Jump to content
×
×
  • Create New...

ბიძინა ივანიშილი პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ მიდის


Recommended Posts

  • ფორუმელი

11 იანვარი, 2021

ბიძინა ივანიშვილის წერილი

 შესავალი

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო.

 

ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში.

 

ჩემი შეფასებით, უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა. ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა. ამ დამანგრეველმა პრაქტიკამ, რომელიც, გულწრფელად მწამს, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, ჩვენი სამშობლო ლამის უფსკრულში გადაჩეხა. ამ არჩევნებმა ნათლად გამოაჩინა დემოკრატიის მიმართ ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, კონსოლიდაციის, რაციონალური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ჩვენმა საზოგადოებამ გაუძლო უპრეცედენტო საინფორმაციო სიყალბესა და ქაოსს და არჩევანი გააკეთა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც არასოდეს უღალატებს იმ ღირებულებებს, რომლებმაც 2012 წელს გააერთიანა და შეაკავშირა ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი. ხალხმა საბოლოოდ ირწმუნა, რომ თავად არის საკუთარი მომავლის შემქმნელი, რომ ხელისუფლება მის ხელშია და მან უნდა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც. ამიტომაც, განვლილი წლების ურთულესი პოლიტიკური პროცესების მთავარი გამარჯვებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ საზოგადოებაა, რომლის სიმწიფე და მდგრადობა ქვეყნის მომავლის ყველაზე მყარი საფუძველია.

 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში. დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია. სინამდვილეში, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება. ახლა მდგომარეობა არსებითად შეიცვალა - „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ ორჯერ მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში, რაც მკაფიოდ და უდავოდ ადასტურებს ჩვენს ხელწერას. დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი.

 

ამრიგად, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია. მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება.

 

ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. 

 

სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს  გახდის ხელისუფლებას.

 

პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.

 

როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია.  შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ.

 

არ დავმალავ და გულახდილად გეტყვით - ნამდვილად არ მინდოდა, ეს წერილი მძიმე შეფასებებით დამეტვირთა, რადგან ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს. ეს წესი, ღვინის სამშობლოში, ქართული სუფრის განუმეორებელმა ტრადიციამ დაამკვიდრა, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვი, ყველაზე ნათლად გადმოსცემს ქართველი კაცის ყოფითი ცხოვრების არსს და  ფილოსოფიას. არც მე მინდოდა ამ ეტიკეტის დარღვევა, მაგრამ ქართული სუფრისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკაში თითოეული ჩვენი მოქალაქის აწმყო და მისი მომავალი წყდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ  არ მაქვს უფლება, თვალი დავხუჭო და გვერდი ავუარო ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას.

 

შესაძლოა, ზოგიერთმა ჩათვალოს, რომ დღევანდელი ჩემი წერილი მეტისმეტად კრიტიკულია, მაგრამ ჩემი მხრიდან უადგილო და ყალბი იქნებოდა ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისთვის თავის არიდება.

 

დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება.

 

 

 

რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი ,,მოღვაწეობის“ შედეგი, - ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა. მხოლოდ ეს იყო მიზანი, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა.

                                

რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, - ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს,  პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, - ცხოვრება გამოაჩენს...

 

 

პოლიტიკაში შემოსვლის მიზანი და ამოცანები

 

2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება:

 

1) მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი;

2)  ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი. სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა.

 

შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა - მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს.

 

 

 

რეტროსპექტივა

 

რაკი რვაწლიანი პერიოდის შეფასება განვიზრახე, ამ კონტექსტში მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდები ჩემი პირველი წერილიდან, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამ ნაბიჯით მოვედი პოლიტიკაში და უაღრესად რთულ და საშიშ გარემოში თითქმის ნულიდან დავიწყე ყველაფრის შენება.  წერილში შემონახულია იმ კატასტროფული ვითარების შეფასებაც, რაშიც საქართველო იმ დროს ცხოვრობდა. თუმცა, ვნახოთ, რას ვწერდი მაშინ, 9 წლის წინ, მიზნებთან დაკავშირებით:

 

„გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს:

  • ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება
  • გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მომავალში არათუ საშუალება, სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს
  • პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული
  • დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ
  • პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა
  • შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას
  • ბოლომდე მივიყვანო დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება და რეალობას დავუახლოო მეორე პროექტი – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ
  • დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება
  • გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია…”

 

„...პრობლემა პრეზიდენტებში კი არა, საზოგადოებაშია. უნდა ვაღიაროთ, რომ უძველესი კულტურის საზოგადოება დღეს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობას განიცდის.“

 

„ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და უფრო მნიშვნელოვანი – როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობა.“ 

 

„უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა, ...რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს.“ 

 

 

ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. ცხადია, განვლილ პერიოდში ცხოვრებამ კორექტივები შეიტანა, ყველაფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ასეთია, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა - ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად იცვლებოდა ტაქტიკური ამოცანებიც. თუმცა ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს.

 

საიდან დავიწყეთ

 

2011 წლის შემოდგომისთვის ქვეყანაში იყო უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. ოპოზიცია ძალაგამოცლილი და თითქმის განადგურებული იყო -  ბოლო პოლიტიკური ერთობა ოპოზიციური „რვიანის“, შემდეგ კი, „ექვსიანის“ სახით, საბოლოოდ იყო დაშლილი.

 

ყველას გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო მედია, - სახელისუფლებო პარტიას მიტაცებული ჰქონდა და სრულად აკონტროლებდა სამივე ეროვნულ მაუწყებელს (იმედს, რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელს). პარტიის ლიდერები საკუთარი დღის წესრიგით მართავდნენ საინფორმაციო ველს, ისინი ადგენდნენ ახალი ამბების თანმიმდევრობას და ხშირად პირადად წერდნენ ახალი ამბების ტექსტებსაც კი! ჩართული იყო ერთიანი პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ადამიანთა შეხედულებებზე გავლენის მოხდენას. წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ ამ ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას გავუძელით, ბევრი პრობლემა გადავლახეთ, მაგრამ სიცრუის დამარცხება და გაქრობა საინფორმაციო ველიდან  ვერ შევძელით - შესაძლოა, ეს ამოცანა თანამედროვე სამყაროში შეუსრულებელიც კია. სამაგიეროდ, სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის თქმით, ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა. ამიტომაც არის,  საბოლოოდ მოქალაქეთა უმრავლესობა  სწორად რომ არჩევს ავსა და კარგს. 

 

2020 წლის არჩევნები ამის ყველაზე კარგი მაგალითია.

 

გავიხსენოთ ეკონომიკური ვითარებაც, როგორ იყო გაკონტროლებული ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა,  როგორ იყვნენ ბიზნესზე მომსხდარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რამხელა იყო შიში, როგორი იყო რეალური საინვესტიციო გარემო. ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა. ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, - გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. არათუ რამე გარიგება, ოდნავ დიდი   ფინანსური ტრანზაქციაც კი, გენერალური პროკურორის ყოველდღიურ,  პირად კონტროლს ექვემდებარებოდა. ასეთივე ხელოვნური იყო ეკონომიკაც, როდესაც ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით. ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს. დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი იგივე წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას. სწორედ საჯარო სივრცისა და მედიის გახსნამ, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის არსებითმა გამიჯვნამ მოიტანა ეს უდიდესი დემოკრატიული შედეგი.

 

ხალხი გაიზარდა, ის არ შეეგუება დიქტატურას

 

ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ხალხმა, ისტორიულად ძალზე ხანმოკლე პერიოდში, უნიკალური გამოცდილება და უნარები შეიძინა. მართლაც უცნაური და უჩვეულოა, რომ თავისდა უნებურად და, ცხადია, აბსოლუტურად გაუაზრებლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულა მთავარი როლი საზოგადოების საბოლოოდ გამოღვიძების საქმეში. სწორედ მისი ბარბაროსული მმართველობის დროს ადამიანებმა მკაფიოდ და ნათლად დაინახეს, რომ თუ ოდნავ მოადუნებ ყურადღებას, უკრიტიკოდ დაუჯერებ ლამაზად შეფუთულ და პოპულისტურ დაპირებებს, ვინმეს ჯინაზე მიიღებ ემოციურ და სულსწრაფ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია საკუთარი ხელით აირჩიო  ისეთი ხელისუფლება, რომელიც  მტერზე გაცილებით უარესად, სასტიკად  და დამამცირებლად მოგექცევა, დაჟინებით შეეცდება გადაწეროს შენი ისტორია, შეარყიოს ეროვნული  ღირებულებები. ჩემი ღრმა რწმენით, ესაა ჩვენ მიერ ბრძოლით მოპოვებული სიმდიდრე, რასაც, იმედი მაქვს, რაც არ უნდა ეცადონ, ვერავინ წაშლის და გააქრობს. არასდროს დამავიწყდება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, რამდენიმე ჩემმა ახლობელმა და მეგობარმა მითხრა, ჩვენ გენდეთ და მხარდაჭერა გამოგიცხადეთ, ახლა შენ უნდა მიხედო ქვეყანასო. არ დავმალავ და, ამ სიტყვებმა მაშინ ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება საბჭოთა აზროვნების ტიპური ნიმუშია. ხელისუფლების მიმართ სიფხიზლე და კონტროლი ხალხმა არასდროს არ უნდა შეასუსტოს. ახლა ჩვენი საზოგადოება არსებითად შეცვლილია. დღეს ის თავისი პოლიტიკური სიმწიფითა და თვითშეგნებით დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყნების საზოგადოებათა მსგავსია. ავტოკრატიის მიმართ ხალხმა გამოიმუშავა იმუნიტეტი, ის გახდა უფრო მამაცი, დინამიკური, აქტიური და შეუპოვარი, ამიტომ, არა მხოლოდ ცხრა წელი, ცხრა კვირაც კი აღარ შეეგუება ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრას, დაშინებას, შევიწროებას, მის თავაშვებულობასა და თვითნებობას. ამიერიდან, ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ იხილავს დანებებულ და ხელებაწეულ საზოგადოებას. მჯერა, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიამიტურად და ბრმად ნდობის პრაქტიკაც საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ამიერიდან, ნებისმიერი ხელისუფლება მუდმივად იქნება საზოგადოების დემოკრატიული ზედამხედველობისა და კონტროლის ალყაში. „ქართული ოცნება“ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ორგანიზაციული და სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად დასავლურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ, კლასიკურ ევროპულ პარტიად, რაც იყო ჩემი ოცნება, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ვერ იქნება ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მოსაწონი. განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისათვის, ხელისუფლების პერიოდული ცვლილება გარდაუვალი და აუცილებელია. როდესაც ხალხის გადაწყვეტილებით, დემოკრატიული არჩევნების გზით ,,ქართული ოცნება“ დათმობს ხელისუფლებას, სწორედ ეს პარტია, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, იქნება  დიქტატურის გამეორების ძირითადი შემაკავებელი და ჩამკეტი. „ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს გასაქანს, უფლებასა და საშუალებას, დემოკრატიული გარდაქმნის ამ ურთულესი წლების მონაპოვარი ფეხქვეშ გათელოს და დაანგრიოს. ახლა, მთელი ხელისუფლება საზოგადოების ხელშია თავმოყრილი. თითოეული ადამიანის ხმას აქვს სათანადო ფასი და მნიშვნელობა. საქართველოში აღდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული, რეალური სახალხო სუვერენიტეტი. იმედი მაქვს, მომავალში ადამიანები აღარასდროს აირჩევენ ხელისუფლებას, რომელიც მათზე იბატონებს, ჩვენი სამშობლოს მწარე წარსულის გამოცდილებას კი, გამოიყენებენ ბედნიერი და ღირსეული მომავლის ასაშენებლად. უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა საკუთარი გამოცდილებით დაინახა ფუნდამენტური სხვაობა მმართველობის რადიკალურად განსხვავებულ ფორმებს შორის, - როდესაც ხელისუფალი ბატონია და ხალხი მსახური, და დღევანდელი - როცა ხელისუფლებაა ხალხის მსახური. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება აღარასდროს გააკეთებს მცდარ არჩევანს და არ დათმობს თავისუფლებას. დემოკრატია და ადამიანების უფლებები უნდა გახდეს  ჩვენი ერის მტკიცე კონსოლიდაციის საფუძველი, რაც საბოლოოდ თავიდან აგვაცილებს ბნელ წარსულში დაბრუნების საფრთხეს.

 

დღევანდელი გუნდი საიმედოდ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს

 

„ქართული ოცნების“ ახლანდელი გუნდი, უწინდელთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია. პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არა ახალბედა და მერყევი, არამედ პირიქით, პოლიტიკურ ბრძოლებში  გამობრძმედილი და გამოცდილი, ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი, გამორჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ხალხის სამსახურში მყოფი, ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი  ერთობაა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ინტელექტით, საკუთარი მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და პროფესიონალიზმით, არც ერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს. მინდა შეგახსენოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში  „ქართული  ოცნების“ გუნდის ფორმირება მიმდინარეობდა გაწბილებული და ყავლგასული პარტიისა და მისი განშტოებების მხრიდან გამუდმებული უსამართლო თავდასხმებისა და იერიშების თანხლებით. ჩვენ გავუძელით პოლიტიკურ ბრძოლას ყოველგვარი ეთიკური ნორმებისა და წესების გარეშე. პარადოქსული და უპრეცედენტოა, რომ რაც მეტ წარმატებას აღწევდა ხელისუფლება და ქვეყანა, კიდევ უფრო განრისხებულად, არაკონსტრუქციულად და მტრულად მოქმედებდა ოპოზიცია.  მთელმა საზოგადოებამ ნათლად იხილა, როგორ ჯიუტად ცდილობდა ოპოზიცია, შეესუსტებინა მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტი და სანდოობა, ყალბი და გამოგონილი ინფორმაციებით აეზვირთებინა ხალხი, დაეთესა საზოგადოებაში განხეთქილება, შუღლი და დაპირისპირება. თუმცა, ყველა მათი სახელმწიფოსათვის საზიანო მოქმედება საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შემდგომი გაძლიერებისა და გაორმაგებული მუშაობისათვის ერთგვარი ბიძგი და სტიმული აღმოჩნდა. ოპოზიციის მიზანდასახული მონდომების საპირისპიროდ, ჩვენ კვლავაც გვაქვს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების უცვლელი, მზარდი და მძლავრი მხარდაჭერა. საქართველო პატარა, მაგრამ გავლენიანი, წარმატებული და მისაბაძი დემოკრატიაა, და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. მრავალი ობიექტური თუ ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველომ დინჯი და უშეცდომო ნაბიჯებით, იმ პირობებში, როცა მსოფლიო და, მათ შორის, ჩვენი რეგიონი ბევრად საშიში, არაგანჭვრეტადი და ნაკლებად კონსოლიდირებული გახდა, შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენმა ქვეყანამ გეოპოლიტიკური რყევებისა და მოკავშირეებისათვის დამატებითი პრობლემების შექმნის გარეშე, უზრუნველყო საკუთარი ევრო-ატლანტიკური ინტერესებისა და ამოცანების ხელშესახებად წინ წაწევა. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევქმენით სიღარიბის დამარცხებისა და სწრაფი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი საფუძვლები, თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, რომელიც კეთილდღეობაზე გადის. ქართული ეკონომიკა  დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისთვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს. „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ხალხის ტირანიისგან დაცვის, ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლისა და გარანტირებული შეკავების საიმედო კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემა. სამუდამოდ დავასრულეთ პოლიტიკის ფორმირებაში სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების არაპროპორციული მონაწილეობის პრაქტიკა, რომელზეც ძირითადად დაფუძნებული იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა. დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება. თითოეულ სახელისუფლებო შტოს აქვს მკაცრად განსაზღვრული და შემოფარგლული უფლებამოსილებები. დღეს ჩვენ გვყავს მოამაგე, მეგობრული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება.

 

ქვეყნის ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ და კარგად გააზრებულმა რეფორმებმა, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარა 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის შეუქცევად პროცესს. ამ წერილის დანართში მოტანილია მაგალითები და კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, რომელთა უტყუარობაც დადასტურებული და აღიარებულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო-სარეიტინგო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის დასკვნებითა და ყოველწლიური ანგარიშებით. სწორედ აქ ჩანს თვალსაჩინოდ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად მიღწეულია თვისებრივი  გაუმჯობესება და წარმატებები სოციალური და ეკონომიკური განვითარების უკლებლივ ყველა სფეროში. ეს ეხება როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დამნაშავეობასა და კორუფციასთან ბრძოლას, ისე დამოუკიდებელი მართლმასჯულების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იქნება სამომავალოდ საქართველოს წინსვლის საიმედო საყრდენი (იხ. დანართი).

 

კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად,  ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვის,  რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები.

 

დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.

 

არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა.

 

ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება.

 

რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა.

 

გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია,

 

არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და  პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. მე არასდროს დამიშვია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა გარინდებული და უსიცოცხლო ოპოზიციის არსებობა. ჩემთვის მიუღებელია არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს, რაც დემოკრატიისათვის აუცილებელი და სასარგებლოც კია, არამედ გასაოცარია მათი  კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა იყო განვლილი წლების განმავლობაში მთავარი ოპოზიციური პარტიების, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის უსიტყვო შემსრულებელი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სრულ მორჩილებაში მყოფი, ფსევდოთავისუფალი მედიის პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ტაქტიკა. თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ მათი სტრატეგიული მიზანი  ყოველთვის იყო ხალხის ხელოვნურად აფორიაქება, ემოციებით მანიპულირება, ყალბი ახალი ამბების მეშვეობით საინფორმაციო ქაოსის, შიშის, უნდობლობისა და გაურკვევლობის შექმნა. შეგახსენებთ, რომ მე და ჩემი ოჯახი ამ რვა წლის განმავლობაში მუდმივად ვიყავით მათი შეურაცხმყოფელი პროპაგანდისა და სიცრუის ძირითადი ადრესატი და სამიზნე. ბუნებრივია, ამის მოსმენა ჩემთვის საწყენი  და არასასიამოვნო იყო, მაგრამ პირადი ემოციები და, მით უფრო, ბრაზი არასდროს გამხდარა ჩემი მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის სამსახურში ჩამდგარი ზოგიერთი მედიასაშუალების ხილვა, რომელთაც სრულიად დაკარგეს მედიის შინაარსი, ფუნქცია და ელემენტარული სტანდარტის შეგრძნება. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კვლავ პრობლემად დარჩა სიცრუე და ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდა, რომელიც ოპოზიციაში გადასული ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ფეიკნიუსის პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, საქართველოს შემთხვევაში მისმა მასშტაბმა წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია. აღვირახსნილმა პროპაგანდამ რიგითი მაყურებელი მთლიანად გააუცხოვა სატელევიზიო სივრცეს. ფაქტებით მანიპულაცია,  ტყუილი და ცილისწამება ზოგიერთი მედიასაშუალების  სარედაქციო პოლიტიკის ამოსავალ წერტილად გადაიქცა, რასაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინფორმირების ფუნქციასთან. სამწუხაროა, რომ ამ ფერხულში, პარტიულ ჟურნალისტებთან ერთად, ექსპერტებად წოდებული პერსონებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით არიან ჩაბმული, რომლებიც სათანადო პროფესიული ცოდნის არქონის ფონზე და ანგარების მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერ სპიკერებად ჩამოყალიბდნენ.

 

შემაშფოთებელია ის, რომ ამ მანკიერი პროპაგანდის  ორგანიზატორი და წარმმართველი ოპოზიციის ამოცანა იყო და არის არა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში  თანამონაწილეობა, არამედ ხელისუფლებისათვის შეძლებისდაგვარად გზის გადაღობვა, ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად მიმართული ძალისხმევის მაქსიმალურად დამუხრუჭება და შეფერხება. დიდი ილია ამბობდა, ,,შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ...“

 

ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში, ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ქართველი ხალხის განწყობასა და გამარჯვებაში, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა დამარცხებული ძალა, ნიჭიერებაზე ზოგადი საუბრისას, გამოვთქვი მოსაზრება, რომ არანაირი ცალკე აღებული უნარი, აზროვნების სისხარტე, განათლება, პროფესიის უბადლო ფლობა და მიზანდასახულობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნიჭიერებად. როდესაც ადამიანის მოქმედებას თან არ ახლავს მორალური თვითშეზღუდვის ინსტინქტი და ამოსავალ წერტილად არა საზოგადოებრივი სიკეთე, ხალხისა და ქვეყნის მსახურება, არამედ ყველაფრის ფასად საკუთარი სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილება დაუსახავს, ვერ უწოდებ ნიჭიერს.

 

მაშინ ამის ახსნას მცირემიწიანი გლეხის მაგალითზე შევეცადე, რომელიც ისე ირჯება საკუთარ ეზოში, რომ მეზობელი არ შეაწუხოს. ის თანდაყოლილი ტაქტით, შინაგანად გრძნობს უხილავ საზღვარს კერძო და საზოგადო ინტერესს შორის. ეს არის მისი ღირსებით აღსავსე დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ეს არის მისი ნიჭი. სწორედ ამიტომ არ მჯერა „ბოროტი გენიის“. მე მწამს, რომ ნიჭი მხოლოდ სიკეთის თესვით, ოჯახთან, სამშობლოსთან, სამყაროსთან ჰარმონიაში ვლინდება. მას კი, ვინც დაცლილია ამ უნარისგან, ვინც არა თუ მეზობელს, ქვეყანასაც არაფრად აგდებს და მზად არის ქვა-ქვაზე არ დატოვოს, ოღონდ საკუთარი, კერძო ინტერესი დაიკმაყოფილოს, მხოლოდ უნიჭო შეიძლება ეწოდოს. 

 

დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ვრწმუნდები ამ შეფასების სისწორეში. სამწუხაროდ, განვლილმა წლებმა დამარწმუნა, რომ უნიჭობა პირდაპირ კავშირშია უტიფრობასა და ღირსების არქონასთან - უღირსებობასთან. ნიჭის დეფიციტს მავანი ისეთი უტიფარი ქცევით ავსებს, რომ ბოლოს ღირსებას კარგავს, რაც ადამიანური სახის დაკარგვის ტოლფასია. თუმცა, ეს ყველაფერი ეთიკის საკითხია და მისი გადმოტანა ქართულ პოლიტიკაზე, რომელშიც ზნეობა ანაქრონიზმად და დასაცინ გულუბრყვილობადაა შერაცხული, ზოგჯერ უმადურ საქმედაც მეჩვენება.

 

არადა, სწორედ უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა ყველა ის „საქმენი“, რასაც ოპოზიციისგან ვხედავდით მთელი ეს წლები და რაც, სრული სიცხადით, 31 ოქტომბრის შემდეგ დავინახეთ:

 

„მერე რა, რომ დავმარცხდით?!

მერე რა, რომ არ გაყალბებულა?!

მერე რა, რომ არცერთი საპირისპირო მტკიცებულება არ გაგვაჩნია?!

მერე რა, რომ ჯიუტად არ გვსურს უბნების გადათვლა, არც კენჭისყრის ამსახველი ვიდეომასალის შემოწმება და თან ურცხვად გავურბივართ დებატებს „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც ეს ყველაფერი არაერთგზის შემოგვთავაზა?!

მერე რა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა ხალხის სამართლიანი არჩევანი?!

მერე რა, რომ უკლებლივ ყველა მეგობარი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ვაღიაროთ იგი?!

არა!

ჩვენ მძევლად ავიყვანთ სახელმწიფოს და ხალხს, მის მშვიდობას და სტაბილურობას და იქამდე ვარყევთ ქვეყანას, ვიდრე ჩვენსას არ გავიტანთ და დამარცხებულებს გამარჯვებულად არ გამოგვაცხადებთ!

ანდა, ისეთ კრიზისში შევიყვანთ პანდემიის ფონზე დასუსტებულ ეკონომიკას, ისე დავამშევთ და გავაბოროტებთ ხალხს, რომ მხარი დაგვიჭიროს ამბოხებაში!

ჩვენ გვინდა ძალაუფლება, ეს ძალაუფლება გვინდა დღეს და ეს ძალაუფლება უნდა მივიღოთ ყველაფრის ფასად, თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა!“ .

 

(დააკვირდით, როგორ ზუსტად ჯდება ეს ყველაფერი ოპოზიციის ხელწერაში, - ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე, ურცხვად მოუყვნენ ხალხს ზღაპრები „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად ვითომდა განცდილ რვაწლიან რეგრესზე, ქვეყნის დანგრევასა და განადგურებაზე. და ამას ამტკიცებენ იმ ფონზე, როდესაც შიდა ეროვნული სტატისტიკა (ცესკოს შედეგების მსგავსად) და საერთაშორისო რეიტინგები (ეუთო/ოდირის და მოკავშირეთა დასკვნების მსგავსად) დიამეტრულად საპირისპიროს ამტკიცებს და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში თვისებრივ გაუმჯობესებასა და პროგრესს ცხადყოფს).

 

ისეთი ინტენსივობით გვესმის საბოლოოდ ნიღაბჩამოხსნილი ადამიანებისგან ეს უტიფრობა, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილთან ერთად, მათ უტიფრობის და უღირსებობის ნორმად და სიქველედ გამოცხადება დაუსახავთ მიზნად.

 

უტიფრობის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის, გამოყენება საზოგადოებრივ აზრზე ფსიქოლოგიური შტურმის კარგად გააზრებული ხერხია. ბოლშევიკურ რევოლუციამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, როცა სოციალისტური მოძრაობა გაჩნდა რუსეთში, დოსტოევსკი ზუსტად აღწერდა ამგვარ უტიფარ პერსონაჟებს: „მიეცით ხალხს უფლება უღირსებობაზე და ყველას დაეუფლებით, არცერთი იქ არ დარჩება. ჩვენი სწავლება - ესაა ღირსების უარყოფა და ღიად გამოხატული უფლება უღირსებობაზე”. ამ სახელმძღვანელოთი მოქმედებენ ისინი დღემდე, რადგან სიყვარულით შენება მათ არ შეუძლიათ, ამის ნიჭი, უბრალოდ, არა აქვთ, არც ჰქონიათ და არც იციან, რა არის ეს. არადა, ამ უნიჭობამ დაამარცხა ისინი და ამ უნიჭობამ შვა უტიფრობა, უტიფრობამ კი - უღირსებობა. თავსლაფდასხმული, შერცხვენილი ხალხი დღესაც უტიფრად დგას, ძალადობს და ტყუილს სიმართლედ გვასაღებს.

 

ორმაგად სამწუხაროა, რომ სწორედ უტიფრობა და ღირსებაზე უარის თქმა მათ ძლიერების ნიშანი ჰგონიათ. არადა, ძალმომრეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად შერაცხვა, უნიჭობასთან ერთად, მათი სისუსტის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა.

 

ძალადობდნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ დღესაც, - სუსტები არიან და იმიტომ. დიქტატურის დამყარებას ნიჭი არ სჭირდება. დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია. ნიჭისა და ძლიერების გამოვლინება დემოკრატიულად მართვის უნარსა და სურვილშია.

 

ამიტომ დამარცხდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მარცხდებიან დღესაც.

 

მარცხდებიან, რადგან ხალხი, რომლის სიბრძნეშიც ვერა და ვერ დარწმუნდა საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებული ოპოზიცია, ზუსტად ხედავს და აფასებს განსხვავებას - „ქართული ოცნების“ სახით დღეს ქვეყანას ჰყავს საზოგადოებრივ სიკეთეზე, ადამიანსა და მის მსახურებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ანუ ნიჭიერი და დემოკრატიული იდეალებისა და მართვის ფორმის ერთგული, ჭეშმარიტად ძლიერი გუნდი.

 

ხალხი ხედავს და, ობიექტურად არსებული პრობლემების მიუხედავად, კრიტიკულ მომენტში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საბოლოოდ გამოიმუშავა ეს იმუნიტეტი და აღარასოდეს გააკეთებს საპირისპირო არჩევანს.

 

სწორედ ჩვენი ხალხის სიბრძნე და „ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება მაძლევს იმის რწმენას, რომ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებულია და შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას.

 

ვტოვებ პოლიტიკას იმ იმედით, რომ პოლიტიკური ეგოიზმის და ერთი კაცის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავი სურვილის გამო, დღევანდელი ოპოზიციის ის  ნაწილიც დარწმუნდება, ვინც პოლიტიკური ნების უქონლობით, გამოუცდელობით თუ უხერხემლობით, ბოროტებისა და მისი მთავარი შემოქმედების გავლენის ქვეშ მოექცა. დარწმუნებული ვარ, ეს პარტიები აცნობიერებენ მათი ახლანდელი პოზიციის უპერსპექტივობას და თავს დააღწევენ ამ გავლენას, ანუ იბრძოლებენ საკუთარი მომავლისთვის, რაც ქართული დემოკრატიისთვისაც იქნება პერსპექტივა. 

 

ამ ფონზე, მახსენდება 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენი ხალხი ითხოვდა დანაშაულებრივი რეჟიმის სამსახურში მდგომი საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების სრული შემადგენლობის დასჯას, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ ხალხზე ძალადობაში თანამონაწილე ოდესმე მის უსაფრთხოებას დაიცავდა.

 

მოვლენები კი, სრულიად საპირისპიროდ განვითარდა. განვითარდა ისე, როგორც მაშინვე ვაცხადებდი, პრინციპულად და საჯაროდ - თუ სისტემას ჩამოშორებოდა და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდა ძალადობრივი პოლიტიკისა და იდეოლოგიის სულ რამდენიმე მოთავე და სულისჩამდგმელი, სისტემა, ყოველგვარი მასობრივი წმენდისა და რეპრესიის გარეშე, ხალხის სამსახურში ჩადგებოდა.

 

რადგან მაშინაც მჯეროდა და ახლაც მტკიცედ მჯერა, რომ რაც გვაერთიანებს, გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გვყოფს და გვაპირისპირებს.

 

მჯერა, რომ იგივე ვრცელდება პოლიტიკაზეც - თუ პარტიები საკუთარ თავში იპოვიან ძალას, გაარღვიონ მათსა და ხალხს შორის ხელოვნურად შექმნილი ჯებირები და გათავისუფლდნენ რამდენიმე დესტრუქციული პოლიტიკოსის მავნე გავლენისგან, ასევე არ დააყოვნებს მათ მიმართ ხალხის ნდობაც.

 

სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ჩვენ არ მოგვიწია ცხოვრება დიდი პოლიტიკოსებით მდიდარ ეპოქაში. საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ თვალწინ იზრდებიან ახალგაზრდა, თამამი, კვალიფიციური და ენერგიით აღსავსე პოლიტიკოსები, რომელთა უანგარო და ნაყოფიერი საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს. დემოკრატიის   კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

 

დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.

 

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.

 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს,  ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.

 

დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით  ყველას.

ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო - საქართველო!'

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

00oligarch-02-jumbo-v3.jpg

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ტოვებს მმართველი გუნდის თავმჯდომარის პოსტს და მიდის პოლიტიკიდან:

“მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს… ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები,” – წერს ბიძინა ივანიშვილი თავის ღია წერილში საზოგადოების მიმართ, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა.

პოლიტიკიდან წასვლის მთავარი მიზეზი, მისი თქმით, არის ის, რომ “მის მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი მიღწეულია”.

ივანიშვილის ღია წერილში 4336 სიტყვაა, JAMnews-ი მოკლედ გიყვებათ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი:

00oligarch-02-jumbo-v3.jpgფოტო: Justyna Mielnikiewicz for The New York Times

პოლიტიკიდან წასვლის კონკრეტული მიზეზები

პოლიტიკიდან წასვლის მთავარ მიზეზად ივანიშვილი ასახელებს იმას, რომ უკვე სეასრულა თავისი მთავარი მისია, რომლის შესრულებასაც დაპირდა ხალხს:

ასევე, ამბობს, რომ შექმნა ისეთი გუნდი, რომლის იმედიც აქვს მომავალში:

“დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლებაამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია,” – წერს იგი.

წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ივანიშვილი თავის ასაკსაც ასახელებს:

“სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია”.

და ასევე, იგი ამბობს, რომ გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს:

“ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას”.

_____________________________________________________________________________

● ოლიგარქის სოფელი. როგორ ცხოვრობენ ჭორვილაში დღეს? რეპორტაჟი

● რა თქვა ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში

● რა იმალება ვარდისფერი ფლამინგოს უკან? რეპორტაჟი დენდროლოგიური პარკიდან

● საფრანგეთმა ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა

● რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ საქართველომ რეგრესი განიცადა – კონგრესმენების წერილი მაიკ პომპეოს

______________________________________________________________________________

ორი მთავარი მიზანი, რის გამოც პოლიტიკაში მოვიდა

ივანიშვილი წერს, რომ 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, ორი მთავარი მიზანი და ამოცანა ჰქონდა და ორივე წარმატებით შეასრულა:

პირველი ეს იყო სააკაშვილის არაჰუმანური რეჟიმის დასრულება.

ხოლო მეორე – ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გადარჩენა. ივანიშვილის თქმით, სააკაშვილი, რომელიც არაპოპულარული იყო მოსახლეობაში, საკუთარ თავს აიგივებდა დასავლეთთან, რაც ხალხის მხრიდან “ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი”.

“სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება” – აღნიშნულია წერილში.

ამავე დროს, ივანიშვილის თქმით, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი იყო “დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა”.

“გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა”.

რას ფიქრობს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე

ივანიშვილი “ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოს”. “ისტორიული მნიშვნელობის” მოვლენას უწოდებს 31 ოქტომბრის არჩევნებს.

უპრეცედენტო იმიტომ, რომ “სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო”.

ხოლო ისტორიული იმიტომ, რომ ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბდა: “დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა”.

რატომ აირჩია ქართული ოცნება ხალხმა მესამედ?

ივანიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” გამარჯვების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ხალხმა შედარება გააკეთა “ქართულ ოცნების” მმართველობის რვა წელსა და წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობას შორის და სწორი დასკვნა გამოიტანა.

” დღეს ეს ბოროტება [ნაციონალური მოძრაობა] მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება,” – წერს ივანიშვილი.

რას ფიქრობს ივანიშვილი ხალხზე?

ივანიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, “ხალხი გაიზარდა, ის არ შეეგუება დიქტატურას”.

მისი თქმით, საქართველოში აღდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული, რეალური სახალხო სუვერენიტეტი.

“ახლა, მთელი ხელისუფლება საზოგადოების ხელშია თავმოყრილი. თითოეული ადამიანის ხმას აქვს სათანადო ფასი და მნიშვნელობა,” – წერს ივანიშვილი.

მას იმედი მაქვს, მომავალში ადამიანები აღარასდროს აირჩევენ “ხელისუფლებას, რომელიც მათზე იბატონებს”.

“ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” შედარება ორ აბზაცში:

ივანიშვილი მიმოიხილავს, რა იყო მისი აზრით, “ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი „მოღვაწეობის“ შედეგი:

“ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა” – წერს ივანიშვილი.

შემდეგ აბზაცში წერს რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი:

“ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა”

რა შეიცვალა ბოლო რვა წელიწადში:

მედია

რა იყო “ნაციონალური მოძრაობის დროს:სახელისუფლებო პარტიას მიტაცებული ჰქონდა და სრულად აკონტროლებდა სამივე ეროვნულ მაუწყებელს (იმედს, რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელს);

პარტიის ლიდერები საკუთარი დღის წესრიგით მართავდნენ საინფორმაციო ველს, ისინი ადგენდნენ ახალი ამბების თანმიმდევრობას და ხშირად პირადად წერდნენ ახალი ამბების ტექსტებსაც კი;

ჩართული იყო ერთიანი პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ადამიანთა შეხედულებებზე გავლენის მოხდენას

რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” : ივანიშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” მიტაცებულ არხებზე სამართლიანობა აღდგენა, რასაც წლები დასჭირდა, “თუმცა, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით”, წერს ივანიშვილი.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა პროპაგანდაზე:

“სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის თქმით, ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა”.

ეკონომიკა

რა იყო “ნაციონალური მოძრაობის დროს: ივანიშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს “გაკონტროლებული იყო ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა, ბიზნესზე მომსხდარი იყო პროკურატურა და ფინანსური პოლიცია”.

“ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი… ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, – გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა“.

ივანიშვილის თქმით, “ფინანსური ტრანზაქციები გენერალური პროკურორის ყოველდღიურ, პირად კონტროლს ექვემდებარებოდა” , ხოლო ეკონომიკა და ლარის კურსი ხელოვნურად ეჭირათ:

“ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით.
ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს
,” – წერს ივანიშვილი.

რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” : მისი თქმით, “დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ ბიზნესმენები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას”.

“ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს,” – წერს ივანიშვილი.

“ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს… სამეწარმეო საქმიანობისთვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო”.

ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის

“ქართულმა ოცნების“ მთავარ მიღწევებს შორის ბიძინა ივანშვილი გამოყოფს ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის:

“დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება. თითოეულ სახელისუფლებო შტოს აქვს მკაცრად განსაზღვრული და შემოფარგლული უფლებამოსილებები. დღეს ჩვენ გვყავს მოამაგე, მეგობრული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება”.

ასევე, მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” შექმნა კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც შეკავებისა და კონტროლის გარანტირებულ და საიმედო მექანიზმად იქცა.

“სამუდამოდ დავასრულეთ პოლიტიკის ფორმირებაში სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების არაპროპორციული მონაწილეობის პრაქტიკა, რომელზეც ძირითადად დაფუძნებული იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა.”

ყველაფერი ასე კარგადაა? არა, არის პრობლემებიც

ივანიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება.

“დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს,” – წერს ივანიშვილი.

თუმცა, იქვე აგრძელებს, რომ არ იღებს პასუხისმგებლობას ამ მდგომარეობაზე:

“ვერ მივიღებს იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია,” – წერს ივანიშვილი.

მისი თქმით, დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა:

“ჩვენ [ქართულმა ოცნებამ] მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება,” – აღნიშნულია წერილში.

რა მიყვება ივანიშვილს მთავარ დარდად? სპოილერი: ოპოზიცია და ოპოზიციური მედია

ივანიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებამ “შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა”, შესაძლოა, “ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ”.

აქ ივანიშვილი მიანიშნებს, რომ ქართველ ხალხს არარეალისტური მოლოდინები ჰქონდა, რადგან “ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ”.

ის ბოდიშს უხდის მათ, “ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა”.

“ქართული ოცნების” დამფუძნებელს, რომელიც პოლიტიკიდან მიდის, ერთ-ერთ მთავარ დარდად მიყვება ის, რომ ქვეყანაში, მისი თქმით, არაკონსტრუქციული ოპოზიციაა:

“გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია, არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს”.

“ქართული ოცნების” ვერმოგვარებულ პრობლემებს შორის ივანიშვილი გამოყოფს იმას, რომ საინფორმაციო ველზე დარჩნენ მედიები, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ.

“ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ ამ ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას გავუძელით, ბევრი პრობლემა გადავლახეთ, მაგრამ სიცრუის დამარცხება და გაქრობა საინფორმაციო ველიდან ვერ შევძელით,” – წერს ივანიშვილი.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს “პრობლემად დარჩა სიცრუე და ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდა”, რომელიც ოპოზიციაში გადასული ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დარჩა.

“მიუხედავად იმისა, რომ ფეიკნიუსის პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, საქართველოს შემთხვევაში მისმა მასშტაბმა წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია. აღვირახსნილმა პროპაგანდამ რიგითი მაყურებელი მთლიანად გააუცხოვა სატელევიზიო სივრცეს. ფაქტებით მანიპულაცია, ტყუილი და ცილისწამება ზოგიერთი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის ამოსავალ წერტილად გადაიქცა,” – აღნიშნავს ივანიშვილი.

მისი თქმით, სიცრუეს “ჟურნალისტებთან ერთად, ექსპერტებად წოდებული პერსონებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით” ავრცელებენ და ამას ანგარების მოტივით აკეთებენ.

ოპოზიციაზე, რომელიც პარლამენტში არ შედის

ზოგადად, წერილის დიდი ნაწილი ივანიშვილმა სწორედ ოპოზიციაზე ლაპარაკს დაუთმო.

ძირითადად იგი “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობდა, თუმცა ასევე მიმართა სხვა პარტიებს, რომლებმაც ბოიკოტის ნიშნად უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

ივანიშვილის თქმით, იგი ტოვებს პოლიტიკას იმ იმედით, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც “პოლიტიკური ნების უქონლობით, გამოუცდელობით თუ უხერხემლობით” “ერთი კაცის [სააკაშვილის] მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავ სურვილს” აჰყვა, გააცნობიერებს, რომ მათი პოზიცია უპერსპექტივობაა.

მას იმედი აქვს, რომ “პარტიები საკუთარ თავში იპოვიან ძალას, გაარღვიონ მათსა და ხალხს შორის ხელოვნურად შექმნილი ჯებირები და გათავისუფლდებიან რამდენიმე დესტრუქციული პოლიტიკოსის [სააკაშვილი] მავნე გავლენისგან”.

ვის უხდის მადლობას ყოფილი პრემიერი

წერილის ბოლოს ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მასთან ერთად შრომობდა ეს წლები.

მადლობა ქართველ ხალხს: “მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები” – წერს ივანიშვილი.

მადლობა ეკლესიას, “რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში”.

მადლობა პოლიტიკურ გუნდს, თანამოაზრეებსა და თანამებრძოლებს, “ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს”.

მადლობა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს – ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს და “უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს” .

ყოფილმა პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, “რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე”.

დაბოლოს, როგორი განწყობით მიდის პოლიტიკიდან ყოფილი პრემიერი?

“პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე.
დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც” .

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა და უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს გავრცელებულ წერილში თქვა, რომ იგი პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ მიდის და „კერძო ცხოვრების წესს“ უბრუნდება.

ივანიშვილის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მათ მიერ გამოთქმულ განსახვავებულ მოსაზრებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდი

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი: „ბოლო წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითია და მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“.

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რომლებიც თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებს: დემოკრატიის გაძლიერება (საკონსტიტუციო რეფორმა, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, ინსტიტუციური რეფორმები); ადამიანის უფლებების დაცვა (პენიტენციური სისტემის რეფორმა, სასამართლოს რეფორმები, მედიის თავისუფლება, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკა); ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება; პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა, რომელმაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები წარმატებები მოიტანა; მშვიდობის განმტკიცება და უსაფრთხოება (თავდაცვის სფეროს რეფორმები და თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში); სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება (მაგისტრალური გზები, ტურიზმის ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა).

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი: „პოლიტიკიდან წასვლით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო. სწორედ ამ სულისკვეთებით შეიტანა მან დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და დაამკვიდრა ახალი კონსტიტუციური წესრიგი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის სერიოზული გამოწვევა როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ისე ქვეყნისთვისაც“.

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც, ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო. დღეს მან გადაწყვიტა, რომ ამ პროცესში, მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, რომელიმე ერთ პირზე, მათ შორის, მასზე და ეს უნდა უზრუნველყოს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და ეს ასეც იქნება და საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას“.

ოპოზიცია

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: „გავეცანი ივანიშვილის ე.წ. წასვლის შესახებ განცხადებას. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა, საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად?! რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არა ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასებისა და ანალიზის უნარი?! რამდენჯერ უნდა დაგვცინოს?!. ივანიშვილს მართლაც მოუხდება წასვლა, ოღონდ ხელისუფლებას თავის შნირებს კი არ გადასცემს, არამედ გადასცემს ქართულ ოპოზიციურ კოალიციას. ივანიშვილს მართლაც მოუხდება ქონების დაბრუნება, ოღონდ ქონების დაბრუნება ქართველი ხალხისთვის, რომლის ძარცვის მეშვეობითაც მოიპოვა ეს ქონება! ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ. ჩვენ არა მხოლოდ არავინ არ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება ამ ურჩხულისგან“.

ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „პასუხისმგებლობა დააკისრა საკუთარ გუნდს, ქართულ ოცნებას და დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში, რაც ნიშნავს იმას, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის უბრალოდ დეკლარირებული გაქცევა, როდესაც არ უნდა პასუხისმგებლობის აღება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილში არის ის, რომ მთავარი ლაიტმოტივი, რაც არის – ოპოზიციის ლანძღვა, გინება, ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა, იმიტომ რომ სხვა სათქმელი ამ ადამიანს არაფერი აქვს საქართველოს მოქალაქეების წინაშე“.

გიგი უგულავა – ევროპული საქართველო: „ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას რვა წელიწადი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასახდელი. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართველობის დროს, პრაქტიკულად ორნახევარჯერ დევალვირდა ეროვნული ვალუტა, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო. უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ, მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, მიტაცებულია თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შენზე არის და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზე“.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. ივანიშვილმა პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ წასვლის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა და თქვა, რომ იგი „კერძო ცხოვრების წესს“ უბრუნდება.

ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, პარტია ახალ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს განახლებულ, 21 წევრიან შემადგენლობას 16 იანვარს გამართულ ყრილობაზე აირჩევს, რომელსაც 400-მდე დელეგატი დაესწრება.

კალაძემ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაც შეაფასა და თქვა, რომ ეს პარტიისთვის „არის გამოწვევა“. „ახლა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე და საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ და ჩვენი ქვეყანა დასავლური სტრუქტურების სრულფასოვან წევრად ვაქციოთ“, – ხაზი გაუსვა მან.

ირაკლი კობახიძე 2015 წლიდან ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანია. მე-10 მოწვევის პარლამენტში იგი მმართველმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე აირჩია.

ირაკლი კობახიძეს, რომელიც ქართული ოცნების თანადამფუძნებელია, წინა მოწვევის პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. 2019 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და მის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, კობახიძემ თანამდებობა დატოვა.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ირაკლი კობახიძე კვლავ პარტიის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად დარჩა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო შტაბს სწორდ იგი ხელმძღვანელობდა და პარტიული სიის მე-3 ნომრადაც დასახელდა. კობახიძე ასევე აქტიურად იყო ჩართული, ოპოზიციური პარტიების მიერ ახალი პარლამენტის ბოიკოტის შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებებში.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

42833651_2252499771444947_42318585755609

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამჯერად უკვე საბოლოოდ ტოვებს მმართველი გუნდის თავმჯდომარის პოსტს და მიდის პოლიტიკიდან.

______________________________________________________________________________

● ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. რა წერია მის გამოსამშვიდობებელ წერილში

______________________________________________________________________________

რას ფიქრობენ ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლაზე ექსპერტები და პოლიტიკოსები?

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკური მიმომხილველი:

121a-1.jpg

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ყველაზე საინტერესო საკითხავი არის მისი მომხრეების რეაქცია. ერთნი შიშობენ, ემანდ მართლა ხომ არ მიდის და კობახიძის ხელში ხომ არ გვტოვებსო, ხოლო მეორენი პირველებს ამშვიდებენ, კი წავიდა ფორმალურად, მაგრამ რეალურად არსად არ მიდის და ისევ ის იქნება ნაჩალნიკიო.

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი

1545472370_158082-1.jpg

ფაქტობრივად, თუ სახელმწიფოს სისტემას ავიღებთ, მან ჩაიბარა ისეთი სისტემა, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა და ისეთივე დატოვა. რადიკალური ცვლილება ამ სისტემას არ განუცდია. მისი წასვლა შეიძლება ითქვას, რომ პირობითია. მაშინაც პირობითი იყო, საზოგადოებამ არ მიიღო სიმართლედ ეს განცხადება, თვლიდა, რომ არაფორმალური მმართველობა იყო. როგორც აღმოჩნდა ასეც ყოფილა.

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

unnamed.jpg

ივანიშვილის წასვლა პირადი კომფორტისთვის გადადგმული უპასუხისმგებლო ნაბიჯია. ინსტიტუციურად თუ შევხედავთ, ვართ აბსოლუტურ კატასტროფაში. და რა დემოკრატიულ მმართველობაზეა საუბარი, როდესაც გუშინ “მოგებული” არჩევნების შედეგად პარტიის თავმჯდომარე მიდის, ქვეყანას სხვა პირი ჰყავს პრემიერ-მინისტრად და პარტიის თავმჯდომარედ კიდევ სხვა აღმოჩნდება. ეს არის ინსტიტუციური დომხალი, რომელიც, პირველ რიგში, არის ინსტიტუციების სისუსტისა და შიდაპარტიული დაპირისპირების შედეგი, რაც იწვევს სახელმწიფოს დასუსტებას.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი

unnamed.png

პირველი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის პოლიტიკიდან ივანიშვილის რეალური წასვლა და არა, წასვლის მორიგი იმიტაცია. მეორე – იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გამარჯვებაზე საუბარი მიუთითებს იმას, რომ ან აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და საერთოდ არ ესმის რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ან უბრალოდ, მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს და უნდა, რაღაც, ფსევდო-რეალობაში გადაგვიყვანოს. როცა პოლიტიკური კრიზისის პიკზე მიდიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას.

ელენე ხოშტარია, “ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი, აქტივისტი

66136843_10155981294370728_9175599725506

იმედია მალე ჩაცხრება ‘წასვლაზე’ საუბარი და გავაგრძელებთ ბრძოლას ამ სისტემის დასანგრევად. შეურაცხმყოფელია ამ კაცის თამაშები

ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალისტი

%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92.jpg

კი არ წავიდა, დანაშაულის ადგილიდან მიიმალა დროებით, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს. თუ შეიძლება ფორმულირებებს მივაქციოთ ყურადღება მსჯელობებისას.

ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”

gogichaishvili.jpg

ბიძინა ივანიშვილის ვნებები არის ძალაუფლება და ხელისუფლება, ამიტომ არ მჯერა, რომ სადმე წავიდა – ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ სად იქნება ძალაუფლების ცენტრი. პარლამენტი არის ძალაუფლების ცენტრი? არა. არც მთავრობა, არც სასამართლო, არც პროკურატურა. შესაბამისად, ისევ ეს მოზაიკაა დალაგებული, რომ ყველა ადამიანი მასთანაა ანგარიშვალდებული. 

ნინო გოგუაძე, პარლამენტის ყოფილი წევრი

10924618_814404235298990_421412460112025

არ მგონია საქართველოში იყოს ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად აპირებს მართვის სადავეების ჩამოცილებას და ამ საოცარი კომპეტენციით აღჭურვილ გუნდს, როგორც თვითონ ამბობს, უტოვებს მართვის სადავეებს. მან დაუბრუნდეს ჩრდილში ყოფნას და ქვეყნის არაფორმალურ მართვას.

ანა ნაცვლიშვილი, პარტია “ლელო”

ananacvli.jpg

ფაქტია, რომ მან თავისი გუნდი მიატოვა ამ რთულ ვითარებაში. “ქართულ ოცნებას” გუნდი უწოდო, ესეც ცოტა რთული ამბავია, რადგან გუნდი ნიშნავს ერთი ღირებულებითი სისტემის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს, რომელთაც მწყობრი ხედვა, გეგმა და საერთო შინაგანი კონსტიტუცია აქვთ.

ალეკო ელისაშვილი, პარტია “მოქალაქეები”

%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%

მას რომ 2013 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეთქვა, ამაყი და თავაწეული მივდივარო, მართალი იქნებოდა. ახლა კი მიდის შერცხვენილი და თავლაფდასხმული. გავიხსენოთ, რა იყო მისი მთავარი დაპირებები და რომლები შეასრულა რეალურად.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

Bidzina_Ivanishvili_Senate_of_Poland.jpe

ივანიშვილის წასვლას ქართულმა პრესას უკვე შეარქვა „მეორედ წასვლა“.

პოლიტიკური კომენტატორები თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, რომ  ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლა კვლავაც ფორმალობაა – 65 წლის მილიარდერი კვლავ შეინარჩინებს ქვეყნის მართვის სადავეებს და ქვეყანაზე, კონტროლს, ფიქრობენ ისინი.

უკვე ცნობილია, რომ ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის, პოლიტიკოსი ნდობის ყველაზე დაბალი რეიტინგით.

პირველად მოსვლიდან მეორედ წასვლამდე

მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წელს გამოჩნდა – შექმნა ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაარქვა, შემოიკრიბა მტელი იმდროინდელი ოპოზიციური სპექსტრი და დაუპირისპირდა პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ მოიგო და „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.

2012 წლის ნოემბერში ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ მინისტრი გახდა.

13 თვის შემდეგ,  მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიგო, მან თქვა, რომ მან შეასრულა თავისი ამოცანა და საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერის თანამდებობა.

ივანიშვილმა მაშინ თქვა, რომ სამოქალაქო სექრორში ინაცვლებდა.

პრემიერის პოსტზე ივანიშვილმა თავისი გარემოცვის წევრი, ირაკლი ღარიბაშვილი დატოვა.

ივანიშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყანამ ოთხი პრემიერი გამოიცვალა.

ივანიშვილს ამ ხნის განმავლობაში რაიმე თანამდებობა არ ეკავა.

თავდაპირველად, ის ხშირად ჩნდებოდა მედიასთან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, მართავდა ვრცელ პრესკონფერენციებს ჟურნალისტებისთვის, თუმცა, შემდეგ გარკვეული პერიოდით გაქრა პოლიტიკური ავანსცენიდან.

თუმცა, საქართველოში ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩებოდა და მმართველი გუნდი გადაწვეტილებებს მხოლოდ მასთან შეთანხმებით იღებდა. 

2018 წლის აპრილში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ივანიშვილი კვლავ დაბრუნდა საჯარო პოლიტიკურ სივრცეში და მმართველი გუნდის – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გახდა.

თავის ვრცელ ინტერვიუში ივანიშვილმა უარყო, რომ არაფორმალურად მართავდა ქვეყანას:  

“მე ვახორციელებდი საზოგადოებრივ კონტროლს და არა არაფორმალურ მმართველობას”, – განაცხადა მან.

თუმცა, იმავე ინტერვიუში აღიარა, რომ მონაწილეობდა პრემიერის კანდიდატის შერჩევაში, სამტავრობო განხილვებში საბანკო სექტორთან დაკავშირებით.

ივანიშვილს თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე არაერთხელ გამოუქვეყნებია ღია წერილი. მათ შორის, 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლის შესახებაც მან ღია წერილით ამცნო საზოგადოებას.

ამჯერად, თავის 17 გვერდიან წერილში ივანიშვილმა რამდენჯერმე ახსენა, რომ საბოლოოდ მიდის, რადგან თავისი მისია შეასრულა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ორი მისია ჰქონდა – სააკაშვილის ხელისუფლების დასრულება და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის ურყეობის უზრუნველყოფა.

ორივე მისია შესრულებულია, აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველია. მის ქონებას „ფორბსი“ 4.8 მილიარ დოლარად აფასებს.

ივანიშვილი თავისი ქონება  90 – იანი წლების რუსეთში იშოვა ლითონებისა და საბანკო სექტორის ბიზნესში. 2003 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ცხოვრობდა ჩრდილში – არასოდეს ჩნდებოდა საჯარო სივრცეში, პრესასთან, ინტერნეტში მისი მხოლოდ ორი ფოტო იძებნებოდა.

წლების განმავლობაში ივანიშვილი საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. თავდაპირველად იგი მხარს უჭერდა სააკაშვილის ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების მიერ განხორციელებული არაერთი მსხვილი პროექტი სწორედ მან დააფინანსა.

დღეს, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის, ამბობს, რომ 2011 წლის წინანდელ ცხოვრებას დაუბრუნდება.

კონტექსტი

ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შეფასებისას ექსპერტები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც ქვეყანა ჯერ კიდევ 2019 წლიდან იმყოფება.

2019 წელს ივანიშვილმა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე პირობა დადო, რომ კონსტიტუცია შეიცვლებოდა და საპარლამენტო არჩევნები უფრო სამართლიანი სისტემით –  სრულად პროპორციული სისტემით ჩაატარებოდა.

თუმცა, ივანიშვილმა პირობა დაარღვია – როდესაც პარლამენტში საკითხის მოსმენა დაიწყო, მისმა ერთგულმა დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან” უარი თქვეს კანონპროექტის მხარდაჭერაზე და იგი ჩავარდა.

საბოლოოდ, საარჩევნო წესები მაინც შეიცვალა, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ და ისიც სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციის და საქართველოს დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ნაწილობრივ პროპორციული სისტემით ჩატარდა, თუმცა ოპოზიცია მასშტაბურ ფალსიფიცირებაზე საუბრობს და არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

ამჟამად სიტუაცია ასეთია – 150 ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 94 ადგილია დაკავებული. აქედან 90 მმართველი გუნდის დეპუტატება. დანარჩენი ოთხი კი, „პატრიოტთა ალიანსიდან“ გასული დეპუტატები არიან, რომლებმაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვეს და პარლამენტში შევიდნენ.

ამგვარად, მმართველობის მერვე წელს „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიული პარლამენტი მიიღო, რაც ქართული პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა.

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

ოპოზიციის მოთხოვნაა, არჩევნები 2022 წელს სრულად პროპორციული სისტერმით და ახალი საარცევნო ადმინისტრაციის პირობებში ჩატარდეს.

პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აშშ-ის ელჩის და სხვა უცხოელი დიპლომატების ფასილიტატორობით მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ჯერჯერობით უშედეგოა.

იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, წარმატებაზე საუბარი მიუთითებს იმას, რომ ან აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და საერთოდ არ ესმის რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ან უბრალოდ, მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს და უნდა, რაღაც, ფსევდო-რეალობაში გადაგვიყვანოსროცა პოლიტიკური კრიზისის პიკზე მიდიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას,” – ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ივანიშვილი წავიდა, მემკვიდრე ცნობილია

უკვე ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ თავჯდომარის პოსტზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ირაკლი კობახიძე ამ დრომდე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა. 

კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან 2019 წელს, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, ხალხმრავალი მიტინგის ფონზე გადადგა.

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის ირაკლი კობახიძეს ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი აქვს

აქედან გამომდინარე, ვინაიდან ივანიშვილმა თავის შემცვლელად სუსტი და იოლად სამართავი ლიდერი დანიშნა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ივანიშვილის წასვლა “წასვლის იმიტაციაა”:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share