ფაქტებით, საქართველოს არ ყოლია არისტოკრატია მე19 საუკუნემდე, არისტოკრატიაში, კი ეტიკეტს, განათლებას, ინტელიგენციას, ისტებლიშმენტს ვგულისხმობ და არა  ჩაციებულ გლეხის გოგოს დადიანის სარდაფში

ეგ სხვა რამეა და არა არისტოკრატია რასაც შენ გულისხმობ.

არისტოკრატია არის ფენა რომელმაც სამხედრო სამსახურით მოიპოვა ქონება და წოდება და შემდგომში ამას გადასცემს მემკვიდრეობით.

დანარჩენი რაც ჩამოთვალე გვიანდელი პროდუქტია.

On 1/22/2021 at 11:38 AM, Mepar said:

შედეგეად მივიღეთ ქოციზმი___ანუ ხიხოს რევანში. თბილისელი "კოლორიტები" ძირითადად ქოცები არიან, ანუ მიზეზი რის გამოც ზვიადი გააგდეს და კონსტანტინეს შვილს დააბრალეს, ბიძინას შემთხვევაში ითმენენ, რატომ იცით? იმიტომ რომ ხიხომ თბილისელს აჯობა და როცა თბილისელს ხიხო აჯვამს თითმოკაკვული კიდევ გამორჩენას ელოდება, ისიც იმიტომ რომ მდგომარეობა შეინარჩუნოს. ანუ თბილისელის პრივილეგირებული მდგომარეობა ხიხოს გადასარჩენი აღმოჩნდა და ჭირის დღესავით ეზიზღება ნაციონალები იმიტომ რომ მან შექმნა ვერტიკალური მობილობის(დაწინაურების) ისეთი მექანიზმი რომელიც თბილისურ კულტურულ კაპიტალს არ ეფუძნება და ინგლისურის მცოდნე ახალგაზრდობამ ყველა პრივილეგირებული პოზიცია თბილისელი კოლორიტის გვერდზე ავლით დაიკავა.

სააკაშვილის ხელისუფლებაში ევრონაცები წარმოადგენდნენ ტფილისის კულტურულ კაპიტალს როგორც მახსოვს.

ტფილისელების დიდი ნაწილი კიდე არის ის ვინც სოფლიდან ჩამოვიდა მაგრამ ქალაქელი ვერ გახდა.

14 საათის წინ, Moor said:

ვინ სად იზრდებოდა, იქ იღებდა განათლებას. მარა ერთიანი ინდოქტრინაციის სისტემა არ არსებობდა, მგონი, მარა ეს არ ნიშნავს რომ მოწყვეტილები იყვნენ სამყაროს

ერთიანი ინდოქტრინაციის სისტემაც არსებობდა, საეკლესიო სასწავლებლების კუთხით.

სამყაროსაც მოწყვეტილნი არ იყვნენ, სულხან-საბამ რამდენიმე ენა იცოდა მაგალითად. როგორც ჩანს ვიღაცამ ასწავლა ხო? + ეტიკეტი + დიპლომატიური ქცევები და ა.შ. ჰაერიდან ხო არ მოვიდოდა?

ზემოხსენებულ რუსებს ლოგიკის პირველი სახელმძღვანელო რუსულად სოლომონ დოდაშვილმა დაუწერა რომელიც სულაც არ იყო არისტოკრატი.

ტაკ შტო რუსეთის არისტოკრატიას რო გვიდარებეს ეს ძაან სასაცილოა მეფარი. :D

13 საათის წინ, Seth said:

არისტოკრატია რომ გვყავდა ეს ფაქტს აღნიშნავს და არა ხარისხს :დ

თუ იმას გავითვალისწინებთ რომ არისტოკრატია კავკასიაში მხოლოდ ქართული მოვლენა იყო ხარისხობრივადაც წინ ყოფილა.

2 საათის წინ, Eric said:

 

ჩვენ აქედან არცერთი არ გვქონდა, ყველა რაზბორკაზე აზიაში ვმონაწილეობდით. სურვილის მიუხედავად.

ყველა კონტინენტური საფრთხე პირდაპირ მოქმედებდა ჩვენზე. სურვილის მიუხედავად.

რესურსები კი იყო მწირი და ამის მიუხედავად ფანტასტიური მანევრები ატარა ჩვენმა არისტოკრატიამ და ისიც გასათვალისწინებელლია რომ

რესურსების სიმცირის გამო და ორი სტრატეგიული პრობლემის გამო რაც ზევით აღვწერეთ შეუქცევადი პროცესი იყო არისტოკრატიიის ხარისხის დაწევაც. ისევე როგორც სხვა კლასების.

როცა უნიტის გაზრდას ჭირდება 5 - 10 წელი და ნელნელა შეყვანა საქმეში , ჩვენ იმ ორი პრობლემის გამო გამუდმებით გვიწევდა 1 და 3 წლიანი კადრების გამოყენება და ეს კადრებიც სულ და სულ მცირდებოდა და ბოლოს ტიფლისის თავზე დამჯდარ ოცი ლეკის გამყრელიც კი აღარავინ იყო.

არა დეგრადაცია ცხადია ლოგიკური შედეგი იყო ყველაფრის.

მაგრამ ის გამოცდილებაც რაც ამ არისტოკრატიას გამოჰყვა და როგორაც მაგალითად რუსეთის იმპერიაში შეძLო გადარჩენა ესეც გასათვალისწინებელია.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

3 minutes წინ, t-90 said:

ზემოხსენებულ რუსებს ლოგიკის პირველი სახელმძღვანელო რუსულად სოლომონ დოდაშვილმა დაუწერა რომელიც სულაც არ იყო არისტოკრატი.

+

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
16 საათის წინ, Moor said:

იმჰო ის რომ საგანმანათლებლო ინსტიტუტებით არ ვბრწყინავდით, არ ნიშნავს რომ ელიტას განათლების პრობლემა ქონდა. არისტოკრატია თვითონ ზრუნდავდა საკუთარ განათლებაზე.

შენც ხომ კარგად გესმის რომ საკუთარი  ძალისხმევით მიღებული განათლება ტრაკში მიგვიყვანს? მე არ გამიკვირდება ისიც რომ ბევრ დიდგვაროვანს წერა კითხვა არ ცოდნოდა, სავარაუდოდ 30-40%-ს.  ქართული არისტოკრატია შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო ოქროს ხანაში, მაგრამ ეს შანსი დავკარგეთ, იმიტომ რომ დაიკარგა ბიზანტია სადაც  არისოტკრატიის პარადიგმა გვქონდა და  მიმაძვის მაგალითი იყო. საბოლოოდ მივიღეთ მემამულეები და არა  ისტებლიშმენდი, ან ინტელიგენცია როგორც გენებოთ. ქართული არისტოკრატიას არ ქონდა  გლეხისგან განსხვავებული მეტყვლება ლექსიკა, მანერიზმი, რაც დამახასიათებელი იყო დასავლეთისთვის. არ არსებობს არც ერთი ეტიკეტის სახელმძღვანელო გარდა ხელმწიფის კარის გარიგებისა, რაც ოქროს ხანის იმპულსია, იმიტომ რომ გიორგი ბრწვინვალის ეპოქაა, რომელმაც სავარაუდოდ ვახტან მექვსემდე  ძლივს მიაღწია  და როცა ისიც  რუსეთში გაიქცა,  სრული მარგინალიზაცია მივიღეთ.  კარგად გამიგე მე არ ვგულისხმობ ერთეულებს, როგორიცაა  სულხან საბა, ან ვახტანგ მეექვსის სწავლულთა და მეცნიერთა დასი, არამედ ვგულისხმობ მასას, რომელიც აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც ჩაბმული იყო ტყვეთა სყიდვაში.  განა რა უნდა იყოს ისტორიულ წყაროზე უკეთესი? გადახედე შარდენის და სხვა ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებს, საამაყოს რას  წაიკითხავ? ბოლო-ბოლო ილიას ან დავით კლდიაშვილს რას უპირისპირებ? ერთიც და მეორეც მასაზე წერდა,  საშუალო სტატისტიკურ  თავადზე და არა გამონაკლისზე ან ანეგდოტზე.  ზოგად ქართულ თავადურ კლასს ლუარსაბივით ნახერხი ეყარა თავში  და მის  "სასახლეს" დამპალი, მიქცეული დედა ბოძი ამაგრებდა. როცა ევროპაში სახეზე გვაქვს სასახლეები ასაწევი ხიდებით აქ ერთი არქიტექტურული მაგალითი არ შემოგვრჩა, ერთიც კი! მხოლოდ ჭავჭავაძის და დადიანის, ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებული ღორების ჯიში იყო, მარტო ერთი სულმნათი ცოტნეს მაგალითი მოარგო ისტორიამ ბრენდან, თორე დანარჩენი ზუსტად და კონკრეტულად ვაჭრობდნენ  ქართველი ყრმებით. იმერეთის მეფეს ტახშიც ეცილებოდნენ, მაგრამ ეგეც არ უნდოდათ მხოლოდ იმიტომ რომ  ვაჭრობას და პროჭობას ნუ მიშლიო... დავდოთ  წყაროები, გინდა?

 

16 საათის წინ, Moor said:

სულხან საბამაც სახლში მიიღო განათლება და მგონი

სულხან-საბამ ეკლესიაში მიიღი განათლება, თანაც ის ვახტანგ მეექვსის ეპოქის კაცია. განათლების კერები მიბმული იყო სამონასტრო ცხოვრებას.

 

15 საათის წინ, Seth said:

შესაბამისად ქოციზმს კიარადა გურჯულ კომუნიზმს უნდა ებრძოდეთ, რადგანაც ე.წ. ქოციზმი სხვა არაფერია თუ არა ველურ-კაპიტალისტური კომუნიზმის ეროვნული ნაირსახეობა.

ვეღარ გავიგე რაში არ მეთანხმებით, ზუსტად მიხვდი ქოციზმში რას ვგულისხმობ, ეს არა პარტიული იდენტობა არამედ სწორედ  კონსერვატიული ოგზიმირონია, ასე მაგალითად  ვასაძე ან კორკოტა შესაძლია არ იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები მაგრამ ისინი ქოცები არიან.

1 საათის წინ, Eric said:

ზემოხსენებულ რუსებს ლოგიკის პირველი სახელმძღვანელო რუსულად სოლომონ დოდაშვილმა დაუწერა რომელიც სულაც არ იყო არისტოკრატი.

მერე სად მიიღო განათლება ხომ არ შეგვახსენებ?

Edited by Mepar

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
16 საათის წინ, კოპოლა said:

ვაკე-საბურთალო უდაბური სოფლები იყო მეფის ღრუსეთის დროს, რო რამე  

ტურები ყმუოდნენ 60-იან წლებამდე თანაც ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share