Jump to content
×
×
  • Create New...

მწვანე ბარათის გათამაშება (Green Card Lottery)


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ვინმემ შეავსეთ ან აპირებთ ჩვენი ფორუმიდან? :smoking:

ინფორმაცია 2021 წლის მწვანე ბარათის პროგრამის სტატუსის შემოწმების ცვლილებასთან დაკავშირებით

 

1990 წლის საიმიგრაციო კანონით დაარსდა მწვანე ბარათის (DV) პროგრამა, რომლის მიხედვით 55,000 საიმიგრაციო ვიზა იქნებოდა ხელმისაწვდომი ყოველწლიური გათამაშების გზით. გათამაშების მიზანს წარმოადგენს შეერთებულ შტატებში იმიგრანტი მოსახლეობის დივერსიფიცირება, კანდიდატების შერჩევით ძირითადად იმ ქვეყნებიდან სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში იმიგრირებულთა რაოდენობის დაბალი მაჩვენებლი ფიქსირდება.

2021 წლის მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციისათვის აპლიკაციები უნდა შეივსოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: www.dvlottery.state.gov 2019 წლის 2 ოქტომბრის 20:00 საათიდან (თბილისის დროით) 2019 წლის 5 ნოემბრის 20:00 საათამდე (თბილისის დროით). განმცხადებლებს ვურჩევთ, განაცხადები სარეგისტრაციო პერიოდის დასაწყისშივე შემოიტანონ, რადგან სარეგისტრაციო პერიოდის ბოლოს, დიდი მოთხოვნის გამო სისტემის მუშაობა შეიძლება საგრძნობლად შენელდეს.

კანონონმდებლობის თანახმად, ყოველ განმცხადებელს შეუძლია შემოიტანოს მხოლოდ ერთი განაცხადი ყოველი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში. განმცხადებლები, რომლებსაც შემოტანილი ექნებათ ერთზე მეტი განაცხადი, ექვემდებარებიან ავტომატურ დისკვალიფიკაციას.

2021 წლის მწვანე ბარათის გათამაშების დეტალური ინსტრუქცია ქართულ ენაზე იხილეთ აქ: https://ge.usembassy.gov/wp-content/uploads/sites/165/DV-Lottery-Instructions-in-GEO-3.pdf

მწვანე ბარათის გათამაშების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები და ონლაინ კითხვა-პასუხის სესიები. იხილეთ განრიგი:

დამატებითი ინფორმაციას თარიღების და ინსტრუქციების შესახებ ნახავთ აქ  და აქ

 
=
 
რამეს თუ ვერ გაიგებთ, იკითხეთ და დავამატებ
 
 
  •  

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

კი, ვიფიქრე რამდენჯერმე შევსება, მაგრამ  ეგეთი იღბლიანიც არ ვარ. ვიზაზე რომ შევიტანო განაცხადი მგონი უფრო მეტი შანსი მაქვს აშშ-ში წასვლის...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, iaiameri said:

 @mulan რა ჯანდაბა მინდა იქ, თეთრებს ურტყამენ:rao:

:sicilieli: ფეხი ვერ მომჭამონ! 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ვინმეს მოგიგიათ?

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
23 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ვინმეს მოგიგიათ?

რომ მოგვეგო აქ ხომ არ დავპოსტავდით? მერე ვინმეს რომ წამოიძახა უცხოეთში ხართ და მთელი დღეები თბილისის ფორუმზე გდიხართო:getakva:

მე ბოლომდე გავრედიტდებოდი, მერე ინკულტურიზაციის პროცესი თავში ამივარდებოდა და ქართული რეალობისკენ არც კი გამოვიხედავდი :rossi:ისედაც ზოგჯერ მგონია სადღაც დელავერში ვცხოვრობ, ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს, საყვარელია სახლი, მოკლედ ნიუ-იორკში წავედი ჩემით და ამბები :user:

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share