Jump to content
×
×
  • Create New...

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო  


Recommended Posts

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Chigurh said:

რომელი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ვინც საწინააღმდეგოდ მისცა ხმა საინტერესოა :)

 

მთლიანად მოწინააღმდეგეები და მთლიანად მომხრეები არ იყვნენ. 8-12 აგვისტო რომ არ შედიოდა რუსეთის იურისდიქციაში, მაგაზე იყო გაყოფა 11 ვს 6

დანარჩენი საკითხები ან  ერთხმად მიიღეს ან 16 ვს 1

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 21 იანვარს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

„სამოქალაქო საქართველო“ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებებს გთავაზობთ:

მმართველი გუნდი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია. ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისოტრიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახლემწიფო არის აღიარებული როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება“.

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!“

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: „საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა! სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველო და მისი მოსახლეობა იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი… სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა. ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სასამართლოების მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე. სასამართლოში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება; მიმოსვლის თავისუფლება და სხვა… საქართველო აგრძელებს სამართლებრივ და მშვიდობიან გზას ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ!“

გოჩა ლორთქიფანიძე – იუსტიციის მინისტრი: „სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმეზე ბოლო მოსმენისას ჩვენ შეგპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისათვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დაპირება არის შესრულებული და საქართველომ გაიმარჯვა 12 წლიან სახელმწიფოთაშორისო დავაში „საქართველო რუსეთის წინაარმდეგ“. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება  სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო, რომელიც არ საჩივრდება, 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის. შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორიციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“.

დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი: „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, კერძოდ: მიღებული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად გამოკვეთა: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეფექტური კონტროლი, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები, რუსეთის პასუხისმგებლობა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში; ასევე ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა რუსეთსა და საქართველოს შორის. დარწმუნებულნი ვართ, აღნიშნული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის ჩვენი ქვეყნის შემდგომი სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების სერიოზულ საფუძველს შექმნის“.

ოპოზიციის შეფასება

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი: „ეს არის გამარჯვება საქართველოსთვის, ისტორიული სიმართლის დადგენისთვის, რომ საქართველო იყო მართალი და არის ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი. მიუხედავად ივანიშვილის მთელი მცდელობებისა და მისი პატრონების მოსკოვიდან, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანდატ, დამნაშავედ, ეს ჩაუფლავდათ… ეს არის მეორე გამარჯვება ჩვენი მთავრობის, პირველი, შვალედური,  ჩვენ მოვიპოვეთ ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოში… ჩვენ გვაქვს წინ დიდი ბრძოლები, მაგრამ საბოლოო ჯამში დამთავრდება საქართველოს დეოკუპაციით და საქართველოს გამთლიანებით“.

ოთარ კახიძე – ევროპული საქართველო: „რუსეთი, რომელიც საერთაშორისო დოკუმენტებით აღიარებული არის როგორც ოკუპანტი და ასე აღიქვამს მას დასავლეთი, უკვე სამართლებრივად გამტყუნდება და მას ექნება სამართლებრივი პრობლემები. სასამართლოს გადაწყვეტილებით გამყარდება უკვე საქართველოს არგუმენტები, რომ თუ ის არის ოკუპანტი, თუ მან ხელი შეუწყო ან თავად განახორციელა ეთნიკური წმენდა, ეს არის იმგვარი ტიპის მოქმედებები, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს და ამ ძალისხმევაში საქართველო  არ იქნება მარტო, არამედ იქნება დასავლელ პარტნიორებთან ერთად და აღჭურვილი ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ძალის მქონე გადაწყვეტილებით“.

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ZURA7031-1533691212-1024x683-1.jpg

2021 წლის 21 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა საქმეზე, რომელიც უკვე 12 წელია სტრასბურგშია.

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ″ – ასე ჰქვია საქმეს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.

სტრასბურგმა დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე – მათ შორისაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, კერძო საკუთრების დაწვა და განადგურება.

საქართველოში სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას უკვე უწოდეს “ისტორიული დოკუმენტი”.

რა ეწერა საქართველოს სარჩელში?

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში დაარღვია სიცოცხლის უფლება, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართა წამებას და არაადამიანურ და ღირსების შემლახავ ზომებს, დაარღვია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის უფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.

საქართველოს პოზიცია ასეთი იყო: ომისა და ომისშემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხიმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება, რადგან კონფლიქტურ რეგიონებზე რუსეთის იურისდიქცია ვრცელდება.

რა გადაწყვიტა სტრასბურგმა?

სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ განასხვავა აქტიური საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც მიმდინარეობდა 8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში და მოვლენები, რომლებიც განვითარდა უკვე 12 აგვისტოდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან.

სტრასბურგის სასამართლომ თითქმის სრულად დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც 12 აგვისტოს შემდგომ რუსეთის მოქმედებებს ეხება.

სტრასბურგმა დაადგინა, რომ 12 აგვისტოს შემდგომ კონფლიქტურ ზონაზე “ეფექტურ კონტროლს” რუსეთი ახორციელებდა და სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაში, რომელთა შორისაა სიცოცხლის უფლება, წამება და არაადამიანური მოპყრობა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეებისათვის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაბრუნების აკრძალვაზე;

მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, ასევე ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ სახლების დაწვასა და ძარცვასთან დაკავშირებით;

სასამართლომ დაადგინა, რომ მოხდა 160 სამოქალაქო პირის, ეთნიკური ქართველის დაკავება, მათ წინააღმდეგ დამამცირებელი მოპყრობა, რამაც გამოიწვია მათი ტანჯვა;

სასამართლომ ასევე ერთხმად დადგინდა, რომ ცხინვალის რეგიონში, ე.წ სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ 8-17 აგვისტოს ქართველი ჯარისკაცების ტყვედ აყვანაზე ვრცელდებოდა რუსეთის იურისდიქცია;

სასამართლომ დაადგინა, რომ რომ ხდებოდა ქართველი ტყვეების წამება;

დაადგინა, რომ რუსეთმა, როგორც “ეფექტური კონტროლის განმხორციელებლმა” არ გამოიძია ომის პერიოდში და შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები;

სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია რუსეთის შეიარაღებული ძალები ფორმალურად კონფლიქტში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის მიზნით ჩაერივნენ, თუმცა სინამდვილეში, ბევრ შემთხვევაში რუსული ძალები განზე გადგნენ, როდესაც ოსური დანაყოფები ეთნიკური ქართველების სახლებს წვავდნენ.

სტრასბურგმა აღნიშნა, რომ 12 აგვისტოს შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განვითარებული მოვლენები, სრულად რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშაა, რადგან ამ ტერიტორიაზე კონტროლს რუსეთი ახორციელებს.

რა არ დააკმაყოფილა სტრასბურგის სასამართლომ?

სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი, რომელიც საომარი მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარ მოვლენებს უკავშირდება, რადგან ვერ დაადგინა ე.წ. “ეფექტური კონტროლი” რუსეთის მხრიდან ამ კონკრეტულ პერიოდში.

“სამხედრო ძალებს შორის კონფრონტაცია და ბრძოლა მიმართული იყო კონტროლი დაემყარებინათ ტერიტორიაზე, ქაოსის გათვალისწინებით იქ კონტროლი არავის ჰქონდა დამყარებული”, – მიიჩნია სასამართლომ.

12 წელი, 33 მოწმე და 700 მტკიცებულება

სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

ევროპულმა სასამართლომ ჯამში მოუსმინა 33 მოწმეს, გაეცნო ქართული მხარის მიერ წარდგენილ 700-მდე მტკიცებულებას, მათ შორის, ვიდეო და ფოტომასალებს, რადარის მონაცემებს, ექსპერტების დასკვნებს, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებს, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელ ჩანაწერებს, მოწმეთა ჩვენებებს, სატელიტურ სურათებს, მედიის მიერ გავრცელებულ მასალებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერებს, განაღმვის ანგარიშებს.

საქმეს მთავარ მტკიცებულებად ასევე ერთვის გორში, 12 აგვისტოს, დასახლებულ პუნქტთან აფეთქებული რაკეტის – „ისკანდერის“ ნაწილებიც და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც. სწორედ ამ ისკანდერის აფეთქებას ემსხვერპლა ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი, რომელიც აგვისტოს ომს აშუქებდა.

________________________________

● როგორი უნდა იყოს აფხაზურ-ქართული დიალოგი და უნდა იყოს თუ არა საერთოდ

● თბილისი: კრემლის მიერ სოხუმთან გაფორმებული ეკონომიკური შეთანხმება ანექსიის მორიგი ნაბიჯია

● აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ საქართველომ რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის ცა გახსნა

_________________________________

რა გამოხმაურება მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას

დასტურდება, რომ ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ცნობით:

  • სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
  • სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
  • სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
  • სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ეს არის მათი ხელისუფლების მეორე გამარჯვებაა წასვლის შემდეგ:

“ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ. პირველი არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, შუალედური, ეს არის გაეროს სასამართლო, რომელიც წულუკიანის მცდელობით, მეორე ეტაპზე დავკარგეთ. მიუხედავად ყველა განცხადებებისა [ბიძინა] ივანიშვილის, რომ საქართველო იყო დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა მცდელობა ჰქონდათ ჩვენ ეს არ მოგვეპოვებინა, ამას მაინც მივაღწიეთ.”  

დღევანდელ დღეს გამოეხმაურა მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც:

“მე მინდა, კერძოდ, დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რამეთუ ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით ამ გამარჯვებისა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა.”

პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც მსხვერპლი ამ ომის და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და მომავლისთვის.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია. მისი თქმით, ეს ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა და ეს საერთო გამარჯვებაა:

დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ფეისბუქზე წერს, რომ 8-12 აგვისტო “დააიგნორა” სტრასბურგმა, მაგრამ სახელმძღვანელო შექმნა ჰააგისთვის.

“გამოაქვეყნა სტრასბურგმა გადაწყვეტილება! რა თქმა უნდა, მოვიგეთ! გადაწყვეტილებაში დადასტურებულია: რუსეთი კლავს, რუსეთი აწამებს,  რუსეთი ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას, რუსეთი ხელყოფს საკუთრების უფლებას და სხვ. მაგრამ იცით რა არის მთავარი, სტრასბურგმა ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციისო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰააგაში მიმდინარე გამოძიებისთვის, რადგან იქ იმას გვიმტკიცებენ ჩვენ რა შუაში ვართ, ოსებს ედავეთო. ცუდია, რომ 8-12 აგვისტო “დააიგნორა” სტრასბურგმა მაგრამ მშვენიერი სახელმძღვანელო შექმნა ჰააგის გამოძიებისთვის!”, – წერს ხიდაშელი.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება დაზარალებულთა უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია:

“ვულოცავ ჩვენ ქვეყანას ევროპის ყველაზე სამართლიანი მსაჯულის მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღიარებას! ეს გადაწყვეტილება იქნება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი!

წყარო: JAMnews

@omerta ა, თარგმანი :) 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Moor said:

8-12 აგვისტო რომ არ შედიოდა რუსეთის იურისდიქციაში, მაგაზე იყო გაყოფა 11 ვს 6

ამ 6-დან 3 არიან:

Ganna Yudkivska (Ukraine), Krzysztof Wojtyczek (Poland), Lado Chanturia (Georgia)

დანარჩენი 3 ვინაა გავარკვიოთ

update:

Paul Lemmens (Belgium), Yonko Grozev (Bulgaria), Paulo Pinto de Albuquerque (Portugal) - ამათმაც საჩვენოდ მისცეს ხმა 11-6-ზე საკითხში

Edited by Instance
Share on other sites

  • ფორუმელი
36 minutes წინ, Instance said:

დანარჩენი 3 ვინაა გავარკვიოთ

 

გავარკვიოთ  :)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

south_east_view_9_corrected.jpeg.jpg

აშშ-ს საელჩო საქართველოში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები“, – წერია განცხადებაში.

მათი თქმით, განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო “ხელშეკრულებების” დადებით საქართველოს ამ ორ რეგიონთან:

ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს.”

__________________________________

● სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

● თბილისი: კრემლის მიერ სოხუმთან გაფორმებული ეკონომიკური შეთანხმება ანექსიის მორიგი ნაბიჯია

● როგორი უნდა იყოს აფხაზურ-ქართული დიალოგი და უნდა იყოს თუ არა საერთოდ. რას მსჯელობენ ამ თემაზე აფხაზეთში

______________________________________

2021 წლის 21 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა საქმეზე, რომელიც უკვე 12 წელია სტრასბურგშია.

სტრასბურგმა დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე – მათ შორისაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, კერძო საკუთრების დაწვა და განადგურება.

საქართველოში სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას უკვე უწოდეს “ისტორიული დოკუმენტი”.

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 21 იანვარს განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე მიიღო, საქართველოს განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ „უსაფუძვლოა“.

რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალპერინმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წარმომადგენლებმა მოახერხეს დაერწმუნებინათ მოსამართლეები, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების სამართლებრივი შეფასება „მათ იურისდიქციას სცდება“.

„გარდა ამისა, სასამართლომ ვერ დაადასტურა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ვერცერთი შემთხვევა“, – განაცხადა მან.

რეალურად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია, მოსკოვი ვერ იქნება პასუხისმგებელი 8-12 აგვისტოს კონფლიქტის აქტიური ფაზის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაზე, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე ომის შემდგომ პერიოდში, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტზე.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, „რუსეთის შთამბეჭდავმა წარმომადგენლობამ და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებების დამოკიდებულებამ რუსეთის ფედერაციაზე მიანიშნა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე „ეფექტიანი კონტროლი“ გრძელდებოდა“.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება სასამართლოს განაჩენის რამდენიმე დასკვნას ომის შემდგომ დარღვევებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან მიმართებითდა აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ „ექსტერიტორიული იურისდიქციის“ კონცეფციის გამოყენება არ შეესაბამება გაეროს საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.

ასევე წაიკითხეთ:

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share