Jump to content
×
×
  • Create New...

ბოლოს წავიკითხე


Recommended Posts

  • ფორუმელი
- ვასკო ისეთი კი არ იყო, როგორც ყველანი, - ნაღვლიანად თქვა მამიდა არიადნამ, 
- სხვები რომ იტყოდნენ - „კი“, ვასკო ამბობდა - „არა“ 
და როცა სხვები ვასკოს წამხედურობით იტყოდნენ - „არა“, ვასკო ამბობდა - „კი“. 
და როცა ერთხელ ზოგი „ჰო“-ს ამბობდა, ზოგი კი „არა“ -ს იცით, რა თქვა ვასკომ?

- რა თქვა? - იკითხა ბოხჩიანმა ქალმა და თმაზე გადაისვა ხელი.

- ვასკომ თქვა: „ოღონდაც...“ - არავინ იცოდა, რას იტყოდა ვასკო.

- იცით, მე იგი უკვე წარმომიდგა.

- ჰეე, ძალიან ძნელი საქმეა ვასკოს წარმოდგენა, - ჩაფიქრდა მამიდა არიადნა,
 - ძალიან ძნელი, ენის გარდა, სხვა რამეებიც, ეე, ესე იგი სხვა თვისებებიც, შესანიშნავი ჰქონდა.
 იგი ნამდვილი მამაკაცი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

- ოჰ, ლანდოც გამოჩნდა, - შესძახა კონჩეტინამ და მამიდა არიადნას გახარებულმა შეხედა.

- ოღონდაც, ოღონდაც, - თქვა მამიდა არიადნამ, - ერთ საათში ლამაზ-ქალაქში ვიქნებით.
Share on other sites

36 minutes წინ, Harrow said:

სენიორა კონფუზში ვარ

:)

თქვენც მოგწონთ  . . . ხოდა რა ვქნა სენიორ არ მესმისთქვენითქვა და  . .:)

არც ჩემი მეუღლის, მისი ძმის და დის  მესმოდა . . .   ეს "ოღონდაც" სულ დამაზეპირებინეს და ამ ვასკოს მეგონა მეტი არაფერი არ უთქვამსმეთქი . . .  ნეტა გენახათ რა სიამოვნებით იხსენებდნენ მომენტებს ... ხოდა მე ოცი ფურცელი გავქაჩე . . .  მერე ვცადე შიგადაშიგ წამეკითხა და ეგეც ვერა რა ....

არადა სამივენი  - მეუღლეც, ძმაც და დაც ფიზიკოსები და ასპირანტურადისერტაცია სასტავი, ხოდა შეიძლება მე ვერ "ავაღწიე" იქამდე, მარააა რაცხა არ მგონია და ჰე ....

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, ASIA said:

ხოდა რა ვქნა სენიორ არ მესმისთქვენითქვა და  .

არ წაგიკიტხავთ და როგორ უნდა გესმოდეთ )

Share on other sites

17 minutes წინ, Harrow said:

არ წაგიკიტხავთ და როგორ უნდა გესმოდეთ )

:)

არ კი არა ვერ სენიორ - ვეეეეეეეეეეეეეეეერ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა წამეკითხა . . .  

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
ოთხ ჯალათს მაღალ ჭადარზე აჰყავდა მანუელო, ხანდახან გრძნობას კარგავდა და მაშინ
 - აჰქონდათ, ერთიმეორეს აწვდიდნენ. ახლად დანაწვიმარი იყო ხე, 
ნესტი შერჩენოდა, მწვანედ კრიალებდა, მერე გაწვრილდა სქელი ჭადარი, 
ძლივსღა უძლებდა ხუთი კაცის სიმძიმეს, და უფრო ზევით მანუელოს მხოლოდ ორნი მიაცილებდნენ.
 მერე მარტოკამ შედგა ფეხი მაღლითა ტოტზე, მუხლი გამართა. მკლავები მაგრად შემოხვია ხეს,
 ქანცგაწყვეტილი, მაგრად ჩაეხუტა. გადამტვრეულ თითებს ვერ იშველიებდა, 
შემოსალტული იდაყვებით ჩაკვროდა ხეს. ზედ კენწეროსთან იდგა მანუელო, 
და ცალი თვალით ძალიან დინჯად, საგულდაგულოდ, რიგრიგობით, ოთხსავე მხარეს იხედებოდა. 
ბევრი რამ ჩანდა. როგორც იქნა და, გააძღო თვალი. მაცდური აზრი წამოეპარა 
- იმსიმაღლიდან რომ გადმომხტარიყო,
 მიწამდე სულიც არ დაჰყვებოდა, აღარ შეეძლო იქ, იმ ოთახში მეტის ატანა, 
მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა
 - ეს, ჯერ ერთი რომ, ლაჩრობას დაემსგავსებოდა, და მეორეც ის,
 მარშლისათვის უკანასკნელი სიტყვა უნდა ეთქვა.
 იმსიმაღლიდან, ერთხელაც მოავლო ქვეყანას თვალი, ცისკენ აიხედა.

ძირს მძიმედ დაეშვა მანუელო, ჯალათების ხელიდან ხელში გადადიოდა. მიწას შეახო, 
როგორც იქნა, ფრჩხილდაძრობილი ფეხის თითები, 
შებარბაცდა და ამჯერადაც შეიკავა თავი, გაიმართა, ფეხები განზე გადგა.

- სადაა ხვრელი... - დაეკითხა სულწასული დიდი მარშალი, - აუარება ფულს მიიღებ, თუ...

- ახლა კი შეგიძლია მეორე თვალიც ამომთხარო, - გააწყვეტინა სიტყვა მანუელომ, 
გამარჯვებული შესცქეროდა, თავი შემართა, - სუყველაფერი დავიმახსოვრე.


მანუელო კოსტა პირველი იყო იმ რჩეულ ხუთთაგან, ვინც დიდი კანუდოსელი გახდა.

 

ეჰ მანუელო ... მანუელ.

Edited by Harrow
Share on other sites

  • ფორუმელი

-ჩიკოპოტამო მქვია

-ჩიკოპოტამო კი არა ფედერიკო გქვია

-შენ შენ საიდან იცი?

-ერთმა ქალმა მითხრა ჩაიცინა მანუელომ

-ვინ ქალმა? გადაფითრდა მრისხანებისგან პოკლკოვნიკი

-ჰეჰ

Share on other sites

  • ფორუმელი

მანუელო კოსტა -მხიარული მწყემსი

ზე მორეირა -  ზე

ჟოაო აბადო - დიდი უჟმური

მოხუცი სანტოსი

 

ჩემი ბავშვობის გმირები :gvelesi:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share