Jump to content
×
×
  • Create New...

შინაურული რეცეპტები


marguerite
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

დავწეროთ და დახევმაროთ ერთმანეთს სახლური, ოჯახური კერძების მომზადებაში.

ბოლოს რაც მოვამზადე იმით დავიწყებ.

 

სოკოს სალათა

 

დაგვჭირდება:

1 ქილა სოკო(ქილის მქონდა)

1 საშუალო ქილა სიმინდი

ნახევარი ჭიქა ბრინჯი

თითო-თითო სამივე ფერის ბულგარული(სილამაზისთვის)

2 საშუალო ზომის სტაფილო

ნახევარი ქილა მწვანე ზეთისხილი(აქ შავი აქვს, მაგრამ მწვანე ჯობს)

მარილი

შავი წიწაკა

 

მომზადება:

ბრინჯვს ვხარშავთ იმ დონემდე რომ იყოს ,,ფანტია". ვჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად ბულგარულს და სტაფილოს და ვშუშავთ ცოტა ზეთში, შემდეგ ვაყრი სოკოს და თავმოხდილში მაღალ ცეცხლზე ვტოვებ, რომ ოდნავ მოიბრაწოს. ვამატებ მოხარშულ ბრინჯს, სიმინდს, მარილს და შავ წიწაკას, ვაცადებ გაციებას და შემდეგ ვაყრი მწვანე ზითისხილს(აქვე, ვცადე შავით, მაგრამ არ მომეწონა, მწვანეს ოდნავ სიმჟავე უხდება). გემრიელად მიირთვით

 

 

138420481_162738985329530_1559551351412403681_n.jpg

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

კომბოსტოს სალათა

 

ნახევარი საშუალო თავი კომბოსტო

2 სტაფილო

2 ბულგარული(წითელი და ყვითელი, ფერთა გამისთვის)

ცოტა მწვანე ხახვი

კამა

ოხრახუში

ლიმონის წვენი

მარილი

დაფხული შავი წიწაკა

ზეთი

 

ყველაფერს ვჭრი დაახლოებით ერთ ზომად, ვურევ ერთმანეთში, ვასხამ ზეთს, ვაყრი შავ წიწაკას და მზადაა. მარილი უკეთდება ჭამის წინ. თუ მანამდე გაუკეთებთ სითხე გამოუვა კომბოსტოს და ზომა-ფორმა დაეკარგება ბოსტნეულს. 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

ვიზიტორი

:lol:

კაი თემაა გურა. აქ დაიდება კომერციული საიდუმლოებები!

 

:love:

ისე ფოტოებიც მივაყოლოთ ხოლმე კაი იქნება. 

Share on other sites

  • ფორუმელი

ფოტოებიც იქნება აუცილებლად. ამეების არ მაქვს, ვერ გავითვალისწინე :hahaaa:

 

 

რამდენიმე დღის წინ კანჭი მოვამზადე და ჩემეულ რეცეპტს დავწერ.

ღორის კანჭი

 

საშუალო ზომის კანჭი მოვხარშე. პირველი წყლი ადუღების შემდეგ გამოვუცვალე. შემდეგ წყალში ჩავაწყვე ოთხად გაჭრილი ხახვი, შავი მრგვალი წიწაკა, მწვანილი, დაფნის ფოთოლი, ნიორი და ჩავყარე მარილი. საკმაოდ დიდხანს დასჭირდა ხარვა. შემდეგ გადმოვდგი, გავაგრილე და წავუსვი ცოტა აჯიკა და ლიმონის წვენი მოვასხი. დავდე ჟარონაზე და ირვლივ მოვუწყვე საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი და შევდე დენის ღუმელში უმაღლეს ტერმპერატურაზე. 15 წუთით ადრე დავამატე სოსისები. მოხარშულმა და შემდეგ შემწვარმა უკეთესი შედეგი ,,დადო". სხვანაირად ცოტა მაგარი ხორცი გამოდიოდაო, ასე მითხრეს.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@Holden Caulfield

 

შენი აჩმის რეცეპტი დაგვიწერე, დეტალურად და ფოტოც დაურთე <3

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, marguerite said:

@Holden Caulfield

 

შენი აჩმის რეცეპტი დაგვიწერე, დეტალურად და ფოტოც დაურთე <3

დღეს გავაკეატეში მულანს დავუწერე და იქრდან დავამოპირებ თირე მაგხელ ტექსტს მეორედ რა დამაწერინებს :შ 

:hi:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share