Jump to content
×
×
  • Create New...

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)


Recommended Posts

Posted (შესწორებული)

1. როგორ დავპოსტო/დავლინკო იუთუბიდან ვიდეო?  - უბრალოდ აიღეთ/დააკოპირეთ ვიდეოს ლინკი ისე, როგორც ის იუთუბზე ჩანს და დაპოსტეთ. მაგ, https://www.youtube.com/watch?v=OGNRg4_fEiA - იუთუბზე ჩანს ასე. ვაკოპირებთ მთლიანად და ვპოსტვთ მთლიანად და ველოდებით ჩატვირთვას მაქს. 1 წამის საქმეა.

იგივე პრინციპით მუშაობს ყველა მხარდაჭერილი საიტი -  Facebook, instagram, Tik Tok, College Humor, Coub, Dailymotion, Flickr, Funny Or Die, Gfycat, Google Maps, Hulu, ReverbNation, Screencast.com, SmugMug, SoundCloud, Spotify, TED, Twitch, Twitter, Ustream, Vimeo, Vine, Wistia, YouTube + Giphy 

ასევე მარტივად ლინკავთ ფოტოებს თუ ინტერნეტიდან მოგაქვთ დასაპოსტად. 

 

2. როგორ ვიყოთ ანონიმურები ბადეს ფორუმზე? -  https://bade.ge/settings/account-security/ 

*ანონიმურ რეჟიმშიც მომხმარებელი ხედავს საკუთარ ნიკს, მაგრამ სხვა მომხმარებლები მას ვეღარ ხედავენ, სანამ რეჟიმს ისევ ხილვადს არ გახდის.

3. როგორ ხდება მონიშვნის გაუქმება  თემებიდან/განყებიდან/წევრებიდან?https://bade.ge/followed/ 

4. საიდან/როგორ ხდება შეტყობინებების პარამეტრების გასწორება/ჩართვა/გამორთვა?https://bade.ge/notifications/options/ 

5. საიდან გავასწორო პროფილის პარამეტრები (სქესი, დაბადების დღე, Member Title) ?https://bade.ge/profile/7-moor/?do=edit 

6. როგორ დავაიგნორო 'აბეზარი' იუზერები?https://bade.ge/ignore/ 

* ჩატში დაიგნორების ფუნქცია, ჩატშივეა

7.  ხელმოწერას აკა სიგნაჩას ვერ მივაგენი და საიდან ყენდება?https://bade.ge/settings/signature/ 

8. ჩატი როგორ მუშაობს, რატომ ქრება მესიჯები, რატომ ვერ ვარედაქტირებ? - ჩატი მშვენივრად მუშაობს. მიმოწერა არ ქრება, სავარაუდოდ თანამოსაუბრებ წაშალა -  როცა ჩატს შლით ბადეზე, საუბარი ორივე მოსაუბრესთან იშლება. დარედაქტირება  და ცალკეული მესიჯების წაშლის ფუნქცია გამორთულია. იმჰო, ეს  ჩატს უფრო უსაფრთხოს ხდის ჩატის მონაწილეებისთვის და გიცავთ პროვოკაციული შემთხვევებისგან. 

9. ვის აქვს წვდომა ჩემს მონაცემებზე  (მაილი, IP, ადგილმდებარეობა, დივაისი და ა.შ.) ? - მხოლოდ ადმინისტრატორს. არც მოდერებს და არც  არავის სხვას არ აქვთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე.

10. თემის გახსნა მინდა, მაგრამ შესაბამისი განყოფილება ვერ ვნახე.  - ბადე აპირებს, რომ დროთა განმავლობაში, მაქსიმალურად მრავალფეროვანი და თემატური ფორუმი შემოგთავაზოთ და შეძლებისდაგავარად ყველა დისკუსიით დაინტერესებული ჯგუფი მოიცვას და განყოფილებებიც დაამატოს. მაგრამ მანამ, სანამ ეს ასე არ არის, და თუ შესაბამის თემას/განყს ვერ მიაგენით, შეგიძლიათ    გამოიყენოთ თავისუფალი თემა https://bade.ge/forum/36-თავისუფალი-თემა/

 11. სად ვნახო ბადეს წესები? - ფორუმზე დარეგისტრირებისას, თქვენ ეთანხმებით ბადეს წესებს და პირობებს. ის ასევე შეგიძლიათ ნახოთ ადმინისტრაციულ ბადეში შემოსვლისას. https://bade.ge/forum/64-administratsiuli-bade/ 

ყოველი შემთხვევისთვის აქაც დავდებ სპოილერით

Spoiler

ფორუმის გამოყენების წესები და პირობები

Bade.ge  წარმოადგენს  მისი წევრების ქართულ სოციალურ ქსელს - ფორუმს, რომლის მიზანია  ჯანსაღი, თავისუფალი, ანონიმური,  თემატური სადისკუსიო სივრცისა და გარემოს უზრუნველყოფა. 

აქ თქვენ  შეძლებთ  თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის გავრცელებას, გამოცდილების გაზიარებას, სწავლას, თქვენთვის მნიშვნელოვანი იდეების ადვოკატირებას. 

ფორუმის მომხმარებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომლისთვისაც მისაღებია ფორუმის პრინციპები, და წესები, რომლებიც მნიშვნელოვანია ფორუმის დეკლარირებული  მისიის უზრუნველსაყოფად. 

ფორუმის წესების დაცვა მოეთხოვება ყველა მის წევრს.  

ბადეზე დაუშვებელია:

 1 ფორუმის მომხმარებლების მიერ ერთმანეთის შეურაცხყოფა, დამცირება, შევიწროვება, მუქარა. 

2.  პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნება. 

3. მიზანმიმართული  დეზინფორმაცია და ცილისწამება.

4. სიძულვილის ენა (შეუწყნარებლბლობა და დისკრიმინაცია ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, რასობრივი ნიშნით).

5. სპამი, ფლუდი, ტროლინგი, ოფტოპიკი, argumentum ad hominem.

6. პორნაგრაფიის გამოქვეყნება.

7. მრავალნიკიანობა.

8. მცდელობები, რაც ზიანს აყენებს ფორუმის გამართულად ფუნქციონირებას.

9. მოწოდება ძალადობისკენ.

10. კანონსაწინააღმდეგო გზავნილების გამოქვეყნება.

გარდა ფორუმის ზოგადი წესებისა, შეიძლება არსებობდეს ცალკეული განყოფილების, ქვეგანყოფილების ან/და თემის წესები,  რომელიც მთავარი დოკუმენტი იქნება კონკრეტულ სივრცეში.

ფორუმზე ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად წესების დაცვას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია მოდერატორების მეშვეობით. 

 

12.  იუზერი როგორ მოვნიშნო დაციტირების გარეშე? - ნიკს ნიშნავთ ძაღლუკათი, როგორც პოპულარული სოციალური ქსელების უმეტესობაში. ასევე შეგიძლიათ, დააკლიკოთ ძაღლუკას  შესაბამისი იუზერის პოსტის ქვემოთ და იუზერი დაითაგება მარტივად. 

 

ნელნელა კიდევ დავამატებ, რა კითხვებსაც  შევამჩნევ რომ ასგვერდიან თემაში არ გიწევდეთ ძებნა ან ყველა ცალკე არ მისვამდეს.

 

რამეს თუ ვერ იპოვით, იკითხეთ აქვე

Edited by Moor
"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ავატარის დაყენებაზე არაფერია ნათქვამი, თუ არის და მე ვერ ვნახე?

 

ჩემი გიფი მინდა რომ მქონდეს, ავატარად (აქაც):king:

Edited by Laki

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

@Laki

ლაკი,  გამარჯობა, ჩავამატებ მერე. 

პროფაილიდან ავატარის ადგილას დააკლიკე და მარტივია

 

@gunslinger

გვერდზე ტექნიკური სურვილების  თემაში გადასარევად ახსნეს, ამიტომ უბრალოდ გადმოვაკოპირებ 

    

On 2/3/2021 at 10:47 PM, Georgia said:

ვეცდები, ავხსნა, რატომ არის გოიმობა ეგ  შრიფტი უფრო სწორად ქართული სკრიპტი, რომლითაც ავტომატურად დაიწერება ქართულად.

 

პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვარგა და ტექნიკურად გაუმართავია. სხვადასხვა ბრაუზერზე სხვადასხვანაირად მუშაობს და პრობლემები აქვს სულ. მეორე ის, რომ მობილურზე არ ყენდება. იმ ძველ ფორუმზეც მხოლოდ დესკტოპზეა, როგორც მახსოვს. 

მესამე ის, რომ ტვირთავს საიტს და ანელებს. რატო გახდა ეს სკრიპტი საჭირო თავის დროზე? ბნელ ხანაში, როცა ქართული შრიფტი არ იყო გავრცელებული, არ არსებობდა სმარტფორნები საერთოდ, მოიგონეს ეგ გამოსავალი რომ ხალხს ქართულად ეწერა. ახლაც ძირითადად დინოზავრების ფორუმები სარგებლობენ ამით. 

ახლა როცა ყველა გაჯეტზე შეგიძლია გქონდეს მარტივად ქართული ენა, ამ სკრიპტის გამოყენების საჭიროება ნაკლებადაა და არაა გამართლებული. 

 

 

ამიტომ გაჯეტზე ქართული ენის ქონა, ბევრად გაამარტივებდა საქმეს

 

ძალიან მარტივია შრიფტის დაყენება

 

On 2/6/2021 at 10:45 PM, bigmasterrr said:

მადლობა მოორ დაციტირება ვერ ვნახე  

დასაციტირებლად ქვემოთ მწვანედ როა ფრჩხილი, ძაღლუკას გვერდზე, მაგას აკლიკებ ან  ტექსტს ნიშნავ და ავტომატურად გიჩვენებს დაციტირებას.  + MultiQoute გაქვს რომლითაც N რაოდენობის პოსტი შეგიძლია დააციტირო ყველა გვერდზე და ავტომატურად გადმოვა. 

 

რამე თუ იქნება გასარკვევი, აქ ვარ მოკლედ

 

@bigmasterrr მე და @Blossom

წელცომე

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
  • ფორუმელი

გამარჯობა მურ

მივაგენი :დ

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Moor said:

დასაციტირებლად ქვემოთ მწვანედ როა ფრჩხილი, ძაღლუკას გვერდზე, მაგას აკლიკებ ან  ტექსტს ნიშნავ და ავტომატურად გიჩვენებს დაციტირებას.  + MultiQoute გაქვს რომლითაც N რაოდენობის პოსტი შეგიძლია დააციტირო ყველა გვერდზე და ავტომატურად გადმოვა. 

 

რამე თუ იქნება გასარკვევი, აქ ვარ მოკლედ

მადლობააა, გასაგებია 

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა