Jump to content
×
×
  • Create New...

COVID-19


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პირველ მარტს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინის შემოტანის შეფერხების მიზეზები ახსნა და საქართველოს მიერ ვაქცინის მიღებისთვის საჭირო პირობების დაუკმაყოფილებლობის შესახებ ბრალდებებს უპასუხა.

მინისტრის მოადგილის განმარტებები სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ დღეს დილით გავრცელებულ ცნობას მოჰყვა, სადაც „კოვაქსის პლატფორმისგან“ მიღებულ პასუხზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ საქართველომ შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, რაც ვაქცინისთვის ავტორიზაციასა და მწარმოებელთან ზარალის ანაზღაურების შესახებ კონტრაქტის გაფორმებას გულისხმობს.

თამარ გაბუნიას თქმით, თებერვლის შუა რიცხვებში, როდესაც ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზების შემოტანა იგეგმებოდა, „კოვაქსმა“ ქართულ მხარეს აცნობა, რომ ვაქცინის მწარმოებელ კომპანია „ფაიზერს“ პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან დამატებითი მოთხოვნები ჰქონდა, რომლებიც „არანაირად არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის“.

გაბუნიას განმარტებით, ფინანსურ გადაზღვევაზე დამატებითი მოთხოვნები „კოვაქსთან“ და „ფაიზერთან“ მიმდინარე კვირაში უნდა დაზუსტდეს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უკვე თანხის გადახდის ეტაპზე გადავა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებამ „კოვაქსს“ უკვე მიმართა განმარტებისთვის, თუ „რატომ მოხდა მისი განცხადების ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია“.

გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები უკვე თანხის გადახდის ეტაპზეა ვაქცინის მწარმოებელ კიდევ ერთ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ და ქვეყანა ვაქცინის პირველ დოზას უკვე „მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში“ ეტაპობრივად მიიღებს.

მინისტრის მოადგილეს ვაქცინის პირველი დოზის რაოდენობა და ქვეყანაში მისი შემოტანის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ „ასტრაზენეკათი“ მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე თვის ბოლოდან დაიწყება და ეს პროცესი აპრილში უფრო დაჩქარდება.

თამარ გაბუნიამ ასევე არ დაადასტურა მედიაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შესაძელო გადადგომისა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან უთანხმოების შესახებ ცნობები და თქვა, რომ ჯანდაცვის უწყება გამყრელიძესთან „კონსტრუქციული“ თანამშრომლობის რეჟიმშია.

მთავრობამ კოვიდ-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის „ძირითადი ასპექტები“ 21 იანვარს წარადგინა, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე 18 წელზე მოსახლეობის 60% (1.7 მლნ მოქალაქე) უნდა აიცრას. ვაქცინაციის ეროვნული გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი – 158 190 243 ლარით განისაზღვრა. მაშინ, გეგმის წარდგენისას, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ქვეყანამ 700 000 ადამიანისთვის საჭირო ვაქცინის თანხა „კოვაქსის“ პლატფორმაში უკვე გადარიცხა.

ჯანდაცვის უწყებას ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის ზუსტ თარიღი არასდროს დაუსახელებია, თუმცა აღნიშნავდა, რომ იმუნიზაციის პროცესი თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყებოდა. მოგვიანებით, თარიღმა თებერვლის ბოლომდე გადაიწია. შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ვაქცინიაცია მარტის პირველ ორ კვირაში დაიწყებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
11 საათის წინ, ChariotGod said:

გავრცელების არეალით.

ვაქცინები ჩაფიქრებულია როგორც გავლენის სფეროების იზოლაციის მექანიზმი.

იზოლაციის არ ვიცი, მარა დიპლომატიის ნაწილი კი არის :boli:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ვისაც ყური აქვს ისმინოს, ვისაც თვალი აქვს დაინახოს.  დღითი-დღე უფრო ვრწმუნდები, რომ კოვიდ პანდემია შემთხვევითი არ არის. დააკვირდით: 

1. კვების ობიექტების (შიგა სივრცე) გახსნის პირობებში ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის დატოვება!
2. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიურ რეჟიმში დაბრუნების ფონზე ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის დატოვება!
3. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ყოველდღიურ რეჟიმში დაბრუნების ფონზე ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის დატოვება!
4. ბაღების, სკოლების და უნივერსიტეტების ამუშავების პარალელურად ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის დატოვება!

მეორე მხრივ, ღამით გადაადგილების შეზღუდვის დეკლარირებული მიზანიც არ სრულდება!

მთელ საქართველოში თავზე იმხობენ ყველაფერს, ვისაც სად და როგორც უნდა!  

24 საათით ქირავდება ბინები, ან საკუთარი სახლები და შემადგენლობებით მიდის ისევ ჩვეულებრივად სმა, მოწევა და ა.შ

ადამიანებმა დაკარგეს ადამიანური უნარები!

გაგიჟდა ერი და ბერი, მთელს მსოფლიოში!

სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში ისე აირია, ვერ გაიგებ ვის რა უნდა! 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

COVAX-ს პლატფორმის საშუალებით საქართველოში 13 მარტს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.

ქვეყანამ ბრიტანულ-შვედური AstraZeneca / Oxford-ის ვაქცინა მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVAX-ის პლატფორმიდან საქართველომ „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ (Pfizer) 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომელიც ქვეყანაში მაისის ბოლომდე უნდა ჩამოიტანონ.

 

 
Share on other sites

გოგლიმოგლზე გაზრდილი ვინც ხართ არ გჭირდებათ ეგ ფფაიზერია თუ ასტრაზენეკა

ცხონებული ბებიაჩემი ცოცხალი რომ იყოს ესე მეტყოდა

Share on other sites

  • ფორუმელი

@Eric :d ეტყობა მომიხდა გოგლიმოის ოვერდოზები.

ეს კოვიდი ყველაზე მსუბუქად გადავიტანე, რაც კი რამე ვირუსი მქონია. 

სიცხე მომცა ერთ საღამოს და 2 დღე ყელი მეწვოდა

 

 
Share on other sites

20 minutes წინ, Moor said:

@Eric :d ეტყობა მომიხდა გოგლიმოის ოვერდოზები.

ეს კოვიდი ყველაზე მსუბუქად გადავიტანე, რაც კი რამე ვირუსი მქონია. 

სიცხე მომცა ერთ საღამოს და 2 დღე ყელი მეწვოდა

იცოდნენ ძველებმა საქმე.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ისრაელმა ფაქტიურად დაამთავრა ვაქცინაცია და რატო არავინ არაფერს წერს ამ თემაზე? რა ხდება ისრაელში? გაუქმდა შეზღუდვები და "კომენდანტი" ??????????????? 

აღარ ვრცელდება ვირუსი? რატო აღარ უჩნდება ხალხს ადამიანური ემოციები და კრიტიკული კითხვები? ირგვლივ ყველაფერი ყალბია! პოზიცია-ოპოზიცია ერთიანად სატანას ემსახურება!

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share