iaiameri Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 (შესწორებული) ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში ყველაზე პრობლემურია ის, რომ სასამართლომ თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის (რომ რუსეთის ფედერაცია არ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს) და საჩივრის ეს ნაწილი სცნო დაუშვებელად. შესაბამისად, კონვენციის მუხლების დარღვევა, რომლებიც დაადგინა სამწუხაროდ არ ეხება ზემოთხსენებულ, არამედ მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ პერიოდს. პ.ს. ყველა ინტერვიუზე ვთქვი უარი. კარგად გასაანალიზებელია ეს გადაწყვეტილება. პ.ს. (2) რაც მთავარია, რუსთავი 2-ის საქმეზე ხომ იყავით სუპერ კონცენტრერირებულები ყველანარი თვალსაზრისით განაცხადა თავის ფბ გვერდზე დავით ჯანდიერმა https://www.facebook.com/jandieri.david/posts/10158864493399643?notif_id=1611227702827182¬if_t=notify_me&ref=notif თქვენ რას ფიქრობთ? Edited 21 იანვარი, 2021 by iaiameri Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 (შესწორებული) 23 minutes წინ, iaiameri said: თქვენ რას ფიქრობთ? დაიდოს ტექსტი ჯერ და დასკვნაც დაიდება ) გვარო კი საზეიმოდაა განწყობილი: Nika Gvaramia is feeling festive. 54 m · Tina Burjaliani აღსრულდა ჩვენი ცხოვრების მთავარი საქმე. აწი შეგვიძლია შვილიშვილებს დაველოდოთ, ამბების მოსაყოლად გილოცავ! მთავარი, რა თქმა უნდა, შენ იყავი. მე კიდე - შენი მინისტრი :დ Edited 21 იანვარი, 2021 by Say_or Life is serious. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლოს 21 იანვარის განცხადებით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ განვითარებული მოვლენები, რომლითაც რუსეთ-საქართველოს ომი დასრულდა, რუსეთის ფედერაციის კონტროლქვეშ იყო, კონვენციის პირველ მუხლთან მიმართებით, რომელიც ადამიანის უფლებათა პატივისცემის ვალდებულებას ითვალისწინებს. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 21 იანვარს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სახელმწიფოთაშორის დავაზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ განაცხადა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე მიმდინარე მოვლენები რუსეთის კონტროლქვეშ არ ექცეოდა პირველ მუხლთან მიმართებით და განაცხადის ეს ნაწილი დაუშვებლად მიიჩნია, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია „სამხრეთ ოსეთზე“, აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაზე“ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში „ეფექტიან კონტროლს“ ახორციელდებდა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „ამ პერიოდის შემდეგ, რუსეთის შთამბეჭდავმა წარმომადგენლობამ და „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ხელისუფლებების დამოკიდებულებამ რუსეთის ფედერაციაზე მიანიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთზე „ეფექტიანი კონტროლი“ გრძელდებოდა“. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომლითაც დაირღვა კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლები, კერძოდ სიცოცხლის, წამების აკრძალვის, და პირადი და ოჯახუსი დაცულობის უფლებები, ასევე კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი, რომელიც საკუთრების დაცვას ითვალისწინებს; ერთხმად, რომ კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის, რუსეთი პასუხისმგებელია სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ცხინვალში 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებაზე; ამას გარდა, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომლითაც დაირღვა მე-3 მუხლი, რომელიც წამების აკრძალვას ითვალისწინებს. საქმე ეხება 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებას და მათ მიმართ განხორციელებულ არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას; ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომლითაც დაირღვა მე-5 მუხლი, რომელიც თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას გულისხმობს; საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებურ დაკავებას; ერთხმად, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ძალებმა ცხინვალში 2008 წლის 8-დან 17 აგვისტომდე პერიოდში დააკავეს რუსეთის იურისდიქციის ქვეშ ექცევიან პირველ მუხლთან მიმართებით; და 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომლითაც დაირღვა მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); საქმე ეხება ქართველი ტყვეების წამების შემთხვევებს. გაგრძელება იქნება… წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციამ, 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის დროს დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-8 მუხლები, ასევე მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი. მთავარი, რაც დაადგინა სასამართლომ: 2008 წლის 12 აგვისტოდან მოყოლებული დღემდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს აკონტროლებს რუსეთი და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა იქ ჩადენილ ევროკონვენციის დარღვევებზე; ადგილი ჰქონდა ეთნიკური ნიშნით ქართველების მკვლელობას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მათი სახლების ძარცვასა და გადაწვას - და ეს იყო არა ცალკეული შემთხვევები, არამედ ადმინისტრაციული პრაქტიკა, ანუ ამ დარღვევებს ჰქონდა სისტემური ხასიათი და მასზე პასუხისმგებელია რუსეთი; ადგილი ჰქონდა სამოქალაქო პატიმრების და ომის ტყვეების წამებას, რაც ასევე იყო სისტემური ხასიათის და მასზე პასუხისმგებელია რუსეთი; ქართველებს, ეთნიკური ნიშნით არ აძლევენ საშუალებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ეს არის ასევე სისტემური ხასიათის - ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც მიმდინარეობს 2008 წლის 12 აგვისტოდან ვიდრე სასამართლო განხილვამდე (2018) და მასზე პასუხისმგებელია რუსეთი; რუსეთმა არ გამოიძია ადამიანთა სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის 2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე პერიოდში, რითაც დაარღვია ევროკონვენციის მე-2 მუხლი. საჩივარი სასამართლოში ოფიციალურად 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა. საქმის პირველი სხდომა 2011 წელს გაიმართა; დიდ პალატას საქმე 2012 წელს გადაეცა, ხოლო ბოლო განხილვა 2018 წელს შედგა. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართულმა მხარემ სასამართლოში 700-მდე მტკიცებულება წარადგინა. გარდა ამისა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა. Life is serious. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 8 minutes წინ, Say_or said: დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციამ, 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის დროს დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-8 მუხლები, ასევე მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი. მთავარი, რაც დაადგინა სასამართლომ: 2008 წლის 12 აგვისტოდან მოყოლებული დღემდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს აკონტროლებს რუსეთი და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა იქ ჩადენილ ევროკონვენციის დარღვევებზე; ადგილი ჰქონდა ეთნიკური ნიშნით ქართველების მკვლელობას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მათი სახლების ძარცვასა და გადაწვას - და ეს იყო არა ცალკეული შემთხვევები, არამედ ადმინისტრაციული პრაქტიკა, ანუ ამ დარღვევებს ჰქონდა სისტემური ხასიათი და მასზე პასუხისმგებელია რუსეთი; ადგილი ჰქონდა სამოქალაქო პატიმრების და ომის ტყვეების წამებას, რაც ასევე იყო სისტემური ხასიათის და მასზე პასუხისმგებელია რუსეთი; ქართველებს, ეთნიკური ნიშნით არ აძლევენ საშუალებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ეს არის ასევე სისტემური ხასიათის - ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც მიმდინარეობს 2008 წლის 12 აგვისტოდან ვიდრე სასამართლო განხილვამდე (2018) და მასზე პასუხისმგებელია რუსეთი; რუსეთმა არ გამოიძია ადამიანთა სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის 2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე პერიოდში, რითაც დაარღვია ევროკონვენციის მე-2 მუხლი. საჩივარი სასამართლოში ოფიციალურად 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა. საქმის პირველი სხდომა 2011 წელს გაიმართა; დიდ პალატას საქმე 2012 წელს გადაეცა, ხოლო ბოლო განხილვა 2018 წელს შედგა. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართულმა მხარემ სასამართლოში 700-მდე მტკიცებულება წარადგინა. გარდა ამისა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა. ეს მართლა დიდი სასიხარულო ამბავია. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 გილოცავთ, ყოჩაღ ყველას ვინც იმუშავა ამაზე. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 (შესწორებული) 20 minutes წინ, Eric said: ეს მართლა დიდი სასიხარულო ამბავია. დიახ, სენიორ. სამართლებრივად პირველად დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. Edited 21 იანვარი, 2021 by Say_or Life is serious. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 ეს ვინმეს ინგლისურად ან რუსულად არ გაქვთ? უნდა ავუჭედო ზოგზოგიერთს ერთ ადგილას. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა