Jump to content
×
×
  • Create New...

ადმინისტრაციული ბადე


წესები და პირობები

ფორუმის გამოყენების წესები და პირობები

Bade.ge  წარმოადგენს  მისი წევრების ქართულ სოციალურ ქსელს - ფორუმს, რომლის მიზანია  ჯანსაღი, თავისუფალი, ანონიმური,  თემატური სადისკუსიო სივრცისა და გარემოს უზრუნველყოფა. 

აქ თქვენ  შეძლებთ  თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის გავრცელებას, გამოცდილების გაზიარებას, სწავლას, თქვენთვის მნიშვნელოვანი იდეების ადვოკატირებას. 

ფორუმის მომხმარებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომლისთვისაც მისაღებია ფორუმის პრინციპები, და წესები, რომლებიც მნიშვნელოვანია ფორუმის დეკლარირებული  მისიის უზრუნველსაყოფად. 

ფორუმის წესების დაცვა მოეთხოვება ყველა მის წევრს.  

ბადეზე დაუშვებელია:

 1 ფორუმის მომხმარებლების მიერ ერთმანეთის შეურაცხყოფა, დამცირება, შევიწროვება, მუქარა. 

2.  პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნება. 

3. მიზანმიმართული  დეზინფორმაცია და ცილისწამება.

4. სიძულვილის ენა (შეუწყნარებლბლობა და დისკრიმინაცია ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, რასობრივი ნიშნით).

5. სპამი, ფლუდი, ტროლინგი, ოფტოპიკი, argumentum ad hominem.

6. პორნაგრაფიის გამოქვეყნება.

7. მრავალნიკიანობა.

8. მცდელობები, რაც ზიანს აყენებს ფორუმის გამართულად ფუნქციონირებას.

9. მოწოდება ძალადობისკენ.

10. კანონსაწინააღმდეგო გზავნილების გამოქვეყნება.

გარდა ფორუმის ზოგადი წესებისა, შეიძლება არსებობდეს ცალკეული განყოფილების, ქვეგანყოფილების ან/და თემის წესები,  რომელიც მთავარი დოკუმენტი იქნება კონკრეტულ სივრცეში.

ფორუმზე ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად წესების დაცვას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია მოდერატორების მეშვეობით. 

  • Who's Online   17 all people including: 1 წევრი, 3 ანონიმური, 13 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(3)
    • YandexBot(2)
    • Chrome(3)
    • t-90
    • Bingbot(1)