Jump to content
×
×
  • Create New...

ვიმსახურებ


Recommended Posts

  • ფორუმელი

რამდენიმე დისფუნქციური ადამიანის აზროვნებაში ქექვის დროს გადავაწყდი იმათ ქვეცნობიერ აქსიომას რომ რაღაცებს იმსახურებენ.

აი ტიპი მაგალითად რომელსაც თითი თითზე არ დაუდია მთელი ცხოვრება და თვლის რომ იმსახურებს კარგ ცხოვრებას, კარგ მანქანას, ქალებს, პატივისცემას, დ.ა.შ.

ან სხვა, რომელიც აბსოლუტურად მინიმალური ძალისხმევით ტივტივებს ცხოვრებაზე და თვლის რომ საპირისპირო სქესის ტოპ 10% თავდავიწყებული ექსტაზით უნდა ახტებოდნენ სადაც დაინახავენ.

ვითომ ერთი შეხედვით არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების ამბავია მაგრამ რაღაცნაირად ვერ მაკმაყოფილებს ეგ ახსნა, თითქოს რაღაც აკლია.

საიდან მოდის ეგ განწყობა? ან რატომ? ვინ მოიგონა?

Share on other sites

@Damnoc

და რატო არ იმსახურებენ? ვინ გადაწყვიტა რომ რამე რომ დაიმსახურო, სახე უნდა აგეხეს, სიკვდილს ჩახედო თვალებში და აშუშუ? როგორ ვარიგებთ ამ დამსახურებებს? საიდან მოდის ეს გაბატონებული დისკურსი? 

 

ხო ჩემი აზრი თუ საინტერესოა კაცობრიობისთვის, ვიტყოდი რომ ამ თვითგაპრავებებს ფსიქოტიპი წყვეტს

 

+ თამაშის წესები

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Georgia said:

და რატო არ იმსახურებენ? ვინ გადაწყვიტა რომ რამე რომ დაიმსახურო, სახე უნდა აგეხეს, სიკვდილს ჩახედო თვალებში და აშუშუ? როგორ ვარიგებთ ამ დამსახურებებს? საიდან მოდის ეს გაბატონებული დისკურსი?

სასრული რესურსების რაოდენობა განაპირობებს იმას რომ ვიღაცას უნდა შეხვდეს და ვიღაცას არა. ხოდა უბრალოდ მექანიკურად, ვინც ვაშლის ხეზე აძვრება, ის შეჭამს კიდეც და არა მეორე ტიპი რომელიც შეზლონგზე წევს და . . . უნდა.

 

 

ან მოდი თუნდაც წარმოვიდგინოთ რომ ეგ მექანიკური ნაწილი არ არის სამყაროში და მთლიანად ჩვენი შეთანხმების ამბავია რომ ვინ მიიღებს შეზღუდული რესურსებიდან რაღაცას და ვინ არა. რა უკეთესი პარამეტრის მიხედვით დავარიგოთ?

როგორ განვსაზღვროთ ვინ იაროს ლენდ კრუიზერით და ვინ კოროლათი?

Share on other sites

19 minutes წინ, Damnoc said:

მთელი ცხოვრება და თვლის რომ იმსახურებს კარგ ცხოვრებას, კარგ მანქანას, ქალებს, პატივისცემას, დ.ა.შ.

მთელი ცხოვრება ვირივით ვიმუშავე. კარგი ცხოვრება სტაბილურობაა და სიმშვიდე. ერთხელაც მოდის დროჟამი, როცა  ქარიშხლებით იღლები. კარგი მანქანა მაინცდამაინც ძვირიანს არ ნიშნავს. კაცებს არ ვეძებ. პატივისცემა მინდა კი.:coffee:

 

 

Share on other sites

1. სოციოლოგიის თემაა.

2. რესურსების შეზღუდულობა მითია.

3. დამსახურება მანიპულაციის მექანიზმია, შესაბამისად მანიპულირებულის სახეიროდ არაა მოფიქრებული.

4. მოიფიქრე როგორ ჭამო ტორტი და არ გასუქდე? :]

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, iaiameri said:

მთელი ცხოვრება ვირივით ვიმუშავე. კარგი ცხოვრება სტაბილურობაა და სიმშვიდე. ერთხელაც მოდის დროჟამი, როცა  ქარიშხლებით იღლები. კარგი მანქანა მაინცდამაინც ძვირიანს არ ნიშნავს. კაცებს არ ვეძებ. პატივისცემა მინდა კი.

რაღაც სხვანაირად წაიკითხე მგონი.

რაც გამოიმუშავე, გამოიმუშავე, და მაგაში ვერავინ შეგეცილება.

რაღაც რომ გინდა, გინდოდეს მერე, ყველას გვინდა რაღაც, არც ეგ ჯდება თემაში.

ლაპარაკია მოვლენაზე როცა "ჰაერიდან" თვლის ადამიანი რომ რაღაცას იმსახურებს, აი ასე, არაფრიდან გამომდინარე.

 

4 minutes წინ, ChariotGod said:

რესურსების შეზღუდულობა მითია.

დიდი ალბათობით სხვადასხვა რეალობაში ვცხოვრობთ და ჩვენში პოლემიკას აზრი არ აქვს, მაგრამ ისე საინტერესოა რომ არსებობს ეგ დამოკიდებულებაც.

Share on other sites

  • ფორუმელი

არაადეკვატური თვითმნიშვნელობა ქვია მაგას! როგორც წესი რჩებიან აუთსაუდერ ლუზერებად. ამის პარალელურად ეგეთი ტიპები მუდმივად საუბრობენ იმაზე თუ როგორ უმართლებთ სხვებს, ექსტერნალური კონტროლის ლოკუსი აქვთ მოკლედ...

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
27 minutes წინ, Damnoc said:

სასრული რესურსების რაოდენობა განაპირობებს იმას რომ ვიღაცას უნდა შეხვდეს და ვიღაცას არა. ხოდა უბრალოდ მექანიკურად, ვინც ვაშლის ხეზე აძვრება, ის შეჭამს კიდეც და არა მეორე ტიპი რომელიც შეზლონგზე წევს და . . . უნდა.

 

ვაშლის ხე თუ ჩემია, ვერაფერსაც ვერ შეჭამ. ან შეჭამ ნაქურდალს, მოხერხებას გააჩნია. 

 

ხომ არ გვაქვს პრეტენზია რომ სამიართლიანადაა ყველაფერი მოწყობილი და ყველას დამსახურებისამებრ ხვდება? ან ეს დამსახურებულობა რითი დგინდება? შეიძლება ბაბუაჩემმა ფეხი წამოკრა რამე საგანძურს და ვსო. 

ან უბრალოდ გარეგნობა მიწყობს ხელს რომ ნაშები მეხვეოდნენ. მანდ კიდე თავდაჯერებულობა პრიორიტეტული ჰამბავია. 

 

ყველა იმას  ვერ მიიღებს, რასაც იმსახურებს. მით უმეტეს, რაც უნდა იმას. მაგრამ mცდელობები და ძალისხმევა ზრდის გრძელვადიანად შენს შანსებს. თუ ამას მემკვიდრეობითობით და ოჯახზე გადავიტანთ, ეს შესაძლებლობები შეიძლება განუზომლად გაიზარდოს. :seth:

 

Edited by Georgia
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   202 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 201 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(21)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)
    • ASIA