Jump to content
×
×
  • Create New...

COVID-19


Recommended Posts

  • ფორუმელი
18 საათის წინ, პითონი said:

ჩავიკეტებით მალე.

 

დაიმახსოვრეთ ;)

მთელი მსოფლიო დაკეტილია და რა გასაკვირია ჩვენც დავიკეტოთ? ჩრდილო კორეის ელიტა ბუნკერებში გადავიდა საცხოვრებლად. თებერვლის მერე საერთოდ კონტაქტზე არ გამოდიან. ბაიდენი ტელევიზიით მიმართავს კიმს, ოღონდ გამოჩნდი და დამელაპარაკეო. რაღაც სასწაული ხდება, რასაც გვიმალავენ. ვისაც ვირუსი შეხვდა და გადაიტანა, არავინ იცის რა მოუვა რამოდენიმე წლის შემდეგ. არ ვგულისხმობ სიკვდილს. საერთოდ იცვლება ადამიანური უნარები ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე. 

მე იმასაც ვგრძნობ, როდესაც იფიქრებ მეტი რაღა უნდა მოხდესო, ამ დროს კიდევ უარესი მოხდება. 

ვისაც ყური აქვს ისმინოს: ისეთ მოვლენებს მოესწრებით 2021-2022 წლებში, რომ ყოველ ჯერზე გაოცდებით. თუმცა ყველა ვერ აღიქვავს სწორედ მოვლენებს. მე არ ვყოფილვარ ღრმად მორწმუნე, არც ახლა მწამს ბრმად, მაგრამ გავაცნობიერე ერთი რამ. ბედნიერია ის, ვინც ღმერთის სიცოცხლის წიგნში მოხვდება.

Share on other sites

  • ფორუმელი

15 მარტს საქართველოში კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, სამედიცინო მუშაკები აიცრებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველია მათ შორის, რომელმაც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. იგი ინფექციურ საავადმყოფოში საჯაროდ, მედიის თანდასწრებით აიცრა.

„მთავარი არ იყო ვაქცინაციის დაწყება, მთავარი იქნება ვაქცინაციის დასრულება“, – თქვა პაატა იმნაძემ და დაამატა – „ამიტომაც, ძალიან მინდა, რომ ყველა ჩემი კოლეგა იყოს საქმის ავანგარდში, იგივე იმ კოლეგების ხსოვნის საპატივცემულოდ, ვინც შეეწირა კოვიდთან ბრძოლას“.

ვაქცინის პირველი დოზა მიიღო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, 73 წლის თამარ გიორგაძემ, რომელიც ვაქცინაციისთვის სპეციალური პლატფორმის საშუალებით პირველი დარეგისტრირდა. იმნაძის მსგავსად, ისიც საჯაროდ, მედიის თანდასწრებით აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რომელიც დღეს პროცესს ზედამხედველობდა, კოლეგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. „[იმუნიზაციამ] უნდა დაასრულოს ქვეყანაში ეპიდემია“, – დაამატა მან.

მედიის ცნობით, ქუთაისში ერთ-ერთი პირველი კარდიოქირურგი ნიკა ვაშაყმაძე აიცრა. ბათუმში ვაქცინის პირველი დოზა მიიღო აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემაც.

15 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით, 70 000-მდე სამედიცინო პერსონალიდან ვაქცინის მისაღებად ჯერ მხოლოდ 2 492 დარეგისტრირდა.

ჯამში ვაქცინაციისთვის 87 ამცრელი ცენტრია მზად, საიდანაც იმუნიზაციის პროცესი დღეს მხოლოდ 29-ში დაიწყო. კვირის ბოლომდე ვაქცინაციის პროცესში ყველა ცენტრი ჩაერთვება.

საქართველომ ბრიტანულ-შვედური ვაქცინის, ასტრაზენეკას 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო.

დღეს, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 328 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 275 148-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 268 565-ის ტოლია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 3 650-ს შეადგენს.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, ChariotGod said:

შავ მაგიაზე გსმენიათ რამე? როგორ ფიქრობთ რა მექანიზმია ჩადებული, ტიპა როგორ მოქმედებს.

შავ მაგიაზე ვის არ სმენია. თუმცა არასოდეს არ დავინტერესებულვარ. ტიპა საერთოდ არ ვიცი რას ნიშნავს. 

შენი კითხვის შინაარსსაც ვერ ჩავწვდი მოცემულ მომენტში. 

აქვე ჩაგეკითხები. კოვიდ 19-ს ბუნებრივ ვირუსად მიიჩნევ, თუ კითხვები გიჩნდება მის არა ბუნებრივობაში?

Share on other sites

1 საათის წინ, mikheil said:

შენი კითხვის შინაარსსაც ვერ ჩავწვდი მოცემულ მომენტში. 

https://ru.wikipedia.org/wiki/Внушение

Quote

Внушение, сугге́стия (лат. suggestio) — психологическое воздействие на сознание человека, при котором происходит некритическое восприятие им убеждений и установок. 

წელიწადნახევარია ყველა ყველა მედია საშუალებიდან გაპროგრამებენ ნეგატივზე. შავი მაგია მეტი კი არაფერია. ველური ტომის შამანი არწმუნებს თანატომელებს რომ არსებობს რაღაც ნგომბო-ნგომბო რომელიც დაჭიპავს თუ ამულეტით(ნამორდნიკით) არ ივლიან. ვოდა დადიან, არ ივლიან და დაიჭიპებიან, იმიტომ რომ ისე ჯერავთ.

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, ChariotGod said:

. შავი მაგია მეტი კი არაფერია. ველური ტომის შამანი არწმუნებს თანატომელებს რომ არსებობს რაღაც ნგომბო-ნგომბო რომელიც დაჭიპავს თუ ამულეტით(ნამორდნიკით) არ ივლიან. ვოდა დადიან, არ ივლიან და დაიჭიპებიან, იმიტომ რომ ისე ჯერავთ.

+1

 

ეგაა

:lol: 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

კარგით რა! ჯერ ღრუსულ ენაზე რატო მიციტირებთ და მიკოპირებთ პასუხს? საკუთარი აზრი არ გაქვთ? ვინც სიმართლეს იტყვის, ცდილობენ პროპაგანდის საშუალებით გაამარგინალონ. ამიტომ გეუბნებით: ვისაც ყური აქვს ისმინოს! ვისაც თვალი აქვს დაინახოს! ვისაც ტვინი აქვს იაზროვნოს! 

რასაც მოისმენთ, იმას არ ნიშნავს დაიჯერო. რასაც დაინახავ, უნდა გაარჩიო სიყალბე და რეალობა.

მოსმენილის და დანახულის ანალიზი კი თავის-უფალი აზროვნების შედეგად უნდა გააკეთოს ადამიანმა. სწორედ ამიტომ ვართ უნიკალურები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   169 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 168 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(3)
    • Chrome(13)
    • YandexBot(2)