Jump to content
×
×
  • Create New...

განათლება როგორც HR ფილტრი


Damnoc
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რატომ უნდა დაამთავროს ადამიანმა უმაღლესი სასწავლებელი? იმიტომ რომ კარგ სამსახურში მოეწყოს.

 

ვთქვათ პირველ ეტაპზე იყო 30 "კარგი" ვაკანსია და 20 დიპლომიანი აპლიკანტი.

თავისთავად აიყვანეს ეს 20 ტიპი, და მერე შედარებით უფრო გაჭირვებით დანარჩენი 10 ტიპიც "უდიპლომოებიდან".

შემდეგი თაობის ახალგაზრდობამ დაინახა რომ ვისაც დიპლომი ჰქონდა ყველა მოეწყო და უდიპლომოებს მოუწიათ კონკურენცია. დასკვნა: უნდა გქონდეს დიპლომი.

მეორე ეტაპზე უკვე 40-მა აიღო დიპლომი ამ სფეროში. ვაკანსიების რაოდენობა კი ჩავთვალოთ რომ ცოტათი გაიზარდა, ვთქვათ 35-მდე.

ამ თაობაში, HR-ის ხალხმა აირჩიეს 40-დან 35 ტიპი და მაგით დამთავრდა ეგ ისტორია, მაგრამ ამან უკვე გააჩინა ჩანასახი იმის რომ განათლებულ ხალხში გაჩნდა კონკურენცია. მარტო დიპლომი საკმარისი აღარ არის.

მესამე ეტაპზე აპლიკანტებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი რით გაეხადათ მათი რეზიუმე სხვებთან შედარებით უფრო მიმზიდველი და ამის პარალელურად HR-ის ხალხმა დაიწყეს იმაზე ფიქრი თუ როგორ გაეცხრილათ აპლიკანტები რომ მათი სამუშაო შემსუბუქებულიყო. ვთქვათ აპლიკანტების რაოდენობა გაიზარდა 60-მდე და ვაკანსიების 40-მდე.

ამასთან ერთად, უკვე 5-მა აპლიკანტმა გაიჭირვა და აიღო მაგისტრის დიპლომიც.

HR-ისტებმა ის 5 მაგისტრი პირდაპირ მიითვალეს და დანარჩენი მდაბიო ბაკალავრებისგან აარჩიეს დანარჩენი 35 ტიპი.

მეოთხე ეტაპზე, იმ 5 მაგისტრის შემხედვარე, ხალხმა დაასკვნა რომ ეგ გახდა კარგი სამსახურის გარანტი და კიდევ 30-მა გადადო მაგისთვის თავი . . .

 

დიდი სურათი გამოდის როგორი?

პრობლემის არსი არის ის რომ არის ბევრი აპლიკანტი და ცოტა ვაკანსია. ერთმანეთთან კონკურენციაში სულ უფროდაუფრო მეტი დროის და რესურსების ჩადება უწევს ხალხს მხოლოდ იმისთვის რომ მათი რეზიუმე გაცხრილვის პირველ ეტაპს გადაურჩეს HR-ის ხელში.

როცა მაგისტრატურა აღარ იქნება საკმარისი იმისთვის რომ გაცხრილვას გადაურჩეს რეზიუმე, მერე საჭირო გახდება დოქტურანტურა, მერე მინიმუმ ორი დიპლომი, მერე სამი, დ.ა.შ.

 

იმ პოზიციების 90%-ს რომლებისთვისაც დღეს მინიმუმ მაგისტრის დიპლომს ითხოვენ, რეალურად 2 წლიანი პროფესიული განათლება თავზე გადაუვიდოდა. საქმის კეთების დიდ ნაწილს მაინც ადგილზე სწავლობს ადამიანი.

 

პრინციპში, მთელი თაობის ცხოვრების წლებს ვწვავთ არა-პროდუქტიულად, მხოლოდ იმისთვის რომ რაღაც პარამეტრი გვქონდეს რითაც HR თანამშრომლების საქმე შედარებით შემსუბუქდება.

Spoiler

ტეხავს :katutu:

 

Share on other sites

  • ფორუმელი
41 minutes წინ, Damnoc said:

პრინციპში, მთელი თაობის ცხოვრების წლებს ვწვავთ არა-პროდუქტიულად, მხოლოდ იმისთვის რომ რაღაც პარამეტრი გვქონდეს რითაც HR თანამშრომლების საქმე შედარებით შემსუბუქდება

ეიჩრობისკენ გვიბიძგებ? :spy:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc

 

ტეხავს  მაგრად მაგრამ ყველა საზოგადოებაში ყველა საშუალო სტატისტიკური წევრი იმ სოციუმისა ასეთივე მომხმარებელია ამ ტრენდების და წესებისა როგორც ჩვენთან. ერთეულები გადიან  სხვა გზას, ისეთები რომლებიც არ უშინდებიან სირთულეებს და წინასწარგანსაზღვრული შაბლონით არ ირჩევენ პროფესიებს და გეგმავენ ცხოვრებას. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ეიჩრობისკენ გვიბიძგებ? 

ეიჩრობის დოქტორის ხარისხი გაქვს? :p

 

2 საათის წინ, mulan said:

ტეხავს  მაგრად მაგრამ ყველა საზოგადოებაში ყველა საშუალო სტატისტიკური წევრი იმ სოციუმისა ასეთივე მომხმარებელია ამ ტრენდების და წესებისა როგორც ჩვენთან.

სხვა საზოგადოებები რომ კლდიდან გადახტნენ შენც უნდა გადახტე? :coffee:

 

2 საათის წინ, ბაყბაყდევი said:

კი ვიცი მაი ამბავი და გამართლებაც აქვს. უკვე იმდენი წელი გროვდება რაც უნდა გადააგდო რომ ვინც მაგას დაიკიდებს და იგივე პერიოდს საქმის კეთებას დაუთმობს, იგივე დროში ბევრად უფრო პროდუქტიული კადრი დგება ვიდრე "განათლებულები".

შენ როგორც კომაპნია მაგ რესურსს გამაზავ თუ მისცემ HR კადრებს საშუალებას ისე გაიმარტივონ საქმე როგორც გაუსწორდებათ.

Edited by Damnoc
Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc

რისთვის გვჭირდება ეს განათლება? კარიერა რომ ავიწყოთ და ფული ვიშოვოთ ხო?

ნებისმიერ ვარიანტში, რაც არ უნდა ვთქვათ, ,,განათლება'' კლასიკური გაგებით დღეს აქტუალური აღარაა.

უფრო სწორად არის, მაგრამ თავად შეგიძლია არააქტუალურად აქციო. 

 

მაგალითად: თუ ისწრაფვი აკადემიური სფეროებისკენ და გინდა გახდე კარგი იურისტი ვთქვათ, გინდა არ გინდა კლასიკურ განათლებას აწვები. უნივერსიტეტი, ნაშრომების წერა და ბევრი კითხვა.

 

21-ე საუკუნის წყალობით არის სხვა უამრავი შესაძლებლობები აკადემიური განათლების გარეშე აკეთო მაგარი ფული. სტარტაპები და ელ. კომერცია ამის მშვენიერი მაგალითია.

 

 

მაგრად მიხარია რომ დღეს ჩვენთანაც ბევრ ახალგაზრდას ვხვდები, რომლებიც მიხვდნენ რომ ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლა დროის კარგვაა რეალურად და თავიანთი საქმეები წამოიწყეს. 

 

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/13/2020 at 5:34 PM, Damnoc said:
On 12/13/2020 at 11:13 AM, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ეიჩრობისკენ გვიბიძგებ? 

ეიჩრობის დოქტორის ხარისხი გაქვს? :p

არა, მაგრამ სანამ პოლიტიკიდან წავიდოდი, ორ არჩევნებზე 30 უმეტესად დედისტოლა ქალ აგიტატორს ვხელმძღვანელობდი და ორივეჯერ პატიოსნად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ იმ უბანში, მე თვითონ ვესწრებოდი ხმების დათვლას. არადა ქვა-ქვაზე არ დადებულა მაშინ იქ.

ხოდა ჩათვალე ჰრ-ის დოქტორი კი არა, მაგის ზემოთ თუ რამეა, ეგეც მაქვს ორი ცალი.

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
13 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

30

 

13 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

დედისტოლა

 

13 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ქალ

 

13 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

აგიტატორს

Spoiler

giphy.gif

 

On 12/13/2020 at 5:42 PM, ბაყბაყდევი said:

მაგრად მიხარია რომ დღეს ჩვენთანაც ბევრ ახალგაზრდას ვხვდები, რომლებიც მიხვდნენ რომ ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლა დროის კარგვაა რეალურად და თავიანთი საქმეები წამოიწყეს.

მე არ შემიმჩნევია ეს ტრენდი.

სასიძოს უდიპლომოობას გადაეცალა ნელნელა ტაბუობა დავიჯერო?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share