Jump to content
×
×
  • Create New...

მწვანე ბარათის გათამაშება (Green Card Lottery)


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
10 minutes წინ, ტირანოზავრიკი said:

ვინ გიშვებს :dragon:

შენ ჯინაზე როგორ ავიღო 10 წლიანი და გატაკო შუბლში :lol: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
54 minutes წინ, cosmia said:

შენ ჯინაზე როგორ ავიღო 10 წლიანი და გატაკო შუბლში :lol: 

აიღე და მატაკე

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

  • ფორუმელი

2021 მწვანე ბარათის პროგრამის სტატუსის შემოწმების თარიღის გადაწევა (29 აპრილი)

 

განახლება: სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის მწვანე ბარათის პროგრამის სტატუსის შემოწმების თარიღი 2020 წლის 5 მაისის ნაცვლად 2020 წლის 6 ივნისამდე გადადო. ეს ცვლილება დაკავშირებულია COVID-19-ის წინააღმდეგ ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევასთან და უარყოფით გავლენას არ იქონიებს DV-2021-ის ადმინისტრირებაზე.

ყოველ წელს სახელმწიფო დეპარტამენტი შემთხვევითობის პრინციპით არჩევს მწვანე ბარათის პროგრამის აპლიკანტებს მონაწილე რეგიონებსა და ქვეყნებზე არსებული ვიზების გადანაწილებით. 6 ივნისს (ან 6 ივნისისთვის), მწვანე ბარათის პროგრამის გვერდზე განთავსდება ინფორმაცია მონაწილეების სტატუსის შესახებ, რათა მონაწილეებს ეცნობოთ შეირჩა თუ არა მათი ელექტორნული განაცხადი. თქვენი სტატუსის შესამოწმებლად უნდა მიუთითოთ დასტურის უნიკალური კოდი, რომელიც ფორმის შევსებისას მოგენიჭათ. თუ აღნიშნული დასტურის კოდი დაკარგეთ, ვერ შეძლებთ თქვენი რეგისტრაციის სტატუსის შემოწმებას. ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენთვის დამადასტურებელი კოდის ხელმეორედ გამოგზავნას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამოაგზავნის წერილებს ან არ აცნობებს შერჩეულ აპლიკანტებს სტატუსს ელექტორნული ფოსტის მეშვეობით. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები და საკონსულოები არ გასცემენ შერჩეულთა სიას. მწვანე ბარათის ვებ-გვერდზე არსებული ,,Entrant Status Check” არის ერთადერთი საშუალება, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტი განმცხადებლებეს მათი შერჩევის შესახებ აცნობებს.

2020 მწვანე ბარატის პროგრამის განმცხადებლებს აპლიკაციის სტატუსის შემოწმება 2019 წლის 7 მაისიდან 2020 წლის 30 სექტემბრამდე იმავე ვებ-გვერდზე შეუძლიათ, ხოლო 2021 წლის პროგრამის განმცხადებლებს 2020 წლის 6 ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე.

თუ თქვენი აპლიკაცია შეირჩევა, ვებ-გვერდი გადაგამისამართებთ დასტურის გვერდზე, რომელიც მოგაწვდით შემდგომ მითითეებს, მათ შორის ინფორმაციას შეერთებულ შტატებში იმიგრაციის საფასურის შესახებ. არსებითად მოგიწოდებთ, რომ სტატუსი თავად შეამოწმოთ და არ ენდოთ სხვას, რომ თქვენ ნაცვლად შეამოწმოს და შემდეგ გაცნობოთ პასუხი. შერჩევის პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვები, რომლებიც მითითებულია მწვანე ბარათის პროგრამის ინსტრუქციის გვერდის ბოლოს. ასევე, განმცხადებლებს ვურჩევთ, გადახედონ გაფრთხილებას თაღლითობაზე, რათა თავიდან აიცილონ მწვანე ბარათის პროგრამის აპლიკანტებისთვის გაგზავნილი მრავალრიცხოვანი თაღლითური ელექტრონული წერილები.

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share