ფორუმელი Holden Caulfield Posted 16 იანვარი, 2021 Posted 16 იანვარი, 2021 (შესწორებული) @marguerite მოკლედ მოვიცალე ამის დასაწერად ინგრედიენტები სქრინზეა ნუ ყოფ 8 ნაწილად პირველ ფენას აბრტყელებ ისე რომ კიდეებზე გადმოვიდეს უსვამ კარაქს და აფენ მოხარშულ ფენას ისევ უსვამ გამდანარ კარაქს ოთხ ფენას რომ ასე გააკეთებ შუაში აყრი ყველს.. ყველაიან ფენას არ უნდა კარაქი და ამატებ მოხარშულ ფენებს ანუ პირველი და ბოლო ფენა არ უნდა მოხარშო და არაფერი წაუსვა თან უფრო დიდზე უნდა გააბრტყელო დანარჩენს ხარშავ და უსვამ კარაქს ხო ახლა პატარა ეშმაკობები ცომი მაგარი მოზილე და აუცილებლად დაასვენე მაცივარში მინიმუმ 30 წუთი სმოსახარში ფენები მაქსიმალურად გაბრტყელე ოთხად გაჭერი და ისე მოხარშე სხვა შემთხვევაში დაგეგლიჯება ვინმე დაიხმარე პირველ ეტაპზე სანამ შენ ცომებს მოხარშავ და მერე ცივ წყალში გაავლებ ის გააბრტყელებს და უცეებ გააკეტებთ და ძაან არც დაიღლები მოკლედ რომ ააწყობა აჩმას თავზე უსვამ კვერცხის გულს მე ცოტა წყალში ვაზავებ ხოლემ და ვჭრი დიიიიდი დანით სჯობს დანა დაასველო და ისე დაჭრა თანაბარ ნაწილებად შეასკუპე ღუმელში და როცა კარგად გადაიბრაწება უკვე მზადაა Edited 16 იანვარი, 2021 by Holden Caulfield 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 17 იანვარი, 2021 Author Posted 17 იანვარი, 2021 აჭარული ხაჭაპური ცომისთვის: 500გრ ფქვილი 220-250გრ წყალი საფუარი შაქარი მარილი 2ც კვერცხი შემთბარ ფქვილში ან წყალში შევურიოთ ყველა ინგრედიენტი და მოვზილოთ ცომი, შევფუთოთ და დაველოდოთ ამოფუებას. შემდეგ დავაგუნდაოთ 120 გრამიან ნაწილებად და დავაფაროთ თავზე. შიგთავისისთვის: 900 გრამი იმერული ყველი 150 გრამი სულგუნი 3 კვერცხი ავურიოთ ყველაფერი ერთმანეთში და დავყოთ 150 გრამიან ნაწილებად. შევდგათ მაცივარში გასაციებლად. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ ცომი და მივცეთ შესაბამისი ფორმა. ეს აჭარული ისედაც ცომგამოცლილია, გვერდებში აქვს ყველი და ისე აქვს მიცემული ფორმა.ჟარონა შევდგათ ცხელ ღუმელში. გამოვაცხოთ 300 გრადუსზე. დაახლოებით 5-7 წუთით ადრე გამოვიღოთ და დავახალოთ კვერცხი. ბოლოს დავადოთ ზემოდან კარაქი. 1 ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 17 იანვარი, 2021 Posted 17 იანვარი, 2021 @marguerite აუ აჭარულის ფორმის ლობიანები როო გამიგვიცხო დედაშენმა ❤️ სახლში მომზადებული მაიონეზი 1 კვერცხი 1 ჩაის კოვზი შაქარი მარილი მდოგვი 1 სუფრის კოვში ლიმმის წვენი ზეთი 200 გრ გვჭირდება ხელის ბლენდერი ბლენდერის ჭიქაში ჩავასხათ კვერცი შაქარი მდოგვი მარილი და ლიმნის წვენი და რამდენიმე წამი ვთქვიფოთ და ნელ ნელა დავამატოთ ზეთი სულ ესაა :შ მდოგვი და მარილი არასავსე კოვზი ინტენსიური გემო აქვს მდოგვს მარილი გემოვნების ამაბავი მე ნაკლებად მლაშე მომწონს ზეთის რაოდენობაც შეგიძლიათ აკონტროლოთ თუ უფრო მდგრადი კონსისტენციის გინდათ იყო ზეთი შეგიძლიათ დაამტოთ 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 17 იანვარი, 2021 Author Posted 17 იანვარი, 2021 @Holden Caulfield დედაჩემმა ოღონდ კორონა გადავიდეს და რასაც მეტყვითო ეს მგონი, ყველაზე საჭირო რამ იყო, არის რაღაცები რაშიც მე მაიონეზი ვერ ამოვიღე, ამიტომ სახლში უნდა მოვამზადო ამ რეცეპტით ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 17 იანვარი, 2021 Author Posted 17 იანვარი, 2021 ურეცეპტოდ ღუმელში შევწვი ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 20 იანვარი, 2021 Posted 20 იანვარი, 2021 ქეთომ გამიკეთა ქაათმის ხორცის შაურმა და მომეწონა@marguerite 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 20 იანვარი, 2021 Author Posted 20 იანვარი, 2021 @Holden Caulfield ოსპის წვნიანიც დაწერე ქეთოს რეცეპტით, საუკეთესო იყო ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 22 იანვარი, 2021 Author Posted 22 იანვარი, 2021 ღუმელში შემწვარი ქათამი ბოსტნეულით მაწონში ვურევ აჯიკას, ზეთს, ლიმონის წვენს და ქათამს ვამარინადებ მთელი ღამე. მეორე დღეს შევაცუნცულებ(ასე უფრო რბილი გამოდის, რადგან ფოლგის გარეშე ვწვავ ღუმელში)მაღალ ტემპერატურაზე ღუმელში და მომზადებამდე 35 წუთით ადრე მოვუწყობ ირგვლივ რა ბოსტნეულიც მაქვს(მაგ:კარტოფილი, ყვავილოვანი, ბროკოლი, სტაფილო...) ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა