Jump to content
×
×
  • Create New...

დემოკრატია და მორალი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

მერე, არ იყო ჩართული ეგ მდიდარი მაგ ცვლილებებში?

ეგ არის თემის არსი მერე. დემოკრატიის ფარგლებში, 1%-ს ძალა არ აქვს რომ 99%-ის ტირანიას შეეწინააღმდეგოს.

3 მგელი და 1 ცხვარი რომ ხმას მიცემენ იმაზე დღეს სადილად რა იქნება, ცხვარი "ცვლილებებში ჩართული" გამოდის შენი სტანდარტით?

ონლაინ, mulan said:

ამის შიშით ვერ გავმდიდრებულვარ? 

აი რა შუაშია ეს რამესთან?

იყო კონტრაქტი რომ ვიხდიდი 30 ლარს და ადექი და შემიცვალე შუა გზაში, შეუთანხმებლად, რომ დღეიდან უნდა გადავიხადო 35. რას ცვლის აქ ის, ეს რამე გადაწყვეტილებას შემაცვლევინებს თუ არა?

2 minutes წინ, mulan said:

რაღაცნაირი სიამაყის განცდაა როცა გადასახადებს იხდი

დედამიწაზე არცერთი მთავრობა არ ზღუდავს ადამიანს რომ მეტი გადაიხადოს ვიდრე დაწესებულია.

ვისაც ეგ გრძნობა უღირს ფულად, ის ნებაყოფლობითაც იზამს მაგას.

ჩვენ ძალადობის თემაზე ვართ.

 

Share on other sites

ვიზიტორი
5 minutes წინ, Damnoc said:

იყო კონტრაქტი რომ ვიხდიდი 30 ლარს და ადექი და შემიცვალე შუა გზაში, შეუთანხმებლად, რომ დღეიდან უნდა გადავიხადო 35. რას ცვლის აქ ის, ეს რამე გადაწყვეტილებას შემაცვლევინებს თუ არა?

რაზე მიტრაკებ? 

სახელმწიფოს რომელსაც შენ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა გადაეცი მას მოთხოვე პასუხი ადამიანო... ჩათვალა რომ საჭიროა გაზარდა და გიპრავებს. სანამ მაგრად არ შეგაწუხებს მდიდრების აჯანყებას ვერ მივიღებთ... თუმცა მდიდრების მხარეს ღარიბები არასდროს იბრძოლებენ, ამიტომ უსამართლოდ მარა მასის კეთილდღეობას ეწირებით...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, mulan said:

ჩათვალა რომ საჭიროა გაზარდა და გიპრავებს.

აქ ცხოვრებით იმაზე აწერ ხელს რომ რასაც საჭიროდ ჩათვლის სახელმწიფო ის გიქნას?

საჭიროდ რომ ჩათვალოს ჯარის მორალის ასამაღლებლად შენი ბარაკების გვერდით ხეზე მიბმა, ეს შენთვის მისაღებია?

Share on other sites

ვიზიტორი
ონლაინ, Damnoc said:

აქ ცხოვრებით იმაზე აწერ ხელს რომ რასაც საჭიროდ ჩათვლის სახელმწიფო ის გიქნას?

 

არა მე ხელს იმაზე ვაწერ რომ ჩემი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების წილ იყოს დაცული, ჩემი ქონება იყოს დაცული და არ მპარავდნენ სხვა ჩემნაირები აი სახელმწიფო რომ გპარავს სოც ბალანსის გამო ეგ ახალი კონტრაქტის ახალი პირობებია. შეგვიძლია ავჯანყდეთ ამაზე ხელი არ მოგვიწერიაო :givi: 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, mulan said:

შეგვიძლია ავჯანყდეთ ამაზე ხელი არ მოგვიწერიაო

ჯერ ერთი, ფილოსოფიური ჭრილიდან პრაქტიკულში გადმოგაქვს თემა. პრობლემა კი არ არის მაგრამ უბრალოდ უნდა ითქვას ეს. აქ ნაპოვნი პასუხი დასმული კითხვის პასუხი არ იქნება.

ხოდა თუნდაც პრაქტიკულად, შენ გაწყობს სისტემა სადაც შენი ჩარევვის გარეშე იქამდე მოგწველის სახელმწიფო სანამ ფიწალით და ჩირაღდანით ხელში ქუჩაში გამოსვლისგან ერთ ნაბიჯში არ იქნები?

გაწყობს იყო ის აქლემი რომელიც ზუსტად იმ დონეზეა დატვირთული რომ კიდევ ერთი თივის ღერი ზურგს ჩაგიმტვრევს?

და თან, დემოკრატიის პირობებში, როცა 1% ხარ პოპულაციის და სხვებს აწყობთ შენი წველა, ვის რას დააკლებ რო გამოხვალ ქუჩაში?

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Damnoc said:

დემოკრატიის პირობებში, როცა 1% ხარ პოპულაციის და სხვებს აწყობთ შენი წველა, ვის რას დააკლებ რო გამოხვალ ქუჩაში?

ამიტომ, დაეხმარე იმ 99%-ს, რომ 1% კი არ იყო მდიდარი, 10 იყოთ და 20 და 25 და მაშინ უკვე დააკლებთ, მაგაშია საქმე.

თუ არა  და, თუ მაინც გინდა რომ მარტო შენ იყო მდიდარი, მაშინ კი გეცოდინება საწყალი ალ კაპონე რისთვის დაიჭირეს 

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ამიტომ, დაეხმარე იმ 99%-ს, რომ 1% კი არ იყო მდიდარი, 10 იყოთ და 20 და 25 და მაშინ უკვე დააკლებთ, მაგაშია საქმე.

ყოველთვის ვიღაც იქნება უმცირესობაში, და შენთვის მისაღებია რომ უმრავლესობა ძალადობდეს უმცირესობაზე? 51% 49%-ზე?

ჰეტეროსექსუალები ჰომოსექსუალებზე, რელიგიურები არა-რელიგიურებზე, ჯანმრთელები ავადმყოფებზე, დ.ა.შ.?

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Damnoc said:

ყოველთვის ვიღაც იქნება უმცირესობაში, და შენთვის მისაღებია რომ უმრავლესობა ძალადობდეს უმცირესობაზე? 51% 49%-ზე?

ჰეტეროსექსუალები ჰომოსექსუალებზე, რელიგიურები არა-რელიგიურებზე, ჯანმრთელები ავადმყოფებზე, დ.ა.შ.?

ჩემთვის კი არა, ბუნებისთვისაა ეგ პრინციპი მისაღები, მე კიდევ ბუნების ნაწილი ვარ და თან არ მაქვს უაზროდ სამტვრევი რქები

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share