ფორუმელი Damnoc Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს კონცეპტუალურად ერთმანეთისგან გაყოფილი ის რაც მორალურია და ის რაც კანონიერია. კანონით ზომავენ მოქმედების მორალურობას პრინციპში. ხოდა ძალიან უცნაურად მხვდება ეს თვალში. ეჭვს მიჩენს რომ კანონი რახან არსებობს, თავს აღარ იწუხებენ თვითონ ფიქრით იმაზე თუ რა არის მორალური და რა არა. ანუ მორალური კომპასის აუთსორსინგს აკეთებენ ენერგიის ეკონომიის მიზნით. ხოდა მაინტერესებს ვინ რას ფიქრობთ ამაზე. ჯგუფური გაუპატიურებიდან 9 ადამიანი რომ კმაყოფილი რჩება და ერთი უკმაყოფილო, ეს ფაქტი ამას "აპრავებს"? თუ არა, აბა მაშინ რა ტრაკით ვთვლით რომ "მდიდრებისთვის" ბევრად მაღალი გადასახადების დაწესება მოსულა? პატარა ჯგუფია და მაგის ხარჯზე გამოდის რომ ვჩაგრავთ . . . დემოკრატიულად. ანუ ის საკითხი რომელიც დადგება დემოკრატიული არჩევანის წინაშე, სანამ იქამდე მივა, მორალის ფილტრში არ უნდა იყოს გატარებული? Share on other sites More sharing options...
ვიზიტორი Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 1 minute წინ, Damnoc said: ანუ მორალური კომპასის აუთსორსინგს აკეთებენ ენერგიის ეკონომიის მიზნით. აჰამ კოგნიტური სიზარმაცეა. ახლა კიდევ ამაზზე დააფიქრე მაიცა რა, ერთხელ უკვე რაღაც მსგავსს კანონი უწოდა და ეგეც საკმარისია, სტრუქტურული წარმონაქმნით და ასოციაცურად მისთვის მორალიც ეგეთია... 3 minutes წინ, Damnoc said: თუ არა, აბა მაშინ რა ტრაკით ვთვლით რომ "მდიდრებისთვის" ბევრად მაღალი გადასახადების დაწესება მოსულა? პატარა ჯგუფია და მაგის ხარჯზე გამოდის რომ ვჩაგრავთ . . . დემოკრატიულად. ველური კაპიტალიზმის ეგ ეტაპი დასავლეთის ქვეყნებმა უკვე გაიარეს, მდიდარი რომ უფრო არ გამდიდრდეს და ღარიბი სულ ღარიბი არ იყოს და ოდნავ მაინც იუმჯობესებდეს თავის მდგომარეობას ამ შესაძლებლობას ქმნის მდიდრებისგან მეტის აღება მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ მდიდარი მდიდარია, რაღაცნაირ უცნაურ პროპორციულობას აჯენენ უფროსი ხარ დაუთმეო არავის უთქვამს შენთვის? მე მთელი ცხოვრებაა მესმის რომ ჩემი ძმის ღლეობები გავატარო იმიტომ რომ უფროსი ვარ. ვიღაც ჩლუნგია არ ესმის და მე ვუტარებ იმიტომ რომ ყველანი თუ არა ის უეჭველი დაზარალდება თუ არ გავუტარებ, არის სიტუაციები როცა რესურსიდან გამომდინარე მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება ხოლმე არ მინდა უფრო დეტალური კონკრეტული მაგალითების მოყვანა... სოციუმის ერთობისთვის, ამინდის შენარჩუნებისთვის კეთდება ეს იმიტომ რომ აფილაციის ტენდენცია ინდივიდს ევოლუციურად აქვს და რაც მეტი გაქვს რესურსი მით მეტს დებ ამაში... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 18 იანვარი, 2021 Author Posted 18 იანვარი, 2021 1 minute წინ, mulan said: უფროსი ხარ დაუთმეო არავის უთქვამს შენთვის? მე მთელი ცხოვრებაა მესმის რომ ჩემი ძმის ღლეობები გავატარო იმიტომ რომ უფროსი ვარ. არჩევანში განსხვავება მულანჩიკ. ჩვენ რომ მდიდრებს ნამუსზე ვაგდებდეთ უბრალოდ, ეს სხვა თემა იქნებოდა, მაგრამ ციხეში ვსვამთ თუ იმდენს არ გადაიხდიან რაც დავუწესეთ. ვძალადობთ. შენს მაგალითში მაგის ანალოგი იქნებოდა რომ როცა არ დაუთმობ შენს ძმას რაღაცას, ვიღაც დიდი ტიპი მოვიდეს და ყუთში ჩაგკეტოს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 3 minutes წინ, Damnoc said: ჩვენ რომ მდიდრებს ნამუსზე ვაგდებდეთ უბრალოდ, ეს სხვა თემა იქნებოდა, მაგრამ ციხეში ვსვამთ თუ იმდენს არ გადაიხდიან რაც დავუწესეთ. ვძალადობთ მაიცა, კაცო, რომ გამდიდრდა, მერე დავუწესეთ ახალი კანონი, რომ მეტი უნდა იხადოო? ხომ იცოდა თავიდანვე, რომ გამდიდრებისას მეტის გადახდა მოუწევდა და გააზრებულად, თავის ნებით წავიდა მაინც მაგ მსხვერპლზე? შემთხვევით შემოემდიდრა თუ რა, სადაა ძალადობა? მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ვიზიტორი Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 4 minutes წინ, Damnoc said: ჩვენ რომ მდიდრებს ნამუსზე ვაგდებდეთ უბრალოდ, ეს სხვა თემა იქნებოდა, მაგრამ ციხეში ვსვამთ თუ იმდენს არ გადაიხდიან რაც დავუწესეთ. ვძალადობთ. ხო გადასახადების დაფარვის გამო კიდევ უფრო დიდი ჯარიმა ან ციხე მარაზმია ნამდვილად მაგრამ ეგეც პრავდება, ამხელა რესურსის მქონე ადამიანთა ჯგუფს შეუძლიათ საკუთარი ბაბლიდან არ გამოვიდნენ და დაბლა ჭიჭყინა მასის ხმა და მორალური შეჩვენებები დაიკიდონ ბალანსის დაჯენისთვის კეთდება რა, ის რაც შეიძლება მხოლოდ შენ გქონდეს და არაფერი ისეთი არ შეგძინოს ამან უბრალოდ 000 ები ანგარიშზე და სტატუსი რომელიც ისედაც გაქვს და ზღვრულია ეგ სტატუსიც მას ვისაც არაფერი აქვს ბევრ რამეს აძლევს, შესაძლებლობას აძლევს... თემში რომ ნანადირევის გაყოფა ხდებოდა იგივეა აქაც... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 18 იანვარი, 2021 Author Posted 18 იანვარი, 2021 1 minute წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said: შემთხვევით შემოემდიდრა თუ რა, სადაა ძალადობა? ხომ ვცვლით საგადასახადო მიდგომებს პერიოდულად? ხოდა მაგალითად ერთერთი ცვლილების შედეგად 30-დან 35 პროცენტზე მოვუმატეთ გადასახადები. ონლაინ, mulan said: ამხელა რესურსის მქონე ადამიანთა ჯგუფს შეუძლიათ საკუთარი ბაბლიდან არ გამოვიდნენ და დაბლა ჭიჭყინა მასის ხმა და მორალური შეჩვენებები დაიკიდონ შენ რომ შეგეძლოს დაიკიდო რას გეუბნებიან და არ დაუთმე შენს ძმას, რაც მაგ ეტაპზე შენი პრეროგატივაა. ეგ აპრავებს იამს რომ ვიღაც მოვიდეს და ყუთში ჩაგსვას? თუ გაქვს არჩევანი ა და ბ, მაგრამ თუ აირჩევ ბ-ს - დაისჯები. არჩევანი გაქვს? Share on other sites More sharing options...
ვიზიტორი Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 ონლაინ, Damnoc said: ხოდა მაგალითად ერთერთი ცვლილების შედეგად 30-დან 35 პროცენტზე მოვუმატეთ გადასახადები. ამის შიშით ვერ გავმდიდრებულვარ? რაღაცნაირი სიამაყის განცდაა როცა გადასახადებს იხდი, ამ დროს იაზრებ რომ იშრომე და დოვლათი შექმენი შენი წვლილი შეგაქვს სოციუმის ფუნქიცონირებაში, საამაყო არის და რაც მეტს აკეთებ მით უფრო საამაყოა, რაღაცნაირი თვითკმაყოფილება გიპყრობს, ნუ მე ყოველ შემთხვევაში ეს განცდა მაქვს ხოლმე... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 1 minute წინ, Damnoc said: ხომ ვცვლით საგადასახადო მიდგომებს პერიოდულად? ხოდა მაგალითად ერთერთი ცვლილების შედეგად 30-დან 35 პროცენტზე მოვუმატეთ გადასახადები. მერე, არ იყო ჩართული ეგ მდიდარი მაგ ცვლილებებში? მერავი, ჩემ დროს კი ვიწვევდით ყველა შესაბამისი სექტორის წარმომადგენელს ცვლილების მიღებამდე და მათთან ერთად განვიხილავდით მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა