Jump to content
×
×
  • Create New...

ვიმსახურებ


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, mulan said:

ამის პარალელურად ეგეთი ტიპები მუდმივად საუბრობენ იმაზე თუ როგორ უმართლებთ სხვებს

ამ მხრივ არ მიფიქრია ამ თემაზე და მე თვითონ გამიკვირდა რატომ.

ეგრეა ნამდვილად და უფრო თვალსაჩინო არის ის რომ გარშემო ყველას რაღაც შენაძენს რეფლექსურად განიხილავენ როგორც რაღაც რაც ადამიანს დაემართა. ანუ ფული თუ გაქვს, უბრალოდ დაგემართა ფული, სახლი თუ გაქვს, შეგემთხვა სახლი და თავისთავად, ლატარიაში მოგებულივით, ცუდი ტიპი ხარ თუ არ უწილადებ.

 

 

5 minutes წინ, Georgia said:

ვაშლის ხე თუ ჩემია, ვერაფერსაც ვერ შეჭამ. ან შეჭამ ნაქურდალს, მოხერხებას გააჩნია.

ისეთი ფაქტორი შემოგაქვს რომლის საჭიროებასაც ვერ ვხედავ. შუა ტყეში დგას ველური ვაშლი, არავის საკუთრება არ არის.

7 minutes წინ, Georgia said:

ხომ არ გვაქვს პრეტენზია რომ სამიართლიანადაა ყველაფერი მოწყობილი და ყველას დამსახურებისამებრ ხვდება?

ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ამასთან ერთად არც ის მგონია რომ მაგალითად ის მაგარი სიმპათიური ტიპი აუცილებლად თვლის რომ იმსახურებს ნაშებისგან იმდენ ყურადღებას. საჭირო ან აუცილებელი არ არის რომ მაგას თვლიდეს, უბრალოდ იყენებს იმ რესურსს რაზეც ხელი მიუწვდება.

ბევრ რამეზე რაც მე მაქვს ან რაზეც ხელი მიმიწვდება, არასდროს ვიტყოდი რომ დავიმსახურე, უბრალოდ არის ისე როგორც არის.

მაგალითად ჟანგბადი ან მზის შუქი. უბრალოდ ხელი მიმიწვდება თორე ნამდვილად არ დამიმსახურებია.

 

თემაში აქცენტი მაქვს ადამიანის განწყობაზე რომ რაღაცას იმსახურებს, რომელსაც არ აქვს რამე გამამართლებელი არგუმენტი.

 

 

12 minutes წინ, iaiameri said:

ჩემზე ვინმემ რამე არიფიქროს თქო და თავის მართლებას შევუდექი

თავი დაიზღვიე ხო? :gigi:

Share on other sites

29 minutes წინ, Damnoc said:

დიდი ალბათობით სხვადასხვა რეალობაში ვცხოვრობთ და ჩვენში პოლემიკას აზრი არ აქვს,

слив защитан!

Share on other sites

26 minutes წინ, Damnoc said:

უბრალოდ იყენებს იმ რესურსს რაზეც ხელი მიუწვდება.

 

თავდაჯერებულობაც რესურსია წარმატებისთვის მნიშვნელოვანი. 

შეიძლება არ იყო სიპმატიური და თავდაჯერებულობით ან თუნდაც სინაგლით მეტს მიაღწიო, ვიდრე უბრალოდ გარეგნობით. რეალშიც ბევრია მსგავსი შემთხვევა. 

27 minutes წინ, Damnoc said:

ისეთი ფაქტორი შემოგაქვს რომლის საჭიროებასაც ვერ ვხედავ. შუა ტყეში დგას ველური ვაშლი, არავის საკუთრება არ არის.

45 minutes წინ, Georgia said:

კაიკაი აძვერი. მწიფეები ძირსაც ცვივა და ასვლა არ მჭირდება მაინც მე. 

29 minutes წინ, Damnoc said:

მაგალითად ჟანგბადი ან მზის შუქი. უბრალოდ ხელი მიმიწვდება თორე ნამდვილად არ დამიმსახურებია.

 

იქნებ იმიტომ მიგიწვდება ხელი რომ დაიმსახურე? რა არის დამსახურება საერთოდ? იქნებ სამყარემ დაიმსახურა რომ მქონდეს პატივი და მისი რესურსი გამოვიყენო?

 

როგორც ზემოთაც ვბრძანე კადნიერად, ფსიქოტიპი  და თამაშის წესები მნიშვნელოვანია. ადამიანებს ჭირდებათ რაღაც საყრდენი. 

ის რომ მე არაფერს ვიმსახურებ, მგრუზავს და არ მჭირდება ასეთი ინტრეპრეტირებული სამყარო. 

ხო თამაშის წესებსაც გააჩნია - თუ სხვა დამსახურებლად იღებს რამეს, მეც მექნება პრეტენზია რომ მეკუთვნის და ა.შ.

 

Share on other sites

50/50 ახსნა აქვს

სუბიექტური აღქმა და რეალობა

სუბიექტურ აღქმაში იგულისხმება ის რომ ადამიანი აღიქვამს საკუთარ შრომას/გარეგნობას/ემოციურ რესურსებს საკმარისად საიმისოდ რომ რაღაც ძვირი ან კარგი დაიმსახუროს. ანუ საკუთარ თავს და რესურსებს სუბიექტურად ძვირად აფასებს, თუ რატომ, ეს უკვე ინდივიდუალურია, შესაძლოა ბავშვობაში ჩაუბეჭდეს რომ ყველაზე ჭკვიანი ან ყველაზე ლამაზია, რაც არ არის ნორმალური (თუნდ იყოს ჭკვიანი და ლამაზი) რადგან უვითარებს არაადეკვატურად მაღალ თვითშეფასებას, არწმუნებს იმაში რომ თითის განძრევა არასაჭიროა, ისედაც ხომ ლამაზი და ჭკვიანია, რის გამოც ირევა გაცემა/მიღების პროპორციულობა. ასევე დამოუკიდებლობის გრძნობის არქონა, რაც ასევე ბავშვობიდან არ აქვთ განვითარებული (რომ ლანგარს არ უნდა დაელოდო და თუ რაიმე გინდა, უნდა ადგე და აიღო). 

რეალობას რაც შეეხება, ხშირად ობიექტურად ძვირი რესურსების მქონე ადამიანი ვერ იღებს იმას რასაც "იმსახურებს", სამსახურში თუ ურთიერთობაში, რაც განპირობებულია "სამყაროს უსამართლობის" ფენომენით. შეიძლება ჰქონდეს საკმარისი ჭკუა მაგრამ სამსახურში ნეპოტიზმით აყვანილი კადრი იდგეს ერთი რგოლით მაღლა, ან შეიძლება იყოს კარგი და კეთილი ადამიანი მაგრამ ეყრებოდეს გაიძვერებს და ბოროტებს. ამ შემთხვევაში სავსებით სამართლიანია ითხოვდეს დამსახურებულს. 

თავად ის კითხვა თუ საიდან აქვს არაფრის მაქნის ადამიანს ირაციონალური მოთხოვნები, დადის მარტივ პასუხამდე -  მაღალი (არაადეკვატური) თვითშეფასება. ხშირად ეს უკანასკნელი უვითარდებათ ბავშვობიდან (უვითარებენ მშობლები მეტწილად). თუმცა მაღალი თვითშეფასება ხშირად წარმატებას განაპირობებს და იშვიათად შემხვედრია უმაქნისი და უბინაო/უკარგმანქანო მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანი, თუნდ არაადეკვატურის. ამიტომ ძნელია ერთი პასუხის გაცემა. 

აქვე გამიჩნდა კითხვა რესურსების გადანაწილებასთან დაკავშირებით, მაგალითად, ერთს აქვს მაღალი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა, არ აქვს გონებრივი რესურსი მაგრამ აქვს ორგანიზატორული ნიჭი, მეორეს აქვს დაბალი თვითშეფასება, პირველზე საკმაოდ ჭკვიანია მაგრამ არაა გამბედავი და არც ორგანიზატორული ნიჭი აქვს. ხშირად ამ ორიდან დაწინაურების კანდიდატი პირველი კადრი ხდება, მისი ორგანიზებულობის, თავდაჯერებულობისა და გამტანობის ხარჯზე (და არა ჭკუის და საქმის ცოდნის). ამ შემთხვევაში მეორე კადრს უსამართლობის გრძნობა თუ გაუჩნდება, რიზონულია? 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი
On 1/2/2021 at 11:11 PM, Georgia said:

რა არის დამსახურება საერთოდ? იქნებ სამყარემ დაიმსახურა რომ მქონდეს პატივი და მისი რესურსი გამოვიყენო?

სამყაროსი კი, სხვა ადამიანის - არა :D

ჩემს მაგალითში ტიპს იმაზე არ აქვს პრეტენზია მიწის დამუშავების და მოსავლის მოყვანის უფლებას ვიმსახურებო.

On 1/2/2021 at 11:11 PM, Georgia said:

ის რომ მე არაფერს ვიმსახურებ, მგრუზავს და არ მჭირდება ასეთი ინტრეპრეტირებული სამყარო.

ეს რაღაც დონეზე მესმის, ისე რომ დაა-ინტერპრეტირებს ადამიანი სამყაროს როგორც უფრო აწყობს მაგრამ მაგ შემთხვევაშიც კი არის ხოლმე ფსევდო-ლოგიკა, რითაც ამართლებენ რაღაც პოზიციებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ადამიანების პოზიციას ვერ ვუპოვე თუნდაც ეგ. აი უბრალოდ ეკუთვნით და ვიღაც არ აძლევთ.

რამეს როცა გამოიმუშავებენ, ისეთი განწყობა აქვთ თითქოს ვიღაც უსამართლოდ ამუშავებთ იმის მისაღებად რაც ისეც ეკუთვნოდათ.

ასე რომ დავალაგე წინადადება უკვე ვხედავ საიდან შეიძლება მოდიოდეს. თუ არასდროს არაფერი გამოუმუშავებიათ, მათ მშობლებს პირობა არ წაუყენებიათ არაფრისთვის რასაც აძლევდნენ, შეიძლება უბრალოდ მათ "დამსახურების" კონცეფციას საერთოდ არ აქვს გაცემის კომპონენტი, ფსიქოლოგიური ჭანჭიკების დონეზე, ა ლა "დამსახურება არის როცა ვზივად და რაღაცებს მაძლევენ. სულ ასე იყო".

 

 

1 საათის წინ, Katutu said:

რეალობას რაც შეეხება, ხშირად ობიექტურად ძვირი რესურსების მქონე ადამიანი ვერ იღებს იმას რასაც "იმსახურებს", სამსახურში თუ ურთიერთობაში, რაც განპირობებულია "სამყაროს უსამართლობის" ფენომენით. შეიძლება ჰქონდეს საკმარისი ჭკუა მაგრამ სამსახურში ნეპოტიზმით აყვანილი კადრი იდგეს ერთი რგოლით მაღლა, ან შეიძლება იყოს კარგი და კეთილი ადამიანი მაგრამ ეყრებოდეს გაიძვერებს და ბოროტებს. ამ შემთხვევაში სავსებით სამართლიანია ითხოვდეს დამსახურებულს.

Spoiler

“All right," said Susan. "I'm not stupid. You're saying humans need... fantasies to make life bearable."

REALLY? AS IF IT WAS SOME KIND OF PINK PILL? NO. HUMANS NEED FANTASY TO BE HUMAN. TO BE THE PLACE WHERE THE FALLING ANGEL MEETS THE RISING APE.

"Tooth fairies? Hogfathers? Little—"

YES. AS PRACTICE. YOU HAVE TO START OUT LEARNING TO BELIEVE THE LITTLE LIES.

"So we can believe the big ones?"

YES. JUSTICE. MERCY. DUTY. THAT SORT OF THING.

"They're not the same at all!"

YOU THINK SO? THEN TAKE THE UNIVERSE AND GRIND IT DOWN TO THE FINEST POWDER AND SIEVE IT THROUGH THE FINEST SIEVE AND THEN SHOW ME ONE ATOM OF JUSTICE, ONE MOLECULE OF MERCY. AND YET—Death waved a hand. AND YET YOU ACT AS IF THERE IS SOME IDEAL ORDER IN THE WORLD, AS IF THERE IS SOME...SOME RIGHTNESS IN THE UNIVERSE BY WHICH IT MAY BE JUDGED.

"Yes, but people have got to believe that, or what's the point—"

 

1 საათის წინ, Katutu said:

თავად ის კითხვა თუ საიდან აქვს არაფრის მაქნის ადამიანს ირაციონალური მოთხოვნები, დადის მარტივ პასუხამდე -  მაღალი (არაადეკვატური) თვითშეფასება.

ხო აი ეგ მაფიქრებდა  ზუსტად რომ არ იყო თავის გამართლების ელემენტი, საერთოდ არ შემოდიოდა თვითშეფასება სურათში, და მგონი ზემოთ უსერზე გაცემულ პასუხში წამოვკარი ფეხი პასუხს.

2 საათის წინ, Katutu said:

ამ შემთხვევაში მეორე კადრს უსამართლობის გრძნობა თუ გაუჩნდება, რიზონულია? 

თუ ორი ტიპიდან ერთმა ყველაფერი ისე გააკეთა როგორც ასწავლეს, მეორემ სულ სხვანაირად და ბევრად უკეთესი შედეგიც დადო, პირველ ტიპს უსამართლობის გრძნობა უჩნდება, იმიტომ რომ მისი მსოფლმხედველობის ჩარჩოში, თუ კარგი ბიჭი/გოგო იქნებოდა, უფროსებს დაუჯერებდა და ყველაფერს ისე გააკეთებდა როგორც ეტყოდნენ, ამით მიაღწევდა საწადელს.

პრობლემა, ჩემი აზრით, არის იმაში რომ ვიღაცამ თამაშის წესები არასწორად იცოდა, ან თუნდაც მსოფლმხედველობა ჰქონდა ჩამოყალიბებული დელუზიურ-რომანტიკული და არა იმაში რომ ვიღაცამ უსამართლოდ მოიგო.

Share on other sites

15 minutes წინ, Damnoc said:

მათ მშობლებს პირობა არ წაუყენებიათ არაფრისთვის რასაც აძლევდნენ

პროსტიტუირება ქვია მაგას.

ავტორიტარულ აღზრდას კი ჯობია.

anyway.

რეზულტატად მაინც ზომბის იღებ.

ჩტო რაბ, ჩტო პრასტიტუტკა.

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, ChariotGod said:

პროსტიტუირება ქვია მაგას.

რა სახის ბარტერს არ ქვია პროსტიტუირება? ინტერესში ჩავვარდი :gigi:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share