Jump to content
×
×
  • Create New...

რა პრობლემების წინაშე დგანან ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას?


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რა პრობლემების წინაშე დგანან ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას?


 

http://myprofession.gov.ge/1c8c28bc-031b-4e81-be07-09278f9fd192.jpgპროფესიული ორიენტაციის კვლევის შედეგად გამოვლინდა ის სირთულეები, რომლებსაც ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას აწყდებიან. საგულისხმოა, რომ კარიერული კონსულტაციის სერვისების სიმცირიდან გამომდინარე, ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევის პროცესზე მოქმედ არაერთ ბარიერს ასახელებენ. კვლევის შედეგების გაანალიზებამდე დავძენთ, რომ სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანს სჭირდება ინფორმაცია ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ (1) საკუთარი თავის, (2) პროფესიის, (3) შრომის ბაზრისა და (4) საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ. როგორც კვლევის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ვიგებთ, ახალგაზრდები განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას ოთხივე ფაქტორის შესახებ, რაც გამოწვეული ერთი მხრივ, შესაბამისი რესურსების არარსებობით, ხოლო მეორე მხრივ, პროფესიის არჩევის პროცესში გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით. 

http://myprofession.gov.ge/d74a0f83-a94a-4de4-8df1-54a12f0e6c46.png

ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად პროფესიების შესახებ ინფორმაციის ნაკლელობას ასახელებენ (77%) - მათი შეფასებით, ისინი არ ფლობენ საფუძვლიან ინფორმაციას ერთი მხრივ, სხვადასხვა პროფესიული შესაძლებლობების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, უჭირს დეტალური ინფორმაციის მოძიება მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ - პროფესიის შინაარსი, სამუშაოები, რომელსაც ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანები ასრულებენ, პროფესიისთვის საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები და ა.შ. აღნიშნული მონაცემი მოულოდნელი არ არის, რადგან ქართველ ახალგაზრდებს ინფორმაცია აქვთ მხოლოდ იმ პროფესიების შესახებ, რომლებიც მათ გარშემო არსებობს და რომლებიც წარმოადგენენ ე.წ. "მოდურ პროფესიებს". რეალურად, "შრომის სამყაროში" უამრავი სხვა პროფესიაა, რომელთა შესახებაც ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას და შესაბამისად, არ განიხილავენ მათ პროფესიის არჩევისას. აღნიშნული პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ დღემდე არ არსებობს სერვისი, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან პროფესიათა აღწერილობებს და დეტალურ ინფრომაციას მოიძიებენ მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ. ამ მიმართულებით, არსებობს myprofession.gov.ge-ზე განთავსებული ვიდეორგოლები, (1) რომელთა რაოდენობაც შეზღუდულია და (2) ფორმატიდან გამომდინარე, არ არის შინაარსობრივად ამომწურავი.

http://myprofession.gov.ge/1d2c83cc-a988-42e7-9daa-2fb2a3832011.pngპროფესიის არჩევისას ქართველი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ბარიერს უმაღლესი სასწავლებლებისა (71%) და პროფესიული კოლეჯების (62%) საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს . როგორც კვლევის შედეგად გამოვლინდა, ქართველი ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ სასურველი პროფესიის დაუფლებას, რადგან არ იციან რომელ უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში რომელი პროფესიები ისწავლება. აღნიშნული შედეგები არ არის გასაკვირი, რადგან არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები დეტალურ ინფორმაციას მოიძიებენ ყველა საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ და მოახერხებენ საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთშედარებას სხვადასხვა ასპექტის მიხედდვით. მსგავსი ტიპის ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტებისა თუ კოლეჯების ვებგვერდებზე, სადაც (1) ხშირად ინფორმაცია არ არის განახლებული, (2) არ არის მარტივად სტრუქტურირებული და ძნელია საჭირო ინფორმაციის მოძიება (3) არ არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ (სილაბუსი, საგნები, ლექტორები და ა.შ.) და (4) ბუნებრივია, საგანმანათლებლო დაწესებულება არ წარმოადგენს ინფორმაციის ნეიტრალურ წყაროს, რადგან ის ცდილობს დადებითი კუთხით წარმოაჩინოს საკუთარი თავი და საკუთარი პროგრამები, რამაც შეიძლება პროფესიის მაძიებელი შეცდომაში შეიყვანოს.

http://myprofession.gov.ge/4bf5ea52-3039-4967-8c79-a702191bb3a0.jpgიმ პირობებში, როცა ჯერჯერობით არ არსებობს შრომის ბაზრის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პროფესიის განვითარების პერსპექტივები, სამუშაო ადგილების რაოდენობა, საშუალო ანაზღაურება (ეს ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მისაღებად), არ არის გასაკვირი, რომ ქართველი ახალგაზრდების 63% პროფესიის არჩევისას შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. როდესაც ვსაუბრობთ, რომ პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება და ამ დროს, ამგვარი ინფორმაცია უბრალოდ არ არის ხელმისაწვდომი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რის საფუძველზე უნდა გაითვალისწინოს ახალგაზრდამ შრომის ბაზრის მოთხოვნები.

ქართველი ახლაგაზრდების 56% ფიქრობს, რომ არ არსებობს მათთვის სასურველი პროფესიის დაუფლებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა. კვლევის აღნიშნულ შედეგს მივყავართ ზემოთ განხილულ პრობლემასთან, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროფესიების შესახებ. სავარაუდოა, რომ დასახელებული მაღალი მაჩვენებელი (56%), სწორედ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დაბალი ინფორმირებულობით არის განპირობებული და არა საგანმანათლებლო პროგრამების სიმცირითა თუ არარსებობის. რეალურად, ძალიან ცოტაა იმ პროფესიების რაოდენობა, რომელთა დასაუფლებელი პროგრამებიც საქართველოში არ არსებობს.

http://myprofession.gov.ge/b639aae3-6ed4-4116-9cbb-62136b9ac3cf.pngპროფესიის არჩევისას, ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა - რესპონდენტთა 54% თვლის, რომ პროფესიის სწორად არჩევისთვის არ აქვს საფუძვლიანი ცოდნა საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების შესახებ, ხოლო 52%-ის აზრით, იმდენად ბევრი და განსხვავებული ინტერესები აქვთ, რომ უჭირთ ერთ რომელიმე პროფესიაზე ჩამოყალიბება, რაც საკუთარ ინტერესებში ჩამოუყალიბებლობაზე მიუთითებს.

http://myprofession.gov.ge/fb1e5739-1d04-4f6f-b29c-5b5ad3ffd95f.jpgმიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი ბარიერების ფონზე, უპირველესი გამოსავალი, კარიერული კონსულტანტების ინსტიტუტის გაძლიერებაა, ქართველი ახალგაზრდების მხოლოდ 40% თვლის, რომ პროფესიის არჩევის პროცესში კარიერული კონსულტანტის დაეხმარება სჭირდებათ. აღნიშნული მაჩვენებელი მეტწილად განპირობებული იმით, რომ ქართველი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა რეალურად არ იცის როგორ შეიძლება პროფორიენტაციის გამოყენება და შესაბამისად, არ იციან რა ევალებათ პროფკონსულტანტებს და როგორ შეიძლება გამოიყენონ მათი მომსახურება.

სკოლის მოსწავლეთა მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ სკოლის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა პროფესიის არჩევაზე უარყოფითად მოქმედებს. რეალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები ვერ აანალიზებენ რა ტიპის დახმარება შეიძლება გაუწიოს სკოლამ მას და არა იმას, რომ სკოლა კარიერული კონსულტაციის სრულყოფილ სერვისს სთავაზობ მათ და ამიტომ არ მოქმედებს აღნიშნული ფაქტორი უარყოფითად პროფესიის არჩევაზე. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლებში თითქმის არარსებობს პროფორიენტაციის სერვისი, ვერ ვიმსჯელებთ პროფესიის არჩევის პროცესზე სკოლის მხარდაჭერის სრულყოფილებაზე.

ხშირად, პროფესიის არჩევაზე საუბრისას, აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდების პროფესიის არჩევაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მშობლები და ახალგაზრდები გადაწყვეტილებას მშობლების აზრის გათვალისწინებით ირჩევენ, ან/და პროფესიის არჩევის დროს ახალგაზრდებზე მოქმედებს საზოგადოების სტერეოტიპები და ჯერ კიდევ არსებობს ე.წ. "ქალური" და "კაცური" პროფესიები.

http://myprofession.gov.ge/88510056-6945-4e2d-9f97-34046cd4e687.pngკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ წარდგენილ ფაქტორებს შორის მშობლების ჩართულობა ყველაზე ნაკლებად პრობლემურია ქართველი ახალგაზრდებისთვის. რესპონდენტთა მხოლოდ 28% თვლის, რომ პროფესიის არჩევისას მისთვის პრობლემას მშობელთა ჩარევა წარმოადგენს. ქართველი ახალგაზრდებისთვის არც საზოგადოებრივი სტერეიტოპების გავლენა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას პროფესიის არჩევისას.

რესპონდენტთა 61%-თვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სწავლის სიძვირე. რესპონდენტებმა საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ სხვა ბარიერებთან დაკავშირებითად. რამდენიმე რესპონდენტის შეფასებით, პროფესიის არჩევისას დაბრკოლებას ქმნის: სკოლაში განათლების/სწავლების დაბალი დონე. ხოლო ბევრმა დამატებით მიუთითა (კითხვარში მოცემული იყო დებულება ფინანსური გარემოებების შესახებ), რომ პროფესიის არჩევისას ბარიერს ქმნის ფინანსური ფაქტორი, მათ შორის სწავლის სიძვირე. რაოდენობრივი კვლევის მსგავსი ტენდენციები გამოვლინდა თვისებრივ კვლევაში, სადაც ახალგაზრდები ზემოთ დასახელებულ ბარიერებზე საუბრობენ

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share