Jump to content
×
×
  • Create New...

დემოკრატია და მორალი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ჩემთვის კი არა, ბუნებისთვისაა ეგ პრინციპი მისაღები, მე კიდევ ბუნების ნაწილი ვარ და თან არ მაქვს უაზროდ სამტვრევი რქები

ანუ 10 ტიპიან ჯგუფში, ხმა რომ მისცეთ შენი საფულედან ფული ამოიღონ და გაინაწილონ თუ არა, შენ ხმა მისცე არა-ს და სხვებმა კი-ს, შენთვის არამარტო შედეგი, არამედ სისტემაც მისაღები იქნება?

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Damnoc said:

ანუ 10 ტიპიან ჯგუფში, ხმა რომ მისცეთ შენი საფულედან ფული ამოიღონ და გაინაწილონ თუ არა, შენ ხმა მისცე არა-ს და სხვებმა კი-ს, შენთვის არამარტო შედეგი, არამედ სისტემაც მისაღები იქნება?

:D
გავემიჯნები მასეთ კენჭისყრას თავიდანვე

ზოგადად გითხარი ზემოთვე, ან უნდა თავი არიდო, ან შეეგუო, ან შეაკვდე

თუ უმრავლესობაში გადასვლა არ გინდა

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

თუ უმრავლესობაში გადასვლა არ გინდა

თემაა გახსნილი ზუსტად ამ საკითხზე რაზეც ჩამოვედით.

შენი აზრით უმრავლესობის არჩევანს რაღაც საზღვარი არ უნდა ჰქონდეს? რამე ფილტრში არ უნდა გადიოდეს ის რაზეც მერე დემოკრატიულად ხმას მივცემთ?

ანუ მორალურობაზე არ გვაქვს ადამიანებს პრეტენზია?

ჯუნგლების კანონების ინსტიტუციონალიზებულ ვარიანტში ვცხოვრობთ უბრალოდ?

Share on other sites

ვიზიტორი
1 საათის წინ, Damnoc said:

ჯერ ერთი, ფილოსოფიური ჭრილიდან პრაქტიკულში გადმოგაქვს თემა. პრობლემა კი არ არის მაგრამ უბრალოდ უნდა ითქვას ეს. აქ ნაპოვნი პასუხი დასმული კითხვის პასუხი არ იქნება.

 

აბა ფილოსოფია რა ჭირად მჭირდება საქმე თუ არ გამმიკეთა ტვინის საფხანად? 

შავით თეთრზე ნაწერი იდეების ფუნქცია  რა ღლეა თუ არა მათი პრაქტიკაში გამოყენება? 

1 საათის წინ, Damnoc said:

ხოდა თუნდაც პრაქტიკულად, შენ გაწყობს სისტემა სადაც შენი ჩარევვის გარეშე იქამდე მოგწველის სახელმწიფო სანამ ფიწალით და ჩირაღდანით ხელში ქუჩაში გამოსვლისგან ერთ ნაბიჯში არ იქნები?

 

დემოკრატია რომ უმრავლესობის ტირანიაა ეგეც ვიცით ხო?  მდიდრები მუდმივად ცდილობენ საკუთარი რესურსის სახელმწიფოებისგან მოტეხვას, მაგიტოც გვაქვს ცნება შავი ბუღალტერია, ოფშორები, სხვა და სხვა ტიპის ეკონომიკური ზონები რომ მეტის შენახვა და შოვნა შეძლონ, ეს ხერხია შენნაირების პოვნის და გაერთიანების. მე იმის მომხრე ვარ რომ სახელმწიფომ არ გადაიმასქნას თავზე, დანარჩენი სიტუაციურად, ერთ შაბლონს ვერ განვაზოგადებ დედამიწის ყველაა რეგიონისთვის ყველა კულტურისთვის და ყველა საზოგადოებისთვის. თუ საზოაგდოება ითმენს მონათმფლობელობას მათი არჩევანია. პრაქტიკაში კიდევ რაც უფრო მეტი რესურსი გაქვს მით უფრო საჭირო ხარ უმრავლესობისთვის, პროსტა ტაკ შენს ოქროს საბადოებს არ აქვთ ღირბეულება ამ ღირებულებას მასზე მოთხოვნა განაპირობებს, ანუ მდიდარს მოხმარების ბაზარი ჭირდება ახლა შენ გადაწყვიტე ამ დილემაში რა როგორ ჯობია, თუ ჭკვიანი ხარ გაურიგდები ხელისუფლებას, მიდგები მოდგები რამე ეკონომიკურ ზონას გლიჯავ იპოვი ლაზეიკას ადგილობრივ კანონმდებლობაში...

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Damnoc said:

ანუ მორალურობაზე არ გვაქვს ადამიანებს პრეტენზია?

გვაქვს იდეაში, თუმცა იმ მორალურობასაც უმრავლესობა განსაზღვრავს და აქვს აზრი?

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

ვიზიტორი
7 minutes წინ, Damnoc said:

ანუ მორალურობაზე არ გვაქვს ადამიანებს პრეტენზია?

 

რა ვი  მე არა . მორალს აქვს კულტურული სარჩული მარა მაინც ინდიიდი აწარმოებს მას. ვიღაცის მორალური კანონი ჩემთვის ტუალეტის ქაღალდი შეიძლება იყოს და პირიქით. 

ონლაინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

გვაქვს იდეაში, თუმცა იმ მორალურობასაც უმრავლესობა განსაზღვრავს და აქვს აზრი?

ოო აუ მანდ მარხია ძაღლის თავი, მორალური კანონი შენ არ გაკავებს სამართლებრივი კანონისგნა განხვავებით, სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის ანა ბანა პირველ რიგში მორალური კლიშეების დამარცხებას და მერე ქმედებას მოითხოვს, კაცობრიობა ეგრე არ  განვითარებულა... 

Share on other sites

  • ფორუმელი

@საწყალი ოსვალდო რიოსი @mulan

მკვლელობა, ქურდობა, გაუპატიურება, დ.ა.შ. მხოლოდ იმიტომ არის ამორალური რომ უმრავლესობა შევთანხმდით?

და თუ გადავთქვამთ მორალური გახდება ეს ყველაფერი?

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, mulan said:

მორალური კანონი შენ არ გაკავებს სამართლებრივი კანონისგნა განხვავებით,

ძალიან კარგად მაკავებს, მაგალითად ქუჩაში რომ არ ვშარდავ და ნაგავს არ ვყრი, თორემ სამართლებრივი უფრო შეიძლება დამეკიდებინა, თუკი სამართალდამცველი ვერ დამინახავდა

4 minutes წინ, Damnoc said:

@საწყალი ოსვალდო რიოსი @mulan

მკვლელობა, ქურდობა, გაუპატიურება, დ.ა.შ. მხოლოდ იმიტომ არის ამორალური რომ უმრავლესობა შევთანხმდით?

და თუ გადავთქვამთ მორალური გახდება ეს ყველაფერი?

ჰო, აბა? უმრავლესობა თუ მორალურად ჩათვლის, ეგ იქნება იმ საზოგადოების ზნეობა, თუმცა რა თქმა უნდა ცალკეული ინდივიდები შეიძლება მაინც ამორალურად თვლიდნენ

თუმცა ამორალურ რამეებზე ცოტა ზემოდანაც იყო ნაკარნახები :D

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share