Jump to content
×
×
  • Create New...

ბოლოს წავიკითხე


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რა წავიკითხეთ ბოლოს ? 

 

იმდენ რამეს ვკითხულობ ბოლო ხანები პარალელურად :facepalm:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

წინა კვირას რაღაცას ვკითხულობდი, მაგრამ მეც რამდენიმე წიგნს ვკითხულობ ერთდროულად, 

ჰოდა, ახლა ვზივარ და მთელი ორი წუთია ვფიქრoბ იმ რამდენიმედან რომელი დავასრულე. 

 

აა, გამახსენდა: პელევინის ,,Жизнь насекомых".

 1023282394.jpg
თითქოს დიდი ვერაფერი წიგნია, მარტივი პასაჟებით, თემებით, პერსონაჟებით, დიალოგებით, მაგრამ არაერთი ნაცნობი ამოვიცანი ამ მოთხრობებში, 
თუმცა არამხოლოდ ნაცნობი შესაძლოა იმ რომელიმე მწერის ისტორიაც მეც შემესამებოდეს... იქნებ სადღაც გაამერიკებულ ქოქროჩსა და მარიხუანის მწერს შორის ვარ და ვერ ვხვდები.

ვაცნობიერებთ კი იმ ფაქტს რომ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელობა უმნიშვნელოა? დიდად არც არაფრით განვსხვავდებით იმ მწერებისგან, რომლებიც სინათლისკენ მიიწევენ, მაგრამ ისე კვდებიან ვერც ვერაფერს აღწევენ. მოკლედ, not bad.

Share on other sites

იმდენი ხანია არ წამიკითხავს, აღარც მახსოვს ბოლოს რა იყო. თუ არ ვცდები ახალგაზრდა რუსი მწერლის კირილ ალექსეევის, ფსევდონიმით Мацуо Монро-ს Научи меня умирать.

მახსოვს ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ძალიან ჩამთრევია. ასევე ძალიან კარგად აღწერს იაპონურ ყოფას, ურთიერთობას, იაპონური ხასიათი თან სდევს მთელს მონათხრობს, რაც საოცარია, რადგან რუსია ავტორი (როგორც მოგვიანებით გავიგე, ავტორი ძალიან კარგად იცნობს იაპონიას). წიგნი საკმაოდ მელანქოლიური და დრამატულია, ამავდროულად, აქვს ერთგვარი სიფარფატე და სიმშვიდე. ძალიან მომეწონა მახსოვს.

მოკლედ, ვისაც მოსწონს იაპონური ეშხი, დეტალები და მეტნაკლებად ტრაგიზმი, ვურჩევდი წაკითხვას (თუ რუსული იცით, რა თქმა უნდა). :love:

 

5bceb36ad6775027aa2de096.jpg

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

ბოლოს წავიკითხე პეტრუშევსკაიას  "უკვდავი სიყვარული",

იმის ბოლოს კიდევ ტოლსტოის "ივან ილიჩის სიკვდილი".

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Katutu

თანამედროვე იაპონელებს მოაქვთ? არ მინდება  ვიკითხო იაპონელები...

 

@iaiameri

მგონი ტოლსტოის მაგაზე კაი არაფერი დაუწერია :lol: 

არ მცემოთ

 

ლევინზე დღემდე შეყვარებული ვარ :user: 

ჩემი პირველი და განუმეორებელი სიყვარული რომ პერსონაჟს ეკუთვნის :facepalm:

 

 

Share on other sites

1 საათის წინ, mulan said:

@Katutu

თანამედროვე იაპონელებს მოაქვთ? არ მინდება  ვიკითხო იაპონელები...

 

@iaiameri

მგონი ტოლსტოის მაგაზე კაი არაფერი დაუწერია :lol: 

არ მცემოთ

 

ლევინზე დღემდე შეყვარებული ვარ :user: 

ჩემი პირველი და განუმეორებელი სიყვარული რომ პერსონაჟს ეკუთვნის :facepalm:

ლევინი ტოლსტოის პროტოტიპია. იცოდით?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, iaiameri said:

ლევინი ტოლსტოის პროტოტიპია. იცოდით?

კი რა თქმა უნდა :love: 

 

 

 

Share on other sites

19 საათის წინ, Darkness said:

წინა კვირას რაღაცას ვკითხულობდი, მაგრამ მეც რამდენიმე წიგნს ვკითხულობ ერთდროულად, 

ჰოდა, ახლა ვზივარ და მთელი ორი წუთია ვფიქრoბ იმ რამდენიმედან რომელი დავასრულე. 

 

აა, გამახსენდა: პელევინის ,,Жизнь насекомых".

 1023282394.jpg
თითქოს დიდი ვერაფერი წიგნია, მარტივი პასაჟებით, თემებით, პერსონაჟებით, დიალოგებით, მაგრამ არაერთი ნაცნობი ამოვიცანი ამ მოთხრობებში, 
თუმცა არამხოლოდ ნაცნობი შესაძლოა იმ რომელიმე მწერის ისტორიაც მეც შემესამებოდეს... იქნებ სადღაც გაამერიკებულ ქოქროჩსა და მარიხუანის მწერს შორის ვარ და ვერ ვხვდები.

ვაცნობიერებთ კი იმ ფაქტს რომ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელობა უმნიშვნელოა? დიდად არც არაფრით განვსხვავდებით იმ მწერებისგან, რომლებიც სინათლისკენ მიიწევენ, მაგრამ ისე კვდებიან ვერც ვერაფერს აღწევენ. მოკლედ, not bad.

პელევინის "სამი ცუკერბრინის სიყვარული" მაქვს წაკითხული. წაკითხული კი არა და დაღეჭილი))) საქმიზა მჭირდებოდა. ალაგ/ალაგ მართლა საოცარი მიგნებები აქვს. მთლიანობაში დამღალა. 

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share