Jump to content
×
×
  • Create New...

თვით-ორგანიზებადი საზოგადოება


Damnoc
 Share

Recommended Posts

2 minutes წინ, York Ge said:

სენიორ?

ოი plz რა. არ გვინდა ეგეთები.

4 minutes წინ, York Ge said:

ეგეც არ იყოს, ამერიკელებს ყველა აგინებს.

არ არიან საგინებელი? დახარკეს მსოფლიო. 10 ქვეყნიდან 5-ში სამხედრო კონტინგენტი ყავთ განლაგებული.

რა დემოკრატიასაც იცავენ გამოჩნდა ეგერ ავღანეთში. თუ მანამდე არასაკმარისად ჩანდა.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, CHAOS said:

ოი plz რა. არ გვინდა ეგეთები.

რატომ გაღიზიანებთ ასეთი მიმართვა? ერთი მხრივ, ის თვითირონიაა, რომ არ დაგვავიწყდეს ფეხებზე წამოცმული ფლოსტები მაშინ, როცა რომაელი სენატორებივით მსოფლიოს ბედზე ვმსჯელობთ, ხოლო მეორე მხრივ - გაცხარებისაგან თავდაცვა. როგორ წარმოგიდგენიათ ისეთი ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად, "გამოს#რდით, სენიორ?" ან "შ#გ ხომ არ გაქვთ, მილორდ?"

ამიტომაა, რომ, წელიწადნახევარია, რაც ბადე არსებობს და ჯერ ერთმანეთი არ გაგვილანძღავს ტიმის დუქნისაგან განსხვავებით.

10 minutes წინ, CHAOS said:

არ არიან საგინებელი? დახარკეს მსოფლიო. 10 ქვეყნიდან 5-ში სამხედრო კონტინგენტი ყავთ განლაგებული.

არიან, როგორ არ არიან, მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ამერიკელებმა ჯერ მსოფლიო გაათავისუფლეს ევროპული და ბრიტანული კოლონიალიზმისაგან, რომლებიც ბევრად უარესი იყო.

Share on other sites

24 minutes წინ, York Ge said:

არიან, როგორ არ არიან, მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ამერიკელებმა ჯერ მსოფლიო გაათავისუფლეს ევროპული და ბრიტანული კოლონიალიზმისაგან, რომლებიც ბევრად უარესი იყო.

აქვთ მაგათ უამრავი რამ საამაყო. არ ვუკარგავ. მარა რა კავშირშია ეგ ბოლო 30+ წლის ამერიკულ პოლიტიკასთან. ჟანდარმერიად გადააქციეს ქვეყანა გინდა შიგნით გინდა გარეთ.

29 minutes წინ, York Ge said:

რატომ გაღიზიანებთ ასეთი მიმართვა?

თვითონ მიმართვა მშვენიერია. პრობლემას გამეორების სიხშირე ქმნის. (სიტყვაზე) 50-ე სენიორის მერე უკვე სხვა დატვირთულობას იძენს. არასაკმარისად ჯანსაღს imho. ყოველ შემთხვევაში გვერდიდან მაყურებლისათვის.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, CHAOS said:

მარა რა კავშირშია ეგ ბოლო 30+ წლის ამერიკულ პოლიტიკასთან. ჟანდარმერიად გადააქციეს ქვეყანა გინდა შიგნით გინდა გარეთ.

მე ამ ამბებს რომის ისტორიის ანალოგიით განვიხილავ, მაგრამ ეგ უკვე სხვა თემაა.

3 minutes წინ, CHAOS said:

50-ე სენიორის მერე უკვე სხვა დატვირთულობას იძენს.

თვითირონიის კი არა, რაღაც სხვა რამის შთაბეჭდილებას ტოვებს?

Share on other sites

1 minute წინ, York Ge said:

თვითირონიის კი არა, რაღაც სხვა რამის შთაბეჭდილებას ტოვებს?

კი. არაადეკვატურობის. არავის წყენინება არ მინდა. მყუდრო სოციუმებში დამახასიათებელი სლენგის ფორმირება ნორმაა. just გვერდიდან ცოტა სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს ეგ.

7 minutes წინ, York Ge said:

მე ამ ამბებს რომის ისტორიის ანალოგიით განვიხილავ, მაგრამ ეგ უკვე სხვა თემაა.

გავრცელებული აზრია. რატომ მაინცდამაინც რომის და არა სიტყვაზე კართაგენის?

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, CHAOS said:

კი. არაადეკვატურობის. არავის წყენინება არ მინდა.

ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, რომ ასეთი შთაბეჭდილების მოხდენა, შეიძლება, არც თუ ცუდია :)

5 minutes წინ, CHAOS said:

რატომ მაინცდამაინც რომის და არა სიტყვაზე კართაგენის?

რომიცა და კართაგენიც მეორადი პოლიტიკური სტრუქტურები იყო, რომმა, უბრალოდ, გაიმარჯვა და ავთენტური ელიტის შექმნაც გამოუვიდა რაღაც სასწაულით სპარტაკის ომის შემდეგ.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
6 minutes წინ, York Ge said:

ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, რომ ასეთი შთაბეჭდილების მოხდენა, შეიძლება, არც თუ ცუდია :)

სენიორ, ღრმა პატივისცემით

ინიციაცია მხოლოდ ყველა წევრის თანხმობით ხდება.

ღრმად დაინტერესებულ უცნობებს კაბალეროთი მივმართავთ.

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, Eric said:

ღრმად დაინტერესებულ უცნობებს კაბალეროთი მივმართავთ.

კეთილი.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share