ფორუმელი Moor Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 ბადე წარმოადგენს მისი წევრების სოციალურ ქსელს, რომლის მიზანია ჯანსაღი, თავისუფალი, ანონიმური, თემატური სადისკუსიო სივრცისა და გარემოს უზრუნველყოფა. აქ თქვენ შეძლებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის გავრცელებას, გამოცდილების გაზიარებას, სწავლას, თქვენთვის მნიშვნელოვანი იდეების ადვოკატირებას. ფორუმის მომხმარებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომლისთვისაც მისაღებია ფორუმის პრინციპები, და წესები, რომლებიც მნიშვნელოვანია ფორუმის დეკლარირებული მისიის უზრუნველსაყოფად. ფორუმის წესების დაცვა მოეთხოვება ყველა მის წევრს. ბადეზე აკრძალულია: 1. ფორუმის მომხმარებლების მიერ ერთმანეთის შეურაცხყოფა, დამცირება, შევიწროვება, მუქარა. 2. პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნება. 3. მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ცილისწამება. 4. სიძულვილის ენა (შეუწყნარებლბლობა და დისკრიმინაცია ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, რასობრივი ნიშნით). 5. სპამი, ფლუდი, ტროლინგი, ოფტოპიკი, argumentum ad hominem. 6. პორნაგრაფიის გამოქვეყნება. 7. მრავალნიკიანობა. 8. მცდელობები, რაც ზიანს აყენებს ფორუმის გამართულად ფუნქციონირებას. 9. მოწოდება ძალადობისკენ. 10. კანონსაწინააღმდეგო გზავნილების გამოქვეყნება. გარდა ფორუმის ზოგადი წესებისა, შეიძლება არსებობდეს ცალკეული განყოფილების, ქვეგანყოფილების ან/და თემის წესები, რომელიც მთავარი დოკუმენტი იქნება კონკრეტულ სივრცეში. ფორუმზე ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად წესების დაცვას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია მოდერატორების მეშვეობით. = აბა რა გამომრჩა ან არის აქ რამე საკამათო?
ფორუმელი Holden Caulfield Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 ახლა ესენი ორ ფილაზე ამოკაწრე და მთიდან დაეშვ ი 1
ფორუმელი Moor Posted 14 დეკემბერი, 2020 Author Posted 14 დეკემბერი, 2020 @Holden Caulfield ათი მცნება ხო გინდოდათ?
iaiameri Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 7 minutes წინ, Moor said: ინფრომაციის სხვა ყველაფერში გეთანხმები
ფორუმელი Holden Caulfield Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 @Moorყველაფერი მანც მოდერებამდე დადის რო დაფიქრდე ყველა პუნქტის ინტერპრეტირება და სატავისოთ გამოყენება შეუძლია მოდერს ასე რომ სანამ ვინმე მოდერად აკურთხებთ ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეთ :დ 1
ფორუმელი Damnoc Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 12 minutes წინ, Moor said: აბა რა გამომრჩა ან არის აქ რამე საკამათო? მე მებევრება
iaiameri Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 1 minute წინ, Holden Caulfield said: @Moorყველაფერი მანც მოდერებამდე დადის რო დაფიქრდე ყველა პუნქტის ინტერპრეტირება და სატავისოთ გამოყენება შეუძლია მოდერს ასე რომ სანამ ვინმე მოდერად აკურთხებთ ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეთ :დ მართალია! ჯიმიზაცია ვისაც დაეწყება ან კიკოფიზაცია, ეგრევე ჩამოლაბორანტდეს. ანუ მური გამოდის მამაღმერთი?
ფორუმელი Moor Posted 14 დეკემბერი, 2020 Author Posted 14 დეკემბერი, 2020 @Holden Caulfield ხოდა ისე ვქნათ, რომ ზედმეტი ინტერპეტირება, მით უმეტეს იუზერის საწინააღმდეგოდ არ იყოს ადვილი. მოქმედ მოდერებს აქვთ ცნობა ჯერჯერობით მაინც. @Katutu @Darkness @Damnoc @Windmühle = იუზერებს შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი კანდიდატებიც შემოგვთავაზოთ
Recommended Posts