ფორუმელი mikheil Posted 26 თებერვალი, 2021 Posted 26 თებერვალი, 2021 კორონავირუსის შეზღუდვების გამო, რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეას ურიკებით ტოვებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ 25 თებერვალს, ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის საელჩოს 8 წარმომადგენელი ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში დაბრუნდა. „რადგან უკვე წელზე მეტია, რაც საზღვრები ჩაიკეტა, ხოლო სამგზავრო მიმოსვლა შეწყდა, სახლში დაბრუნება მათ სხვა, რთული და გრძელი გზით მოუწიათ. თავიდან, 32 საათი მატარებელში, შემდეგ ორი საათი ავტობუსში საზღვრამდე და ბოლოს ყველაზე საპასუხისმგებლო მონაკვეთი - საფეხმავლო გასასვლელი რუსულ საზღვარზე. ამისთვის საჭირო იყო ურიკის მოწყობა, მისი რელსებზე დაყენება, მასზე ნივთების დალაგება და მათ შორის ბავშვების დასმა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ______________________________--- მსოფლიო სიგიჟის ზღვარზეა! ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი არ არის ისეთი ლეტალური, რომ იმნაძის სიტყვები ახდეს კუბოების ვერ დათვლასთან დაკავშირებით, მაინც განსაკუთრებულად აპიარებენ ვირუსის ლეტალურობას. გვკეტავენ, საარსებო წყაროს გვიხშობენ, ურთიერთობას გვიკრძალავენ და ძალით, ან ნებით გვაგიჟებენ. ვაქცინა გამოიგონეს და წარმოებას არ ზრდიან! იმედია ბოლომდე ჩავწვდებით კოვიდ 19-ის შემქმნელის საბოლოვო მიზნის არსს იქამდე, სანამ განახორციელებს. Share on other sites More sharing options...
Guest მიმართეთ პრეს-სამსახურს Posted 26 თებერვალი, 2021 Posted 26 თებერვალი, 2021 @mikheil Share on other sites More sharing options...
ფორუმელი zamzumi Posted 26 თებერვალი, 2021 Posted 26 თებერვალი, 2021 ჯანმო პანდემიის მოსალოდნელ დასასრულზე ალაპარაკდა. მათი ინფორმაციით პიკი იყო იანვრის მეორე კვირაში. მას შემდეგ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა მთელს მსოფლიოში მოსალოდნელზე მეტად შემცირდა. ცეცხლი ჯერ არ ჩამქრალა, მაგრამ ეს მონაცემები ძალიან დამაიმედებელიაო, ამბობენ ისინი. Die jüngste Entwicklung sei sehr ermutigend und "Eine Wende". გილოცავთ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი zamzumi Posted 26 თებერვალი, 2021 Posted 26 თებერვალი, 2021 ვირუსის გავრცელება მთელ მსოფლიოში შემცირდა. მეცნიერები ასახელებენ ამის გამომწვევ სავარაუდო ხუთ მიზეზს> 1 სეზონურობა, 2 ჯოგური იმუნიტეტი, 3 წესების დაცვა, 4 ვაქცინა, 5 ვირუსი თავისით დასუსტდა და მეექვსე - ყველა მიზეზი ერთად. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 27 თებერვალი, 2021 Posted 27 თებერვალი, 2021 მისი თქმით, ჯერჯერობით კოვაქსიდან დასტური არ არის, როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა. “თქვენ წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში ის, რომ საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნად, საშუალოში გავდივართ და ჩვენ თვითონ ვიფინანსებთ ჩვენს თავს, და არ გვეხმარება იგივე კოვაქსი. ანუ არის ქვეყნები, რომლებიც თვითდაფინანსებაზეა კოვაქსის პლატფორმაზე, მაგალითად, საქართველო, და არის ქვეყნები, რომლებიც ითვლებიან დაბალშემოსავლიან ქვეყნებად, რომლებსაც კოვაქსი თვითონ აწვდის. ამ შემთხვევაში, იმან, რომ უფრო საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ და არა დაბალშემოსავლიანში, შეიძლება ცუდი როლი ითამაშა იმიტომ, რომ პირველ რიგში, დაბალშემოსავლიანებს გადასცეს [ვაქცინა], მაგრამ იქაც სულ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ჯერჯერობით. ევროპის ოთხი ქვეყანა იყო კოვაქსში, ჩვენ რაც მივიღეთ პირველადი განაწილება. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით კოვაქსიდან არ არის დასტური, როდის შემოვა ეს ვაქცინა. დასტური იყო, რომ ვაქცინა იქნებოდა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში მეორე პარტია”, — განაცხადა “მაესტროს” ეთერში იმნაძემ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 27 თებერვალი, 2021 Posted 27 თებერვალი, 2021 როგორ მუშაობს სხვადასხვა ტიპის ვაქცინა? როგორ მუშაობს ვაქცინა? რით განსხვავდება ფაიზერის, ასტრაზენეკასა თუ რუსული Sputnik V-ის ვაქცინები? რომლის შეძენა ჯობს საქართველოსთვის? როგორ განსხვავდება ფასები? სად და ვისი ხელით იწარმოება თითოეული ვაქცინა? რომელი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ავტორიზაცია აქვს თითოეულ მათგანს? და ბოლოს, რა შეჰყავთ ჩვენს მხარში აცრის დროს? ამ კითხვებზე პასუხების გაცემას სტატიაში შევეცდებით. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე, მსოფლიო კვლავ გარდაცვლილებს ითვლის. 112 მილიონზე მეტი ინფიცირებული, 2.5 მილიონი გარდაცვლილი და 64 მილიონამდე გამოჯანმრთელებული – ასეთია უახლესი სტატისტიკა. პანდემიის მძვინვარების პარალელურად, არნახული სისწრაფით იქმნება და იხვეწება ვაქცინები. თებერვლის მდგომარეობით, 4 განსხვავებული წარმოების ვაქცინა სრული გამოყენებისთვისაა ავტორიზებული, 7 – შეზღუდულად, 20 კი ტესტირების ბოლო ეტაპზეა. ამ მომენტისთვის, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში შემდეგი ვაქცინებია მოქცეული: ფაიზერ-ბიონტექი – ავტორიზებულია საგანგებო გამოყენებისთვის აშშ-სა და EU-ში. მოდერნა – ავტორიზებულია საგანგებო გამოყენებისთვის აშშ-ში, UK-სა და EU-ში. გამალეია(სპუტნიკ V) – ავტორიზებულია საგანგებო გამოყენებისთვის რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. ოქსფორდ-ასტრაზენეკა – ავტორიზებულია საგანგებო გამოყენებისთვის UK-სა და EU-ში. ჯონსონ & ჯონსონი – ელოდება WHO-ს ავტორიზებას, გამოიყენება სამხრეთ აფრიკაში. ნოვავაქსი – ელოდება FDA-ის, WHO-სა და UK-ის ავტორიზებას. სინოფარმი – ავტორიზებულია ჩინეთში, არაბთა საამიროებსა და ბაჰრეინში. მაშინ, როცა კორონავირუსის ვაქცინები წელიწადზე ნაკლებ დროში იქმნება, ე.წ. ანტივაქსერული კამპანიები იმუნიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. თუმცა, თემის ირგვლივ არსებული მითების უსაფუძვლობა არაერთხელაა დამტკიცებული. ანტივაქსერული კამპანიების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, გვესმოდეს, როგორ მოქმედებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები აქვთ მათ, რა რისკებს ვაწყდებით იმუნიზაციის პროცესში, დაბოლოს, რა ნივთიერებები შეჰყავთ ჩვენს ორგანიზმში ნემსის გაკეთებისას. რისგან შედგება კორონავირუსი? სანამ ვაქცინების მოქმედების მექანიზმს განვიხილავდეთ, უნდა გავეცნოთ კორონავირუსის აგებულებას: NY Times SARS-CoV-2 ვირუსის უჯრედი 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება: 1. უჯრედის ციტოპლაზმაში მოთავსებული გენეტიკური კოდი, რაც, სხვა სიტყვებით, ვირუსის გასამრავლებელი ინსტრუქციაა. როდესაც პათოგენი ორგანიზმში ხვდება, იგი უჯრედში თავის გენეტიკურ ინფორმაციას უშვებს, მასპინძლის უჯრედები მას "კითხულობენ" და ვირუსული უჯრედების წარმოებას იწყებენ. 2. მემბრანა, ანუ გარე შრე, რომელიც ციტოპლაზმასაა შემოვლებული, ვირუსს დაშლისა და დაზიანებისგან იცავს. შრე ძირითადად ლიპიდური მოლეკულებისგან შედგება. 3. ცილოვანი სტრუქტურები, რომლებიც უჯრედის მემბრანიდან ამოიმართება, მასპინძელ ორგანიზმთან დასაკავშირებლად და მასში შესაღწევად გამოიყენება. საბოლოოდ, ყველა ვაქცინას ერთი დანიშნულება აქვს: ადამიანის იმუნურ სისტემას ასწავლოს, კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურები უცხო სხეულად აღიქვას, შეებრძოლოს, დაამარცხოს და მათ შესახებ ინფორმაცია სამომავლო გამოყენებისთვისაც შემოინახოს. როგორ მუშაობს ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინა? ფაიზერისა და მოდერნას მიერ წარმოებული ვაქცინა კორონავირუსის გენომს იყენებს. უფრო ზუსტად, იმ ნაწილს, რომელიც ცილოვანი სტრუქტურების წარმოების შესახებ ინახავს ინსტრუქციას. ამ ინფორმაციას მეცნიერები ინახავენ რნმ მოლეკულის სახით , რომელსაც დნმ-ს მსგავსად, გენეტიკური მასალის შემნახველი და გადამცემი ფუნქციები აქვს. ვაქცინაციისას, რნმ ადამიანის ორგანიზმში ინექციის სახით ხვდება. მიზანი ისაა, რომ ორგანიზმმა, ინსტრუქციის შესაბამისად, უცხო ცილოვანი სტრუქტურების წარმოება თავად დაიწყოს, ისინი უცხო სხეულებად აღიქვას, გაანადგუროს და ინფორმაცია შეინახოს. NY Times რნმ-ს მოლეკულა მეტისმეტად ფაქიზი და მყიფეა, ამიტომ მას, ფლაკონში გადატანამდე, ცხიმოვან მასაში ათავსებენ, რაც ერთგვარი ბარიერის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც სჭირდება ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებს დაბალ ტემპერატურებზე(-25 / -20°C) შენახვა. ინექციის მიღების შემდეგ, ცხიმოვანი შრით დაფარული რნმ-ს მოლეკულა ადამიანის უჯრედებში ხვდება. უჯრედის ციტოპლაზმა ცხიმოვან შრეს შლის, ღიად დარჩენილ ინსტრუქციას კი რიბოსომები "კითხულობენ" და შესაბამისი ცილოვანი სტრუქტურების წარმოებას იწყებენ. NY Times უჯრედის მიერ წარმოებული, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ცილოვანი სტრუქტურები მემბრანის ზედაპირზე ამოიმართება. უჯრედის სიკვდილის შემდეგ – ადამიანის ორგანიზმში ყოველ წამში 1.2 მილიონი უჯრედი კვდება – სივრცეში გაბნეულ ცილოვან სტრუქტურებს იმუნური სისტემის ე.წ. ანტიგენწარმდგენი უჯრედები იწოვენ და თავიანთი მემბრანის ზედაპირებზე განათავსებენ. ანტიგენწარმდგენი უჯრედების როლი, სახელიდან გამომდინარე, ორგანიზმში არსებული უცხო სხეულების შეგროვება და იმუნური სისტემისთვის ინფორმაციის წარდგენაა. ამ შემთხვევაში, ანტიგენწარმდგენი უჯრედების მემბრანებიდან ამომართულ ცილოვან სტრუქტურებს ე.წ. T უჯრედები აფიქსირებენ, მათ საფრთხედ აღიქვამენ და განგაშს ტეხენ. NY Times T უჯრედი ორგანიზმში პათოგენის მოხვედრის თაობაზე იმუნური სისტემის იმ უჯრედებს აფრთხილებს, რომელთაც უცხო სხეულების განადგურება ევალებათ. ამ შემთხვევაში ამ როლს ე.წ. B უჯრედი ასრულებს, რომელიც, სიგნალის მიღებისთანავე იმ უჯრედების გასანადგურებლად მიემართება, რომელთა მემბრანაზეც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ცილოვანი სტრუქტურებია ამომართული. NY Times პროცესში შექმნილი და გამოყოფილი ანტისხეულები ორგანიზმში გარკვეული ხნით ნარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსით რეალურად ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსული უჯრედების მემბრანიდან ამომართულ ცილოვან სტრუქტურებს ამოიცნობს, მათ წინააღმდეგ უკვე გამოცდილ ანტისხეულებს წარმოქმნის და მარტივად გაანადგურებს. NY Times ფაიზერ-ბიონტექის ვაქცინა, კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურების საფუძვლიანად "დამახსოვრების" მიზნით, ორ ეტაპად, 21-დღიანი შუალედით კეთდება. ანალოგიური მიზეზით, ორჯერად, 28-დღიანი შუალედით აცრას საჭიროებს მოდერნას ვაქცინაც. სამწუხაროდ, ვაქცინების დროში გამოუცდელობის გამო, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გასტანს გამომუშავებული იმუნიტეტი. რაც შეეხება მწარმოებლებს, ფაიზერ-ბიონტექის ვაქცინა გერმანულ-ამერიკულ კოლაბორაციას წარმოადგენს. კლინიკური ცდებით დგინდება, რომ ვაქცინას ვირუსთან ბრძოლაში 95%-იანი ეფექტიანობა აქვს. 23 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნები ყველაზე აქტიურად სწორედ ფაიზერის ვაქცინას იყენებენ, Statista-ს ინფორმაციით, მწარმოებლის ვაქცინა 61 ქვეყანაში გამოიყენება. ვაქცინის პირველი 100 მილიონი დოზის ფასი $19.50 დოლარია. მოდერნა მასაჩუსეტსში დაფუძნებული კომპანიაა, რომელმაც ვაქცინა აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან კოლაბორაციით შექმნა. კლინიკური ცდების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 94.1%-ია. 23 თებერვლის მდგომარეობით, მოდერნას ვაქცინას 27 ქვეყანა იყენებს, ფასი კი $25-$37 დოლარს შორის მერყეობს. ასტრაზენეკა, ჯონსონ & ჯონსონი და გამალეია – ადენოვირუსებზე დაფუძნებული ვაქცინები კორონავირუსის გენომს იყენებენ ასტრაზენეკას, ჯონსონ & ჯონსონისა და გამალეიას(Sputnik V) ვაქცინებიც. თუმცა, ფაიზერისა და მოდერნასგან განსხვავებით, კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურების შექმნის ინსტრუქციას მწარმოებლები რნმ-ს ნაცვლად დნმ-ს მოლეკულაში ინახავენ. შექმნილ მოლეკულას ადენოვირუსის – ე.წ. გრიპის ვირუსის – უვნებელყოფილ უჯრედებში ათავსებენ. მიზანი ისაა, რომ ადენოვირუსმა, ადამიანის უჯრედში მოხვედრისას, მას წინასწარ გამზადებული დნმ გადასცეს და ზემოხსენებული ცილოვანი სტრუქტურების წარმოება დაავალოს. NY Times რადგან დნმ-ს მოლეკულა რნმ-ზე ბევრად მდგრადია, ასეთი ტიპის ვაქცინა ნულს ქვემოთ ტემპერატურას არ საჭიროებს – ასტრაზენეკას, ჯონსონ & ჯონსონისა და გამალეის ვაქცინები 2–8°C გრადუსზეც ინახება. აცრის მომენტში, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ადენოვირუსი უჯრედების ბირთვამდე აღწევს და მათ კორონავირუსის გენეტიკურ ინფორმაციას გადასცემს. NY Times წინასწარ მოდიფიცირებულ ადენოვირუსის უჯრედებს გამრავლება და ორგანიზმისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლიათ. მათი ერთადერთი ფუნქცია უჯრედისთვის კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურების შესაქმნელი ინსტრუქციის გადაცემაა. ბირთვში დნმ-ს ინექციის შემდეგ, ინსტრუქციის მატარებელი რნმ-ს მოლეკულები მიღებულ კოდს ჩაინიშნავენ და რიბოსომებს გადასცემენ. ამით იწყება წარმოების პროცესი. NY Times უჯრედის მიერ შექმნილი ცილოვანი სტრუქტურები მისივე ზედაპირზე ამოიმართება. უჯრედის სიკვდილის შემდეგ, სტრუქტურებს ჩვენთვის უკვე ნაცნობი ანტიგენწარმდგენები შთანთქავენ და ზედაპირზე განათავსებენ. T უჯრედები კი ამ სურათს განგაშის ატეხვით შეხვდებიან: NY Times ამის შემდეგ, T უჯრედები "გამანადგურებელ" B უჯრედებს გაააქტიურებენ, რომლებიც ცილოვანი სტრუქტურების მქონე უჯრედების ლიკვიდაციას დაიწყებენ: NY Times პროცესში შექმნილი და გამოყოფილი ანტისხეულები ორგანიზმში გარკვეული ხნით ნარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსით რეალურად ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსული უჯრედების მემბრანიდან ამომართულ ცილოვან სტრუქტურებს იცნობს, მათ წინააღმდეგ უკვე გამოცდილ ანტისხეულებს გამოყოფს და მარტივად გაანადგურებს. ასტრაზენეკას ვაქცინა ორ ეტაპად, 28-დღიანი დაშორებით კეთდება, Sputnik V – 21 დღიან შუალედს საჭიროებს, ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინა კი ერთჯერადი გამოყენებისაა. რაც შეეხება მწარმოებლებს, ასტრაზენეკას ვაქცინა ბრიტანულ-შვედური კომპანიისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლაბორაციით შეიქმნა. კლინიკური ცდები აჩვენებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 62-90% შუალედში მერყეობს. ვაქცინას, თებერვლის მდგომარეობით, 41 ქვეყანა იყენებს და მისი საშუალო ფასი $25-37 დოლარია. გამალეიას კვლევითი ინსტიტუტი რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრის ქვედანაყოფია. კლინიკური ცდების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 91.6%-ია. თებერვლის მდგომარეობით, Sputnik V ვაქცინას 9 ქვეყანა იყენებს, ფასი კი $10 დოლარია. ჯონსონ & ჯონსონი კი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ვაქცინას ბელგიაში დაფუძნებული ფილიალის მეშვეობით ქმნის. კლინიკური ცდების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 72%-მდეა, ფასი კი $10 დოლარს უტოლდება. ვაქცინა, თებერვლის მდგომარეობით, მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში გამოიყენება. ნოვავაქსი – ცილოვან ნანონაწილაკებზე დაფუძნებული ვაქცინები ზემოთ განხილული ვაქცინების მსგავსად, იმუნიზაციისთვის ნოვავაქსის ვაქცინაც კორონავირუსის გენეტიკურ ინფორმაციას იყენებს, მაგრამ პროცესი განსხვავებულია. ვაქცინის წარმოების პირველ ეტაპზე მეცნიერები კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურების შესაქმნელ ინსტრუქციას სხვა ვირუსში ათავსებენ, ამჯერად, ადენოვირუსის ნაცვლად – ბაკულოვირუსში. ვირუსს ჩრჩილის უჯრედში უშვებენ, რომელიც ინფორმაციის მიღებისთანავე იწყებს სტრუქტურების შექმნას. NY Times ჩრჩილის უჯრედის სიკვდილის შემდეგ მიმოფანტულ ცილოვან სტრუქტურებს მეცნიერები აგროვებენ და ნანონაწილაკის ფორმას აძლევენ. ანალოგიური მეთოდი გამოიყენება ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესშიც. ნანონაწილაკი გარეგნულად კორონავირუსს წააგავს, მაგრამ ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხოა. ნოვავაქსის ვაქცინა მილიონობით ასეთ ნაწილაკს შეიცავს, რომლებსაც იმუნიზაციისას ადამიანის მხარში უშვებენ. NY Times მას შემდეგ, რაც ნანონაწილაკები ორგანიზმში მოხვდება, ჩვენთვის უკვე ცნობილი სქემა ვითარდება: ნაწილაკებს ანტიგენწარმდგენი უჯრედები შთანთქავენ და თავიანთ ზედაპირებზე განათავსებენ, ზუსტად ისე, როგორც კორონავირუსის უჯრედები. ამ სანახაობის შემსწრე T უჯრედები იმუნური სისტემის "მკვლელ" უჯრედებს გაააქტიურებენ და საბრძოლო ოპერაციაც დაიწყება. კორონავირუსის ცილოვანი სტრუქტურების მქონე ყველა უჯრედის განადგურების შემდეგ, ორგანიზმი ამ ინფორმაციას შეინახავს და სამომავლოდ, პოტენციური ინფიცირების შემთხვევაში გამოიყენებს. NY Times ნოვავაქსის ვაქცინა ორ ეტაპად, 21-დღიანი დაშორებით კეთდება. სამწუხაროდ, ვაქცინის დროში გამოუცდელობის გამო, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გასტანს გამომუშავებული იმუნიტეტი. ნოვავაქსი მერილენდის შტატში დაფუძნებული კომპანიაა. ვაქცინა ჯერ კიდევ სატესტო ფაზის დასრულების პროცესშია, თუმცა იანვარში გამოქვეყნებული კლინიკური ცდები 89%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. თებერვლის მდგომარეობით, ვაქცინა არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება. მისი ფასი $16 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. სინოფარმი – გაუვნებელყოფილი პათოგენით შექმნილი ვაქცინები სინოფარმის ვაქცინის მოქმედების მექანიზმი ყველა ზემოთ განხილულისგან განსხვავდება. ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამოცდილი მეთოდი ორგანიზმში დასუსტებული ან უვნებელყოფილი კორონავირუსის უჯრედების შეყვანას გულისხმობს, რომელთაც იმუნური სისტემა უპირისპირდება, ამარცხებს და იმახსოვრებს. ანალოგიურად მოქმედებს ცოფისა და A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინები. მწარმოებლები კორონავირუსს ბიორეაქტორებში ამრავლებენ. რეპროდუქციის შემდეგ ვირუსებს ბეტა-პროპიოლაქტონის ხსნარში ათავსებენ, რითაც მათ მავნებლობასა და ზიანის მიყენების უნარს ზღუდავენ. ვაქცინაციის მომენტში ადამიანის მხარში სწორედ ვირუსისა და გამანეიტრალებელი ხსნარის ნარევი შეჰყავთ. NY Times ვირუსის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრიდან ისეთივე იმუნური რეაქცია ვითარდება, როგორიც ზემოთ განვიხილეთ. მას შემდეგ, რაც ორგანიზმი უვნებელი კორონავირუსის უჯრედების დამარცხებას ისწავლის, რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩენისას პათოგენს მარტივად გაუმკლავდება. ვაქცინა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ, ადრეულ 2020-ში შეიქმნა. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის, სინოფარმის მიხედვით, კლინიკურ ცდებში ვაქცინა 79%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. თებერვლის მდგომარეობით, ვაქცინა 10 ქვეყანაში გამოიყენება. მისი სავარაუდო ფასი $14 დოლარამდეა. http://tbl.ge/5fva Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. „კოვაქსი“ მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება. თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „კოვაქს პლატფორმაში“. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“. Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 On 2/28/2021 at 2:14 AM, Moor said: რით განსხვავდება ფაიზერის, ასტრაზენეკასა თუ რუსული Sputnik V-ის ვაქცინები? გავრცელების არეალით. ვაქცინები ჩაფიქრებულია როგორც გავლენის სფეროების იზოლაციის მექანიზმი. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა