Jimmy Posted 6 იანვარი, 2021 Posted 6 იანვარი, 2021 (შესწორებული) https://www.ambebi.ge/article/253902-emanuel-makronma-bizina-ivanishvils-saprangetis-uma/ ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა 14:32 / 06-01-2021 საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა. საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, "წელს ეს ჯილდო, მათ შორის იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“. საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა Edited 6 იანვარი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 6 იანვარი, 2021 Posted 6 იანვარი, 2021 56 minutes წინ, Eric said: https://www.ambebi.ge/article/253902-emanuel-makronma-bizina-ivanishvils-saprangetis-uma/ თუ არ ვცდები გოგა ხაინდრავასაც აქვს ეს ორდენი. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 6 იანვარი, 2021 Posted 6 იანვარი, 2021 1 minute წინ, Instance said: თუ არ ვცდები გოგა ხაინდრავასაც აქვს ეს ორდენი. ზარალასაც Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 6 იანვარი, 2021 Posted 6 იანვარი, 2021 დროა საინტერესო, არჩევნების მერე, დალოცეს Life is serious. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 6 იანვარი, 2021 Posted 6 იანვარი, 2021 3 საათის წინ, Eric said: https://www.ambebi.ge/article/253902-emanuel-makronma-bizina-ivanishvils-saprangetis-uma/ საპენსიოდ ამზადებენ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 6 იანვარი, 2021 Posted 6 იანვარი, 2021 კი, ზარალასაც აქვს. საპატიო ლეგიონი საფრანგეთის უმაღლესი ეროვნული ჯილდოა. იგი ნაპოლეონ ბონაპარტის, პირველი კონსულის მიერ იქნა დაარსებული 1802 წელს სამოქალაქო და სამხედრო სფეროს გამოჩენილი ფრანგი მოღვაწეების « უმაღლესი დამსახურებების » დასაჯილდოებლად და მოგვიანებით უცხოელ მოღვაწეებზეც გავრცელდა. ხაინდრავას, მამრაძეს და პალეონთოლოგ ლორთქიფანიძეს ღირსების ეროვნული ორდენი აქვთ ღირსების ეროვნული ორდენი დაწესდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გენერალ შარლ დე გოლის მიერ, 1963 წლის 3 დეკემბერს, სამშობლოსადმი გამორჩეული დამსახურებისთვის. უცხოელები, რომლებიც გამოირჩევიან საფრანგეთის წინაშე თავიანთი დამსახურებით, საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით, ჯილდოვდებიან დამსახურების ეროვნული ორდენით. = Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 6 იანვარი, 2021 Posted 6 იანვარი, 2021 საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ამჟამად ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, საპატიო ლეგიონის კავალერის ორდენი მიანიჭა. განცხადება 2020 წლის 31 დეკემბრით თარიღდება. საფრანგეთის მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ჯანდაცვის სფეროში სერიოზულ კრიზისს წააწყდნენ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ორდენით დაჯილდოებულთა დიდი ნაწილი პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის შეირჩა. განმარტებით ბარათში ასევე წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელია, რომელიც 40 წელია, საქველმოქმედო საქმიანობას სხვადასხვა კუთხით ეწევა. ივანიშვილთან ერთად ჯილდო კიდევ რამდენიმე ათეულ ადამიანს გადაეცა. ____________________________________________________________________________ ● რა იმალება ვარდისფერი ფლამინგოს უკან? რეპორტაჟი დენდროლოგიური პარკიდან ● რა თქვა ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში ● ოლიგარქის სოფელი. როგორ ცხოვრობენ ჭორვილაში დღეს? ______________________________________________________________________________ ყოფილ პრემიერს საპატიო ჯილდოს მიღებას ულოცავს ამავე ორდენის მფლობელი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტი სალომე ზურაბიშვილი. “გილოცავთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საპატიო ლეგიონის ორდენოსანთან სიაში. თქვენი წვლილი დემოკრატიის, ასევე, საფრანგეთ-საქართველოს შორის კავშირების განვითარებაში, თქვენი მეცენატობა და თბილისის ფრანგული სკოლის დაარსება სათანადოდ იქნა აღიარებული”, — წერს პრეზიდენტი ტვიტერზე. Félicitations et bienvenue dans les rangs de la Légion d’Honneur. Votre contribution au développement démocratique, des liens entre la et la , votre mécénat, et la création du lycée français de Tbilissi se voient ainsi reconnus.https://t.co/qTmZC4LFqw— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 6, 2021 საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ შეიქმნა 1802 წლის 19 მაისს და მას შემდეგ გადაეცემა კაცობრიობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის – როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირებს. ეს არის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო და მას საფრანგეთის პრეზიდენტი ანიჭებს უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის. ორდენის დევიზია ”ღირსება და სამშობლო” (”Honneur et patrie”). ამ დროისთვის მას უკვე 92 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ორდენი მიღებული აქვს რამდენიმე საეჭვო რეპუტაციის ლიდერსაც – მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მიანმარის ლიდერს აუნ სან სუ ჩის (რომელსაც ამჟამად ბრალი როჰინჯას ხალხის გენოციდში ედება), ასევე რუმინეთის დიქტატორს ნიკოლაე ჩაუშესკუს, თუმცა მისთვის ნაბოძები ჯილდო შემდეგში ანულირდა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 6 იანვარი, 2021 Posted 6 იანვარი, 2021 42 minutes წინ, York Ge said: საპენსიოდ ამზადებენ? საეჭვოა, ივანიშვილთა დინასტია განჭვრეტად მომავალში არ შეიცვლება. ფრანგული ხელწერა. აიათოლა რომ აფრინეს, დღემდე ჩადრებით დადიან ირანელი დიაცები) Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა