Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

უკვე წელიწადი და თვეა რაც ვეგანი გავხდი.

ადრეც მინდოდა, ვცადე რამდენჯერმე, მარა მთელი საძმაკაცო ხორცებს მაყრიდა სახეზე და ერთი კვირა გავქაჩე მარტო. ჰოდა, ეს ბოლო ერთი წელია ცხოველურ პროდუქტს არ გავკარებივარ. 

გარდა იმისა, რომ მორალურად არ მიმაჩნდა სწორად ცოცხალი არსებების ჭამა და ძაან მეცოდებოდნენ, დიდი გავლენა იქონია ჯანმრთელობის თემამაც.

 

მაგალითად, ნეტფლიქსზე ვნახე ფილმი: What the health, რომელშიც მოთხრობილია დიაბეტის ეპიდემისს შესახებ და გარდა ამისა ნაჩვენებია, როგორ თანამშრომლობს აშშ-ს დიაბეტის საზოგადოება ტაისონთან და სხვა ხორცმწარმოებლებთან. ასევე ვნახე ფილმი Eating Animals და შოკში ჩავვარდი, თუ რა დონეზე არის ცხოველთა ფერმერობის ინდუსტრია გათავხედებული და რას აკეთებენ. მაგალითად, ქათამს რ იყიდი და ზრდასრული ქათამი გგონია, სინამდვილეში სტეროიდებით გაზრდილი წიწილებია. აღარაფეს ვიტყვი ანტიბიოტიკებით გაჭყეპვასა და პანდემიების საშიშროებებზე. ეს პანდემიაც ცხოველური ბაზარიდან დაიწყო. მართალია, ღამურებს და პანგოლინებს აბრალებენ, მაგრამ მთელი სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება, რომ შემდეგ პანდემია ინდუსტრიალიზებული მასობრივი წარმოების ფერმებიდან წამოვა. როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. თუნდაც ე.წ. ესპანური გრიპი, რომელიც ამერკაში დაიწყო ქათმების ფერმაში.

 

რაც შეეხება პირად გამოცდილებას, ერთი წელია წნევა არ მქონია, როცა მანამდე მტანჯავდა, თან 30+ ასაკში. შესაბამის მინერალებს ვიღებ საკვებით, მაგალითად, მცენარეული რძე, რომელსაც რკინითაც აძლიერებენ და საჭირო ბ ვიტამინებითაც, კალციუმითაც და დ ვიტამინებითაც. დილას სირიალს ვჭამ ხოლმე და ეგაა, დღიური დოზა მიღებული მაქვს ყველა მინერალის. სადილზე დეაქტივირებულ საფუარს ვაყრი ხოლმე საჭმელს, ბ ვიტამინების და რკინის მისაღებად.

 

ჰოდა, თუ ვინმეს აპირებთ გავეგანებს, გოუ ვეგან! :დ  

Share on other sites
  • ფორუმელი

ღორების ფერმები არის სერიოზული პრობლემა. მაგალითად, აქ, ჩრდილოეთ კაროლინაში.

საქართველოშიც სერიოზულად მოიხოდა ეგ თემა ადრე მახსოვს, ხოდა, განავალის მენეჯმენტზე მგონი არავის უფიქრია. 

აი, აგერ არის ამ 5 წუთიან ვიდეოში ნაჩვენები ამ ინდუსტრიის მანკიერება:

 

 

Share on other sites
  • ფორუმელი

და ბიოქიმიის საფუძვლებით რომ დავიწყოთ რაღაცა წიგნების მაგივრად შეიძლება?

ხორცი არის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი იმიტომ რომ ადამიანი არის ომნივორი.

5 საათის წინ, Harry Potter said:

ეს პანდემიაც ცხოველური ბაზარიდან დაიწყო. მართალია, ღამურებს და პანგოლინებს აბრალებენ, მაგრამ მთელი სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება, რომ შემდეგ პანდემია ინდუსტრიალიზებული მასობრივი წარმოების ფერმებიდან წამოვა

რავი აი კლაიმატ ჩეინჯზე 2000 წელს მთელი სამეცნიერო საზოგადოება ფიქრობდა რომ 2016 წელს ანტარქტიკაზე დათმებოდა. თავისი ალ გორებით და ამბებით.

5 საათის წინ, Harry Potter said:

თუნდაც ე.წ. ესპანური გრიპი, რომელიც ამერკაში დაიწყო ქათმების ფერმაში.

წარმოდგენა არავის აქვს საიდან დაიწყო ესპანური გრიპი. 

ისე კი ზოგადად ღორის გრიპია ეგ აშკარად. ქათმის ფერმაში ვერ დაიწყება დიდი ალბათობით.

5 საათის წინ, Harry Potter said:

რაც შეეხება პირად გამოცდილებას, ერთი წელია წნევა არ მქონია, როცა მანამდე მტანჯავდა, თან 30+ ასაკში. შესაბამის მინერალებს ვიღებ საკვებით, მაგალითად, მცენარეული რძე, რომელსაც რკინითაც აძლიერებენ და საჭირო ბ ვიტამინებითაც, კალციუმითაც და დ ვიტამინებითაც. დილას სირიალს ვჭამ ხოლმე და ეგაა, დღიური დოზა მიღებული მაქვს ყველა მინერალის. სადილზე დეაქტივირებულ საფუარს ვაყრი ხოლმე საჭმელს, ბ ვიტამინების და რკინის მისაღებად.

30+ ასაკში მანკი ან რამე თანდაყოლილი თუ არ გაქვს რა დროს შენი წნევაა?

5 საათის წინ, Harry Potter said:

აი, აგერ არის ამ 5 წუთიან ვიდეოში ნაჩვენები ამ ინდუსტრიის მანკიერება:

მე შემიძლია განახო იგივე ყველა მცენარეულ პროდუქტზე.

როგორ ხდება ტყეების გაჩეხვა, მიწების აოხრება პესტიციდებით, მონსანტოს მიერ გლეხების ტისკვა, სოციალური პრობლემები და ა.შ.

ეგეთია ცხოვრება ძმაუ.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites
  • ფორუმელი
8 საათის წინ, Harry Potter said:

მაგალითად, ნეტფლიქსზე ვნახე ფილმი: What the health, რომელშიც მოთხრობილია დიაბეტის ეპიდემისს შესახებ და გარდა ამისა ნაჩვენებია, როგორ თანამშრომლობს აშშ-ს დიაბეტის საზოგადოება ტაისონთან და სხვა ხორცმწარმოებლებთან. ასევე ვნახე ფილმი Eating Animals და შოკში ჩავვარდი, თუ რა დონეზე არის ცხოველთა ფერმერობის ინდუსტრია გათავხედებული და რას აკეთებენ. მაგალითად, ქათამს რ იყიდი და ზრდასრული ქათამი გგონია, სინამდვილეში სტეროიდებით გაზრდილი წიწილებია. აღარაფეს ვიტყვი ანტიბიოტიკებით გაჭყეპვასა და პანდემიების საშიშროებებზე. ეს პანდემიაც ცხოველური ბაზარიდან დაიწყო. მართალია, ღამურებს და პანგოლინებს აბრალებენ, მაგრამ მთელი სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება, რომ შემდეგ პანდემია ინდუსტრიალიზებული მასობრივი წარმოების ფერმებიდან წამოვა. როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. თუნდაც ე.წ. ესპანური გრიპი, რომელიც ამერკაში დაიწყო ქათმების ფერმაში.

 

მეც ნანახი მაქვს ეგ ყველაფერი მაგრამ ხორცზე დიდ პრობლემას შაქარში ვხედავ, მე ვცდილობ შუგა ფრი ცხოვრებით ვიცხოვრო. ამაზე მავნე ინდუსტრია რომელიც ჰიპოთალამუსს გვიბოლებს შაქრის და კვების ინდუსტრიაა ამ მიმართულებით მეტი არც ერთი!

8 წელიწადი ლუკმა ხორცი არ მქონდა ნაჭამი ახლა პერიოდულად მახსენდება რომ თვეები ისე გადის ხორცი არ მიმიღია მივდივარ და ვყიდულობ, მუხუდოს კატლეტებს და ფალაფელებს ვჭამ სიამვნებით მაგრამ მაინც არ ვეშვები ხორცის ჭამას, იმენა ძალით ვატენი საკუთარ თავს, ჩვენი სახეობა ერთადერთი იყო იმ ჰომოებს შორის რომელიც ხორცს დიდი დოზით ჭამდა, ამან მოგვცა უამრავი პრივილეგია სხვა ჰომოებთან შედარებით, ცილას ჩვენი უჯრედიც აწარმოებს მაგრამ გარედან მისი მიღება აუცილებლად უნდა ხდებოდეს. ცოდოა საწყალი არსებები მაგრამ მე უფრო გონიერი არსება ვარ ბუნებრივი გადარჩევა ჯერ მოდიდხან არ გადასულა ჩემკენ ამიტომ თავს ვერ შევიზღუდავ მასზე დემონსტრაციული უარით მაშინ როცა შეიძლება ბევრ ვეგეტარიანელზე ან ვეგანზე უფრო ვეგანური მიდრეკილებებიც მქონდეს... ყველაზე უცნაური ისაა რომ პმს ის დროს როცა ორი თვე გავა ისე და ხორცი არ მაქვს ნაჭამი ორგანიზმი იმენა ხორცს მთხოვს საშინლად, ეს ხდება სეზონზე ერთხელ :lol: 

 

be/do/have

Share on other sites
  • ფორუმელი
13 საათის წინ, mulan said:

ცილას ჩვენი უჯრედიც აწარმოებს მაგრამ გარედან მისი მიღება აუცილებლად უნდა ხდებოდეს. :lol: 

 

ჰო, მარა არის ცილები მცენარეეებში :დ  ძაან მცდარი წარმოდგენაა ეგ. ლობიო ცილის მეტი რა არის :დ  ბურღულ-მარცვლეული, კარტოფილი, სოკო, რავი, ჯამში ერთად ძაან მშვენირად გამოდის ცილა :დ  

Share on other sites
  • ფორუმელი
10 საათის წინ, Harry Potter said:

ჰო, მარა არის ცილები მცენარეეებში :დ  ძაან მცდარი წარმოდგენაა ეგ. ლობიო ცილის მეტი რა არის :დ  ბურღულ-მარცვლეული, კარტოფილი, სოკო, რავი, ჯამში ერთად ძაან მშვენირად გამოდის ცილა :დ  

ცხოველური და მცენარეული ამინომჟავები განსხვავდება ერთმანეთისგან. ლობიოს ჭამით ვერ შეივსებ ხორცისგან მისაღებ ამინომჟავებს :givikoebi:

be/do/have

Share on other sites
  • ფორუმელი

სიამოვნებით გადავიდოდი მცენარეულზე მარტო, მარა რთულია რეჟიმი თორე ხორცის მამაც.

One man’s toxic sludge is another man’s potpourri

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა